Actovegin - აქტოვეგინი 80მგ 2მლ 25 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 71,14 ლ რეგულარული ფასი 110,25 ლ
მარაგშია
SKU
171_2059
თავის ტვინის მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი დაზიანება (მათ შორის ცერებრული უკმარისობის სინდრომი, იშემიური ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა); პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლძარღვოვანი დარღვევები და მათი შედეგები (არტერიული ანგიოპათია, ტროფიკული წყლული); ჭრილობების შეხორცება (სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლული, ტროფიკული დარღვევები (ნაწოლები), შეხორცების მეორადი პროცესები); კანის საფარველის ტრანსპლანტაცია; თერმული და ქიმიური დამწვრობები; კანის, ლორწოვანი გარსების, ნერვული ქსოვილის რადიაციული დაზიანება; სხვა მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს ქსოვილებისა და ორგანოების ჰიპოქსია და იშემია.

მწარმოებელი: NYCOMED AUSTRIA Gmbh, ავსტრია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 დრაჟე

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული

ჰემოდერივატი  ....................................       200 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 25 ც.

1 ამპ

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ........            80 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ხბოს სიხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ....................  200 მგ

საინფუზიო ხსნარი 10% ნატრიუმის ქლორიდით: ფლაკონში 250 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ..........            1 გ

საინფუზიო ხსნარი 20% ნატრიუმის ქლორიდით: ფლაკონში 250 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი .........            2 გ

საინფუზიო ხსნარი 10% გლუკოზით:

ფლაკონში 250 მლ, შფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ხბოს სისხლის დეპორტეინირებული ჰემოდერივატი  .........           1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტოვეგინი წარმოადგენს ხბოს სისხლის დეპროტეინირებულ ჰემოდერივატს. იგი აუმჯობესებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის უტილიზაციას და ხელს უწყობს უჯრედში საკვები ნივთიერებების შეღწევას. ამის შედეგად ჩქარდება ისეთი პროცესები, რომელიც დიდ ენერგეტიკულ დანახარჯებს საჭიროებს, მაგ., ჭრილობის შეხორცება.

აქტოვეგინი წარმოადგენს ჰემოდერივატს, რომელსაც დიალიზისა და და ულტრაფილტრაციის საშუალებით ღებულობენ (ფილტრაციას გადიან შენაერთები, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია), შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, მოლეკულურ დონეზე პრეპარატი იწვევს ჟანგბადის მოხმარებისა და შეთვისების უნარის, გლუკოზის მოხმარებისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ზრდას (ზრდის მდგრადობას ჰიპოქსიისადმი). ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი იძლევა უჯრედის ენერგეტიკული მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მისი უკმარისობის პირობებში.

გლუკოზის ტრანსპორტი: აქტოვეგინიდან გამოყოფილია ინოზიტოლფოსფატოლიგოსაქარიდები (იფო), რომელსაც ინსულინისათვის დამახასიათებელი ცენტრალური და პერიფერიული ეფექტი გააჩნია. იფო მოქმედებს ყველა რეცეპტორსა და სატრანსპორტო სისტემაზე. ასეთ სატრანსპორტო სისტემებს მიეკუთვნება პლაზმურ მემბრანებში არსებული გლუკოზის მატარებლები. დღეისათვის გლუკოზის 5 გადამტანია აღმოჩენილი (GLUT 1-5) , სატრანსპორტო მექანიზმების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას GLUT 1 იღებს, გლუკოზა ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ ხვდება თავის ტვინის არტერიულ სისხლში.

ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ აქტოვეგინის იფო ფრაქცია, GLUT 1-ის გააქტივების შედეგად, ახდენს გლუკოზის ტრანსპორტის სტიმულირებას.

აქტოვეგინი ინსულინისა და ინსულინის რეცეპტორებისაგან დამოუკიდებლად აძლიერებს გლუკოზის ტრანსპორტს თავის ტვინში.

გლუკოზის უტილიზაცია: თავდაპირველად, სათანადო სატრანსპორტო მექანიზმების მეშვეობით არაუჯრედული გლუკოზა ხვდება უჯრედში, სადაც გლუკოზის დაშლისა და ლიმონმჟავა ციკლში მისი დაშლის პროდუქტების გარდაქმნის შემდეგ ხდება გლუკოზის შეთვისება. ამ მეტაბოლური პროცესების პროდუქტებს წარმოადგენს ისეთი ამინომჟავები, როგორიცაა გლუტამატი და ასპარტატი.

აღნიშნული მეტაბოლური კასკადი რიგი ფერმენტების მონაწილეობით მიმდინარეობს, მაგ., პირუვატდეჰიდროგენაზას მეშვეობით (აცეტილკოენზიმ A-ს წარმოქმნა, აცეტილქოლინის სინთეზი).

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ იფოს-ს გააჩნია ზოგიერთი ინსულინდამოკიდებული ფერმენტის, მაგ., ცამეფოსფოდიესთერაზის, ადენილატციკლაზისა და პირუვატდეჰიდროგენაზის (პდგ) რეგულირების უნარი.

აქტოვეგინის იფო-ფრაქცია ააქტივებს პდგს-ს და ამით აძლიერებს გლუკოზის შეთავსებას. პრეპარატი ინსულინისმაგვარი მოქმედების გარდა, ჟანგბადის მოხმარებასაც ასტიმულირებს. იშემიის დროს ეს იწვევს უჯრედის პლაზმური მემბრანის სტაბილიზაციას და ამცირებს ლაქტატების წარმოქმნას. იგი არა მარტო ზრდის უჯრედშიდა გლუკოზის დონეს, არამედ აუმჯობესებს ჟანგვით მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც უმჯობესდება უჯრედის ენერგეტიკული მომარაგება. ამის დამადასტურებულია უჯრედში თავისუფალი ენერგიის უშუალო გადამტანების, როგორიცაა ატფ, ადფ, ფოსფოკრეატინინი, ასევე ამინომჟავები (გლუტამატი, ასპარტატი) და გამკ-ი, კონცენტრაციის ზრდა. თავის ტვინის სისხლით მომარაგებისა და მეტაბოლიზმის დარღვევის დროს, მაგ., ცერებრული უკმარისობის სინდრომი (დემენცია), უარესდება გლუკოზის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და მისი მოხმარება უჯრედების მიერ. პარალელურად ქვეითდება პდგს-ს აქტივობა და აცეტილქოლინის  კონცენტრაცია.

აქტოვეგინი აუმჯობესებს ზემოათაღნიშნულ მაჩვენებლებს: იფო დადებითად მოქმედებს გლუკოზის ტრანსპორტსა და მოხმარებაზე, ასევე ზოგადად აუმჯობესებს ჟანგბადის მოხმარებას. დადგენილია, რომ აქტოვეგინი ზემოთაღნიშნულ ეფექტებს იწვევს ასევე პერიფერიული (არტერიული, ვენური) სისხლის მიმოქცევის მოშლისა და მის შედეგად გამოწვეული დარღვევების (არტერიული ანგიოპათია, ქვედა კიდურების წყლულოვანი დაზიანება) დროსაც. აღნიშნული მოქმედება საფუძვლად უდევს აქტოვეგინის გამოყენებას ჭრილობების შეხორცების მიზნით. პრეპარატი განსაკუთრებით აჩქარებს სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლულების ტროფიკული დარღვევების (ნაწოლების), დამწვრობებისა და რადიაციული დაზიანებების შეხორცებას. ამასთანავე, ადგილი აქვს გრანულაციის არა მარტო მორფოლოგიური, არამედ ბიოქიმიური (დნმ-ის კონცენტრაციის, ჰემოგლობინისა და ჰიდროქსიპროლინის) მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტოვეგინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია, განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია) შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდების დახმარებით შეუძლებელია, ვინაიდან იგი მხოლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისაგან შედგება.

რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებითა და კლინიკური გამოკვლევებისას დადგენილი იქნა, რომ აქტოვეგინის ეფექტი ვლინდება მისი პარენტერალური ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წთ-ის (10-30 წთ) შემდეგ და აღწევს მაქსიმუმს 3 სთ-ში (2-4 სთ).

დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ.: ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურებანი ახალშობილებში).

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები: აქტოვეგინის 30-40-ჯერ მეტი დოზით მიღებისასაც კი (რეკომენდებულთან შედარებით) ტოქსიკური ეფექტები და გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

ჩვენებები:

 

  • თავის ტვინის მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი დაზიანება (მათ შორის ცერებრული უკმარისობის სინდრომი, იშემიური ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა);
  • პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლძარღვოვანი დარღვევები და მათი შედეგები (არტერიული ანგიოპათია, ტროფიკული წყლული);
  • ჭრილობების შეხორცება (სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლული, ტროფიკული დარღვევები (ნაწოლები), შეხორცების მეორადი პროცესები);
  • კანის საფარველის ტრანსპლანტაცია;
  • თერმული და ქიმიური დამწვრობები;
  • კანის, ლორწოვანი გარსების, ნერვული ქსოვილის რადიაციული დაზიანება;
  • სხვა მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს ქსოვილებისა და ორგანოების ჰიპოქსია და იშემია.

 

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის დოზირება და მიღების წესი დამოკიდებულია დაავადების ნოზოლოგიასა და სიმძიმეზე.

დრაჟე ფორტე: 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში, დაუღეჭავად ჭამის წინ, მცირეოდენი სითხის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირაა.

ინტრავენური ან ინტრაარტერიული გამოყენებისას პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10-20 მლ-ს დაავადების სიმძიმის მიხედვით. შემდგომში ინიშნება 5 მლ ნელა ინტრავენურად ან კუნთში, დღეში ერთხელ ყოველდღე ან კვირაში რამდენიმეჯერ.

ინტრავენურად წვეთოვანი გზით შეყავთ საინფუზიო ხსნარის 250 მლ (საწყისი დოზის გაზრდა შეიძლება 500 მლ-მდე) სიჩქარით 2 მლ-მდე წუთში დღეში ერთხელ ყოველდღე ან კვირაში რამდენიმეჯერ. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ საინექციო ხსნარის 10, 20 ან 50 მლ გახსნილი 200-300 მლ ფიზიოლოგიურ ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. მკურნალობის კურსი  - 10-20 გადასხმა. გადასხმის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხსნარი არ მოხვდეს სისხლძარღვების გარშემო მყოფ ქსოვილებში. საინფუზიო ხსნარში სხვა პრეპარატების დამატება რეკომენდებული არ არის.

დოზირება სხვადასხვა ჩვენების დროს:

თავის ტვინის მეტაბოლიზმისა და სისხლით მომარაგების დარღვევისას: 2 კვირის მანძილზე დღეში შეჰყავთ პრეპარატის 250-500 მლ ინტრავენურად, შემდგომში 250 მლ კვირაში რამდენიმეჯერ, დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.

იშემიური ინსულტი: ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმეჯერ 250-500 მლ ინტრავენურად დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.

არტერიული ანგიოპათიათ: ინტრავენურად ან ინტრაარტერიულად 250 მლ კვირაში რამდენიმეჯერ, მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირამდე.

ტროფიკული წყლული და სხვა ცუდად შეხორცებადი წყლულები, დამწვრობები:ინტრავენურად 250 მლ ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმეჯერ შეხორცების მიმდინარეობის მიხედვით. ამასთანავე პაციენტს უნდა უტარდებოდეს ადგილობრივი მკურნალობა აქტოვეგინის გარეგანი ფორმებით.

კანისა და ლორწოვანი გარსების რადიაციული დაზიანების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

საშუალოდ 250 მლ ინტრავენურად სხივური თერაპიის დაწყებამდე 1 დღით ადრე, შემდგომში ყოველდღე პროცედურის პარალელურად და მისი დამთავრების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სიმხურვალის შეგრძნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია აქტოვეგინით მკურნალობის შეწყვეტა. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ალერგიული რეაქციების სტანდარტული თერაპია (ანტიჰისტამინური საშუალებები და/ან კორტიკოსტეროიდები). მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი გადაუდებელი თერაპია (პლაზმის შემცვლელების, დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდების, კატექოლამინების შეყვანა).

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (საინფუზიო ხსნარებისთვის წინააღმდეგჩვენებები იგივეა, რაც სხვა საინფუზიო ხსნარებისთვის: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ოლიგურია, ანურია, ორგანიზმში სითხის შეკავება).

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

აქტოვეგინის პარენტერალური გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარება.

კუნთში შესაძლებელია პრეპარატის არა უმეტეს 5 მლ-ის შეყვანა, რადგანაც ხსნარს ჰიპერტონული თვისებები გააჩნია. ანაფილაქსიური რეაქციის განვთარების ალბათობის გამო თერაპიის დაწყების წინ რეკომენდებულია სასინჯი ინექციის ჩატარება.

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი აქტოვეგინის ინტრავენური გამოყენებისას რეკომენდებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი.

აქტოვეგინის საინფუზიო ხსნარი ოდნავ მოყვითალო შეფერილობისაა. შეფერვის ინტენსივობა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის სხვადასხვა პარტიებში, რაც გამოყენებული საწყისი მასალის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორი პრეპარატის აქტივობასა და ამტანობაზე უარყოფითად არ მოქმედებს.

არ შეიძლება გახსნილი ფლაკონის შენახვა და მისი შემდგომი გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

იხ. გვერდითი მოვლენები, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დღეისთვის ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250Cტემპერატურაზე ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

საინექცო და საინფუზიო ხსნარები ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

მეტი ინფორაცია
Units 25
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy