Memantina - მემანტინი 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: დემანტინი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების დროს.
დემანტინი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
მემანტინის ჰიდროქლორიდი . . . . . . 10 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დემენციის (ალცჰაიმერის ტიპის) სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუტამატერგული ნეირიოტრანსმისიის დისფუნქცია (განსაკუთრებით N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების დონეზე), როგორც ფიქრობენ, მონაწილეობს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომატიკის განვითარებასა და თვითონ დაავადების პროგრესირებაში.
მემანტინი, როგორც ანტიდემენციური საშუალება, არის NMDA რეცეპტორების პოტენციური ანტაგონისტი. მემანტინი აბლოკირებს გლუტამატის დონის პათოლოგიურ ზრდას, რომელიც იწვევს ნეირონულ დისფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა
მემანტინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. პრეპარატის თმახ მაჩვენებელი არის 3-8 საათი. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მემანტინის შეწოვაზე. მემანტინის მყარი კონცენტრაციები (70-150 ნგ/მლ) მიიღწევა 20 მგ დღიური დოზებით და ეს მაჩვენებლები ვარირებს ინდივიდუალურად. ცერებროსპინალურ სითხეში და სისხლის შრატში აქტიური ინგრედიენტის კონცენტრაციების შეფარდება არის 0.52, 5-30 მგ დღიური დოზების მიღების ფონზე. მემანტინის განაწილების მოცულობაა 10 ლ/კგ და პლაზმის პროტეინებით შებოჭვის კოეფიციენტი – 45%.
პერორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის 80% უცვლელი ფორმით გვხვდება სისხლში. მემანტინის ძირითადი მეტაბოლიტია N-3.5-დიმეთილ-გლუდანტანი, -4 და –6 ჰიდროქსი მემანტინის შერეული იზომერი და 1-ნიტროზო- 3,5-დიმეთილ ადამანტანი. აღნიშნულ მეტაბოლიტებს არა აქვთ ანტი-NMDA აქტივობა. Iნ ვიტრო კვლევებში ციტოქრომ P450 სისტემით კატალიზებული მემანტინის მოტაბოლოზმის რეაქციები გამოვლენილი არ არის.
მემანტინის ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს (T1/2) 60 – 100 საათს. მიღებული დოზის 84% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. მემანტინის თირკმლისმიერი კლირენსი გაშუალედებურია ტუბულარული სეკრეციით და ტუბულარული აბსორბციით. ტუტე შარდის შემთხვეავაში (პH=7-9), მემანტინის ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს. შარდის გატუტიანების მიზეზი შეიძლება იყოს კვების რეჟიმის რადიკალური შეცვლა (მაგ. ხორცით მდიდარი დიეტიდან გადასვლა ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე, ან ანტაციდების ჭარბი გამოყენება).
განსაკუთრებული პოპულაციები
კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ხანდაზმული მოხალისეები, თირკმლის ნორმალური ან დაქვეითებული ფუნქციით, (კრეატინინის კლირენსი 50-100 მლ/წთ/1.73 მ2), მნიშვნელოვანი კორელაცია არ აღნიშნულა კრეატინინის კლირენსსა და მემანტინის ტოტალურ რენულ კლირენსს შორის.
მემანტინი ექვემდებარება მცირე მეტაბოლიზმს ღვიძლში და მის მეტაბოლიტებს არ აქვთ ანტი-NMDA აქტივობა. ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი და საშუალო დარღვევების დროს მემანტინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკის კორელაცია
მემანტინის დღეში 20 მგ დოზა საკმარისია მისი ადეკვატური კონცენტრაციის მისაღწევად ცერებრო-სპინალურ სითხეში.
ჩვენებები
დემანტინი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების დროს.
დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
მოზრდილები: მაქსიმალური დღიური დოზა არის 20 მგ. რეკომენდებული საწყისი დოზა პირველი კვირის მანძილზე არის 5 მგ ერთხელ დღეში (ნახევარი ტაბლეტი ყოველ დილით) გვერდითი ეფექტის რისკის შესამცირებლად. დოზა უნდა გაიზარდოს 5 მგ-ობით 10 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-ჯერ) მეორე კვირის განმავლობაში და 15 მგ-მდე/დღეში (1 ტაბლეტი დილით და ნახევარი ტაბლეტი საღამოს) მესამე კვირაში. მკურნალობა გრძელდება 20 მგ-მდე დოზის გაზრდით (1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში) მეოთხე კვირიდან.
დემანტინის მიღება შეიძლება უზმოზეც და ჭამის შემდეგაც.
ხანდაზმულები: რეკომენდებული დღიური დოზა 65 წელს გადაცილებულ Pპაციენტებში არის 20 მგ (1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში).
ბავშვები და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდები: ბავშვებში არ არის შესწავლილი მემანტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
თირკმლის უკმარისობა: დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (კრეატინინის დონე სისხლში 130 მოლ/ლ) მქონე პაციენტებში. დღიური დოზა თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ/1.73 მ2) არის 10 მგ. ადექვატური მონაცემები არ მოიპოვება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ღვიძლის უკმარისობა: ასეთ კონტინგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ ადექვატური მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი მოვლენები
მემანტინით მკურნალობისას საშუალო და მძიმე დემენციის მქონე პაციენტში გვერდითი ეფექტების სიხშირე პრაქტიკულად არ განსხვავდება პლაცებოსგან და აღნიშნული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.
მემანტინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (>4%):
მემანტინი n=299 (%) |
Pპლაცებო n=288 (%) |
|
შფოთვა შარდის შეუკავებლობა |
27(9) |
50(17.4) |
დაზიანება | 20(6.7) |
20(6.9) |
შარდის შეუკავებლობა |
17(5.7) |
21(7.3) |
დიარეა | 16(5.4) |
14(4.9) |
ინსომნია | 16(5.4) |
14(4.9) |
თავბრუსხვევა | 15(5) |
8(2.8) |
თავის ტკივილი |
15(5) |
9(3.1) |
ჰალუცინაცია |
15(5) |
6(2.1) |
დაცემა | 14(4.7) |
14(4.9) |
ყაბზობა | 12(4) |
13(4.5) |
ხველა |
12(4) |
17(5.9) |
მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (1-10% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სისუსტე.
მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე არახშირი გვერდითი ეფექტებია (0.1-1% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): აღგზნებულობა, ჰიპერტონია, გულისრევა, ცისტიტი და ლიბიდოს გაძლიერება.
გულყრები აღინიშნა ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კონვულსიები და ეპილეფსიისადმი განწყობა.
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
დემანტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მემანტინის ჰიდროქლორიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა (კატეგორია B). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტალური განვითარების შეფერხება მემანტინის ადამიანების დოზების ექვივალენტური ან ოდნავ უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას. ცნობილი არ არის რამდენად ასახავს ეს მონაცემები რისკს ადამიანებში. შესაბამისად, მემანტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში, თუ არ არის აუცილებელი ჩვენება.
მემანტინის მიღებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსიპრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში მისი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან და ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე.
დემანტინი არ გამოიყენება სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად, როგორიცაა ამანტადინი, კეტამინი და დექსტრომეთორფანი. აღნიშნული სუბსტანციებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორებზე, რომელზეც მემანტინი, რამაც შეიძლება გამოირვიოს გვერდითი მოვლენები (განსაკუთრებით ცნს მხრივ).
შარდის pH გაზრდის შემთხვევაში (ხორცით მდიდარი დიეტიდან გადასვლა ბოსტნეულით მდიდარ დიეტაზე, ან ანტაციდების ჭარბი გამოყენება, ან ტუბულარული აციდოზი ან პროტეუსით გამოწვეული საშარდე სისტემის სერიოზული ინფექცია) პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ ინტენსიური მონიტორინგი.
პაციენტები ახალგადატანილი მიოკრადიუმის ინფარქტით, ან შეგუბებითი გულის უკმარისობით (NYHA III-IV) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით არ იყვნენ ჩართულები მემანტინის კვლევებში. ამიტომ ამ კონტინგენტში მემანტინის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ეს პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ მონიტორინგს.
პედიატრიული პაციენტები: ბავშვებში მემანტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ადექვატური და კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები არ მოიპოვება.
გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მემანტინით მკურნალობის დროს პაციენტის რაქციები შეიძლება შეიცვალოს, რაც მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
მემანტინის ჭარბი ორალური დოზირების ერთი შემთხვევის დროს (400 მგ) პაციენტს აღენიშნა ჩივილები ცნს მხრივ (შფოთვა, ფსიქოზი, მხედველობითი ჰალუცინაციები, კონვულსიის წინა მდგომარება, სომნოლენცია, სტუპორი და ცნობიერების დაკარგვა). პაციენტი გამოჯანმრთელდა პერმანენტული გართულებების გარეშე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მემანტინთან ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს L-დოპას, დოპამინერგული აგონისტების და ანტიქოლინერგული აგენტების ეფექტი. ბარბიტურატებისა და ნეიროლეპტიკების ეფექტი შეიძლება შემცირდეს მემანტინთან ერთად მიღებისას. ერთდროული მიღებისას მემანტინმა შეიძლება გაზარდოს ანტისპაზმური აგენტების, დანტროლენის ან ბაკლოფენის ეფექტი, და ასეთ შემთხვევაში საჭიროა ამ აგენტების დოზის კორექცია.
არ არის სასურველი მემანტინის დანიშვნა სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად, როგორიცაა ამანტადინი, კეტამინი და დექსტრომეთორფანი, ფარმაკოტოქსიკური ფსიქოზის განვითარების რისკის არსებობის გამო .
წამლები, რომლებიც იყენებენ იგივე რენულ კათიონურ სისტემას (ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი და ნიკოტინი) ურთიერთქმედებს მემანტინთან და ზრდის სისხლში მის დონეს. მემანტინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ჰიდროქლორთიაზიდის ექსკრეცია
In vitro კვლევებში მემანტინი არ აინჰიბირებს CYP 1A2, 2A6, 2C9, 2D6, 2E1, 3A, ფლავინ მონოქსიდაზას და ჰიდროლაზა ეპოქსიდ ფერმენტებს და სულფატირების პროცესს.
შეუთავსებლობა: არ ახასიათებს.
შენახვის ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account