ZincoviD Cardio - ცინკოვიდი კარდიო შუშხუნა ტაბლეტი 20 ცალი

განსაკუთრებული ფასი 22,19 ლ რეგულარული ფასი 30,82 ლ
მარაგშია
SKU
78398_2090

ჩვენებები: დამხმარე თერაპია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში.

შემადგენლობა: ცინკოვიდი კარდიოს ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: B1 ვიტამინი (თიამინი) – 1.1 მგ, B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) – 1.4 მგ, B3 ვიტამინი (ნიაცინი) – 16 მგ, B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) – 6 მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – 1.4 მგ, B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) – 200 მკგ, B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 2.5 მკგ, ვიტამინი D3 – 1000 სე, კალიუმი – 300 მგ, მაგნიუმი – 60 მგ, თუთია – 10 მგ, კუნელის ექსტრაქტი (Crataegus oxyacantha L.) – 50 მგ, შავბალახას ექსტრაქტი (Leonurus cardiaca) – 25 მგ, ბრაზილიური ჩაის ხის ექსტრაქტი (Ilex paraguariensis A.St.- Hil.) – 25 მგ, უბიქინონი (CoQ10) – 10 მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, ვაშლის მჟავა, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, კაროტინები, ჭარხლის კონცენტრატი. არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.

მოქმედების მექანიზმი:

ცინკოვიდი კარდიო წარმოადგენს სინერგიულად მოქმედი კარდიოპროტექტორული მცენარეული ექსტრაქტების, B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას.

ვიტამინი B1 – აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ყველა ქსოვილის სწორად მუშაობას, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლასა და უჯრედული ენერგიის მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში, მონაწილეობს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის სინთეზში და წარმოადგენს მრავალი ფერმენტული პროცესის მნიშვნელოვან კო-ფერმენტს. მისი დეფიციტი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან, კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებასთან.

ვიტამინი B2 – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმსა და ატფ-ის სინთეზში, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მონაწილეობს გლუტათიონის ციკლში და იცავს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას სხვადასხვა მავნე ფაქტორის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზსა და ტრანსპორტირებაში.

ვიტამინი B3 – მონაწილეობს 400-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, სასიგნალო მოლეკულებისა და დნმ-ის სინთეზში, ასევე ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უჯრედულ ენერგიად (NAD, NADP) გარდაქმნაში. შესაბამისად, იგი ამარაგებს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ენერგიით. მაღალი დოზით გამოყენებისას აქვს ანტიჰიპერლიპიდემიური ეფექტი – ამცირებს ჰიპერქოლესტეროლემიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ნიაცინის დეფიციტი დაკავშირებულია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების ხშირი მიზეზია.

ვიტამინი B5 – მონაწილეობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აუცილებელია CoA-ს სინთეზისთვის. ხელს უწყობს ლიპოლიზის პროცესს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად ხელს უწყობს წონის კლებას.

ვიტამინი B6 – აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორებისა და მიელინის გარსისთვის აუცილებელი ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზში, შედეგად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. B9 და B12 ვიტამინთან ერთად მონაწილეობს ორგანიზმში ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებაში. ჰომოცისტეინის მომატებული დონე კი ორგანიზმში ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ვიტამინი B9 – მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის და ჯანსაღი უჯრედების ზრდა-განვითარებისთვის, გადამწყვეტია ორსულობის ადრეულ პერიოდში ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესამცირებლად. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში.

ვიტამინი B12 – მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში და აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. აფერხებს დემენციის განვითარებასა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, მიელინის გარსის ფორმირებაში და ამცირებს ნეიროპათიულ ტკივილს.

მაგნიუმი – წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს. მონაწილეობს 300-მდე ფერმენტის ჰომეოსტაზში, მონაწილეობს ორგანიზმში კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნებაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემასა და ნერვ-კუნთოვან გამტარებლობაში, არეგულირებს არტერიულ წნევას, დამხმარე თერაპიაში ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს, კალიუმთან ერთად არეგულირებს გულისცემას, იცავს გულის კუნთს გადამეტებული აგზნებისგან. ამცირებს შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილის ინტენსივობასა და სიხშირეს, შფოთვას, უძილობასა და დეპრესიას. ინტენსიურად გამოიყენება ნევროლოგიური დარღვებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

კალიუმი – კალიუმი წარმოადგენს ორგანიზმის სითხეების უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მუშაობას, ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას, ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას და არ მოქმედებს მათ დადებით ინოტროპულ ეფექტზე. არეგულირებს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, აუმჯობესებს კუნთების კუმშვადობას მათი დისტროფიისა და მიასთენიის დროს.

თუთია – აქვს კარდიოპროტექტორული მოქმედება, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, იცავს გულის კუნთს დაზიანებისგან, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. თუთიის ნაკლებობა დაკავშირებულია ნევროლოგიურ დარღვევებთან.Dდეფიციტის შემთხვევაში აღინიშნება სწავლისა და მეხსიერების უნარის გაუარესება. არსებობს ვარაუდი, რომ თუთიის დეფიციტი ასევე წარმოადგენს დეპრესიის, ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევების რისკ-ფაქტორს.

ქოლეკაცლიფეროლი (ვიტამინი D3) – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება. ვიტამინი D3 არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის ასევე აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი. არსებობს ვარაუდი, რომ ვიტამინი D3 ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს.

კუნელის ექსტრაქტი – აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მონაწილეობს არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ენდოთელიუმის ფუნქციას, არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, ამიტომ ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპრევენციოდ და ასევე დამხმარე თერაპიად. ასევე, კუნელს აქვს საგულე გლიკოზიდების მსგავსი მოქმედება, თუმცა ბევრად უფრო უსაფრთხოა და აქვს უფრო ფართო თერაპიული სპექტრი. დადებიდათ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

შავბალახას ექსტრაქტი – მონაწილეობს არტერიული წნევის, გულის რითმის რეგულირებაში.Aაქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს შფოთვას, ნევროზულობას. ამცირებს გლუკოზის, ქოლესტერინის დონეს სისხლში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.

ბრაზილიური ჩაის ექსტრაქტი (იერბა მათე) – აქვს ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს გულ-სისხლძარვთა დაავადებების განვითარების რისკს.

უბიქინონი (CoQ10) – ხასიათდება კარგი ანტიოქსიდაციური თვისებებით, კალიუმთან ერთად იცავს გულს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას და მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას. იგი ავლენს ანტიარითმიულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

• დამხმარე თერაპია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში: არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათია, ჰიპოქსიური და იშემიური მდგომარეობები, გულის რითმის დარღვევა

• კარდიონევროზი (ნეიროცირკულარული დისტონია)

• ჰიპერქოლესტერინემია

• ჰიპომაგნემია და შედეგად გამოწვეული სხვადასხვა სახის დარღვევები: ნევროზულობა, აგზნებადობა, ძილის დარღვევები, კრამპები

• სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის: სხვადასხვა მდგომარეობითა და ავადმყოფობით (გულისრევა, დიარეა) გამოწვეული; მედიკამენტური მკურნალობით (დიურეზული საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, საგულე გლიკოზიდები) გამოწვეული

• ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, უგუნებობა

• პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები: მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა, კუნთების ტრემორი

უკუჩვენება:

- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

- ორსულობა და ლაქტაცია

- ბენზოდიაზეპინების მიღება

სიფრთხილის ზომები:

ცინკოვიდი კარდიო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200 მლ გრილ წყალში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-250ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტი, №20

მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy