გლუკოზა 5% 400მლ

1,65 ლ
მარაგშია
SKU
81490_3253

ჩვენებები: ნახშირწყლების ნაკლებობის შევსება, ღებინების, ფაღარათის შედეგად, პოსტოპერაციულ პერიოდში დეჰიდრატაციის კორექცია, დეზინტოქსიკაციური ინფუზიური თერაპია

გამოყენების ინსტრუქცია

გლუკოზა

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გლუკოზა

მოქმედი ნივთიერება (სად): გლუკოზა (დექსტროზას მონოჰიდრატი)

წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი 5%, 10%

შემადგენლობა:

პრეპარატის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გლუკოზა (დექსტროზას მონოჰიდრატი) – 5,0 გ ან 10,0 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 0,026 გ; ქლორწყალბადმჟავა pH 3,0-4,1-მდე; საინექციო წყალი 100 მლ-მდე.

აღწერა: უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის, გამჭვირვალე სითხე, უსუნო, მოტკბო გემოს მქონე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალება პარენტერალური კვებისთვის, ნახშირწყლები

ათქ კოდი: B05CX01

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ადვილად ათვისებადი საკვები ნივთიერების ღირებულ წყაროს, რომლის მეტაბოლიზმის დროს ქსოვილებში გამოიყოფა ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რაც აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისთვის.

5% პრეპარატის ხსნარი არის იზოტონური ქსოვილებისთვის, კარგად ავსებს ორგანიზმის მიერ დაკარგულ სითხეს.

10% პრეპარატის ხსნარი არის ჰიპერტონული ქსოვილებისთვის. ვენებში შეყვანისას მატულობს სისხლის ოსმოტური წნევა, ძლიერდება სითხეების ნაკადი ქსოვილებიდან და ნივთიერებათა ცვლა, ძლიერდება გულის კუნთის შეკუმშვადობა, ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება დიურეზი.

გამოყენების ჩვენებები

5% ხსნარი - ორგანიზმში ნახშირწყლების ნაკლებობის შევსება, ღებინების, ფაღარათის შედეგად, პოსტოპერაციულ პერიოდში დეჰიდრატაციის კორექცია. დეზინტოქსიკაციური ინფუზიური თერაპია. კოლაფსი, შოკი (როგორც სხვადასხვა სისხლის შემცვლელი და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტი). გამოიყენება აგრეთვე ვენებში შესაყვანად სამკურნალო საშუალებების ხსნარების მოსამზადებლად.

10% ხსნარი - ჰიპოგლიკემია, ინფექციური დაავადებები, ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი, დისტროფია და ღვიძლის ატროფია), გულის მუშაობის დეკომპენსაცია, ფილტვების შეშუპება, ტოქსიკოინფექციები, სხვადასხვა ინტოქსიკაციები (მოწამვლა ნარკოტიკებით, ძლიერი მჟავათი და მისი მარილებით, ნახშირბადის ოქდიდით, ანილინით, დარიშხანით, ფოსგენით და სხვა ნივთიერებებით), ჰემორაგიული დიათეზი.

გამოყენების წესი და დოზები

ხსნარი უნდა შეთბეს 36-380C-მდე.

5% პრეპარატის ხსნარი გამოიყენება ვენებში, წვეთებით 300-1500 მლ-მდე დღე-ღამეში, სიჩქარით მაქსიმუმ 150 წვეთი/წუთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის 2000 მლ. კანქვეშ 300-500 მლ და მეტი. ოყნებში 300-500-დან 1000-2000 მლ-მდე დღე-ღამეში წვეთებით.

10% პრეპარატის ხსნარი გამოიყენება ვენებში - ნაკადით (ნელა!) 20-40-50 მლ შეყვანაზე. აუცილებლობისას შეჰყავთ ვენებში - წვეთებით, მაქსიმუმ 60 წვეთი/წთ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის 500 მლ დღე-ღამეში.

გვერდითი მოქმედება

შეიძლება აღინიშნოს იონური ბალანსის დარღვევები. იშვიათად - ადგილობრივი გაღიზიანება, თრომბოფლებიტი.

უკუჩვენებები

ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

თიაზიდურ დიურეტიკებთან და ფუროსემიდთან ერთად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლში შაქრის დონეზე მათი ზემოქმედების უნარი. ინსულინი ხელს უწყობს გლუკოზის მოხვედრას პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის ხსნარი ამცირებს პირაზინამიდის ტოქსიკურ მოქმედებას ღვიძლზე. გლუკოზის ხსნარის დიდი მოცულობის შეყვანა ხელს უწყობს ჰიპოკალიემიის განვითარებას, რაც ზრდის იმავდროულად მიღებული დიგიტალისის  პრეპარატების ტოქსიკურობას. გლუკოზა შეუთავსებელია ხსნარებში ამინოფილინთან, ბარბიტურატებით ხსნადებთან, ჰიდროკორტიზონთან, კანამიცინთან, სულფანილამიდების ხსნადებთან, ციანოკობალამინთან, ერითრომიცინთან, ვარფარინთან.

განსაკუთრებული მითითებები

ოსმოლარობის გაზრდის მიზნით შეიძლება პრეპარატის კომბინირება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან. პრეპარატის უფრო სრული და სწრაფი ათვისებისთვის შეიძლება კანქვეშ 4-5 ერთეული ინსულინის შეყვანა.

არ შეიძლება გამოყენება ერთ სისტემაში ერთდროულად, ჰემოტრანსფუზიის წინ ან შემდეგ ფსევდოაგლუტინაციის განვითარების შესაძლებლობის გამო.

გამოშვების ფორმა

100 მლ, 200 მლ, 250 მლ, 400 მლ ან 500 მლ შუშის ბოთლებში ან პოლიეთილენის (პოლიპროპილენის) ფლაკონებში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C.

არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ერთობლივი საწარმო შპს “REKA-MED FARM”

ორგანიზაციის დასახელება და მისამრთი, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალების ხარისხის შესახებ უზბეკეთის ტერიტორიაზე:

ერთობლივი საწარმო შპს “REKA-MED FARM”

სირდარიანის ოლქი, სირდარიანის რაიონი,

ს. რახიმოვის სახ. ფ/ხ.

მ. ზახიდოვის ქ. 36

ტელ: (99-895) 510-57-02

rekamed@yandex.ru

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy