Brefovil - ბრეფოვილი წვეთები 15მლ ფხვნილით 1800მგ

განსაკუთრებული ფასი 22,25 ლ რეგულარული ფასი 31,70 ლ
მარაგშია
SKU
79370_2099

ჩვენებები: მწვავე ინფექციური , ვირუსული და ბაქტერიული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი

 

ბრეფოვილი წვეთი 15მლ

შემადგენლობა :

  Saccharomyces boulardii (300 milioni UFC / 1ml) 120 მგ.
  Lactobacillus rhamnosus (2,7 miliardi UFC / 1ml) 200 მგ.
  თუთია 5 მგ.
  ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS) 680 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები :

Saccharomyces boulardii ასტიმულირებს იმუნოგლობულინ A-ს (IgA-x) სეკრეციას , ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს . ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერათად გამოყენება ხელს უწყობს მკურნალობის ბოლომდე ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნებას . Lactobacillus rhamnosus პრობიოტიკია , რომელიც გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ . კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ შტამის ეფექტურობა მოგზაურთა დიარეისა და  ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დიარეის დროს . ბრეფოვილის გამოყენება შეიძლება მწვავე გასტროენტერიტების დროსაც , რეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით. იცავს ნაწლავებს ფსევდომემბრანოზული კოლიტის გამწვავებისაგან . ამცირებს გინგივიტისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. მოქმედებს როგორც ადიუვანტი H. pylori-ს ერადიკაციის დროს.

ჩვენებები :

მწვავე ინფექციური , ვირუსული და ბაქტერიული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
ახალშობილთა კოლიკა
12 თვემდე ბავშვებში როტავირუსული დიარეა
კუჭ-ნაწლავის ინფექციები
გამოყენების წესი :

საშეტის შიგთავსი ჩაყარეთ ფლაკონში, თავზე დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ . ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც ენაზე დაწვეთებით , ასევე ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში ან ნებისმიერ სითხეში გახსნით.

გახსნის შემდგომ მიღებული სუსპენზია ინახება მაცივარში და გამოიყენება 15 დღის განმავლობაში.

დოზირება :  ჩვილები და ბავშვები 8 წვეთი დღეში 1-ჯერ (0.5 მლ) 0 ასაკიდან  

                         მოზრდილები 16 წვეთი დღეში  1-ჯერ  (1 მლ)

კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღე . გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ .

პრეპარატის მიღება ნაჩვენებია ორსულებში , ლაქტაციის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში

უკუჩვენება : პრეპარატში შემავალი  კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა . პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.  

გაფრთხილება და შენახვის წესები :  ინახება მშრალ , გრილ , სინათლისაგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე . შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე .

გამოშვების ფორმა : წვეთი

გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy