ბრალი ტაბ. N10
გამოყენების ინსტრუქცია
ბრალი®
წამლის ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ატქიური ნივთიერებები:
მეთამიზოლი ნატრიუმი - 500 მგ
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი - 5 მგ
ფენპივერინის ბრომიდი - 0.1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი (უწყლო), პოვიდონი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: ღია-ყვითელი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოთლილი ნაპირებით, ცალ მხარეს ნაზოლით და გრავირებით „MIჩღO“ - მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური საშუალება (ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება + სპაზმოლიზური საშუალება).
ათქ კოდი: NO2BB52
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მეთამიზოლ ნატრიუმი (ანალგინი) გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო სუსტი მოქმედება.
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი, პაპავერინის მსგავსად, ახდენს პირდაპირ მიოტროპულ მოქმედებას შინაგანი ორგანოების გლუვ მუსკულატურაზე და იწვევს მის მოდუნებას. ფენპივერინის ბრომიდი მ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედების ხარჯზე ახდენს დამატებით სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი მუსკულატურის მიმართ.
ჩვენებები
ტკივილის სინდრომი შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს – თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის კოლიკები, ნაწლავის სპაზმები, ალგოდისმენორეა და შინაგანი ორგანოების სხვა სპასტიური მდგომარეობები, ასევე თავისა და შაკიკისებური ტკივილი. მისი გამოყენება შეიძლება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისათვის ართრალგიის, ნევრალგიის, იშიალგიის, მიალგიის დროს.
დამხმარე საშუალების სახით მისი გამოყენება შეიძლება ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების (ბუტადიონი) და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; გრანულოციტოპენია, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ტაქიარითმია, მწვავე „გადანაცვლებადი“ პორფირია; გლაუკომას დახურულკუთხოვანი ფორმა; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია; ნაწლავის გაუვალობა და მეგაკოლონი; სისხლის სისტემის დაავადებები; კოლაფსური მდგომარეობები; ორსულობა (პირველი ტრიმესტრი და ბოლო 6 კვირა); ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი (5 წლამდე); ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან არანარკოტიკული ანალგეზიურების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება პერორალურად (უკეთესია ჭამის შემდეგ) ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტს არ უნდა აღემატებოდეს. მიღების ხანგრძლივობა – არაუმეტეს 5 დღე. პრეპარატის სადღეღამისო დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება.
დოზირება ბავშვებისათვის. ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. 5-7 წლის ბავშვებში მიიღება ნახევარი ტაბლეტი, 8-12 წლის ბავშვებში – სამი მეოთხედი ტაბლეტი, 13-15 წლის – თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. დოზირების სხვა რეჟიმები შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
თერაპიულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი). ერთეულ შემთხვევებში წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. შესაძლებელია თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, ციანოზი. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის სისტემის დარღვევები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). ბრონქოსპაზმის მიმართ მიდრეკილების შემთხვევაში შესაძლებელია შეტევის პროვოცირება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ოფლდენის შემცირება, აკომოდაციის პარეზი, შარდის შეკავება. იშვიათად (ჩვეულებრივ ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების დანიშვნის დროს) თირკმელების ფუნქციის დარღვევა: ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, შარდის წითლად შეღებვა.
ყველა გვერდითი ეფექტის შესახებ ექიმს უნდა ეცნობოს.
გაფრთხილება
ფრთხილად და ექიმის კონტროლით პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ავადმყოფებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, ჰიპოტონიის, ბრონქოსპაზმის მიმართ მიდრეკილებისას. ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიის არეში, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბრალისა და სხვა არანარკოტიკული ანალგეზიურების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტების ურთიერთგაძლიერება. შიგნით მისაღები ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ალოპურინოლი თრგუნავენ მეთამიზოლის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ზრდიან მის ტოქსიკურობას. ბარბიტურატები, ფენილბუტაზონი და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები ასუსტებენ მეთამიზოლ ნატრიუმის მოქმედებას. ციკლოსპორინთან ერთად გამოყენება ამცირებს უკანასკნელის რაოდენობას სისხლში. სედაციური საშუალებები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პრეპარატის გამაყუჩებელ მოქმედებას. ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ხდება ეფექტების ურთიერთგაძლიერება. ამ და სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთად გამოყენების აუცილებლობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რეკომენდებული არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. მეძუძურ დედებში გამოყენებისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (5 დღეზე მეტი) აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში ან ალუმინის სტრიპში.
10 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account