Januvia - იანუვია 100მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: პაციენტებში მე -2ტიპის შაქრიანი დიაბეტით გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად .
სავაჭრო დასახელება : იანუვია
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება : სიტაგლიპტინი
სამკურნალო ფორმა : შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა :
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის ჰიდრატს 25 მგ , 50 მგ , 100 მგსიტაგლიპტინის ექვივალენტურად .
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა ; კალციუმის ჰიდროფოსფატიდაუქუცმაცებელი ; ნატრიუმის კროსკარმელოზა ; მაგნიუმის სტეარატი ; ნატრიუმის სტეარილფუმარატი
ტაბლეტის გარსი ( ოპადრაი II: ვარდისფერი 85 F97191 25 მგ - იანი დოზირებისათვის ; ღია - ყავისფერი85 F 17498 50 მგ - იანი დოზირებისათვის ; ყავისფერი 85 F 17438 100 მგ - იანი დოზირებისათვის )შეიცავს პოლივინილის სპირტს , ტიტანის დიოქსიდს , მაკროგოლს ( პოლიეთილენგლიკოლი ) 3350,ტალკი , რკინის ოქსიდი ყვითელი , რკინის ოქსიდი წითელი .
აღწერილობა
25 მგ - იანი ტაბლეტები :
მრგვალი ორმხრივად ამოზნექილი ღია - ვარდისფერი ტაბლეტები ყავისფერი ელფერით , დაფარულიაპკოვანი გარსით გრავირებით “221” ერთ მხარეს , ხოლო მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით .
50 მგ - იანი ტაბლეტები :
მრგვალი ორმხრივად ამოზნექილი ღია - ყავსიფერი ტაბლეტები , დაფარული აპკოვანი გარსითგრავირებით “112” ერთ მხარეს , ხოლო მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით .
100 მგ - იანი ტაბლეტები :
მრგვალი ორმხრივად ამოზნექილი ყავისფერი ფერის ტაბლეტები , დაფარული აპკოვანი გარსითგრავირებით “227” ერთ მხარეს , ხოლო მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიპეპტიდილპეპტიდაზა 4- ის ინჰიბიტორი .
ფარმაკოლოგიური თვისებები
იანუვია ( სიტაგლიპტინი ) აქტიურია პერორალური მიღებისას . იგი ფერმენტ დიპეპტიდილპეპტიდაზა 4-ის მაღალ სელექტიურ ინჰიბიტორს წარმოადგენს , რომელიც მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისსამკურნალოდ არის განკუთვნილი . ქიმიური სტრუქტურითა და ფარმაკოლოგიური მოქმედებითსიტაგლიპტინი განსხვავდება შემდეგი ნივთიერებებისაგან : გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1- ის ანალოგები, ინსულინი , სულფონილშარდოვანა , ბიგუანიდები , პეროქსისომების პროლიფერატებითაქტივირებული გამა - რეცეპტორების აგონისტები ( PPARγ ), ალფა - გლიკოზიდაზას ინჰიბიტორები ,ამილინის ანალოგები . დიპეპტიდილპეპტიდაზა 4- ის ინჰიბირებით , სიტაგლიპტინი ზრდისინკრიტინების გვარის ორ ცნობილ ჰორმონს : გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1 და გლუკოზო -დამოკიდებული ინსულინოტროპული პეპტიდი . ინკრიტინების გვარის ჰორმონები სეკრეტირდებიანნაწლავში დღის განმავლობაში , მათი დონე საკვების მიღების საპასუხოდ მატულობს . ინკრიტინები ,გლუკოზის ჰომეოსტაზის რეგულაცის შინაგანი ფიზიოლოგიური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ .სისხლის გლუკოზის ნორმალური ან მომატებული დონის დროს ინკრიტინების გვარის ჰორმონები ხელსუწყობენ ინსულინის სინთეზის , და ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა - უჯრედებით მისი სეკრეციისგაზრდას ციკლურ ამფ - თან ასოცირებული უჯრედშიდა სასიგნალო მექანიზმების ხარჯზე .
გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1 ასევე ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა - უჯრედებით გლუკაგონისმომატებული სეკრეციის დათრგუნვას . გლუკაგონის კონცენტრაციის დაქვეითება ინსულინის მომატებისფონზე ხელს უწყობს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას , რაც საბოლოო ჯამშიგლიკემიის შემცირებას იწვევს .
სისლხში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის დროს ინკრიტინების ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიინსულინის გადმოსროლასა და გლუკაგონის სეკრეციის შემცირებაზე არ აღინიშნება . გლუკაგონის მსგავსიპეპტიდ -1 და გლუკოზო - დამოკიდებული ინსულინოტროპული პეპტიდი ჰიპოგლიკემიის საპასუხოდგლუკაგონის გადმოსროლაზე ზეგავლენას არ ახდენენ . ფიზიოლოგიურ პირობებში ინკრიტინებისაქტივობა დიპეპტიდილპეპტიდაზა 4- ის ფერმენტით შემოიფარგლება , რომელიც სწრაფად ახდენსინკრიტინების ჰიდროლიზს არააქტიური პროდუქტების წარმოქმნით .
სიტაგლიპტინი ხელს უშლის ფერმენტ დიპეპტიდილპეპტიდაზა 4- ით ინკრიტინების ჰიდროლიზს ,რითაც მატულობს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1 ( გმს -1) და გლუკოზო - დამოკიდებულიინსულინოტროპული პეპტიდის ( გიპ ) პლაზმური კონცენტრაციები . ინკრიტინების დონის მომატებით ,სიტაგლიპტინი ზრდის ინსულინის გლუკოზა - დამოკიდებულ გადმოსროლას დ ახელს უწყობსგლუკაგონის სეკრეციის შემცირებას . პაციენტებში მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით ჰიპერგლიკემიითინსულინისა და გლუკაგონის სეკრეციის ეს ცვლილებები იწვევენ გლიკოზირებული ჰემოგლობინისHbA1C – ს დონისა და გლუკოზის პლაზმური კონცენტრაციას შემცირებას , რომელიც უზმოზე დადატვირთვის შემდეგ დგინდება .
პაციენტებში მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით პრეპარატ იანუვიის ერთი დოზის მიღება იწვევს ფერმენტდპპ -4- ის აქტივობის ინჰიბირებას 24 საათის განმავლობაში , რაც თავის მხრივ იწვევს გმპ -1 და გიპმოცირკულირე ინკრიტინების დონის 2-3- ჯერ მომატებას , ინსულინისა და C- პეპტიდის პლაზმურიკონცენტრაციების გაზრდას , სისხლის პლაზმაში გლუკაგონის კონცენტრაციის შემცირებას , უზმოზეგლიკემიის შემცირებას , და ასევე გლიკემიის შემცირებას გლუკოზით დატვითვის ან კვებითიდატვირთვის შემდეგ .
ფარმაკოკინეტიკა
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ყოველმხრივ დახასიათებულია ჯანმრთელ პირებსა და პაციენტებში მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით . ჯანმრთელ პირებში სიტაგლიპტინის 100 მგ პერორალურად მიღებისშემდეგ აღინიშნება პრეპარატის სწრაფი აბსორბცია მაქსიმალური კონცენტრაციის ( Cmax ) მიღწევითმიღების მომენტიდან 1- დან 4 საათამდე ინტერვალში . “ კონცენტრაცია - დროს ” მრუდის ქვეშ ( AUC )ფართობი მატულობს დოზის პროპორციულად და ჯანმრთელ პირებში 100 მგ მიღებისას შეადგენს 8,52 μМх სთ , Cmax შეადგენდა 950 nM, ნახევრად დაშლის პერიოდი კი – 12,4 საათს . 100 მგ პრეპარატისმომდევნო დოზის მიღების შემდეგ პირველი დოზის მიღებიდან წონასწორობის მდგომარეობის მიღწევისასსიტაგლიპტინის პლაზმური AUC დაახლოებით 14%- ით მატულობდა . სიტაგლიპტინის AUC- ისვარიაციის ინტრა და ინტერ - სუბიექტური კოეფიციენტები უმნიშვნელო იყო .
აბსორბცია
სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 87%- ს შეადგენს . ვინაიდან პრეპარატიანუვიისა და ცხიმიანი საკვების ერთობლივი მიღება ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენას არ ახდენს , მაშინპრეპარატ იანუვიის დანიშვნა შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად
განაწილება
ჯანმრთელ მოხალისეებში 100 მგ სიტაგლიპტინის ერთჯერადი დოზის შემდეგ წონასწორობისმდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 198 ლ - ს შეადგენს . სიტაგლიპტინისპლაზმურ ცილებთან შეკავშირების ფრაქცია შედარებით დაბალია და 38%- ს შეადგენს .
მეტაბოლიზმი
სიტაგლიპტინის დაახლოებით 79% ექსკრეტირდება შეუვლელი სახით შარდთან ერთად . მეტაბოლიზდებაორგანიზმში მოხვედრილი პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი .
14C- მონიშნული სიტაგლიპტინის შეყვანის შემდეგ რადიოაქტიური პრეპარატის დაახლოებით 16%გამოიყო მისი მეტაბოლიტების სახით . აღინიშნებოდა სიტაგლიპტინის 6 მეტაბოლიტის კვალი ,სავარადუოდ დპპ -4- მაინჰიბირებელი აქტივობის გარეშე . In vitro კვლევებში გამოვლინდა , რომპირველადი ფერმენტი , რომელიც მონაწილეობას ღებულობს სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმში, არის CYP3A4, CYP2C8- ის მონაწილეობით .
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში 14C- მონიშნული სიტაგლიპტინის შეყვანის შემდეგ შეყვანილი პრეპარატისდაახლოებით 100% გამოიყოფოდა : 13% ნაწლავებიდან , 87% თირკმლებით – პრეპარატის მიღებიდანერთი კვირის განმავლობაში . სიტაგლიპტინის ნახევრად დაშლი პერიოდი 100 მგ პერორალური მიღებისასდაახლოებით 12,4 საათს შეადგენს ; თირკმლის კლირენსი დაახლოებით 350 მლ / წთ - ს შეადგენს .
სიტაგლიპტინის გამოყოფა ხორციელდება თირკმლოვანი ექსკრეციის გზით მილაკოვანი აქტიურისეკრეციის მექანიზმით . სიტაგლიპტინი სუბსტრატია მესამე ტიპის ადამიანის ( hOAT-3 ) ორგანულიანიონების ტრანსპორტიორებისათვის , რომელიც ალბათ ჩართულია თირკმლების მიერ სიტაგლიპტინისგამოყოფის პროცესში . hOAT-3 კლინიკური მონაწილეობა სიტაგლიპტინის ტრანსპორტში არ შესწავლილა. სიტაგლიპტინი ასევე p- გლიკოპროტეინის სუბსტრატია , რომელიც ასევე მონაწილეობს სიტაგლიპტინისთირკმლოვანი ელიმინაციის პროცესში . მიუხედავად ამისა , ციკლოსპორინი , p- გლიკოპროტეინისინჰიბიტორი სიტაგლიპტინის თირკმლოვან კლირენსს არ ამცირებდა .
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პრეპარატ იანუვიის ღია კვლევა დოზით 50 მგ დღეში , ჩატარდა მისი ფარმაკოკინეტიკის შესწავლისმიზნნით პაციენტებში სხვადასხვა სიმძიმის თირკმლის ქრონიკული უკმარისობით . კვლევაში მონაწილეპაციენტები გაყოფილი იყვნენ თირკმლის მსუბუქი ( კრეატინინის კლირენსი 50- დან 80 მლ / წთ - მდე ),ზომიერი ( კრეატინინის კლირენსი 30- დან 50 მლ / წთ - მდე ) და მძიმე უკმარისობის ( კრეატინინისკლირენსი 30 მლ / წთ - ზე ნაკლები ) ჯგუფებად , და ასევე პაციენტები თირკმლების პათოლოგიისტერმინალური სტადიით , რომლებიც დიალიზს საჭიროებენ .
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით , პლაზმაში სიტაგლიპტინის კონცენტრაციის კლინიკურადმნიშვნელოვანი ცვლილება ჯანმრთელ მოხალისეთა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით არ აღინიშნებოდა.
სიტაგლიპტინის AUC - ის დაახლოებით ორჯერ მომატება საკონტროლო ჯგუფთან შედარებითაღინიშნებოდა პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით , AUC დაახლოებით ოთხჯერ იზრდებოდაპაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით , და ასევე პაციენტებში თირკმლების პათოლოგიისტერმინალური სტადიით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით . სიტაგლიპტინი უმნიშვნელოდგამოიდევნება ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით : დიალიზის 3-4 საათიანი სეანსის დროსორგანიზმიდან გამოიყოფოდა დოზის მხოლოდ 13,5%.
ამრიგად , პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით სისხლის პლაზმაში პრეპარატისთერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად ( იგივე , რაც პაციენტებისათვის თირკმლის ნორმალურიფუნქციით ) საჭიროა დოზირების კორექცია ( იხ . გამოყენების მეთოდები და დოზირება ).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (7-9 ბალი ჩაილ - პიუს შკალით ) 100 მგ - ის ერთხელმიღების შემდეგ სიტაგლიპტინის საშუალო AUC და Cmax იზრდება დაახლოებით 21% და 13%- ითშესაბამისად . ამრიგად , ღვიძლის ზომიერი უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირება კორექციას არსაჭიროებს .
პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (9 ბალზე მეტი ჩაილდ - პიუს შკალით ) სიტაგლიპტინისგამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს . თუმცა იმის გამო , რომ პრეპარატიპირევალადად თირკმლებით გამოიყოფა , პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით სიტაგლიპტინისფარმაკოკინეტიკის შეცვლა მოსალოდნელი არ არის .
ხანდაზმული პაციენტები
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე პაციენტთა ასაკი კლინიკურად მნიშვნელოვანზეგავლენას არ ახდენს . ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით ხანდაზმულ პაციენტებში (65-80 წელი )სიტაგლიპტინის კონცენტრაცია დაახლოებით 19%- ით უფრო მაღალია . ასაკთან მიმართებაში პრეპარატისდოზა კორექციას არ საჭიროებს .
ჩვენებები
მონოთერაპია
პრეპარატი იანუვია გამოიყენება დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დამატების სახით პაციენტებში მე -2ტიპის შაქრიანი დიაბეტით გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად .
კომბინირებული თერაპია
პრეპარატი იანუვია ასევე გამოიყენება პაციენტებში მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით გლიკემიისკონტროლის გასაუმჯობესებლად კომბინაციაში მეტფორმინთან ან PPARγ აგონისტებთან ( მაგალითად ,თიაზოლიდინდიონთან ), როდესაც დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ზემოთ ჩამოთვლილისაშუალებებით მონოთერაპიასთან ერთად არ იწვევენ გლიკემიის ადექვატურ კონტროლს .
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელო პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ;
- ორსულობა , ძუძუთი კვება ;
- I ტიპის შაქრიანი დიაბეტი ;
- დიაბეტური კეტოაციდოზი .
18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატ იანუვიის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს .ამრიგად , პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატ იანუვიის გამოყენება რეკომენდებული არ არის .
სიფრთხილით
თირკმლის უკმარისობა
პრეპარატ იანუვიის დოზირების კორექცია საჭიროა პაციენტებში თირკმლის ზომიერი ან მძიმეუკმარისობით , ასევე პაციენტებში თირკმლის პათოლოგიის ტერმინალური სტადიით , რომლებიცჰემოდიალიზს საჭიროებენ ( იხ . გამოყენების მეთოდები და დოზები ).
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
პრეპარატ იანუვიის კონტროლირებული კვლევები ორსულებში არ ჩატარებულა , შესაბამისად ორსულებშიპრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს . პრეპარატი იანუვიასგამოყენება ორსულობის დროს სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მსგავსადრეკომენდებული არ არის . სიტაგლიპტინის რძეში ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს .შესაბამისად , პრეპარატი იანუვია ლაქტაციის დროს არ ინიშნება .
გამოყენების მეთოდები და დოზები
პრეპარატ იანუვიის რეკომენდებული დოზირება არის 100 მგ ერთხელ დღეში მონოთერაპიის სახით ანკომბინაციაში მეტფორმინთან ან PPAR γ აგონისტებთან ( მაგალითად , თიაზოლიდინდიონთან ).
იანუვიის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე .
იმ შემთხვევაში , თუ პაციენტმა გამოტოვა პრეპარატ იანუვიის მიღება , მან გახსენებისთანავე რაცშეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა . პრეპარატ იანუვიის ორმაგი დოზის მიღებადაუშვებელია .
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით ( კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ / წთ , დაახლოებითშეესაბამება პლაზმის კრეატინინის დონეს ≤ 1,7 მგ / დლ - ს მამაკაცებში და ≤ 1,5 მგ - დლ - ს ქალებში )პრეპარატ იანუვიის დოზირება კორეაქციას არ საჭიროებს .
პაციენტებისათვის თირკმლის ზომიერი უკმარისობით ( კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ / წთ , მაგრამ 1,7 მგ / დლ - ს , მაგრამ ≤ 3 მგ /დლ - ს მამაკაცებში და > 1,5 მგ / დლ - ს , მაგრამ ≤ 2,5 მგ - დლ - ს ქალებში ) პრეპარატ იანუვიისდოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ .
პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით ( კრეატინინის კლირენსი 3 მგ / დლ - ს , მამაკაცებში და > 2,5 მგ / დლ - ს ქალებში ),ასევე პაციენტებისათვის თირკმლის პათოლოგიის ტერმინალური სტადიით , რომლებიც ჰემოდიალიზსსაჭიროებენ , პრეპარატ იანუვიის დოზა არის 25 მგ დღეში ერთხელ . პრეპარატ იანუვიის მიღება შეიძლებაჰემოდიალიზის პროცედურის განრიგისაგან დამოუკიდებლად .
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით პრეპარატ იანუვიის დოზირება კორექციას არსაჭიროებს . პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით პრეპარატი შესწავლილი არ არის
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ იანუვიის დოზირება კორეაქციას არ საჭიროებს .
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ იანუვია კარგი ამტანობით ხასიათდება , როგორც მონოთერაპიის სახით , ასევე კომბინაციაშისხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან . კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენების განვითარებისსაერთო სიხშირე , ასევე გვერდითი მოვლენების გამო პრეპარატის მოხსნის სიხშირე , იგივე იყო რაცპლაცებოს გამოყენებისას .
გვედითი მოვლენები , რომლებიც პრეპარატ იანუვიას გამოყენებისაგან დამოუკიდებლად გვხვდებადოზით 100 მგ და 200 მგ დღეში , თუმცა უფრო ხშირია , ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს ,სიხშირით ≥ 3%: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ( იანუვია 100 მგ – 6,8%, იანუვია 200 მგ – 6,1%,პლაცებო – 6,7%), ნაზოფარინგიტი ( იანუვია 100 მგ – 4,5%, იანუვია 200 მგ – 4,4%, პლაცებო – 3,3%),თავის ტკივილი ( იანუვია 100 მგ – 3,6%, იანუვია 200 მგ – 3,9%, პლაცებო – 3,6%), ფაღარათი ( იანუვია100 მგ – 3,0%, იანუვია 200 მგ – 2.6%, პლაცებო – 2.3%), ართრალგია ( იანუვია 100 მგ – 2,1%, იანუვია 200მგ – 3,3%, პლაცებო – 1,8%).
ჰიპოგლიკემიის განვითარების საერთო სიხშირე პაციენტებში , რომლებიც ღებულობენ პრეპარატ იანუვიას, იგივე იყო რაც პლაცებოს გამოყენებისას ( იანუვია 100 მგ – 2,1%, იანუვია 200 მგ – 0,9%, პლაცებო – 0,9%).
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განვითარების სიხშირე პრეპარატიანუვიის ორივე დოზირების გამოყენებისას იგივე იყო რაც პლაცებოს გამოყენების დროს , გარდა უფროხშირი გულისრევისა პრეპარატ იანუვიის მიღებისას დოზით 200 მგ დღეში : ტკივილი მუცელში ( იანუვია100 მგ – 2,3%, იანუვია 200 მგ – 1,3%, პლაცებო – 2,1%), გულისრევა ( იანუვია 100 მგ – 1,4%, იანუვია 200მგ – 2,9%, პლაცებო – 0,6%), ღებინება ( იანუვია 100 მგ – 0,8%, იანუვია 200 მგ – 0,7%, პლაცებო – 0,9%),ფაღარათი ( იანუვია 100 მგ – 3,0%, იანუვია 200 მგ – 2,6%, პლაცებო – 2,3%).
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები
პაციენტებში , რომლებიც ღებულობენ პრეპარატ იანუვიას დოზით 100 და 200 მგ დღეში , პრეპარატისკლინიკური გამოკვლევების ანალიზმა უჩვენა შარდმჟავას უმნიშვნელო მომატება ( დაახლოებით 0,2 მგ /დლ პლაცებოსთან შედარებით , საშუალო დონე 5-5,5 მგ / დლ ). პოდაგრის განვითარების შემთხვევებირეგისტრირებული არ არის .
აღინიშნებოდა საერთო ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის უმნიშვნელო შემცირება ( დაახლოებით 5 სე /ლ - ით პლაცებოსთან შედარებით , საერთო დონე 56-62 სე / ლ ), რაც ნაწილობრივ ტუტე ფოსფატაზისძვლის ფრაქციის უმნიშვნელო შემცირებასთან არის დაკავშირებული .
აღინიშნებოდა ლეიკოციტების რაოდენობის უმნიშვნელო მომატება ( დაახლოებით 200/ მკლ - ითპლაცებოსთან შედარებით , საშუალო დონე 6600/ მკლ ), რაც განპირობებული იყო ნეიტროფილებისრაოდენობის მომატებით . ეს მოვლენები აღინიშნებოდა გამოკვლევათა უმრავლესობაში , თუმცა არაყველაში .
ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები კლინიკურად უმნიშვნელოა .
პრეპარატ იანუვიით მკურნალობის დროს , სასიცოცხლო მაჩვენებლებისა და ეკგ - ს ( QT ინტერვალისჩათვლით ) კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა .
ჭარბი დოზირება
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების დროს , პრეპარატ იანუვიის 800 მგ -იანი ერთჯერადი დოზა კარგად აიტანებოდა . დოზით 800 მგ დღეში პრეპარატ იანუვიის ერთ - ერთიგამოკვლევისას აღინიშნებოდა QT ინტერვალის კლინიკურად უმნიშვნელო მინიმალური ცვლილებები .დღეში 800 მგ - ზე მეტი დოზა ადამიანებში არ შესწავლილა .
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარება :არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , სასიცოცხლო მაჩვენებლებისმონიტორინგი , ეკგ - ს ჩათვლით , ასევე საჭიროების შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა .
სიტაგლიპტინი სუსტად დიალიზდება . კლინიკურ კვლევებში , დიალიზის 3-4 საათიანი სეანსისგანმავლობაში , ორგანიზმიდან დოზის მხოლოდ 13,5% გამოიყოფოდა . პროლონგირებული დიალიზისდანიშვნა შეიძლება მხოლოდ კლინიკური საჭიროების შემთხვევაში . სიტაგლიპტინის პერიტონეალურიდიალიზის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება .
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კლინიკური კვლევების დროს ,სიტაგლიპტინი კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა შემდეგი პრეპარატებისფარმაკოკინეტიკაზე : მეტფორმინი , როზიგლიტაზონი , გლიბენკლამიდი , სიმვასტატინი , ვარფარინი ,პერორალური კონტრაცეპტივები . ამ მონაცემებზე დაყრდნობით , სიტაგლიპტინი არ აინჰიბირებს CYPიზოენზიმებს CYP3A4, 2C8 ან 2C9. In vitro კვლევებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ,სიტაგლიპტინი ასევე სავარაუდოდ არ აინჰიბირებს CYP2D6, 1A2, 2C19 ან 2B6- ს , და ასევე არასტიმულირებს CYP3A4- ს .
სიტაგლიპტინთან ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა დიგოქსინის AUC (11%) და საშუალო Cmax(18%) – ის მცირე მომატება . ეს მომატება კლინიკურად უმნიშვნელოა . მათი ერთობლივად გამოყენებისდროს დიგოქსინის და არც პრეპარატ იანუვიის დოზის შეცვლა რეკომენდებული არ არის .
პრეპარატ იანუვიის 100 მგ პერორალური ერთჯერადი დოზისა და p- გლიკოპროტეინის ძლიერიინჰიბიტორის , ციკლოსპორინის 600 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ერთობლივი გამოყენებისასაღინიშნებოდა პრეპარატ იანუვიის AUC – ისა და Cmax – ის მომატება 29% და 68%- ით შესაბამისად .სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების აღნიშნული ცვლილებები კლინიკურადუმნიშვნელოა . ციკლოსპორინთან და p- გლიკოპროტეინის სხვა ინჰიბიტორებთან ( მაგალითად ,კეტოკონაზოლთან ) ერთობლივი გამოყენებისას პრეპარატ იანუვიის დოზის შეცვლა რეკომენდებული არარის .
პაციენტებისა და ჯანმრთელი მოხალისეების ( N=858 ) პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა ,თანმხლები პრეპარატების ფართო სპექტრზე ( N=83, დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა თირკმლებით ),ამ ნივთიერებების რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე არგამოავლინა .
განსაკუთრებული მითითებანი
ჰიპოგლიკემია
პრეპარატ იანუვიის კლინიკურ კვლევებში , როგორც მონოთერაპიის დროს , ისევე მეტფორმინთან ანპიოგლიტაზონთან კომბინირებული თერაპიისას , პრეპარატ იანუვიის გამოყენებისას ჰიპოგლიკემიისგანვითარების სიხშირე იგივე იყო , რაც პლაცებოს დროს . პრეპარატ იანუვიის გამოყენება კომბინაციაშიპრეპარატებთან , რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის გამოწვევა ( ინსულინი , სულფონიშარდოვანასწარმოებულები ) არ გამოკვლეულა .
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება
კლინიკურ კვლევებში პრეპარატ იანუვიის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულებში (409 პაციენტი ,≥ 65 წელი ), იგივე იყო , რაც 65 წლამდე ასაკის პაციენტებში . ასაკთან მიმართებაში დოზა კორექციას არსაჭიროებს . ხანდაზმულები უფრო მიდრეკილნი არიან თირკმლის უკმარისობის განვითარების მიმართ .შესაბამისად , ისევე როგორც სხვა ასაკობრივ ჯგუფში , პაციენტებში თირკმლის გამოხატულიუკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია ( იხ . გამოყენების მეთოდები და დოზები ).
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვის უნარზე , პრეპარატ იანუვიის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არჩატარებულა . მიუხედავად ამისა , პრეპარატ იანუვიის უარყოფითი ზეგავლენა ავტომობილის მართვისათუ რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის .
გამოშვების ფორმა
14 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში . 1, 2, 4, 6 ან 7 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 30 C ტემპერატურის პირობებში .
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა
2 წელი .
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account