გენფერონი 1მლ.ნ ვაგინალური/რექტალური 10 სანთელი

განსაკუთრებული ფასი 48,85 ლ რეგულარული ფასი 67,85 ლ
მარაგშია
SKU
36401_1746

ჩვენებები: გენიტალური ჰერპესი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, მორეციდივე ვაგინური კანდიდოზი.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გენფერონი
საერთაშორისო არაპატენტირებული დაასახელება: ბენზოკაინი+ინტერფერონ ალფა-
2ბ+ტაურინი&.
წამლის ფორმა: ვაგინალური და რექტალური სუპოზიტორიები
შემადგენლობა
1 სუპოზიტორია დოზით: 55მგ+500000სე+10მგ, 55მგ+1000000სე+10მგ შესაბამისად
შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ინტერფერონ ალფა-2ბ-ადამიანის რეკომბინირებული
500000სე, ან 1000000სე, ტაურინი-0,01გ, ბენზოკაინი- 0.055გ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი, საჭირო რაოდენობის 1.65გ სუპოზიტორის
მისაღებად, დექსტრანი 60000-0,0015, მაკროგოლი 1500-0.1240გ, პოლისორბატი 80-
0.0330გ, ემულგატორი თ2-0.1320გ, ნატრიუმის ჰიდროციტრატი-0,0001გ, ლიმონის
მჟავა-0,0015გ, გასუფთავებული წყალი –0.0660გ.
აღწერილობა
თეთრი ან თეთრი მოყვითალო ფერის, ცილინდრის ფორმის სუპოზიტორიები
წაწვეტებული ბოლოებით, დანარჩენ სიგრძეზე ერთგვაროვანია. შესაძლებელია
სუპოზიტორიაზე იყოს ჰაერის შორისები ან ძაბრის ფორმის ჩაღრმავებები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომომამოდულირებელი საშუალება, ინტერფერონი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნობიოლოგიური თვისებები გენფერონი
- კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია
მასში შემავალი კომპონენტებით. გააჩნია ადგილობრივი და სისტემური მოქმედება.
პრეპარატ გენფერონის
შემადგენლობაში შედის ადამიანის რეკომბინირებული
ინტერფერონი ალფა-2ბ, რომელიც შემუშავებულია ბაქტერიის Eსცჰერიცჰია ცოლი
შტამით, რომელშიც გენური ინჟინერიის მეთოდით შეყვანილია ადამიანის
ინტერფენონ ალფა-2ბ-ს გენი.
ინტერფენონ ალფა-2ბ-ს გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური,
ანტიპროლიფერაციული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ანტივირუსული ეფექტი
განპირობებულია უჯრედშიდა რიგი ფერმენტების გააქტიურებით, რომლებიც
თრგუნავენ ვირუსების გამრავლებას. იმუნომოდულაციური მოქმედება პირველ
რიგში ვლინდება იმუნური სისტემის უჯრედული რეაქციის გაძლიერებით, რაც
ზრდის იმუნური რეაქციის ეფექტურობას ვირუსებთან, უჯრედის პარაზიტებთან და
ისეთ უჯრედებთან უჯრედშიდა პარაზიტებთან და ისეთ უჯრედებთან მიმართებაში,
რომლებიც სიმსივნის შედეგად განიცდიან ტრანსფორმაციას. აღნიშნული მიიღწევა
ჩD8+თ-კილერების, NK-უჯრედების (ბუნებრივი კილერები) აქტივაციით, ბლიმფოციტების
დიფერენცირებით და ანტისხეულების წარმოქმნით, მონოციტურმაკროფაგული
სისტემის და ფაგოზიცოზის გააქტივებით, ასევე I ტიპის
ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის მოლეკულის ექსპრესიის მომატებით, რაც
ზრდის იმუნური სისტემის უჯრედების მიერ ინფიცირებული უჯრედების შეცნობის
ალბათობას. ინტერფერონის მოქმედებით ლეიკოციტების აქტივაცია მთელ
ლორწოვან გარსში უზრუნველყოფს მათ აქტიურ მონაწილეობას პათოლოგიური
კერების აღმოფხვრისას. გარდა ამისა ინტერფერონის ზეგავლენით ხდება
იმუნოგლობულინი A-ს სეკრეციული პროდუქციის აღდგენა. ანტიბაქტერიული
ეფექტი განპირობებულია იმუნური სისტემის რეაქციებით, რომელთა გაძლიერებაც
ხდება ინტერფერონით.
ტაურინი უზრუნველყოფს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციას და
ქსოვილების რეგენერაციას, გააჩნია მემბრანის მასტაბილირებელი და
იმუნომოდულაციური მოქმედება. იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
ტაურინი პირდაპირ ურთიერთქმედებს ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან, რომლის
ჭარბი დაგროვება იწვევს პათოლოგიური პროცესების განვითარებას. ტაურინი 
უზრუნველყოფს ინტერფერონის ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას,
აძლიერებს პრეპარატის თერაპიულ ეფექტს.
ბენზოკაინი (ანესთეზინი) წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეზიურს. ამცირებს
უჯრედთა გარსის გამტარობას ნატრიუმის იონებისათვის, გამოდევნის კალციუმის
იონებს გარსის შიდა ზედაპირზე მდებარე რეცეპტორებიდან, თრგუნავს ნერვული
იმპულსების გამტარობას. ხელს უშლის მტკივნეული იმპულსების შეღწევას
მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებში და ნერვულ ბოჭკოებში. გააჩნია
განსაკუთრებული ადგილობრივი ეფექტი, ისე რომ არ აბსორბირდება სისტემურ
სისხლდენაში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის რექტალურად შეყვანის შემდეგ აღინიშნება ინტერფერონის მაღალი
ბიოშეღწევადობა (>80%), რის შედეგადაც მიიღწევა როგორც ადგილობრივი ასევე
გამოხატული სისტემური იმუნომოდულაციური მოქმედება. პრეპარატის
ინტრავაგინურად მიღებისას ინფექციის კერაში მაღალი კონცენტრაციის და
ლორწოვანი გარსის უჯრედებზე ფიქსაციის წყალობით მიიღწევა გამოხატული
ადგილობრივი ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული და ანტიბაქტერიული
მოქმედება, ამიტომ სისტემური მოქმედება უმნიშვნელოა საშოს ლორწოვანი
გარსიდან შეწოვის დაბალი უნარის გამო. ინტერფერონის მაქსიმალური
კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 5 სთ-ში. აინტერფერონის
გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლისმიერი
კატაბოლიზმი. ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 12სთ-ს, ამის გამო საჭიროა
პრეპარატის დღეში ორჯერ მიღება.
ჩვენებები
როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი უროგენიტალური ტრაქტის
ინფექციური-ანთებითი დაავადებების დროს მოზრდილებში: გენიტალური ჰერპესი,
ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, მორეციდივე ვაგინური კანდიდოზი,
გარდნერელა, ტრიქომონოზი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული
ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიციტი, ვულვოვაგინიტი,
ბართოლინიტი, ადნექსიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ბალანიტი, ბალანოპოსტიტი
 როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი სასუნთქი გზების
ინფექციური-ანთებითი დაავადებების დროს მოზრდილებში: მწვავე ბრონქიტი.
მიღების მეთოდი და დოზირება
1.უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ქალებში:
1 სუპოზიტორია (250000სე ან 500000სე ან 1000000სე დაავადების სირთულიდან
გამომდინარე) ვაგინალურად ან რექტალურად (დაავადების ტიპიდან გამომდინარე),
დღეში 2-ჯერ დღეგამოშვებით 10 დღე. მწვავე შემთხვევების დროს 1 სუპოზიტორია
3-ჯერ კვირაში დღეგამოშვებით 1-3 თვე.
საშოს გამოხატული ინფექციური-ანთებითი პროცესის დროს შესაძლებელია 1
სუპოზიტორიის 500 000სე ინტრავაგინურად მიღება დილით და 1 სუპოზიტორიის
1000 000სე რექტალურად საღამოს, ამავდროულად კეთდება ისეთი სუპოზიტორია,
რომელიც შეიცავს ანტიბაქტერიულ/ფუნგიციდურ საშუალებებს.
ორსულობის 13-14 კვირაში მყოფ ქალებში უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურანთებითი
დაავადებების მკურნალობის დროს ადგილობრივი იმუნიტეტის
მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის მიიღება 1 სუპოზიტორია 250 000სე
ვაგინალურად 2-ჯერ დღეგამოშვებით 10 დღე.
2. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები მამაკაცებში: 1
სუპოზიტორია(500 000სე ან 1000 000სე დაავადების სირთულიდან გამომდინარე)
რექტალურად დღეში 2-ჯერ 10 დღე.
3.როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში მწვავე
ბრონქიტის დროს: 1 სუპოზიტორია(100 0000სე ) რექტალურად დღეში 2-ჯერ 5 დღე.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად აიტანება. შესაძლებელია აღინიშნოს ადგილობრივი
ალერგიული რეაქციები (საშოში ქავილის და წვის შეგრძნება) . აღნიშნული
ეფექტები დროებითია და ქრება მკურნალობის შეწყვეტიდან 72 სთ-ში.
მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შესაძლებელია აღინიშნოს ისეთი გავლენა, რაც ახასიათებს ყველა ტიპის
ინტერფერონ ალფა-2ბ ს, როგორიც არის შემცივნება, ტემპერატურის მომატება,
დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუნთების და თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი,
ოფლიანობა, ასევე ლეიკო-ან თრომბოციტოპენია , რაც უფრო ხშირად გვხვდება
დღიური დოზის გადაჭარბებისას 10 000 000 ზე ზემოთ. დღეისათვის მწვავე
გვერდითი ეფექტები არ არის დაფიქსირებული. ისევე როგორც ინტერფერონ ალფა-
2ბ ს სხვა პრეპარატების შემთხვევაში ტემპერატურის აწევის დროს შესაძლებელია
პარაცეტამოლის ერთჯერადად დოზის 500-1000 მგ-ის მიღება.
უკუჩვენებები
ინტერფერონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების
მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილეა საჭირო
ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების გართულების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ნაჩვენებია ორსულობის 13-40 კვირაში მყოფ ქალებში როგორც
კომპლექსური თერაპიის შემდგენელი ნაწილი გენიტალური ჰერპესის,
ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის,ციტომეგალოვირუსული
ინფექციის, პაპილომავირუსული ინფექციის, ბაქტერიული ვაგინოზის (ქავილის
არსებობისას) მკურნალობისას, უროგენიტალური ტრაქტის ქვედა არეში
დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნების დროს ადგილობრივი იმუნიტეტის
მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ გენფერონი

250 000სე ეფექტურია 13-40 კვირის
ორსულებში. პრეპარატის მიღება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის
შესწავლილი.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს არ არის შეზღუდული.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გენფერონი

უფრო ეფექტურია ისეთ სამკურნალო საშუელებებთან (ანტიბიოტიკები
და სხვა ანტიმიკრობული საშუალებები) ერთად, რომლებიც გამოიყენება
უროგენიტალური დაავადებების სამკურნალოდ. არანარკოტიკული ანალგეზიურები
და ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ბენზოკაინის
ეფექტს. ბენზოკაინი ამცირებს სულფანილამიდის ანტიბაქტერიულ აქტივობას.
ჭარბი დოზირება
გენფერონის
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. ექიმის
მიერ გამოწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია
მკურნალობის შეწყვეტა შემდგომი 24 სთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ
შესაძლებელია მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძლდება.
განსაკუთრებული მითითება
უროგენიტალური ინფექციის განმეორების პრეპვენციისათვის რეკომენდებულია
სქესობრივ პარტნიორსაც ჩაუტარდეს მკურნალობა.
პრეპარატის მიღება დასაშვებია მენსტრუაციის დროს.
პრეპარატი გენფერონი
არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში საქმიანობების
განხორციელების (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმების მართვა)
უნარზე, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.
შენახვის პირობები და ტრანსპორტირება
ინახება 20ჩ-80ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი

მეტი ინფორაცია
Units 10
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy