Mizon - მიზონი ლოკოკინის ნაკრები წითელი 0338

85,00 ლ
მარაგშია
SKU
78295_2746
Mizon - მიზონი ლოკოკინის ნაკრები წითელი  ნაკრების შემადგენლობაშია: 1. მიზონის დასაბანი ქაფი 30 მლ. 2. მიზონის სახის ტონერი ლოკოკინის ექსტრაქტით 50 მლ. 3. მიზონის სახის ესენცია ლოკოკინის ექსტრაქტით 50 მლ. 4. მიზონის სახის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით 15 მლ.

Mizon - მიზონი ლოკოკინის ნაკრები წითელი 
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. მიზონის დასაბანი ქაფი 
2. მიზონის სახის ტონერი ლოკოკინის ექსტრაქტით 
3. მიზონის სახის ესენცია ლოკოკინის ექსტრაქტით 
4. მიზონის სახის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით 
მიზონის დასაბანი ქაფი
ლოკოკინის ექსტრაქტის შემცველი დასაბანი ქაფი, სათუთად ასუფთავებს სახის კანს ყოველდღიური ჭუჭყისა და მაკიაჟისგან. მსუბუქი კონსისტენციის ქაფი ღრმად აღწევს კანში და აშორებს ჭარბ ცხიმს. ქაფის შემადგენლობაში ასევე შედის პაპაიას ექსტრაქტი, რაც უზრუნველყოფს კანის ერთგვაროვან ფერსა და მიკრორელიეფს. მცენარეული კომპონენტები - მწვანე ჩაი, არნიკა, სუროს ექსტრაქტი ამშვიდებს კანს, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, აფერხებს დაბერების პროცესს. რეგულარული გამოყენება ამცირებს ფორებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ ნოტიო კანზე, მსუბუქი მასირების შემდეგ ჩამოიბანეთ. 
მოცულობა 30 მლ.
მიზონის სახის ტონერი ლოკოკინის ექსტრაქტით
რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ლოკოკინას ექსტრაქტითა და ადენოზინის შემცველობით ინტენსიურად კვებავს, აღადგენს და ატენიანებს სახის კანს. ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებს, ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერსა და ჯანსაღ ფერს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ გასუფთავებულ სახის კანზე, არ საჭიროებს ჩამობანვას. 
მოცულობა 50 მლ.
მიზონის სახის ესენცია ლოკოკინის ექსტრაქტით
რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, დამზადებულია ლოკოკინის მუცინზე, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას.
გამოყენების წესი: დაიტანება ტონერის შემდგომ, მსუბუქი მასირებით, არ ჩამოიბანება. 
მოცულობა 50 მლ.
მიზონის სახის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით
მრავალფუნქციური, ძლიერმოქმედი კრემი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანის განახლებისთვის. მცენარეული წარმოშობის გლიკოლის მჟავის, ალანტოინის, კომბინაცია ლოკოკინას ექსტრაქტთან ერთად ადვილად ათვისებადია ადამიანის კანისთვის. რეკომენდებულია: შრამების, ყველა ტიპის ნაწიბურების, სტრიების, აკნეს, გაფართოებული ფორების, გამონაყარის, ფოტო დაბერების, ჩაბრუნებული თმის პრობლემის დროს. შეიცავს 92 % ლოკოკინას ექტრაქტს. ჰიპოალერგიული, არ შეიცავს მავნე დანამატებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ დილა-საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე. 
მოცულობა 15 მლ. 

დამზადებულია კორეაში

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy