Diazolin - დიაზოლინი 0.1გ 10 ტაბლეტი

1,95 ლ
მარაგშია
SKU
10556_25
ჩვენებები: სეზონური ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კვებითი და წამლისმიერი ალერგია, დერმატოზი, სხვა ალერგიული რეაქციები.
საერთაშორისო დასახელება:
MEBHYDROLIN
 
მწარმოებელი: FARMAK UKRAINE
 
მოქმედი ნივთიერება: მებჰიდროლინი
 
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
H1 - ჰისტამონური რეცეპტორების ბლოკატორი.
 
გამოშვების ფორმა:
50 მგ. დრაჟე; 100მგ ტაბ,დრაჟე
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი ასუსტებს ჰისტამინის სპაზმოგენურ ეფექტს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვი კუნთების მიმართ, ასევე ამცირებს მის გავლენას სისხლძარღვების განვლადობაზე. გააჩნია ნაკლებად გამოხატული სედაციური და საძილე ეფექტი.
ჩვენებები:
  • სეზონური ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კვებითი და წამლისმიერი ალერგია, დერმატოზი, სხვა ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* ჰიპრმგრძნობელობა;
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და სხვა ანთებითი დაავადება;
* 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლნები:
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრულ მიდამოში, პირის სიმშრალე.
ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, პარესთეზია,დაღლა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, რეაქციის სიჩქარის შენელება.
იშვიათად შარდის გამოყოფის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, გრანულემატოზი და აგრანულოციტოზი.
დოზირება: პერორალურად 100–200მგ 1–2–ჯერ დღეში.

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy