Glucogim - გლუკოგიმი 30 ტაბლეტი
ჩვენებები: სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი საშუალება.
გლუკოგიმ
Glucogim
საკვები დანამატი
სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი საშუალება.
სხეულის წონის კონტროლი.
შემადგენელი კომპონენტები | 1 ტაბლეტი შეიცავს | % RDA* |
თეთრი თუთის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Morus alba) | 250 მგ | - |
ტყის ჯიმნემას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი(Gymnema sylvestre) | 150 მგ | - |
დარიჩინის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (Cinnamomum verum) | 150 მგ | - |
თუთია (თუთიის გლუკონატი) | 7.5 მგ | 150 |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) | ექვ 1.4 მგ | 200 |
ქრომი (ქრომის პიკოლინატი) | 50 მკგ | 220 |
* RDA - რეკომენდებული დღიური დოზა
დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ტალკი, ლეციტინი, სორბიტოლი.
გლუკოგიმ რეკომენდებულია პირებში, რომელთაც სურთ შეამცირონ საკვების შედეგად მიღებული გლუკოზის დონე, მაგ. დიაბეტურ კვებაზე მყოფი პირები, წონის დაკლების მსურველები ან ჭარბწონიანები.
შემადგენელი კომპონენტების მოქმედება:
ტყის ჯიმნემა თრგუნავს მადას და ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას,ახდენს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების
რეგენერაციის ინდუცირებას.თეთრი თუთის ფოთლების ექსტრაქტი მოქმედებს იმ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების მონელებაში, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ნახშირწყლების შეწოვას, ნახშირწყლების ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან, შესაბამისად მცირდება სისხლში გლუკოზის დონე.დარიჩინის ექსტრაქტი მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე,რაც ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის დონის კონტროლს.გლიკოგიმში შემავალი თუთია ხელს უწყობს ნახშირწყლების ნორმალური მეტაბოლიზმის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ცილის და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ჰორმონული აქტივობის რეგულირებას, ასევე ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს, რომლის მაღალი კონცენტრაცია სისხლში წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ ფაქტორს.ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის სათანადო დონის შენარჩუნებას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას,ამცირებს ჭამის მადას, აძლიერებს კუნთოვან ტონუსს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.ქრომის პიკოლინატი ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმაა.
რეკომენდებული დღიური დოზა: 1- 2 ტაბლეტი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, არ მოათავსოთ მზის პირდაპირ შუქზე.შეინახეთ საკვები დანამატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: NatLabo UG (haftungsbeschränkt) ლანგე ენდენი 29, 13437 ბერლინი,გერმანია.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account