Artoksan - არტოქსანი 20 მგ ფხვნილი 3+გამხსნელი 3 ფლაკონი
ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს) ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან კომპლექტში.
აღწერილობა: მწვანე-ყვითელი ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი.
გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ტრომეთამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.
1 ამპულა გამხსნელი შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს) ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტალგანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს. აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი - 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax-ს აღწევს 2 საათში. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.
გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:
- რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);
- ინფექციური არასპეციფიური პოლიართრიტი;
- ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;
- სახსროვანი რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მოიზიტი, პერიართრიტი);
- ართრალგია, ნერვალგია, მიალგია, იშალგია, ლუმბაგო;
- ალგოდისმენორეა;
- ტრავმები, დამწვრობები.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი;
- „ასპირინული ტრიადა“;
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- თირკმლის უკმარისობა;
- გულის უკმარისობა;
- სისხლის დაავადებები.
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაიელის სინდრომები.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
გამოყენების წესი და დოზები
განკუთვნილია ვენაში და კუნთში შესაყვანად.
ინიშნება დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა: 10 მგ დღეში.
ტკივილის გამოხატული სინდრომის დროს დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღეში ერთხელ.
პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 20 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პირებში, დიურეტიკების, ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე არტოქსანის მიღება უნდა შეწყდეს.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სიფრთხილე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში არტოქსანის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Units | 3 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account