ბრინზოთიმოლი თვალის წვეთები 10+5მგ/მლ 5მლ

30,64 ლ
მარაგშია
SKU
58384_2399

ჩვენება:თვალშიდა წნევის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია.

სამედიცინო პროდუქტის დასახელება:
ბრინზოთიმოლი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:
ბრინზოლამიდი; თიმოლოლი;
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები: ხსნარის 1 მლ შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 5 მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმ ქლორიდი, ტილოქსაპოლი, კარბომერი, მანიტოლი (E421), ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმ ედეტატი, მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (პH-ის დასარეგულირებლად), გასუფთავებული წყალი.

ფარმაცევტული ფორმა
თვალის წვეთები, სუსპენზია
თეთრი ან მოთეთრო სუსპენზია.

თერაპიული ჩვენებები
ბრინზოთიმოლი ნაჩვენებია თვალშიდა წნევის შესამცირებლად, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან ოკულარული ჰიპერტენზია, რომლებშიც მონოთერაპია ვერ უზრუნველყოფს საკმარის თვალშიდა წნევის შემცირებას.

დოზირება და მიღების წესები
დოზირება
გამოყენება ზრდასრულებში მათ შორის ხანდაზმულებში.
დოზა არის ბრინზოთიმოლის ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივურ პარკში, დღეში ორჯერ. ნაზოლაკრიმული ოკლუზიის ან ქუთუთოების დახურვის შემთხვევაში 2 წუთის განმავლობაში სისტემური აბსორბცია მცირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფეფქტის შემცირება და ადგილობრივი აქტივობის გაზრდა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი გეგმიური დოზით. დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ წვეთს, დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ.
სხვა ოფთალმოლოგიური ანტიგლაუკომური სამედიცინო პროდუქტის ბრინზოთიმოლით ჩანაცვლებით, სხვა სამედიცინო პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს და ბრინზოთიმოლი უნდა დაიწყოს მეორე დღეს.

სპეციალური პოპულაციები
ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა
რაიმე სახის კვლევები ბრინზოლამიდით და თიმოლოლით (ფიქსირებული დოზის კომბინაციის სახით) ან 5 მგ/მლ თიმოლოლის თვალის წვეთების გამოყენებით პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით არ ჩატარებულია. დოზის რაიმე სახით რეგულირება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ან პაციენტებში თირკმლის სუსტი ან საშუალო ფორმის უკმარისობით საჭირო არ არის. ბინზოლამიდის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი, პაციენტებში, თირმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ /წთ) ან პაიენტებში, ჰიპერქლორემიული აციდოზით. იმის გამო, რომ ბრინზოლამიდი და მისი მთავარი მეტაბოლიტი პრედომინანტურად გამოიყოფა თირკმელებით, ბრინზოთიმოლი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით.
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოთიმოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და 0-18 წლის მოზარდებში ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
შეყვანის მეთოდი
ოკულარული გამოყენებისთვის
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
საწვეთურის დაბოლოების და ხსნარის კონტამინაციის თავიდან ასარიდებლად სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ არ შეეხეოთ ქუთუთოების გარშემო უბანს ან სხვა ზედაპირს ფლაკონის სავეწთურის დაბოლოებით. შეინახეთ ფლაკონი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. თუ იმავდროულად გამოიყენება სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტი, მისი შყვანა შეიძლება 15-წუთიანი ინტერვალით. თვალის მალამოს ადმინისტრირება უნდა მოხდეს ბოლოს.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა შემავსებლის მიმართ.
• ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ.
• ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ.
• რეაქციული სასუნთქი გზების დაზიანება მათ შორის ბრონქული ასთმა ან ბრონქული ასთმის ანამნეზი, ან მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადება.
• სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, რომელიც არ კონტროლდება პეისიმეკერით, გულის გამოხატული უკმარისობა, კარდიოგენური შოკი.
• მწვავე ალერგიული რინიტი
• ჰიპერქლორემიული აციდოზი.
• თირკმლის მწვავე უკმარისობა.
სპეციალური სიფრთხილის ზომები
სისტემური ეფექტები
• ბენზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება სისტემურად. ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი კომპონენტის, თიმოლოლის გამო, შეიძლება გამოვლინდეს იგივე ტიპის კარდიოვასკულური, პულმონური და სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც ნანახია სხვა სისტემურ ბეტა-ადრენერგული მაბლოკირბელ პრეპარტებთან ერთად. სისტემური გვერდითი რეაქციების ახალი შემთხვევების რაოდენობა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური შეყვანის შემდეგ უფრო დაბალია ვიდრე სისტემური ადმინისტრირების დროს. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ დოზირება და მიღების წესები.
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც საერთოა ყველა სულფონამიდური ნაწარმის მიმართ, შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრინზოთიმოლს, ვინაიდან ის შეიწოვება სისტემურად.

კარდილაური დარღვევები
პაციენტებში კარდიოვასკულური დაავადებებით (მაგალითად, გულის კორონარული დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტენზია, ბეტა-ბლოკერებით თერაპია, უნდა შეფასდეს კრიტიკულად. გათვალისწინებული უნდა იყოს თერაპია სხვა აქტიური ნივთიერებებით. პაციენტებში, კარდიოვასკულური დააავადებებით უნდა შეფასდეს ამ დაავადებების და მისი გვერდითი რეაქციების გაუარესების ნიშნები.
გამტარებლობის დროზე მისი ნეგატიური ეფექტების გამო, ბეტა ბლოკერები სიფრთხილით
ეძლევა პაციენტებს, გულის პირველი ხარისხის ბლოკადით.

ვასკულური დარღვევები
პაციენტებს მწვავე პერიფერიული ცირკულატორული დარღვევებით (მაგალითად, რეინოლდსის დაავადების ან რეინოლდსის სინდრომის მწვავე ფორმა) უნდა უმკურნალონ სიფრთხილით.
ჰიპერეთირეოიდიზმი
ბეტა ბლოკერებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოიდიზმის ნიშნები
კუნთების სისუსტე
ბეტა ადრენერგული მაბლოკირებელი სამედიცინო პროდუქტები, ანგარიშის მიხედვით აძლიერებენ კუნთების სისუტეს, რომელიც შეესაბამება განსაზღვრულ მიასთენიურ სინდრომს (მაგალითად, დიპლოპია, ფტოზი და ზოგადი სისუტე)
რესპირატორული დარღვევები
რესპირატორული დარღვევები, ასთმიან პაციენტებში ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილიანობა აღინიშნა ზოგიერთი ოფთალმოლოგიური ბეტა ბლოკერის შეყვანის შემდეგ. ბრინზოთიმოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუსტი ან ზომიერი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/დიაბეტი
ბეტა ბლოკერები სიფრთხილით უნდა იქნას შეყვანილი პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან პაციენტებში ლაბილური დიაბეტით, ვინაიდან ბეტა ბლოკერებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მჟავა/ტუტოვანი დარღვევები
ბრინზოთიმოლი შეიცავს ბრინზოლამიდს, სულფონამიდს. იგივე გვერდითი რეაქციები, რომლებიც მიეწერება სულფონამიდებს, შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი გამოყენებისას. მჟავა ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა აღინიშნა ორალური კარბონანჰიდრაზული ინჰიბიტორების შემთხვევში. სამედიცინო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო განვითარებული თირკმლის უკმარისობის რისკით. თუ გამოვლინდა მწვავე რეაქციების ნიშნები ან ჰიპერმგრძნობელობა, სამედიცინო პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.
მენტალური სიფხიზლე
ორალური კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორებმა შეიძლება დაარღვიოს ისეთი ამოცანების შესრულების უნარი, რომლებიც საჭიროებენ მენტალურ სიფხიზლეს ან ფიზიკურ კოორდნაციას. ბრინზოთიმოლი შეიწოვება სისტემურად და შესაბამისად შესაძლებელია ეს გამოვლინდეს ადგილობრივი გამოყენებით.
ანაფილაქსიური რეაქციები
ბეტა ბლოკერების მიღებისას პაციენტები ატოპიის ისტორიით ან მწვავე ანაფილაქსიური რეაქციით სხვადასხვა ალერგენის მიმართ, შეიძლება უფრო რეაქციული იყოს განმეორებითი გამოწვევების მიმართ ასეთი ალერგენებით და უპასუხო ადრენალინის ჩვეული დოზების მიმართ, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ.
ქოროიდალური აშრევება
ქოროიდალური აშრევება აღინიშნა წყლიანი სუპრესანტის შეყვანისას (მაგალითად თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი) ფილტრაციის პროცედურების შემდეგ.
ქირურგიული ანესთეზია
ბეტა მაბლოკირბელმა ოფთალმოლოგიურმა პრეპარატებმა შეილება დაბლოკონ სისტემური ბეტა-აგონისტების ეფექტები, მაგალითად ადენალინის. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლს.
თანმხლები თერაპია
ზეგავლენა ინტრაოკულარულ წნევაზე ან სისტემური ბეტა ბლოკერების ცნობილ ეფექტებზე, შეიძლება გაძლიერდეს როდესაც პაციენტს აძლევენ თიმოლოლს, რომელიც უკვე იღებს სისტემურ ბეტა-მაბლოკირებლ ნივთიერებას. ასეთი პაციენტების რეაქცია საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვეაბს. ორი ადგილობრივი ბეტა ადრენერგული მაბლოკირებლი ნივთიერებების ან ორი ადგილობრივი კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არსებობს დამატებითი ეფექტების პოტენციალი კარბოანჰიდრაზის ინჰიბირების უკვე ცნობილ სისტემურ ეფექტებზე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორალურ კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორს და ბრინზოთიმოლს. ბრინზოთიმოლის და ორალური კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება არ არის შესწავლილი და არ არის რეკომემდნებული.
ოკულარული ეფექტები
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია კომბინაციით იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც აქვთ ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა ან პიგმენტარული გლაუკომა. ამ პაციენტების მკურნალობაში საჭიროა სიფრთხილე. რეკომენდებულია ინტრაოკულარული წნევის რეგულარული მონიტორინგი.
ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი პაციენტებში ვიწროკუთხიანი გლაუკომით და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში.
ოფთალმოლოგიურმა ბეტა ბლოკერებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე რქოვანას დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით.

ბრინზოლამიდის შესაძლო როლი რქოვანას ენდოთელიალურ ფუნქციაზე არ არის გამოკვლეული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კომპორომიზებული რქოვანა (განსაკუთრებით პაციენტებში ენდოთელიალური უჯრედების დაბალი რაოდენობით) პაციენტები რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, სპეციფიურად გამოკვლეული არ არიან და ბრინზოლამიდის გამოყენებისას რეკომენდებულია ამგვარი პაციენტების ფრთხილი მონიტორინგი, რადგან კარბონჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება დააზიანონ რქოვანას ლოკალური ჰიდრატაცია და კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას დაზიანების რისკი. რეკომენდებულია კომპრომიზებული რქოვანას მქონე პაციენტების ფრთხილი მონიტორინგი, როგორიცაა პაციენტები შაქრიანი დიაბეტით ან რქოვანას დისტროფიებით. ბრინზოთიმოლის გამოყენება შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას თუმცა ფრთხილი დაკვირვების ქვეშ (იხილეთ ქვემოთ “ბენზალკონიუმის ქლორიდი”).
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ბრინზოთიმოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია მოიხსნან კონტაქტური ლინზები ბრინზოთიმოლის გამოყენებამდე და თავის შეიკავონ 15 წუთი დოზის ჩაწვეთებისგან ხელახალ ჩადგმამდე. ბენზალოკონიუმის ქლორიდი, ასევე იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიურ წყლულოვან კერატოპათიას. ამიტომ მისი ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია რეგულარული მონიტორინგი.
ღვიძლის უკმარისობა
ბრინზოთიმოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
რაიმე სახის სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები ბრინზოთიმოლის გამოყენებით არ ჩატარებულა. ბრინზოთიმოლი შეიცავს ბრინზოლამიდს, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს და მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება ხდება ადგილობრივად, შეიწოვება სისტემურად. მჟავა-ტუტოვანი წონასწრობის დარღვევა აღინიშნა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ორალური მიღებისას. აუცილებელია ურთიერთქმედების პოტნეციალის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრინზოთიმოლს.
არსებობს დამატებითი ეფექტების პოტენციალი პაციენტებში კარნოანჰიდრაზის ინჰიბირების ცნობილ სისტემურ ეფექტებზე, რომლებიც იღებენ ორალურ კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორს და ბენზოლამიდის თვალის წვეთებს. ბრინზოალმიდის შემცველი თვალის წვეთების და ორალური კაბონანჰიდრაზის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ციტოქრომ P-450-ის იზოზიმები, რომელიც პასუხისმგებელი არიან ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმზე, მოიცავს CYP3A4-ს (მთავარი) CYP2A6, ჩYP2B6, CYP2C8 და CYP2C9– ს. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ს ინჰიბიტორები როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლენდომიცინი, აიჰიბირებენ ბრონზოლამიდის მეტაბოლიზმს CYP3A4-ით. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თუ ხდება CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება. თუმცა, ბრონზოლამიდის კუმულაცია ნაკლებსავარაუდოა, ვინაიდან თირკმელებით ელიმინაცია არის ძირითადი გზა. ბრინზოლამიდი არ არის ციტოქრომ P-450 იზოზიმის ინჰიბიტორი.
არსებობს დამატებითი ეფექტების პოტენციალი, რომელიც აისახება ჰიპოტენზიით და/ან გამოხატული ბრადიკარდიით, როდესაც ოფთალმოლოგიური ბეტა ბლოკერის ხსნარი შეყავთ კალციუმის არხების ბლოკერებთან, ბეტა ადრენერგულ მაბლოკირებელ პრეპარატებთან ერთად, ანტიარითმიულ საშუალებებთან (მათ შორი ამიოდარონი), დიგიტალურ გლიკოზიდებთან, პარასიმპათიკომიმეტიკებთან და გუანეტიდინთან ერთად.
ბეტა ბლოკერებმა შეიძლება შეამცირონ ადრენალინის მიმართ პასუხი, რომელიც გამოიყენება ანაფილქსიური რეაქციების სამკურნალოდ. სპეციალური სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ატოპიის ან ანაფილაქსიის ანამნეზი.
ბეტა ბლოკერების მიღებისას შეიძლება გაძლირედეს კლონიდინის უცაბედი მოხსნის მიმართ ჰიპერტენზიული რეაქცია. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ამ სამედიცინო პროდუქტის კლინიდინთან ერთად მიღებისას.
გაძლიერებული სისტემური ბეტა ბლოკადა (მაგალითად, გულისცემის სიხშირის შემცირება, დეპრესია) აღინიშნა CYP2D6 ინჰიბიტორებთნ (ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი), თიმოლოლთან ერთადDმიღებისას.
ბეტა ბლოკერებმა შეიძლება გაზარდონ ანტიდიაბეტური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი. ბეტა ბლოკერებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
ხანდახან აღინიშნა ოფთალმოლოგიური ბეტა ბლოკერების და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთდროული გამოყენებით გამოწვეული მიდრიაზი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს ადექვტური მონაცემები ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდის და თიმოლოლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ორსულებში. ცხოველებში ჩატრებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა სისტემური შეყვანის შემდეგ. ბრინზოთიმოლის გამოყენება არ შეიძლება ორსულებში თუ არ არის აშკარად ნაჩვენები.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა მალფორმაციული ეფექტები, მაგრამ გამოავლინა საშვილოსნოსშიდა ზრდის რეტარდაცია, როდესაც ბეტა ბლოკერები შეყავდათ ორალურად. გარდა ამისა, ბეტა ბლოკერების მოქმედების ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრესი და ჰიპოგლიკემია) გამოვლინდა ახალშობილებში როცა ბეტა ბლოკერები შეყავდათ მშობიარობამდე. თუ ბრინზოთიმოლი შეყავთ მშობიარობამდე, ახალშობილი სიცოცხლის პირველ წლებში, ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი ლაქტატში. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრინზოლამიდი ორალური მიღების შემდეგ გამოიყოფა ლაქტატში.
ბეტა ბლოკერები გამოიყოფა ლაქტატში. თუმცა, თვალის წვეთებში თიმოლოლის თერაპიული დოზები სავარაუდოდ არ იწვევენ ბეტა ბლოკერების კლინიკურ სიმპტომებს ახალშობილებში. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ დოზირება და მიღების წესები.
მიუხედავად ამისა ძუძუთა ასაკის ახალშობულებში, რისკი არ უნდა გამოირიცხოს. გადაწყვეტილება იმის შესახებ უნდა გაგრძელდეს თუ უნდა მოიხსნას ბრინზოთიმოლი მიღებული უნდა იქნას დედის და ბავშვის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა
კლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა არც ბრინზოლამიდის და არც თიმოლოლის ეფექტები ქალის ფერტილობაზე. არც ქალის არც მამაკაცის ფერტილობაზე ბრინზოთიმოლის გამოყენების ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

პრეპარატის ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვაზე
ბრინზოთიმოლს აქვს მინიმალური ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვაზე
დროებით დაბინდულმა მხედველობამ ან სხვა ვიზულაურმა დარღვევებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ მხედველობის დაბინდვა ვლინდება ჩაწვეთებისას, ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოითმინოს სანამ მხედველობა დაუბრუნდება.
კარბონანჰიდრაზის ინჰიბიტორებმა შეიძლება დაარღვიონ ისეთი ამოცანების შესრულების უნარი რომლებიც საჭიროებენ სიფხიზლეს და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.

არასასურველი ეფექტები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კლინიკურ კვლევებში, ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია არის მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და თვალის ტკივილი, რომელიც ვლინდება პაციენტების 2-7%-ში.

გვერდითი რეაქციების ცხრილური დაჯგუფება
ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (როგორც ფიქსირებული კომბინაციის) და ინდივიდუალუირ კომპონენტების (ბრინზოლამიდი და თიმოლოლი ცალ-ცალკე) კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. ისინი კლასიფიცირდება შემდეგი კონვენციით: ძალიან ხშირი (≥1/10) ხშირი (≥1/10-<1/10), არახშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥1/10000 -<1/1000) ძალიან იშვიათი (<1/10000) ან არ არის ცნობილი (შეუძლებელია მათი გამოთვლა ხელმისაწვდომი მონაცემებით). თითოეული სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია დაღმავალი სიმწვავის მხიედვით.

არჩევითი გვერდითი რეაქციების აღწერა
დისგვეზია (მწარე ან უჩვეულო გემო პირის ღრუში ჩაწვეთების შემდეგ) იყო ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქცია, რომელიც უკავშირდებოდა ბრინზოლამიდის და თიმოლოლის მიღებას (ფიქსირებული კომბინაციის სახით) კლინიკური კვლევების განმავლობაში. ეს სავარუდოდ გამოწვეულია თვალის წვეთების გავლით ცხვირხახაში ნაზოლაკრიმალური არხით და უკავშირდება ბრინზოლამიდს. ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ნაზად დახურვა ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება დაეხმაროს ამ ეეფქტის გამოვლენის შემცირებას.
ბრინზოთიმოლი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც არის კარბოანჰიდრაზის სულფონამიდური ინჰიბიტორი სისტემური აბსორბციით. გასტროინტესტინური, ნევული სისტემის, ჰემატოლოგიური, თირკმლის და მეტაბოლური ეფექტები ძირითადად ასოცირდება კარბოანჰიდრაზის სისტემურ ინჰიბიტორებთან. იგივე ტიპის გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია ორალური კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორებით, შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი შეყვანისას.
თიმოლოლი შეიწოვება სისტემურ ცირკულაციაში. ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც ნანახია ოფთალმოლოგიური ბეტა ბლოკერების კლასის ფარგლებში. დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალური კოპონენტების გამოყნებასთან, რომლებიც შეიძლება გამოვლინდენენ ბრინზოთიმოლთან, მოცემულია ზემოთ ცხრილში. სისტემური გვერდითი ინციდენტობა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური შეყვანის შემდეგ, იყო უფრო დაბალი ვიდრე სისტემური შეყვანის დროს.
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოთიმოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის, უსფართხოების და ეფექტურობის შეასხებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

დოზის გადაჭარბება
შემთხვევთი გადაყლაპვის შემთხვევაში, ბეტა ბლოკადით გამოწვეული დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბარდიკარდიას, ჰიპოტენზიას, გულის უკმარისობას და ბრონქოსპაზმს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. ბრინზოლამიდის გამო შეიძლება გამოვლინდეს ელქტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება და შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები. შრატის ელქტროლიტების დონეები (კერძოდ კალიუმის) და სისხლის PH დონეები უნდა გაკონტროლდეს. კვლევებმა აჩევენა, რომ თიმოლოლი არ დიალიზდება სწრაფად.

ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიუირი, ანტიგლაუკომური პრეპარტები და მიოტიკები.
ბრინზოთიმოლი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. ეს ორი კომპონენტი ამცირებს აწეულ თვალშიდა წნევას, უპირატესად შიდა თვალის სითხის სეკრეციას, მაგრამ ამას ახორციელდებს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით. ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული ეფექტი იწვევს თვალშიდა სითხის სეკრეციის დამატებით შემცირებას, რომელიმე ცალკე შენაერთთან შედარებით.
ბრინზოლამიდი არის ადამიანის კარბონანჰიდრაზის მძლავრი ინჰიბიტორი (II (CA-II), პრედომინანტური იზოფერმენტი თვალში. კრბონანჰიდრაზის ინჰიბირება ცილიარულ პროცესებში ამცირებს თვალშიდა სითხის სეკრეციას, სავარაუდოდ ბიკარბონატული იონების ფორმირების შენელებით, ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტის შესაბამისი შემცირებით.
თიმოლოლი არის არასელექციური ადრენერგული მაბლოკირებელი ნივთიერება რომელსაც არ აქვს მისთვის დამახასიათებელი სიმპათომიმეტიკური, უშუალო მიოკარდიალური-დეპრესანტული ან მემბრანის მასტაბილიზებელი აქტივობა. ტომოგრაფიული და ფლუოროფოტომეტრიული კვლევები ადამიანებში, მიგვითითებს, რომ მისი პრედომინანტური მოქმედება დაკავშირებულია შემცირებულ თვალშიდა სითხის ჩამოყალიბებსთან და გადინების შესაძლებლობის გაზრდასთან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ადგილობრივი ოკულარული შეყვანის შემდეგ, ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანას გავლით სისტემურ ცირკულაციაში. ექვილიბრიუმის პირობებში ფიქსირებული კომბინაციის შეყვანის შემდეგ თიმოლოლის საშუალო პლაზმური ჩმახ და AUC0-12სთ იყო 27% და 28% შესაბამისად Cmax: 0.824 ± 0.453 ნგ/მლ; AUC0-12სთ: 4.71 ± 4.29 ნგს/მლ),
განაწილება
ბრინზოლამიდის პლაზმურ პროტეინებთან კავშირი არის საშუალო (დაახლოებით 60%) . ბრინზოლამიდი იზოლირდება სისხლის წითელ უჯრედებში მისი მაღალი კავშირის გამო CA-II თან და ნაკლები ხარისხით ჩA-I .თან. მისი აქტიური N-დისეთილ მეტაბოლიტი ასევე აკუმულირდება სისხლის წითელ უჯრედებში სადაც ის პირველადად უკავშირდება CA-I –ს. ბრინზოლამიდის და მეტაბოლიტის სწრაფვა სისხლის წითელი უჯრედებისკენ და ქსოვილის CA-სკენ იწვევს პლაზმის კონცენტრაციების შემცირებას.

ბიოტრანსფორმაცია
ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის მეტაბოლური გზა მოიცავს N-დეალკილირებას, O-დეალკილირებას და მისი N-პროპილ გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვას. N-დეზეთილ ბრინზოლამიდი არის ადამიანებში ჩამოყალიბებული ბრინზოალმიდის მთავარი მეტაბოლიტი, რომელიც ასევე უკავშირდება CA-I–ს ბრინზოლამიდის არსებობისას და აკუმულირდება სისხლის წითელ უჯრედებში. In ვიტრო კვლევებმა აჩვენა აჩვენა რომ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმი ძირითადად მოიცავს CYP3A4 ისევე როგორც სულ მცირე ოთხ სხვა იზოფერმენტს (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9).

თიმოლოლი მეტაბოლიზდება ორი გზით, ერთი მარშრუტი არის ეთანოლამინის გვერდითი ჯაჭვი თიადიაზოლის ჯაჭვზე და მეორე არის ეთანოლის მჟავის ჯაჭვი მორფონილურ აზოტზე და მეორე მსგავსი გვერდითი ჯაჭვი კარბონილის ჯგუფით, რომელიც ესაზღვრება აზოტს. თიმოლოლის მეტაბოლიზმი მედიატირდება უპირატესად CYP2D6-ით.

ელიმინაცია
ბრინზოლამიდი გამოიყოფა უპირატესად თირკმლის ექსკრეციით (დაახლოებით 60%) დოზის დაახლოებით 20% მოდის შარდზე როგორც მეტაბოლიტი. ბრინზოლამიდი და N-დესეთილ ბრინზოლამიდი არიან პრედომინანტური კომპონენტები რომლებიც ნაპოვნია შარდში N-დესმეტოქსიპროპილის და O-დეზმეთილ მეტაბოლიტების ნაწილაკებთან ერთად (<1%)
თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა თირკმელებეთ. თიმოლოლის დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით და დანრჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტის სახით. თიმოლოლის პლაზმა ტ1/2 არის 4.8 საათი ფიქსირებული კომბინაციის შეყვანის შემდეგ.
შეუთავსებლობა
არ არის მოცემული

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთების გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა
5 მლ თვალის სუსპენზია პოლიეთილენის ფლაკონში. Fფლაკონი დახურულია ხრახნიანი საწვეთურით და დამცავი რგოლით. ფლაკონი ინსტრუქციასან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი «Rompharm Company, Romania

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy