Dexamethasone - დექსამეტაზონი 4მგ/1მლ 5 ამპულა UZ

1,95 ლ
მარაგშია
SKU
6897_2829

ჩვენება: დაავადებები, რომელიც ითხოვს სწრაფი მოქმედების  გლუკოკორტიკოსტეროიდის შეყვანას, ასევე შემთხვევები, როდესაც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.

 პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დექსამეტაზონი

მოქმედი ნივთიერება (INN): დექსამეტაზონის ფოსფატი (ნატრიუმის მარილის სახით).

წამლის ფორმა:  საინექციო ხსნარი.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი (დექსამეტაზონის ფოსფატზე გადაანგარიშებით)- 4,0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი-22,5მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 2 ჩანაცვლებული წყლიანი -1,0 მგ, ტრილონ ბ -0,1 მგ, საინექციო წყალი 1მლ-მდე.

აღწერა:  გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი.

ათქ კოდი: Н02АВ02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს) - ფტორპრედნიზოლონის მეთილირებული წარმოებულები.  ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი, იმუნოდეპრესიული, შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედება, ზრდის ბეტა-ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინების მიმართ.

ურთიერთქმედებს სპეციფიურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან (რეცეპტორები გკს-თვის არის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ღვიძლში) ცილების წარმოქნის მაინდუცირებელი კომპლექსის წარმოქმნით.

(მათ შორის, უჯრედებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების მარეგულირებელი ფერმენტების წარმოქმნით).

ცილოვანი ცვლა: ამცირებს პლაზმაში გლობულინების რაოდენობას, ზრდის ალბუმინების სინთეზს ღვიძლსა და თირკმელებში (ალბუმინ/გლობულინის კოეფიციენტის გაზრდით); ამცირებს სინთეზს და აძლიერებს ცილების კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში.

ლიპიდური ცვლა:  ზრდის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრიგლიცერიდების სინთეზს, ახორციელებს ცხიმის

გადანაწილებას (კიდურების კანქვეშა უჯრედებიდან მობილიზაცია და ცხიმის დაგროვება, უპირატესად  მხრის სარტყელში, სახისა და მუცლის მიდამოებში), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.

ნახშირწყლოვანი ცვლა: ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნახშირწყლების აბსორბციას; ზრდის გლუკოზა-6-ფოსფატაზის აქტივობას (ზრდის გლუკოზის მოხვედრას ღვიძლიდან სისხლში); ზრდის ფოსფოენოლპირუვატ კარბოქსილაზას აქტივობას და ამინიოტრანსფერაზას სინთეზს (გლუკონეოგენეზის აქტივაცია). ხელსს უწყობს ჰიპერგლიკემიის განვითარებას.

წყალ-ელექტროლიტური ცვლა: აკავებს წყალსა და  ნატრიუმის იონებს ორგანიზმში, ასტიმულირებს კალიუმის იონების გამოყოფას (მინერალურკორტიკოიდული აქტოვობა), ამცირებს კალციუმის იონების აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, იწვევს კალციუმის გამორეცხვას ძვლებიდან და მის თირკმლისმიერ ექსკრეციის მომატებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილებისა და პოხიერი უჯრედების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებსათან, რომელიც გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას, კაპილარების შეღწევადობის შემცირებასთან; უჯრედული და ორგანელების  მემბრანის (განსაკუთრებით ლიზოსომურის) სტაბილიზაციასთან. მოქმედებს ანთების პროცესის ყველა ეტაპზე: აინჰიბირებს პროსტაგლანდინების (Pg) სინთეზს არაქიდონის მჟავის დონეზე (ლიპოკორტინი თრგუნავს ფოსფალიპაზას A2, ახშობს არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლებას და აინჰიბირებს ენდოპეროქსიდების ბიოსინთეზს, ლეიკოტრეინების, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების, ალერგიების და ა.შ. განვითარებას), „ანთების საწინააღმეგო ციტოკინების“ სინთეზს (ინტერლეიკინი 1, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა და ა.შ.); ზრდის უჯრედული მემბრანის მდგრადობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედების  მიმართ.

იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოიდური ქსოვილების ინვოლუციით, ლიმფოციტების პროლიფერაციის (განსაკუთრებით Т-ლიმფოციტების), B-უჯრედების მიგრაციისა  და Т– და В–ლიმფოციტების ურთიერთქმედების დათრგუნვით, ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ციტოკინების (ინტერლეიკინ-1 და -2, გამა ინტერფერონის) გამოთავისუფლების შეფერხებით და ანტისხეულების წარმოქმნის შემცირებით.

ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი ვითარდება ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის  შემცირების, სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  გამოთავისუფლების შეფერხების, მოცირკულირე ბაზოფილების რიცხოვნების შემცირების, ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დათრგუნვის, Т- და В-ლიმფოციტებისა და პოხიერი უჯრედების რიცხვის შემცირების, ალერგიის მედიატორების მიმართ ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვისა და  ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლის შედეგად. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს მოქმედება განპირობებულია, ძირითადად, ანთებითი პროცესების შეჩერებით, ლორწოვანი გარსის შეშუპების პრევენციით  ან შემცირებით, ბრონქების  ეპითელიუმის ლორწოვანას ქვედა შრის ეოზინოფილური ინფილტრაციის შემცირებით და  ბრონქების  ლორწოვანში მოცირკულირე იმუნური კომპლექსების განთავსებით, ასევე ლორწოვანის  ეროზიისა და დესკვამაციის დათრგუნვა. ზრდის ბეტა- წვრილი და საშუალო კალიბრის ბრონქების ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინებისა და ეგზოგენური სიმპატომიმეტიკების მიმართ, ამცირებს ლორწოვანის  სიბლანტეს მისი წარმოების შემცირებით. აფერხებს შემაერთებელქსოვილოვან რეაქციებს ანთებითი პროცესის მსვლელობისას და ამცირებს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქნის შესაძლებლობას.

თრგუნავს ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციას და სინთეზს და მეორადად ენდოგენური გლუკოკორტიკოსტეროიდების სინთეზს.  მოქმედების თავისებურება არის ჰიპოფიზის ფუნქციის მნიშვნელოვანი დათრგუნვა და მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობის პრაქტიკულად სრული არარსებობა.

1-1.5 მგ / დღეღამური დოზებით თრგუნავს თირკმლზედა ჯირკვლის  ქერქის ფუნქციას;

ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 32-72 საათს (ჰიპოთალამუს-თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფიზკორტიკალური ნივთიერების დათრგუნვის ხანგრძლივობა).

0.5 მგ დექსამეტაზონის გლუკოკორტიკოიდული აქტივობა შეესაბამება დაახლოებით 3.5 მგ პრედნიზონს (ან პრედნიზოლონს), 15 მგ ჰიდროკორტიზონს ან 17.5 მგ კორტიზონს.

ფარმაკოკინეტიკა

სისხლში უკავშირდება  (60-70%) სპეციფიურ პროტეინს-გადამტანს-ტრანსკორტინს. ადვილად გადის ჰისტოჰემატოლოგიურ ბარიერებს  (მათ შორის ჰემატოენცეფალურ  და პლაცენტურ ბარიერს). მეტაბოლიზდება ღვიძლში (ძირითადად კონიუგაციით  გლუკურონიკურ და გოგირდის მჟავებთან) არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. იგი გამოიყოფა თირკმელებით (მცირე ნაწილი -სარძევე ჯირკვლების მიერ). პლაზმიდან  დექსამეტაზონის ნახევარი გამოყოფის პერიოდი 3-5 საათია.

გამოყენების ჩვენებები

დაავადებები, რომელიც ითხოვს სწრაფი მოქმედების  გლუკოკორტიკოსტეროიდის შეყვანას, ასევე შემთხვევები, როდესაც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია:

  • ენდოკრინული დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, პირველადი ან მეორეული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, ქვემწვავე თირეოიდიტი.
  • შოკი (დამწვრობითი, ტრავმული, ოპერაციული, ტოქსიკური) - ვაზოკონსტრიქტორების, პლაზმის შემცვლელი პრეპარატების და სხვ. სიმპტომური თერაპიის არაეფექტურობის დროს.
  • თავის ტვინის შეშუპება (თავის ტვინის სიმსივნის, ქალა-ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ჩარევის, ცერებრალური სისხლდენის, ენცეფალიტის, მენინგიტის, რადიაციული დაზიანების დროს);
  • ასთმური სტატუსი; მძიმე ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმის გამწვავება, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი);
  • მძიმე ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი;
  • რევმატიული დაავადებები;
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები;
  • მწვავე, მძიმე დერმატოზი;
  • ავთვისებიანი დაავადებები: ლეიკოზისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში; მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, პერორალური მკურნალობის შეუძლებლობის დროს;
  • სისხლის დაავადებები: მწვავე ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში;
  • მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
  • ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (სუბკონიუნქტივალური, რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა): ალერგიული კონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი ეპითელიუმის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი, ანთებითი პროცესი თვალის დაზიანებისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სიმპათიკური ოფთალმია, იმუნოსუპრესიული მკურნალობა რქოვანას გადანერგვის შემდეგ;
  • ადგილობრივი გამოყენება (პათოლოგიური ფორმირების არეში): კელოიდები, დისკოიდური წითელი მგლურა, ანულარული გრანულომა.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებებზე, პაციენტის მდგომარეობასა და თერაპიაზე მის  რეაქციაზე. პრეპარატი ინტრავენურად შეჰყავთ ნელი ნაკადით ან წვეთოვნად (მწვავე და გადაუდებელ მდგომარეობისას); ინტრამასკულურად; ასევე შესაძლებელია ადგილობრივი შეყვანაც (პათოლოგიურ წარმონაქმნებში). წვეთოვანის  საინფუზიო  ი/ვ ხსნარის მომზადების მიზნით გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი  ან 5% დექსტროზის ხსნარი.

სხვადასხვა დაავადებების მწვავე პერიოდში და თერაპიის დასაწყისში პრეპარატი გამოიყენება გაცილებით  მაღალ დოზებში. დღეღამეში დასაშვებია 4-დან 20 მგ-მდე პრეპარატის შეყვანა 3-4-ჯერადად.

პრეპარატის დოზები ბავშვებისთვის (ინტრამუსკულურად):

ჩანაცვლებითი თერაპიის დროს პრეპარატის დოზა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის  უკმარისობის დროს), შეადგენს სხეულის მასის  0.0233 მგ / კგ  ან სხეულის ზედაპირის ფართობის 0.67 მგ / მ2, განაწილებული  3 დოზად, ყოველ მე -3 დღეს, ან სხეულის მასის 0.00776-0.01165 მგ / კგ  ან სხეულის ზედაპირი ფართობის  0.233-0.335 მგ / მ2 ყოველდღიურად. სხვა ჩვენებების შემთხვევაში რეკომენდებული დოზა არის სხეულის მასის  0.02776 დან 0.16665 მგ / კგ ან სხეულის ზედაპირის ფართობის  0.833-5 მგ / მ2 ყოველ 12-24 საათში.

ეფექტის მიღწეევის შემდეგ, დოზას  ამცირებენ შემანარჩუნებელ დოზამდე  ან მკურნალობის შეჩერებამდე. პარენტერალური გამოყენების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-4 დღეა, შემდეგ გადადიან დექსამეტაზონის ტაბლეტირებული  ფორმით შემანარჩუნებელ თერაპიაზე.  

პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენება მოითხოვს თანდათანობითი დოზის შემცირებას თირკმელზედა ჯირკვლის  ქერქის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გვერდითი ეფექტები

ჩვეულებრივ, დექსამეტაზონი კარგად გადაიტანება. მას ახასიათებს დაბალი მინერალკორტიკოიდული აქტივობა, ე.ი. მისი ზემოქმედება წყალ-ელექტროლიტური ცვლაზე უმნიშვნელოა. როგორც წესი, დაბალ და შუალედურ დოზებში, დექსამეტაზონი არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში, კალიუმის ექსკრეციის მომატებას. აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი (მთვარისებური სახე, ჰიპოფიზური ტიპის გაცხიმოვნება, არტერიული წნევის მომატება, დიმენორეა, ამენორეა, კუნთების სისუსტე, სტრიები) სქესობრივი განვითარების შეჩერება ბავშვებში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პანკრეატიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა და პერფორაცია, მადის მომატება ან  შემცირება, მეტეორიზმი, სლოკინი. იშვიათ შემთხვევებში - ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის მომატებული აქტივობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდე); გულის უკმარისობის  გამოხატულების გაძლიერება ან განვითარება (წინასწარგანწყობილ პაციენტებში), ჰიპოკალიემიისათვის დამახასიათებელი ეკგ-ცვლილებები; მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზები. მწვავე და ქვემწვავე მიოკარდუმის ინფარქტით დაავადებულებში - ნეკროზის კერის გაფართოება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების პროცესის შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯა.

ნერვულის სისტემის მხრივ:  დელირიუმი, დეზორიენტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დეპრესია, პარანოია, ქალაშიდა წნევის მომატება, ნერვიულობა ან  მოუსვენრობა, უძილობა, თავბრუსხვევა, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, თავის ტკივილი, კრუნჩხვები.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის უეცარი დაკარგვა (თავის, კისრის, ცხვირის ნიჟარების, თავის კანის მიდამოებში პარენტერალური შეყვანისას შესაძლებელია თვალის სისხლძარღვებში პრეპარატის კრისტალების დაგროვება) უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით, თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული დაავადებების გამწვავებისადმი მიდრეკილება, რქოვანას ტროფიკული ცვლილებები, ეგზოფტალმი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ:  კალციუმის მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალციემია, სხეულის მასის მომატება, აზოტის  უარყოფითი ბალანსი (ცილების მომატებული დაშლა), მომატებული ოფლიანობა.

მინერალკორკტიკოიდული აქტივობით განპირობებული - სითხის და ნატრიუმის შეკავება (პერიფერიული შეშუპებები), ჰიპერნარიემია, ჰიპოკალიემიის ნიშნები (არითმია, მიალგია ან კუნთების სპაზმი, უჩვეული სისუსტე და  დაღლილობა).

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ბავშვებში ზრდის და გაძვლოვანების პროცესის შენელება (ზრდის ეპიფიზური ზონების ნაადრევი დახურვა), ოსტეოპოროზი (ძალიან იშვიათად - ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, თეძოს და მხრის ძვლის თავის ასეპტური ნეკროზი), კუნთების მყესების გაწყვეტა, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება (ატროფია).

კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ: ჭრილობების შენელებული შეხორცება, პატექიები, ეკქიმოზი, კანის გათხელება, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია,  ფერიმჭამელები, სტრიები, პიოდერმიის და კანდიდოზის განვითარებისკენ მიდრეკილება.

ალერგიული რეაქციები: გენერალიზებული (კანის გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი) ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

ადგილობრივი რეაქციები: შეყვანის ადგილას წვა, დაბუჟება,  ტკივილი, ჩხვლეტა, ჰიპერემია. ინფექციები შეყვანის ადგილას, იშვიათად - მიმდებარე ქსოვილების ნეკროზი, ნაწიბურების წარმოქმნა ინექციის ადგილას; კანის და კანქვეშა უჯრედის ატროფია კუნთში შეყვანისას (განსაკუთრებით საშიშია შეყვანა დელტისებურ კუნთში)

სხვა: ინფექციის განვითარება ან გამწვავება (ამ გვერდით მოვლენას განაპირობებს ერთდროულად მიღებული იმუნოსუპრესიული საშუალებები და ვაქცინაცია),  ლეიკოციტურია, „მოხსნის“ სინდრომი. ი/ვ შეყვანისას: არითმიები, სახეზე სისხლის „მოწოლა“, კრუჩხვები.  

უკუჩვენებები

სიცოცხლისთვის აუცილებელი ჩვენების დროს ხანმოკლე გამოყენებისას ერთადერთ უკუჩვენებას  წარმოადგენს  მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების  მიმართ.

ბავშვებში, ზრდის პერიოდში, გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში, მკურნალი ექიმის  განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს  შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

  • კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭის და თორმეტგოჯა  ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი, გასტრიტი, მწვავე და ლატენტური პეპტიური წყლული, ახლად წარმოქმნილი ნაწლავის ანასტომოზი, წყლულოვანი კოლიტი პერფორაციის  ან აბსცედირების  საფრთხით, დივერტიკულიტი.
  • ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული წარმოშობის პარაზიტული და ინფექციური დაავადებები (მიმდინარე ან ახლახანს გადატანილი, ავადმყოფთან ახალი კონტაქტის ჩათვლით) – მარტივი ჰერპესი, სარტყელოვანი ჰერპესი (ვირემიული ფაზა), ჩუტყვავილა, წითელა; ამებიაზი, სტრონგილოიდოზი; სისტემური მიკოზი; აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზი. მძიმე ინფექციური დაავადებებისას გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სპეციფიური ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე;
  • ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში (8 კვირა ვაქცინაციამდე და 2 კვირა ვაქცინაციის შემდგომ), ლიმფადენიტი BCG აცრის შემდგომ; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მათ შორის შიდსი ან აივ­ინფექცია);
  • გულ­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულ ავადმყოფებში შესაძლოა გავრცელდეს ნეკროზის კერა, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება და ამის შედეგად გულის კუნთის გახგლეჯა), მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია.
  • ენდოკრინული დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი (მათ შორის ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დარღვევა), თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი; იცენკო-­კუშინგის დაავადება, გაცხიმოვნება (III-­IV სტ.);
  • მძიმე ქრონიკული თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ნეფროუროლითიაზი; ჰიპოალბუმინემია და მისი განვითარების ხელშემწყობი მდგომარეობა (ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი).
  • სისტემური ოსტეოპოროზი, მიასტენია gravis, მწვავე ფსიქოზი, პოლიომიელიტი (ბულბარული ენცეფალიტის ფორმის გარდა), ღია­ და დახურულ­ კუთხოვანი გლაუკომა, ორსულობა.

წამლისმიერი ურთიერთქმედებები

შესაძლებელია დექსამეტაზონის ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ინტრავენურად შესაყვან სხვა პრეპარატებთან – მისი შეყვანა რეკომენდებულია სხვა პრეპარატებისაგან განცალკევებულად (ინტრავენურად ბოლუსურად ან სხვა წვეთოვანის მეშვეობით, მეორე ხსნარის სახით). 

დექსამეტაზონის ხსნარისა და ჰეპარინის შერევისას წარმოიქმნება ნალექი.

დექსამეტაზონის ერთდროული დანიშვნისას:

„ღვიძლის“ მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებთან  (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, თეოფილინი, რიფამპიცინი, ეფედრინი) იწვევს მისი კონცენტრაციის დაქვეითებას; 

დიურეტიკებთან  (განსაკუთრებით “თიაზიდური” და კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები) და ამფოტერიცინთან   შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმიდან კალიუმის იონების  გამოყოფის გაძლიერება;

ნატრიუმის შემცველ პრეპარატებთან  – შეშუპების განვითარება და არტერიული წნევის მომატება;

ამფოტერიცინთან  შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის რისკის მომატება;

საგულე გლიკოზიდებთან  – უარესდება მათი ამტანობა და იზრდება პარკუჭის ექსტრასისტოლის განვითარების ალბათობა (გამოწვეული ჰიპოკალიემიის გამო)

არაპირდაპირ  ანტიკოაგულანტებთან  – ასუსტებს (იშვიათად აძლიერებს) მათ მოქმედებას (საჭიროა დოზის კორექცია);

ანტიკოაგულანტებთან  - კუჭ­ნაწლავის ტრაქტში წყლულებიდან იზრდება სისხლდნების განვითარების რისკი;

ეთანოლთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან  (ასაპ) – ძლიერდება ეროზიულ­წყლულოვანი დაზიანებების წარმოქმნის და სისხლდენების განვითარების რისკი კუჭ­ნაწლავის ტრაქტში (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში ართრიტების მკურნალობისას შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება თერაპიული ეფექტის სუმაციის გამო);

პარაცეტამოლთან  – იზრდება ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკი (ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია და პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტის წარმოქმნა);

აცეტილსალიცილმჟავასთან  ­ აჩქარებს მის გამოდენას და აქვეითებს კონცენტრაციას სისხლში (დექსამეტაზონის  შეწყვეტისას სისხლში სალიცილატების კონცენტრაცია იზრდება და იმატებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი);

ინსულინსა და პერორალური ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად – მათი ეფექტურობა ქვეითდება;

D ვიტამინთან ერთად – იკლებს მისი ზემოქმედება კალციუმის იონების (Ca 2+) შეწოვაზე ნაწლავებში;

სომატოტროპულ ჰორმონთან– აქვეითებს ამ უკანასკნელის ეფექტურობას, ხოლო პრაზიკვანტელთან ერთად – მის კონცენტრაციას;

M-­ქოლინობლოკატორებთან (ანტიჰისტამინური პრეპარატების და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით) და ნიტრატებთან ერთად – ხელს უწყობს თვალისშიდა წნევის მომატებას;

იზონიაზიდთან და მექსილეთინთან  – ზრდის მათ მეტაბოლიზმს (განსაკუთრებით “შენელებული” აცეტილატორების), რაც იწვევს მათი პლაზმური კონცენტრაციების დაქვეითებას;

კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორებმა და “მარყუჟოვანმა” დიურეტიკებმა შესაძლოა გაზარდონ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი;

ინდომეტაცინი, დექსამეტაზონის გამოდევნის გამო ალბუმინების ნაერთიდან,  ზრდის დექსამეტაზონის გვერდითი ეფექტების მომატების რისკს.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი აძლიერებს დექსამეტაზონის მოქმედებას.

ერგოკალციფეროლი და პარათირეოიდული ჰორმონი ხელს უშლიან დექსამეტაზონით  გამოწვეული ოსტეოპათიის განვითარებას.

ციკლოსპორინი და კეტოკონაზოლი ანელებს რა დექსამეტაზონის მეტაბოლიზმს, შეუძლიათ რიგ შემთხვევებში გაზარდონ მისი ტოქსიურობა.

ანდროგენების და სტეროიდული ანაბოლური პრეპარატების მიღება დექსამეტაზონთან ერთად ხელს უწყობს პერიფერიული შეშუპებების განვითარებას და ჰირსუტიზმს, ფერისმჭამელების გაჩენას.

ესტროგენები და პერორალური ესტროგენშემცველი კონტრაცეპტივები აქვეითებენ დექსამეტაზონის კლირენსს, რაც ზრდის გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

მითოთანმა და თირკმელზედა ქერქის ფუნქციის სხვა ინჰიბიტორებმა შეიძლება განაპირობონ დექსამეტაზონის დოზის მომატების აუცილებლობა.

ცოცხალ ანტივირუსულ ვაქცინებთან ერთად გამოყენებისას და იმუნიზაციის სხვა სახეობების ფონზე იზრდება ვირუსების აქტივაციის და ინფექციის განვითარების რისკი.

ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები) და აზატიოპრინი ზრდიან კატარაქტის განვითარების რისკს დექსამეტაზონის დანიშვნისას.

ანტითირეოიდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იკლებს, ხოლო თირეოიდულ ჰორმონებთან – იმატებს დექსამეტაზონის კლირენსი.                                                        

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის დაწყებამდე (თუ შეუძლებელია, გადაუდებელი მდგომარეობიდან გამომდინარე - მკურნალობისას), პაციენტი  გამოკვლეული უნდა იქნას შესაძლო უკუჩვენებების გამოვლენის მიზნით. კლინიკური გამოკვლევა უნდა შეიცავდეს გულსისხლძარღვთა სისტემის შემოწმებას, ფილტვების რენტგენოლოგიურ  გამოკვლევას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდგამომყოფი სისტემის, მხედველობის  ორგანოების გამოკვლევას; სისხლის ფორმულის კონტროლი, გლუკოზისა და ელექტროლიტების  შემცველობა სისხლის პლაზმაში, დექსამეტაზონით მკურნალობისას (განსაკუთრებით გრძელვადიანი)  აუცილებელია ოკულისტის დაკვირვება, სისხლის წნევის კონტროლი და წყლის ელექტროლიტური ბალანსის მდგომარეობა, ასევე  პერიფერიული სისხლის  სურათის და სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად აუცილებელია K მიღება ორგანიზმში (დიეტა, კალიუმის პრეპარატები). საკვები უნდა იყოს მდიდარი პროტეინებით, ვიტამინებით, ცხიმის, ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის შეზღუდვით.

პრეპარატის ეფექტი ძლიერდება ჰიპოთირეოზითა და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს არსებული ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური დარღვევები. ანამნეზში ფსიქოზის არსებობისას, მაღალი დოზებით დექსამეტაზონი ინიშნება ექიმის მკაცრი კონტროლით.

სტრესულ სიტუაციებში შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციები, ტრავმა ან ინფექციური დაავადებები), უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხმარების ზრდასთან კავშირში. უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას,  შესაძლებელია "მოხსნის" სინდრომის განვითარება (ანორექსია, გულისრევა, შენელება, გენერალიზებული ჩონჩხის კუნთის  ტკივილი, ზოგადი სისუსტე), ასევე დაავადების გამწვავება, რის გამოც დექსამეტაზონი იყო დანიშნული. პრეპარატით მკურნალობის დროს არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, რადგან ამცირებს მის ეფექტურობას (იმუნურ პასუხს).

ინტერკურენტული ინფექციების დროს დექსამეტაზონის დანიშვნისას სეპტიკური მდგომარეობისა და ტუბერკულოზის დროს, აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა ბაქტერიოციდული მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად.

დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ბავშვებში, აუცილებელია  ზრდისა და განვითარების დინამიკაზე საფუძვლიანი დაკვირვება. ბავშვები, რომლებიც მკურნალობის დროს იმყოფებოდნენ წითელითა და ჭუტყვავილით დაავადებულებთან კონტაქტში, საპროფილაქტიკოდ ენიშნებათ სპეციფიური იმონოგლობულინები.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში უნდა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის შემცველობა და აუცილებლობის შემთხვევაში  უნდა დაკორექტირდეს  თერაპია.

ნაჩვენებია ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კონტროლი (ხერხემლისა და მტევნის  სურათები).

თირკმელებისა და შარდგამომყოფი ორგანოების  ლატენტური ინფექციური დაავადებებით  დაავადებულებში დექამეტაზონს შეუძლია გამოიწვიოს ლეიკოციტურია, რასაც შესაძლოა ქონდეს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა.

დექსამეტაზონი ზრდის 11- და 17-ოქსიკეტოკორტიკოცტეროიდების მეტაბოლიტების შემცველობას.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:  

ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ორსულობისას ხანგრძლივი თერაპიის დროს, არ არის გამორიცხული ნაყოფის ზრდის დარღვევა. ორსულობის ბოლოს პრეპარატის მიღების  შემთხვევაში არსებობს  ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფის საფრთხე, რამაც  შესაძლოა  მოითხოვოს ახალშობილის ჩანაცვლებითი თერაპია ჩატარება.

თუ  ძუძუთი კვების დროს მკურნალობის ჩატარება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას და არ იქნას გამოიყენებული ვადის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება

შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. აუცილებელია დექსამეტაზონის დოზის შემცირება. მკურნალობა - სიმპტომატური.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი 40მგ/მლ ამპულებში 1მლ. 5 ამპულა პოლივინილქლორიდის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად  მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 o C  ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი

ერთობლივი საწარმო შპს „უზგერმედ ფარმი“

უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაშკენტის რეგიონი, იუკორი ჩირჩიკსკის რაიონი, მსს ბორდანკული, ტელ: (8370) 202-60-06, ფაქსი: (8370) 983-62-62, ელექტრონული ფოსტა info@ugp.uz,

ვებ გვერდი: www.ugp.uz

 

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy