Ezoflux - ეზოფლუქსი 10მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,12 ლ რეგულარული ფასი 30,13 ლ
მარაგშია
SKU
78745_740

ჩვენებები: ბავშვებსა და მოზრდილებში გულისრევისა და ღებინების დროს.

ეზოფლუქსი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.  იხილეთ ქვეთავი   4 .
შინაარსი:

1)        რა არის ეზოფლუქსი და რა დროს გამოიყენება

2)        რა უნდა იცოდეთ ეზოფლუქსის მიღებამდე

3)        ეზოფლუქსის მიღების წესი

4)        მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5)        ეზოფლუქსის შენახვის პირობები

6)        შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ეზოფლუქსი და რა დროს გამოიყენება
თქვენი სამკურნალო პრეპარატის სახელია ეზოფლუქსი და მისი აქტიური ნივთიერება არის დომპერიდონი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „დოფამინის ანტაგონისტები“. ისინი აჩქარებენ საკვების გადაადგილებას ნაწლავებში.

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში გულისრევისა და ღებინების დროს.

რა უნდა იცოდეთ ეზოფლუქსის მიღებამდე
არ მიიღოთ ეზოფლუქსი:

თუ ხართ ალერგიული დომპერიდონის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში ); ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა მედიკამენტმა და შეიძლება გამოიხატოს გამონაყარით, ქავილით, სახისა და ტუჩების შეშუპებით, ან სუნთქვის  უკმარისობით.
თუ ექიმისგან იცით, რომ გაქვთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, როგორიცაა შინაგანი სისხლდენა, ობსტრუქცია ან პერფორაცია.
თუ აღგენიშნებათ ჰიპოფიზის (პიტუიტარული  ჯირკვლის) დაავადება, სახელწოდებით პროლაქტინომა.
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა.
თუ ეკგ -ის მიხედვით გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, სახელწოდებით „გახანგრძლივებული QT ინტერვალი“.
თუ გაქვთ ან გქონდათ ისეთი პრობლემა, როდესაც თქვენი გული სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში (გულის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობა).
თუ აღგენიშნებათ სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონე, ან სისხლში კალიუმის მაღალი დონე.
თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ეზოფლუქსი“).
არ მიიღოთ ეზოფლუქსი, თუ გაწუხებთ მწვავე კუჭის სპაზმი ან გახშირებული  დეფეკაცია. თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია ეზოფლუქსით მკურნალობის დაწყებამდე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენ ექიმს, თუ:

აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხილეთ: არ მიიღოთ ეზოფლუქსი).
აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები (თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხილეთ: არ მიიღოთ ეზოფლუქსი). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება, აგრეთვე ექიმმა მოითხოვოს მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
იყენებთ დომპერიდონს ბავშვებისთვის, ან მოხუცებისთვის (იზრდება ისეთი ექსტრაპირამიდული რეაქციების გინვითარების რისკი, როგორიცაა თვალის სპონტანური მოძრაობები, კისერმრუდობა, კანკალი და კუნთების რიგიდულობა).
დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღეში 30მგ-ზე მაღალ დოზას. რისკი ასევე იზრდება  დომპერიდონის სხვა წამლებთან ერთად მიღებისას. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ინფექციების (სოკოვანი ინფექციები, ან ბაქტერიული ინფექცია) სამკურნალო მედიკამენტებს  და/ან თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ან შიდსი/აივ (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ეზოფლუქსი“).

დომპერიდონი მინიმალური ეფექტური დოზით გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში.

თუ დომპერიდონის მიღებისას აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევა, მაგ.: არარეგულარული პულსი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა, დაუკავშირდით ექიმს. დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

სხვა მედიკამენტები და ეზოფლუქსი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.  

არ მიიღოთ ეზოფლუქსი, თუ იღებთ:

სოკოვანი ინფექციების  სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით პერორალურად მისაღები კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი.ბაქტერიული ინფექციების  სამკურნალო მედიკამენტებს, განსაკუთრებით ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ანტიბიოტიკები).
გულის პრობლემების ან მაღალი არტერიული  წნევის  სამკურნალო მედიკამენტებს (მაგალითად, ამიოდარონი, დრონედარონი, ქვინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილთიაზემი, ვერაპამილი).
ფსიქოზის სამკურნალო მედიკამენტებს (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი).
დეპრესიის  სამკურნალო მედიკამენტებს (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი).
გასტროინტესტინალური დარღვევების სამკურნალოდ (მაგალითად, ცისაპრიდი, დოლასტერონი, პრუკალოპრიდი).
ალერგიის  სამკურნალო მედიკამენტებს (მაგალითად, მექიტაზინი, მიზოლასტინი).
მალარიის  სამკურნალო მედიკამენტებს (კერძოდ, ჰალოფანტრინი).
შიდსი/აივ-ის  სამკურნალო მედიკამენტებს (პროტეაზის  ინჰიბიტორები).
კიბოს  სამკურნალო მედიკამენტებს (მაგალითად, ტორემიფინი, ვანდეტანიბი, ვინკამინი).
ეზოფლუქსი და აპომორფინი

ეზოფლუქსის და აპომორფინის ერთდროულად მიღებამდე, გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია. იხილეთ აპომორფინის  ინსტრუქცია.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ინფექციების,  გულთან დაკავშირებული პრობლემებისა ან შიდსი/აივ-ის სამკურნალო მედიკამენტებს, აგრეთვე მედიკამენტ ლევოდოპას, პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, ჰკითხოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თქვენთვის   რამდენად უსაფრთხოა ეზოფლუქსის გამოყენება, სხვა მედიკამენტებთან  მათ შორის,  რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

აღნიშნული მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება

დომპერიდონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. დომპერიდონმა შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის გულზე ძუძუთი კვების დროს. დომპერიდონი გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი საჭიროდ ჩათვლის. აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ უნდა იყოს პრობლემა, რადგანაც ეზოფლუქსი არ იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვამდე დააკვირდით,  თუ როგორ მოქმედებს თქვენზე აღნიშნული მედიკამენტი.

ეზოფლუქსის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეზოფლუქსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, წამლის შეწოვა გარკვეულწილად ფერხდება.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები, თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ. 

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები, სხეულის წონით 35 კგ. ან მეტი.

სტანდარტული დოზა- ერთი ტაბლეტი, დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია ჭამამდე.  

არ მიიღოთ სამზე მეტი ტაბლეტი დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მედიკამენტის მიღებიდან 3-4 დღეში. არ მიიღოთ ეზოფლუქსი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

დოზის გადაჭარბება

ეზოფლუქსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, განსაკუთრებით, ბავშვის მიერ დიდი დოზით მიღებისას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. შეიძლება ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი, გულთან დაკავშირებული პრობლემების (გახანგრძლივებული QT ინტერვალი) გამო.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.  თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და ტაბლეტი მიიღეთ დანიშნულ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

დომპერიდონი პაციენტების მიერ კარგად გადაიტანება და ხშირ შემთხვევაში არ აღინიშნება თანმხლები გვერდითი ეფექტები.

შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ  დაუკავშირდით  ექიმს,  თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი: 

უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

კრუნჩხვები და ეპილეფსიური შეტევები.
სახის კუნთების ან ხელებისა და ფეხების უნებლიე  მოძრაობები, ძლიერი კანკალი;
კუნთების  ძლიერი რიგიდულობა ან კუნთების სპაზმი.
ალერგიული რეაქციები: ალერგიის ნიშნები, მათ შორის, გამონაყარი (როგორიცაა ჭინჭრის ციება), ქავილი, სუნთქვის უკმარისობა, ხიხინი და/ან სახის ან კისრის შეშუპება, ჰიპერემია ან გულის წასვლა.
კარდიოვასკულარული სისტემის დარღვევა: დაფიქსირდა გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან უჩვეულო გულისცემის); აღნიშნულ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ  შეწყვიტეთ მკურნალობა. დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დღეში 30მგ-ზე დიდ დოზას. დომპერიდონი მინიმალური ეფექტური დოზით გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში.
შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ  შეატყობინეთ  ექიმს,  თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი: 

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

პირის სიმშრალე.
არც თუ ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)

შფოთვა.
სექსუალური სურვილის უქონლობა ან ლტოლვის დაქვეითება.
ძილიანობა ან თავის ტკივილი.
დიარეა.
მტკივნეული ან მგრძნობიარე მკერდი, ან გამონადენი ძუძუდან.
საერთო სისუსტე.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილი (მოუსვენარი ფეხების სინდრომი).
ჭინჭრის ცხელება.
აღგზნებულობა ან ნერვოზულობა.
თვალის მოძრაობის დარღვევა.
მოშარდვის შეუძლებლობა.
მკერდის შეშუპება (კაცებშიც კი).
მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა.
ცვლილებები ლაბორატორიული ტესტის შედეგებში. თუ ღვიძლის ფუნქციის შემოწმების მიზნით ჩაიტარებთ სისხლის ანალიზს,  შეატყობინეთ ექიმს ან ექთანს, რომ იღებთ ეზოფლუქსს.
შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

ეზოფლუქსის   შენახვის პირობები
შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში. მოარიდეთ ბავშვებს.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა  და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეზოფლუქსი

აქტიური ნივთიერება - დომპერიდონი. ეზოფლუქსი 10მგ ტაბლეტი შეიცავს 10მგ  დომპერიდონს.

სხვა ინგრედიენტებია: წინასწარ ჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ერითროზინი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ეზოფლუქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ეზოფლუქსის 10 მგ. ტაბლეტი არის ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, გაყოფადი ტაბლეტები აღნიშნულია „MC“ 7 მმ. დიამეტრით.

ტაბლეტები დაფასოებულია 10 ტაბლეტიან PVC-Al  ბლისტერში, რომლებიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

ხელმისაწვდომია 20 ტაბლეტიანი კოლოფი.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy