Vessel Due F - ვესელ დუე F 250მგ 50 კაფსულა
გამოყენების ინსტრუქცია
(Vესსელ Dუე F)
სულოდექსიდი (შულოდეხიდე)
ვესელ დუე F (სულოდექსიდი) წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანების ბუნებრივ ნარევს: ჰეპარინის მსგავსი ფრაქციის (80%) და დერმატან-სულფატის (20%).
სულოდექსიდი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომელიც იქნა ექსტრაგირებული და გამოყოფილი ცხოველების წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განისაზღვრება ორივე ფრაქციის ურთიერთქმედებით. მას გააჩნია ძლიერი ანტითრომბული მოქმედება, რომელიც ხორციელდება შემდეგი გზებით:
1) აქტივირებული ფაქტორ X-ის დახშობა;
2) პროსტაციკლინის (პროსტაგლანდინი I2) სინთეზისა და სეკრეციის გაძლიერება;
3) სისხლში ფიბრონოგენის დონის შემცირება;
ვესელ დუე F ახდენს ფიბრინოლიზურ მოქმედებას შემდეგი გზებით:
1) სისხლში ქსოვილების აქტივატორის პლაზმინოგენის აქტივობის გაზრდა;
2) სისხლში ქსოვილების აქტივატორის პლაზმინოგენის ინჰიბიტორის შემცველობის დაქვეითება;
აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სულოდექსიდი ეფექტურია როგორც თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის ვენებსა და არტერიებში, ასევე უკვე წარმოქმნილი თრომბის ლიზისისთვისაც.
ვესელ დუე F -ს გააჩნია ანგიოპროტექტური მოქმედება, რომელიც ხორციელდება შემდეგი გზებით:
1) სისხლძარღვების ენდოთელის უჯრედების ფუნქციონირებისა და სტრუქტურის აღდგენა;
2) სისხლძარღვების ბაზალური მემბრანის ფორების უარყოფითი ელექტრული მუხტის აღდგენა.
ამის გარდა, პრეპარატი ვესელ დუე F ახდენს დადებით მოქმედებას სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე შემდეგი გზებით:
1) სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობის დაქვეითება (ლიპოპროტეინლიპაზის მექანიზმის მეშვეობით);
2) სისხლის შედედების შემცირება.
ვესელ დუე F გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით დიაბეტური ნეფროპათიისას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ხასიათდება შემდეგნაირად:
1) ბაზალური მემბრანის სისქის შემცირება ნორმალურ დონემდე;
2) მატრიქსის პროდუქციის შემცირება მეზანგიუმის პროლიფერაციული უჯრედების შემცირების ხარჯზე.
სულოდექსიდს გააჩნია სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება ჰეპარინ კოფაქტორ II-ის ინჰიბირების ხარჯზე, რომელიც მჟღავნდება პრეპარატის დიდი დოზებით ვენაში შეყვანისას და დაიყვანება მინიმუმამდე მისი კუნთებში ან პერორალური გამოყენებისას.
გამოყენების ჩვენებები:
სისხლძარღვების პათოლოგია თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკით. შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სისხლძარღვოვანი გართულებები (ნეფროპათია, რეტინოპათია).
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
(მკურნალი ექიმის მხრიდან სხვა დანიშნულების არ არსებობის შემთხვევაში)
კაფსულები: თითო კაფსულა ორჯერ დღეში საჭმლის მიღების შუალედში.
ამპულები: თითო ამპულა დღეში კუნთებში.
მკურნალობის კურსი უნდა დაიწყოს 1 ამპულის გამოყენებით 15-20 დღის განმავლობაში. შემდეგ, 30-40 დღის განმავლობაში თერაპია უნდა გაგრძელდეს კაფსულების მიღებით. მკურნალობის მთლიანი კურსი უნდა განმეორდეს მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ.
მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პრეპარატის დოზირების რაოდენობა და სიხშირე შეიძლება შეიცვალოს.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა. დიათეზი და სისხლდენის წარმოქმნის მაღალ რისკთან დაკავშირებული დაავადებები.
გაფრთხილებები:
მცირე ანტიკოაგულაციური ეფექტის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია კოაგულოგრამის პარამეტრების რეგულარული კონტროლი. სიფრთხილის დაცვის მიზნით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.
გვერდითი ეფექტები:
აღნიშნულია ცალკეულ შემთხვევებში.
კაფსულები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, რომელსაც თან სდევს გულისრევა და პირღებინება, ასევე გასტრალგია.
ამპულები: ტკივილი, წვა და ჰემატომები პრეპარატის შეყვანის ადგილზე. ამის გარდა, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ლოკალიზაციის კანის სენსიბილიზაცია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
კაფსულები 250 ლიპასემიკური ერთეული: ყუთი 50 კაფსულით
ამპულები 600 ლიპასემიკური ერთეული: ყუთი 10 ამპულით
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე !
ვარგისიანობის ვადა: კაფსულები 5 წელი
ამპულები 5 წელი
გაცემის წესი: რეცეპტით
მწარმოებელი: ალფა ვასერმანი, იტალია
“Aლფა ჭასსერმანნ შ.პ.A.”
მისამართი: კონტრადა ს.ემიდიო – 65020 ალანო სკალო (პესკარა) იტალია
ჩონტრადა შ. Eმიდიო – 65020 Aლანო შცალო (Pესცარა) Iტალყ
დანართი #
დამტკიცებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
წამლის სააგენტოს უფროსის
2006 წლის --------------------------
# ------------------ ბრძანებით
გამოყენების ინსტრუქცია
ნეოტონი (ფოსფოკრეატინი)
Nეოტონ (Pჰოსპჰოცრეატინე)
შემადგენლობა
ნეოტონი: ფოსფოკრეატინი 1 გ;
ფოსფოკრეატინი – N-ფოსფორილი (N’ – მეთილი) გუანიდინის ძმრის მჟავა
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოსფოკრეატინი ასრულებს ფუნდამენტალურ როლს კუნთების ენერგეტიკული შეკუმშვის მექანიზმში. მიოკარდში და ჩონჩხის კუნთში ფოსფოკრეატინი ასრულებს ქიმიური რეზერვის როლს და გამოიყენება ატფ-ს განმეორებითი სინთეზისათვის, რომლის ჰიდროლიზიც უზრუნველყოფს გამოყენებისათვის მზა ენერგიას აქტომიოზინის შემცირების პროცესისას. მეტაბოლური პროცესების შენელებისას საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფა წარმოადგენს ძირითად მექანიზმს მიოკარდული უჯრედების დაზიანებისას. ეს ფაქტორი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლინიკური პრაქტიკისას, რადგანაც ქსოვილებში ფოსფოკრეატინის არასაკმარისი რაოდენობით შემცველობა იწვევს გულის შეკუმშვის სიძლიერის შესუსტებას და მისი ფუნქციონირების აღდგენის ნაკლებობას. ამგვარად, არსებობს მჭიდრო კავშირი უჯრედის შემცველობაში არსებული მაღალენერგიული მაფოსფორილირებელ ნაერთებს, უჯრედის სიცოცხლის უნარიანობასა და შეკუმშვის ფუნქციის აღდგენას შორის. ამიტომ მაღალენერგიული მაფოსფორილირებელი ნაერთების შენარჩუნება წარმოადგენს პირველად ამოცანას ნებისმიერი შემთხვევებისას, როდესაც აუცილებელია მიოკარდის დაზიანების შეჩერება და წარმოადგენს გულის დაცვის მეტაბოლურ საფუძველს.
კარდიოპლეგიის ექსპერემენტალურმა გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარებულ იქნა ცხოველებზე და ადამიანებზე, გამოავლინა ფოსფოკრეატინის კარდიო პროტექტული როლი.
ფოსფოკრეატინის კარდიო პროტექტული მოქმედება დაკავშირებულია სარკოლემის სტაბილიზაციასთან, ენზიმების უჯრედული რეზერვის შენარჩუნებასთან, რომლებიც აუცილებელია ადენინ-ნუკლეოტიდის კატაბოლიზმისათვის.
ფოსფოკრეატინი აუმჯობესებს მეტაბოლური სტრესის მდგომარეობას დადებითი მოქმედებით ენერგეტიკულ მარაგზე, რაც კლინიკურად გამოიხატება დატვირთვის უკეთ გადატანაში, ზოგჯერ კი დარღვეული ბათმოტროპიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
გამოყენების ჩვენება
მიოკარდის მწვავე იშემიისას კარდიო დაცვა, მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას, კარდიოგენული შოკისას, მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობისას, დილატაციური კარდიომიოპათიისას, ტოქსიკური და ტრავმული კარდიომიოპათია; ლერიშის სინდრომისას და კიდურების ინტრაოპერაციული იშემიისას, ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევისას, ენცელოპათიისას, მიოკარდის მეტაბოლური დარღვევისას და ჰიპოქსიის პირობებში: მიოკარდიოსკლეროზი, ჰიპერტონიით გამოწვეული კარდიომიოპათია, ქრონიკული იშემიური კარდიომიოპათიისას, სტენოკარდიის ფარული ფორმისას.
ფიზიკური დაძაბვის განვითარების პროფილაქტიკა და ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვებისას ადაპტაცია.
გვერდითი ეფექტი:
რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
გარდა ზემოთ აღნიშნული უკუჩვენებებისა სხვა არ არის დადგენილი.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
მიოკარდის მწვავე ინფარქტი: პირველი დღის განმავლობაში შეჰყავთ 2-4 გ ვენაში ჭავლური მეთოდით მომდევნო წვეთოვანი ინფუზიით 8-16 გ 200 მლ საინექციო წყალში, ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში 4გ/საათში სიჩქარით. მომდევნო 5 დღის განმავლობაში შეჰყავთ ვენაში 4-8 გ.
მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას: ჩვეულებრივი კარდიოპლეგიური ხსნარის შემადგენლობაში 3გ\\ლ-ის ოდენობით. ხსნარში პრეპარატის შეყვანა – გამოყენების წინ. უკეთესი შედეგის მისაღწევად მიზანშეწონილია კურსის ჩატარება პრეპარატის 2 გ-ით ორჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში, რომელიც წინ უძღვის ქირურგიულ ჩარევას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში 1-2 დღის განმავლობაში.
გულის ქრონიკული უკმარისობისას: ვენაში შეჰყავთ წვეთოვანი მეთოდით პრეპარატის 3 გ ორჯერ დღეში ხუთი დღის განმავლობაში ან 2 გ დილით და 1 გ საღამოს ვენაში წვეთოვანი მეთოდით 10 დღის განმავლობაში.
ჰიპოქსიის პირობებში მიოკარდის მეტაბოლური დარღვევისას: კუნთში 500-1000 მგ/დღეში ან ვენაში 1000-2000 მგ/დღეში – 1-2 შეყვანა წვეთოვანი ინფუზიის სახით.
ქვედა კიდურების ინტრაოპერაციული დაცვისას: რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის ჩატარება პრეპარატის 2-4 გ ინფუზიით ოპერაციამდე და 8-10 გ მომდევნო ინფუზიით ოპერაციის განმავლობაში და რეპერფუზიის პერიოდში.
ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპოქსური, იშემიური, ტრავმული და ტოქსიკური დაზიანებებისას: რეკომენდირებულია პრეპარატის გრძელვადიანი, უწყვეტი ინფუზია 120 მგ/კგ ავადმყოფის სხეულის მასის მიხედვით დღეში.
გაფრთხილებანი:
სწრაფმა ინექციამ ვენაში, დოზირებით რომელიც აღემატება 1 გ ფოსფოკრეატინს, შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა.
პრეპარატი უნდა შეიყვანოთ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იშემიის ნიშნების გამოვლენის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ავადმყოფობის შედარებით დადებით პროგნოზს.
ნეოტონს არ იყენებენ გულის მუშაობის დარღვევის ექსტრემალური კორექციის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
დოზის გადაჭარბება:
ნეოტონის მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან:
კომპლექსული თერაპიისას ნეოტონის გამოყენება ხელს უწყობს ანტიარითმიული, ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტურობის ზრდას, აგრეთვე იმ პრეპარატების, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მიოკარდის ინოტროპულ ფუნქციაზე.
გამოშვების ფორმა:
შეფუთვა შეიცავს: 1 ან 4 ფლაკონს ლიოფილიზირებული საინფუზიო ფხვნილით, გამხსნელთან (50 მლ), რომელიც მოთავსებულია ფლაკონში, კომპლექტში და ერთჯერად წვეთოვანთან ან მის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: ინახება 30˚ჩ –ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: რეცეპტით
ნეოტონის ერთჯერადი წვეთოვანის გამოყენების ინსტრუქცია:
1. უნდა ჩაუტარდეს დიზინფექცია ორი ფლაკონის რეზინის საცობებს და გადამყვანი (ა) დაყენდეს ფლაკონში, რომელიც შეიცავს ხსნარს.
2. დამაგრდეს ფლაკონი, რომელიც შეიცავს ფხვნილს გადამყვანზე.
3. გადაისხას ხსნარი.
4. ამოიძროს ცარიელი ფლაკონი, რომელშიც იყო ფხვნილი გადამყვანთან (ა) ერთად.
5. უნდა შეანჯღრიოთ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
6. დაადეთ ფლაკონი პლასტიკატის სპირალს (ბ) და მიამაგრეთ პერფორატორი წვეთოვანთან ერთად (გ)
7. დაამაგრეთ მარეგულირებელი საჭერი (დ) და დაამაგრეთ
8. გადააყირავეთ და ჩამოკიდეთ ფლაკონი
9. საწვეთური (გ) უნდა აივსოს ნახევრამდე
10. ნემსი (ე) დამაგრდეს დაბოლოებაზე (ვ)
11. გაიხსნას საჭერი (დ) სანამ მილი და ნემსი არ აივსება და არ დაიწყებს წვეთას, ამის შემდეგ გადაეჭიროს საჭერი (დ)
12. ჩაიდგას ნემსი ვენაში, დამაგრდეს პლასტერით (ზ)
13. დამაგრდეს მილი პლასტერით მაჯასთან (თ)
14. გაიხსნას საჭერი (დ)
15. გადასხმის ბოლოს ამოიღეთ ნემსი, დეზინფექცია ჩაუტარეთ და დააკარით იარას ემპლასტრო სტერილური ბინტით.
Units | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account