Mezym forte - მეზიმ ფორტე 10000 ერთეული 20 დრაჟე

განსაკუთრებული ფასი 7,33 ლ რეგულარული ფასი 12,34 ლ
მარაგშია
SKU
82456_1617

ჩვენებები: კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფისა და წარმოქმნის პროცესების დარღვევების დროს, რასაც თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება.

მეზიმ ფორტე10000
საერთაშორისო დასახელება - pancreatine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A09AA 02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგ. ტაბ. 10000 სე.: 20 ც

1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით:
ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ.
ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ.
პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.

ჩვენებები
მეზიმ® ფორტე 10000 გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფისა და წარმოქმნის პროცესების დარღვევების დროს, რასაც თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება.

მიღების წესები და დოზები
მეზიმ® ფორტე 10000-ის დოზირება საჭმლის მონელების არსებული აშლილობის სიმძიმის ხარისხით განისაზღვრება. უმეტეს შემთხვევაში დოზირება ინდივიდუალური წესით დგინდება სხვა დანიშნულების არ არსებობისას. ჩვეულებრივ ღებულობენ 1-2 შემოგარსულ ტაბლეტს, ჭამის დროს. მიღებული საკვების, ასევე საჭმლის მონელების ცნობილი ან მოსალოდნელი დარღვევის სიმძიმის მიხედვით, საჭირო დოზა შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
არ არის რეკომენდებული ფერმენტების დოზის მომატება, რომელიც აუცილებელია ცხიმების სათანადო ათვისებისათვის მიღებული საკვების შემადგენლობისა და რაოდენობის გათვალისწინებით – განსაკუთრებით პაციენტებში მუკოვისციდოზით. დოზის მომატება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სიმპტომატიკის გაუმჯობესების შესაბამისად (მაგალითად, სტეატორეა, ტკივილი მუცელში). არ არის რეკომენდებული ფერმენტების დღიური დოზის მომატება, რაც შეადგენს ლიპაზის 15 000 – 20 000 ერთეულს კგ სხეულის წონაზე.
დოზირებას ბავშვებისათვის ადგენს ექიმი.
შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, აუცილებელია ამ დროს მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის მუდმივი გამოყენების შესახებ საკითხი წყდება ექიმის მიერ.
ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ საკითხს ასევე ექიმი ადგენს.

გვერდითი მოვლენები
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების დროს მეზიმ® ფორტე 10000-ის რეგულარული და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
პანკრეატინის მიღების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში აღწერილი იყო დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები. მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში, პანკრეატინის მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შევიწროება ნაწლავის ქვედა ნაწილში.
ყაბზობა ან გაუვალობა მიეკუთვნება ცნობილ გართულებებს პაციენტებში მუკოვისციდოზით; ამასთან დაკავშირებით, მსგავსი ჩივილების არსებობისას რეკომენდებულია სტენოზის შესაძლებლობის გათვალისწინება.

უკუჩვენება
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების ან ქრონიკული ანთების გამწვავების დროს, ასევე სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
თუმცა დაავადების ტერმინალურ პერიოდში (ავადმყოფის გამოჯანმრთელების სტადია) გაძლიერებული დიეტური კვების დროს მიზანშეწონილია ზოგჯერ პრეპარატის დანიშვნა ჯერ კიდევ არსებული ან კუჭ-ქვეშა ჯირკვლის შეზღუდული ფუნქციის სიმპტომების არსებობისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეზიმ® ფორტე 10000-ის გამოყენებისათვის საფრთხე არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
მავნე შედეგები მოსალოდნელი არ არის

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მეზიმ® ფორტე 10000-ს ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy