გიოქსიზონის მალამო 10გ
შემადგენლობა
100 გ მალამო შეიცავს: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 1გ, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი (აქტივობით 860 ერთ/მგ) – 3გ და დამხმარე ნივთიერებები (ნიპაგინი, ვაზელინის ზეთი, სამედიცინო ვაზელინი) – 100გ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გიოქსიზონი კომბინირებული პრეპარატია, ხელს უშლის კანის ანთებითი რეაქციების განვითარებას, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობისას, გართულებულს ბაქტერიული ინფექციით, კომპონენტების ერთობლივი მოქმედების შედეგად, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, Rickettsia spp., Treponema spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp. ჰიდროკორტიზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს ანთების, ალერგიის, ექსუდაციის, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. აფერხებს ფაგოციტოზს; ამცირებს პროსტალგანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზს ფოსფოლიპაზას A2 აქტივობის დათრგუნვის და უჯრედების გარსების ფოსფოლიპიდებიდან არაქიდონმჟავას გამონთავისუფლების შემცირების გზით. თრგუნავს ანთებითი პროცესის გამომწვევი ინტერლეიკინებისა და სხვა ციტოკინების გათავისუფლებას; ამუხრუჭებს ჰისტამინის გათავისუფლებას და ადგილობრივი ალერგიული რეაქციების წარმოქმნას. ამცირებს ცილების სინთეზს და კოლაგენის დაგროვებას კანში, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას, ასუსტებს პროლიფერატიულ პროცესებს.
ჩვენებები
უფროსებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ფოლიკულიტები, ფურუნკულოზი, კარბუნკული, იმპეტიგო, ინფიცირებული ეგზემები და ჭრილობები, ეროზიები, ახალშობილის ჭინჭრის ციება; მსუბუქი და ალერგიული დერმატიტი, სებორეა; მზის ერითემა, მულტიფორმის ექსუდაციური ერითემა, მწერების ნაკბენები; გარეყურის ალერგიული და ჩირქიანი დაავადებები; წვივის ვარიკოზული წყლულები, დამწვრობები, მოყინვები
მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად, გარეგანად.
0.5-1 გ მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-3-ჯერ დღეში ან სტერილური მარლის სახვევის ქვეშ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია – ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივად გამოყენებისას და/ან ფართო ზედაპირებზე წასმისას – გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტები. სახის კანზე გამოყენებისას – შესაძლებელია ტელეანგიოექტაზიები, პირის არეში კანქვეშა უჯრედისის ატროფია.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, კიბოს წინა მდგომარეობები, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა); ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების დიდ კერებზე გამოყენებისას).
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 15°C
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
რეგისტრაციის # და თარიღი
15.09.2008
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account