ეთანოლი 95% 1000მლ
ჩვენება: გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, კომპრესებისათვის და სხვა.
შემადგენლობა: ეთანოლი, სპირტისა და წყლის შენაერთი, შეიცავს 95% ეთილის სპირტს.
ფორმა: გარეგანად გამოსაყენებელი ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ეთანოლი სამედიცინო მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთანოლი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესის შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
ჩვენება: სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი სამედიცინო ძირითადად გამოიყენება როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. შესაზელად, კომპრესებისთვის და სხვა.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია: უკუჩვენება არ არის გამოვლენილი.
გავლენა ტრანსპორტის და მაქანიკური მოწყობილობების მართვაზე: მონაცემები იმის თაობაზე, რომ ეთანოლი სამედიცინო 95% - ანი, როგორც გარეგანად გამოსაყენებელ საშუალებად, შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებზე და მექანიკური მოწყობილობებზე მომუშავე ადამიანებზე არ არსებობს.
ჭარბი დოზა: გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება: მომატებული მგძნობელობა ეთანოლი სამედიცინო 95% -ანის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აღწერილი არ არის.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გვერითი მოვლენები: ადგილობრივი ხმარებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება . შიგნით მიღებისას იწვევს თავის ტვინის ქერქში აგზნებითი პროცესების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრქუნვას (დიდი დოზები).
მიღების წესი და დოზირება: გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. გამოიყენება კანის, ხელების სადეზიფენციოთ, შესაზელად. კომპრესისათვის ეთანოლი, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო უნდა გაზავდეს წყლით 1:1 შეფარდებით.
შენახვის ვადა: 5 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვარიელებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ეთანოლი სამედიცინო 95% -ანის გამოყენება დაუშვებელია.
შეფუთვა: 1000 მლ უფერო პოლიეთილენის ფლაკონში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „შუბერი“, საქართველო.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account