აქტიფეროლი 30მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 27,83 ლ რეგულარული ფასი 38,65 ლ
მარაგშია
SKU
84925_1572

ჩვენება:აქტიფეროლი რკინის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში რკინის საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად.

აქტიფეროლი

საკვები დანამატი

აქტიფეროლი რკინის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში რკინის საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად. რკინა წარმოადგენს მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია  ორგანიზმის სწორი განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. იგი მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში, ხელს უწყობს სისხლის უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ გამომუშავებას და ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებას. რკინა მონაწილეობს   ბავშვების კოგნიტური  ფუნქციების სწორად განვითარებაში, უზრუნველყოფს  იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე  ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და დაღლილობის გრძნობის შემცირებას.

უპირატესობები

აქტიფეროლი  შექმნილია განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებისთვის, როგორიცაა  ჩვილები, ბავშვები და ორსული ქალები. აქტიფეროლის  პროდუქტები წვეთების, პაკეტების და სპრეის სახით შესატყვისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.

აქტიფეროლი შეიცავს რკინის უნიკალურ ფორმას, რომელიც ექვემდებარება მიკრონიზებას და ემულსიფიკაციას, რაც ბევრ უპირატესობას ანიჭებს:

1) უმაღლესი ბიოაქტივობა

მიკრონიზაციისა და ემულგირებული აბსორბციის  წყალობით, აქტიფეროლის შეწოვა ორჯერ მეტია.

2) ნაკლებად აღიზიანებს კუჭს

იგი თავისუფლდება ნაწლავებში და არა კუჭში. ამის წყალობით არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის  დისკომფორტს.

3) არ გააჩნია მეტალის გემო

აქტიფეროლს არ გააჩნია მეტალის გემო და სუნი. ამიტომ  აქტიფეროლი პაკეტებისა და კაფსულების სახით  საკვებში დამატებისას საკვების გემო არ ცვლის.

4) მიღების მარტივი გზა

 აქტიფეროლი კარგად იხსნება სასმელში და ასევე შეიძლება დაემატოს საკვებს. ამით ბავშვებს და ყლაპვის პრობლემების მქონე ადამიანებს საშუალება ეძლევათ ადვილად მიიღონ რკინა.

5) არ იწვევს კბილების გაშავებას, ორსულებში არ იწვევს გულისრევას.

გამოყენების წესი

აქტიფეროლის  წვეთები: ბოთლი გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ,  ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.  წვეთების საჭირო რაოდენობა დააწვეთეთ ჩაის კოვზზე  და მიიღეთ პერორალურად.

აქტიფეროლის პაკეტები: პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობით თბილ სითხეში (დაახლოებით 1/4 ჭიქა წყალი ან დედის რძე) ან დაემატოს საკვებს (1 სუფრის კოვზი ფაფა ან წვნიანი). მიირთვით მომზადებისთანავე.

აქტიფეროლის კაფსულები: კაფსულა უნდა გადაყლაპოთ წყლით.

ყლაპვის პრობლემების შემთხვევაში გახსენით კაფსულა, მისი შიგთავსი შეურიეთ კოვზზე მოთავსებულ საკვებს და მიირთვით მაშინვე.

აქტიფეროლ-ის ხაზის ხელმისაწვდომი პროდუქტები

აქტიფეროლი  ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით და პორციებით, რაც საშუალებას იძლევა ადვილად მოერგოს ინდივიდუალურ საჭიროებებს

  რეკომენდებული ჯგუფები აქტიური ნივთიერების შემცველობა პორციაში შეფუთვა

აქტიფეროლის

წვეთი

2 წვეთში 1მგ რკინა


ახალშობილები, ბავშვები,

მოზარდები

1 წვეთი: 0,5 მგ

ახალშობილები და ბავშვები< 4 წელი: 10 წვეთი (5მგ რკინა)

 

მოზრდილები: 20,30,40 წვეთი

(10მგ, 15მგ, 20მგ რკინა) 

30 მლ


აქტიფეროლი

7მგ რკინა

ერთი საშე


ახალშობილები, ბავშვები,

მოზარდები

ერთი  საშე:

7მგ რკინა

1,4 მგ vit. B6 ,

2,5მკგ vit.b12,

20მგ vit.C,

200მკგ ფოლის მჟავა:

100მკგ ფოლი

100მკგ აქტიური ფოლატი

30 საშე


აქტიფეროლი

7მგ რკინა ერთი საშე

ახალშობილები

და ბავშვები


ერთი საშე:

7მგ რკინა

30 საშე

აქტიფეროლი

15მგ რკინა ერთი საშე


მოზრდილები

და ბავშვები

 

15 მგ რკინა ერთ საშეში

30 საშე

აქტიფეროლი სპრეი


მოზრდილები

და ბავშვები

ერთი შესხურება: 3,5მგ რკინა

 

ბავშვები  3-12 წლამდე: 2-3 შესხურება (7მგ -10,5 მგ რკინა)

 

ბავშვები 13 წლიდან და მოზრდილები: 4-5 შესხურება (14მგ – 17,5 მგ რკინა)

120 შესხურება


აქტიფეროლი

30მგ რკინა საშე/კაფსულა

 
ორსულები


ერთი საშე/კაფსულა

30მგ რკინა

30 კაფსულა/საშე

აქტიფეროლი

30 მგ რკინა

 

ერთი კაფსულა

ორსულები

ერთი კაფსულა: 30მგ რკინა

200მკგ ფოლი:

100 მკგ ფოლის მჟავა

100 მკგ აქტიური ფოლატი

60 კაფსულა


გაფრთხილება

საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი. გახსოვდეთ, რომ დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია.

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy