Exjade - ექსჯადი 500მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება:ექსჟადე გამოიყენება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული რკინით ჭარბი დატვირთვის მკურნალობისთვის. გამოიყენება ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლის ასკიდან.
გამოყენების ინსტრუქცია
ექსჟადე 500 მგ წყალში ხსნადი ტაბლეტი
მიიღება ორალური (წყალში გახსნილი ფორმით) გზით.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 500 მგ დეფერასიროქსს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის), კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონ (K30),ნატიუმის ლაურილის სულფატი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ეს წამალი დამატებით დაკვირვებას საჭიროებს. აღნიშნული სამკუთხედი უსაფრთხოების მონაცემების სწრაფად განსაზღვრას უზრუნველყოფს. გამოვლენილი ნებისიერი გვერდითი ეფექტის შესახებ მოხსენების გაკეთებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წამლის შესახებ ინფორმაციის განვრცობაში. გვეედითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება შეგიძლიათ ნახოთ ნაწილი-4 მონაცემები.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ექსჟადე?
ექსჟადეს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ექსჟადე?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ექსჟადეს შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება ექსჟადე?
ექსჟადე არის ბინძური თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, მოხრილი კიდეების მქონე წყალში ხსნადი ტაბლეტები, ერთ ზედაპირზე ,,J500’’ და მეორე ზედაპირზე კი ,,NVR’’ გრავირებით. თითოეული წყალში ხსნადი ტაბლეტი 500 მგ დეფერასიროქსს შეიცავს.
ექსჟადეს ტაბლეტები 28 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის სახით შეფუთვაშია წარმოდგენილი.
სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული რკინით ჭარბი დატვირთვა (ავადმყოფები, რომლებიც რეგულარულად იტარებენ სისხლის გადასხმას):
ექსჟადე გამოიყენება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული რკინით ჭარბი დატვირთვის მკურნალობისთვის. გამოიყენება ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლის ასკიდან.
ექსჟადე, სხეულში არსებული ზედმეტი რკინის (ცნობილია, რკინით გადატვირთის სახელით) შემბოჭველი პრეპარატია (რკინის შელატორი).
ექსჟადე რკინას შებოჭავს და მისი დიდი წილის განავლოვანი გზით სხეულიდან გამოყოფას უზრუნველყოფს.
თალასემიის სახელით ცნობილი ანემიის და მიელოდისპლაზიური სინდრომის მსგავსი ანემიების (სისხლნაკლებობა) დროს, ავადმყოფებს ხშირად განმეორებით ესაჭიროებათ სისხლის გადასხმა, ხშირი სისხლის გადასხმა კი ხელს უწყობს სხეულში რკინის ჭარბ დაგროვებას. ეს არის მიზეზი სისხლში რკინის არსებობის, სხეულს კი სისხლის გადასხმით დაგროვებული ჭარბი რკინის სხეულიდან გამოყოფის ბუნებრივი გზა არ აქვს.
თალასემიის სინდროები, რომელიც სისხლის გადასხმასთან არ არიან დაკავშირებული (ავადმყოფები თალასემიით, რომელთაც სისხლის რეგულარული გადახმა არ ესაჭიროებათ):
ექსჟადე გამოიყენება ავადმყოფებთან, რომელთაც რეგულარული სისხლის გადასმა არ ესაჭიროებათ, თუმცა თალასემიის სინდრომების გამო სისხლში რკინის ჭარბი დაგროვება აქვთ. ექსჟადე გამოიყენება ასეთი მდგომარეობის მქონე ზრდასრულებში, მოზარდებში და 10 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში. ავადმყოფები თალასემიის სინდრომებით, რომელთაც სისხლის გადასხმა არ უკეთდებათ, სისხლში რკინის ჭარბი დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს საკვებით მიღებული რკინის შეწოვის მომატება, აღსანიშნავია, რომ ავადმყოფები თალასემიით, რომელთაც რეგულარული სისხლის გადასხმა არ უკეთდებათ და სისხლში რკინის მომატებიული რაოდენობა აქვთ, ძირითადად ვლინდება 10 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში.
დროთა განმავლობაში რკინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება დააზიანოს გული და ღვიძლის მსგავსი მნიშვნელოვანმი ორგანოები.
რკინის ჭარბი რაოდენობის გამოყოფის და ორგანოების დაზიანების რისკის შემცირებისთვის რკინის შელატორის სახელით ცნობილი წამლები გამოიყენება.
თუ კითხვები გაგიჩნდებათ ექსჟადეს მოქმედების მექანიზმის ანდა ამ წამლის თქვენთან დანიშვნის მიზეზის შესახებ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექსჟადეს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ექსჟადე არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, თუ:
დეფერასიროქსის ანდა ექსჟადეს დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)გაქვთ.
თირკმლების საშუალო ხარისხის ანდა მძიმე პრობლემები გაქვთ.
მძიმე ხარისხის მიელოდისპლაზიური სინდრომი (დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინის მიერ ხდება დეფექტური უჯრედების წარმოება) ანდა მძიმე სიმსივნური დაავადება გაქვთ.
ამჟამად ღებულობთ სხვა რკინის შელატორ წამლებს.
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ალერგია გქონდეთ, თქვენს ექიმს მიმართეთ
ექსჟადე ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, თუ:
თირკმლის ანდა ღვიძლის ნებისმიერი სახის პრობლემები გაქვთ,
რკინის ჭარბ დაგროვებასთან დაკავშირებული გულის პრობლემები გაქვთ,
შარდის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია (თირკმლის დაავადების ნიშანი),
მკვეთრი გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა ანდა შეშუპება, რომელიც უფრომეტად სახეზე და ხახაში ვლინდება (ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნები),
ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან რომელიმეს კომბინაციის გამოვლენა: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებსა და ან პირის ღრუში ბუშტუკოვანი დაზიანება, კანის აცლა, აშრევება, მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპოტომები, ლიმფური კვანძების გადიდება (კანის მკვეთრი რეაქციის ნიშნები),
გაბრუება, მუცლის მარჯვენა ქვემო მიდამოში ტკივილი, კანის და თვალების სიყვითლე ანდა სიყვითლის მატება, შარდის ფერის გამუქება, ჩამოთვლილი ნიშნებიდან ზოგიერთის ერთდროული გამოვლენა (ღვიძლის დაავადების ნიშნები),
ჩაფიქრება, ინფორმაციის გახსენების პრობლემების არსებობა,ნაკლები სიფრთხილი გამოჩენა, შემცირებული ენერგიის, ზედმეტი სიფხიზლის ანდა ძილიანობისას შეგრძნება(სისხლში ღვიძლის ანდა თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებული ამიაკის მაღალი დონის მაჩვენებელი ნიშნები, ასევე, ნახეთ ნაწილი -4,, შესაძლო გვერდითი ეფექტები’’),
სისხლიანი ღებინება გაქვთ ანდა განავალი შავია,
ექსჟადეს მიღების შემდეგ ხშრად გაქვთ მუცლის ტკივილი,
ხშირად გაქვთ გულძმარვა, სიმჟავის შეგრძნება,
სისხლის ანალიზში თრომბოციტების ანდა სისხლის თეთრი უჯრედების დონე დაქვეითებულია,
მხედველობის შემღვრევა გაქვთ,
ღებინება ანდა დიარეა გაქვთ,
ექსჟადეთი მკურნალობის შემდეგ გამოვლენილი მეტაბოლური აციდოზის შესახებ დასკვნა გაქვთ. ამ ავადმყოფთა უმრავლესობაში თირკმლების დაზიანება, თირკმლის მილაკების დაზიანება (ფანკონის სინდრომი) ანდა დიარეა (ფაღარათი) ანდა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა აქვთ, ამიტომ საჭიროა სხეულში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი. თირკმლის პრობლემებიდან გამომდინარე აციდოზის განვითარებისას, ექსჟადეთი მკურნალობის შეწყვეტაზე უნდა ვიფიქროთ.
65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში მიელოდისპლაზიური სინდრომით ხშირად ვითარდება თირკმლების, ღვიძლის და ნაწლავთა მხრივ არასასურველი ეფექტები.
თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
ექსჟადეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ექსჟადე მშიერზე, კვებამდე სულ ცოტა 30 წუთით ადრე მიიღება, სასურველია ყოველდღე იერთსადაიგივე დროს მიღება.
მიღების შემდეგ სულ ცოტა 30 წუთი საკვები არ უნდა მიიღოთ. წყალში ხნადი ტაბლეტი შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჭიქა წყლით, ვაშლის წვენით ანდა ფორთოხლის წვენით მათში ტაბლეტის სრულად გახსნის შემდეგ. ჭიქაში დარჩენილ მასას დაამატეთ ცოტა წყალი ანდა ხილის წვენი და სრულად დალიეთ.
პროდუქტის გაზიან სასმელთან ერთად მიღება აქაფების გამო და რძესთან ერთად მიღება ტაბლეტის გახანგრძლივებული გახსნის გამო არ არის რეკომენდირებული. ექსჟადეს წყალში ხსნადი ტაბლეტები ალუმინის შემცველ ანტიაციდურ პროდუქტებთან ერთად არ მიიღოთ.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
აუცილებელი საჭიროების გარეშე ექსჟადეს ორსულებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმი ორსულობის პერიოდში ექსჟადეს მიღების ანდა არმიღების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
ექსჟადეს ადამიანების გამრავლების სისტემაზე ზემოქმედება უცნობია.
ექსჟადემ შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის საწინაღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების ეფექტის შემცირება.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
ექსჟადეთი მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
თუ ამ დროს ძუძუთი კვებავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
თუ ექსჟადეს მიღების შემდეგ თავბრუსხვევა გაქვთ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ,
ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ექსჟადეს შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ექსჟადე ლაქტოზას (რძის შაქარს)შეიცავს. თუ მანამდე ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ მგრძნობელობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
კუჭის მჟავიანობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები(ალუმინის შემცველი ანტაციდები) ექსჟადესთან ერთდროულად (დღის გარკვეულ პერიოდში,მაგალითად ორივე დილით) არ მიიღოთ.
ექსჟადე სხვა რკინის შელატორ წაამლებთან ერთად არ გამოიყენება. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, ეს თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ:
ციკლოსპორინი (ორგანოთა გადანერგვის დროს ქსოვილის (გრაფტის) მოცილების რეაქციის და სახსრების რევმატიული ანთების (რევმატიული ართრიტის) ანდა კანის ალერგიული დაავადების, ატოპიური დერმატიტის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)
სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის დაქვეითებისთვის გამოიყენება)
ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი ანდათების საწინააღმდეგო (ანტიინფლამატორული) წამლები (მაგ. ასპირინი, იბუპროფენი, კორტიკოსტეროიდები)
პირის გზით (ორალურად) მიღებული ბიფოსფონატები(ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლის) სამკურნალოდ გამოიყენება)
სისხლის შედედების საწინააღმდეგო ანდა სამკურნალო(ანტიკოაგულაციური) წამლები
ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები(ჰორმონალური კონტრაცეპტივები)
ბეპრიდილი (კარდიოლოგიური პრობემების გამო მკერდის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება), ერგოტამინი (მიგრენის ტიპის თავის ტკივილების დროს გამოიყენება)
რეპაგლინიდი (დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტის( სამკურნალოდ გამოიყენება)
რიფამპიცინი(ჭლექის (ტუბერკულოზის) სამკურნალოდ გამოიყენება)
ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი (კრუნჩხვები (ეპილეფსია) სამკურნალოდ გამოიყენება)
რიტონავირი (HIV ინფექციის (ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომის) სამკურნალოდ გამოიყენება)
პაკლიტაქსელი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
თეოფილინი (ასთმის მსგავსი სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება)
კლოზაპინი (შიზოფრენიის მსგავსი ფსიქიატრული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
ბუსულფანი (გადანერგვამდე სისხლწარმომქმნელი ძვლის ტვინის უჯრედების დასაშლელად, ძვლის ტვინის გადანერგვამდე სამკურნალო მიზნით გამოიყენება).
ექიმმა, შეიძლება ჩამოთვლილი წამლებიდან ზოგიერთის სისხლში განსაზღვრა მოითხოვოს.
ექიმი, წამლის თქვენთვის საჭირო დოზის შერჩევისას, ამ სისხლის ანალიზების შედეგებსაც გაითვალისწინებს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
როგორ გამოიყენება ექსჟადე?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექსჟადე, ყოველთვის ექიმის მიერ თქვენთვის მითითებული სახით მიიღეთ. თუ რომელიმე დეტალში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექსჟადეს დოზა ავადმყოფის სხეულის წონის შესაბამისად გამოითვლება. ექიმი საჭირო დოზას გამოთვლის და დღეში რამდენი ტაბლეტი უნდა მიღოთ გაცნობებთ.
ავადმყოფებისთვის, რომელთაც რეგულარულად უკეთდებათ სისხლის გადასხმა, მკურნალობის საწყის ეტაპზე დღიური დოზა ძირითადად სხეულის წონის შესაბამისად გამოითვლება და კგ-ზე 20 მგ ოდენობითაა. ავადმყოფთათვის, რომელთაც სისხლის გადასხმა რეგულარულად არ უკეთდებათ, მათთან დღიური დოზა არის 10 მგ კგ-ზე.
ინდივიდუალური მკურნალობის შემთხვევაში, ექიმი საწყისი დოზის სახით შეიძლბა დაბალ ან უფრო მაღალ დოზას შეგირჩევთ.
მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, ექიმმა შემდგომში წამლის დოზა შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს.
რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა (დღეში მისაღები მაქსიმალური დოზა)რეგულარული სისხლის გადასმის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის მიხედვით 40 მგ-ია კგ-ზე, ხოლო ავადმყოფთათვის, რომელთაც რეგულარული სისხლის გადასხმა არ უკეთდებათ, არის 20 მგ- კგ-ზე. პედიატრიული ავადმყოფებისთვის- სხეულის წონის შესაბამისად კგ-ზე 10 მგ-ია.
ექსჟადე ყოველდღე, დღეში ერთხელ, დღის ერთადაიგივე დროს (ექსჟადე ყოველთვის ერთსადაიგივე დროს უნდა მიიღოთ, ეს დეტალი კი ტაბლეტის მიღების დროს(საათს) ადვილად გაგახსენებთ) გამოიყენება.
ტაბლეტები მიიღეთ მშიერზე (უზმოზე).
ტაბლეტის მიღებიდან სულ ცოტა 30 წუთი არაფერი არ შეჭამოთ.
ექსჯადეს მიღება ყოველდღე გააგრძელეთ მანამ, სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ. აღნიშნული თერაპია არის ხანგრძლივი მკურნალობა, სავარაუდოდ თვების ანდა წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ექიმი მკურნალობაზე პასუხის შეფასების მიზნით, რეგულარულად საკონტროლო ანალიზებს გაგიკეთებთ.
ექსჟადეს გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს მიმართეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
ტაბლეტი/ტაბლეტები 1 ჭიქა წყლით, ვაშლის წვენით ანდა ფორთოხლის წვენთან ერთად დალიეთ (100-200 მლ) (ფოტო)
ტაბლეტი/ტაბლეტები სრულად გახსნამდე გამოურიეთ. ჭიქაში სითხე ამღვრეული შესახედაობის უნდა იყოს. (ფოტო)
ჭიქაში არსებული სითხე სრულად დალიეთ. შემდეგ ჭიქაში დარჩენილი მასაც დალიეთ მასზე მცირე რაოდებით წყლის ანდა ხილის წვენის დამატებით. ტაბლეტები გაზიან სასმელებში ანდა რძეში არ გახსნათ.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ და არ დაფხვნათ.
ტაბლეტტები მთლიანი სახით არ გადაყლაპოთ
ექსჟადეთი მკურნალობაზე დაკვრივება:
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა რეგულარულად ანალიზების(სისხლის, შარდის და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია) გაკონტროლება. ექსჟადეზე მკურნალობის შედეგის შეფასებისთვის საჭიროა ანალიზების გაკეთება, სხეულში რკინის რაოდენობის (ფერიტინის)განსაზღვრა, ასევე ღვიძლში და / ანდა გულში რკინის რაოდენობის დონის) განსაზღვრა. ასევე საჭიროა თირკმლის ფუნციების (სისხლში კრეატინინი განსახღვრა, შარდში ცილის რაოდენიბის) განსაზღვრა, ღვიძლის ფუნქციების( ტრანსამინაზების, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზას ) განსაზღვრა. ექიმი თქვენთვის შესაბამის, საჭირო დოზას შეგირჩევთ და ექსჟადეს შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების დროსაც ამ ანალიზების შედეგებს გაითვალისწინებს.
მკურნალობის პროცესში სიფრთხილის მიზნით წელიწადში ერთხელ საჭიროა თვალის ექიმის და ყელ-ყურ-ცხვისი ექიმის კონსულტაცია, სმენის და მხედველობის კონტროლი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ექსჟადე გამოიყენება 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში, რომელთაც რეგულარულად უკეთდებათ სისხლის ტრანსფუზია და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც რეგულარულად არ უკეთდებათ სისხლის ტრანფუზია.
ავადმყოფის ასაკის გაზრდასთან ერთად საჭიროა დოზის რეგულირება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ექსჟადე, ხანდაზმულ ავადმყოფებში იგივე დოზით გამოიყენება, როგორც ზრდასრულებში, მაგრამ 65 წლის და მეტი ასაკის პირებში ახალგაზრდებთან შედარებით უფრო მეტი გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით დიარეა)ვლინდება. ეს ავადმყოფები მკაცრი დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაბამისად, შეიძლება დოზის რეგულირება იყოს საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
ექსჟადეთი მკურნალობა სისხლში კრეატინინის დონის, ხანდაზმული ასაკის გათვალისწინებით სიფრთხილოით უნდა განხორციელდეს. ამ ავადმყოფებში საჭიროა კრეატინინის და /ანდა კრეატინინის კლირენსის კონტროლი პირველ თვეში კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ. ექსჟადეთი მკურნალობა თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული და თუ კრეატინინის კლირენსი <60მლ/წთ-ია, ექსჟადე უკუნაჩვენებია. სისხლში კრეატინინის დონე ყოველთივურად უნდა გაკონტროლდეს. თუ საჭირო იქნება, დღიური დოზა 10მგ/კგ-მდე უნდა შემცირდეს.
ღვიძლის უკმარისობა:
საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ექსჟადეს საწყისი დოზა ავადმყოფთა დაახლოებით 50%-ში უნდა შემცირდეს, მძიმე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში კი არ გამოიყენება.
ყველა ავადმყოფთან მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციები, მკურნალობის პირველ თვეში ყოველ 2 კვირაში უნდა გაკონტროლდეს და შემდეგ ყოველ თვეში ერთხელ კვლავ უნდა გაკონტროლდეს.
თუ ფიქრობთ, რომ ექსჟადეს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ექსჟადეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ექსჟადეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ანდა სხვამ შემთხვევით თქვენი ტაბლეტები მიიღო, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ექიმს, ტაბლეტების შეფუთვა აჩვენეთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევის და ღებინების შემთხვევაში შეიძლება თირკმლების ანდა ღვძლის სერიოზული პრობლემები გამოვლინდეს.
თუ ექსჟადეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ ექსჟადეს მიღება დაგავიწყდათ
თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაიხსენებთ, იგივე დღის განავლობაში დავიწყებული დოზა მიიღეთ და შემდეგი დოზა როგორც ყოველთვის იმავე დროს(საათზე) მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ექსჟადეთი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექსჟადეთი მკურნალობის დასრულებამ შეიძლება დაავადების დამძიმება გამოიწვიოს. თუ წამლის მიღების შეწყვეტას გადაწყვეტთ, რკინის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიყოფა. თქვენი ექიმის მითითების გარეშე ექსჟადეთი მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
ექსჟადეს გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ექსჟადეში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია, ძალიან ცოტა ავადმყოფის გამო.
გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო ხარისხისაა და ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ანდა კვირაში ალაგდება.
ქვემოთ მოცემულ გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა არ აგაღელვოთ, თქვენთან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ექსჟადეს მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
თუ სისხლიანი ღებინება გაქვთ ანდა განავალი შავი ფერისაა
თუ საკვების მიღების ანდა წამლის მიღების შემდეგ ხშირი მუცლის ტკივილი გაქვთ,თუ ხშირად გულძმარვა/მჟავიანობის შეგრძნება გაქვთ,
თუ მუცლის ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი გაქვთ (პანკრეატიტი),
თუ ძლიერი გამონაყარი ანდა სუნთვქის გაძნელება, თვაბრუსხვევა და სახესა და ხახაში შეშუპება გაქვთ (ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნები),
თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს კობინაცია თქვენთან ვლიდნება: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თავლის და პირის ღრუს ბუშტუკოვანი დაზიანება, კანის აშრევება,მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ლიმფური კვანძების გადიდება (კანის ძლიერი რეაქციის ნიშნები),
შარდის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება (თირკმლის დაავადების ნიშანი),
თავბრუსხვევა, მუცლის ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი, კანის და თვალების სიყვითლის მომატება, შარდის ფერის გამუქება, თუ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ნიშანი ერთდროულად თქვენთან გამოვლინდება (ღვძლის დაავადების ნიშნები),
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა
ჩაფიქრება, ინფორმაციის გახსენების პრობლემების არსებობისას, ნაკლები სიფრთხილის, შემცირებული ენერგიის, ზედმეტი სიფხიზლის ანდა ძილიანობისას (სისხლში ღვიძლის ანდა თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებული და ასევე თავის ტვინის ფუნქციების დარღვევის განმაპირობებელი ამიაკის მაღალი დონის მაჩვენებელი ნიშნები,
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, შეიძლება სააჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ.
შემღვრეული ანდა დაბინდული მხედველობა
სმენის დაქვეითება
ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტებია, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა სააჭირო გახდეს.
სერიოზული გვერდითი ეფექტები- ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული (ეს გვერდითი ეფექტები 10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს
თირკმლის ფუნქციების დარღვევა
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, ყაბზობა, დისპეფსიური მოვლენები, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა,
გამონაყარი,
თავის ტკივილი,
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა,
ქავილი,
შარდის ანალიზში ცვლილებბა(შარდში ცილა).
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
თავბრუსხვევა
მაღალი ტემპერატურა
ყელის ტკივილი
ხელების და ფეხების შეშუპება
კანის ფერის ცვლილება
შფოთვა, ღელვა (ანქსილობა)
ძილის დარღვევები
დაღლილობა
უცნობი სიხშირის:
სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის (თრომბოციტოპენია), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის(ძლიერი ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის(ნეიტროპენია) ანდა სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის (პანციტოპენია) შემცირება
თმის ცვენა
თირკმელში კენჭები
შარდის გამოყოფის შეცმირება
კუჭის და ნაწლავთა კედლის გახევა, რომელიც ძლიერი ტკივილის, ღებინების მიზეზი შეიძლება იყოს
მუცლის ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი (პანკრეატიტი)
კუჭ-ნაწლავის სისტემაში გახვრეტა-პერფორაცია
სისხლში მჟავიანობის მკვეთრი მომატება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
ექსჟადეს შენახვა
ექსჟადე ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
ნესტისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account