AERIUS - ერიუსი 5მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 10,51 ლ რეგულარული ფასი 14,02 ლ
მარაგშია
SKU
6425_11
გამოყენების ჩვენებები ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად, rogoricaa თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, ცემინება, ქავილი და ცხვირიდან გამონადენი, სასის ქავილი. ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ქა

ერიუსი

გარსით დაფარული ტაბლეტები

 

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტისთვის)

 

ვიდრე პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი!

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი, შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, საკონსულტაციოდ მიმართოთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია უშუალოდ თქვენთვის, ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამან შესაძლოა მათ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

სავაჭრო დასახელება

ერიუსი®

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება

დესლორატადინი

დახასიათება

მრგვალი ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, ღია ცისფერი ფერის გარსით დაფარული, ტვიფრით.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: 5 მგ დესლორატადინს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი.

გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსოპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ალუმინის ლაქი FD&C №2, კარნაუბის ცვილი, თეთრი ცვილი.

სამკურნალწამლო ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალება. ათქ კოდი: R06AX27

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფარმაკოდინამიკა:

დესლორატადინი – არასედაციური ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება პერიფერიულ Н1- ჰისტამინურ რეცეპტორებზე. პერორალური მიღების შემდგომ დესლორატადინი სელექციურად ბლოკავს Н1–ჰისტამინურ რეცეპტორებსმ ვინაიდან ნივთიერება ჰემატოენცეფალურ ბარიერს იქით არ აღწევს.  

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დესლორატადინი ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას, ამასთან, ადამიანის პოხიერი უჯრედების/ბაზოფილებიდან გამოთავისუფლებულ ანთების საწინააღმდეგო უჯრედებში P- სელექტინის ადგეზიის მოლეკულების ექსპრესიის ინჰიბირებას. ამ მონაცემთა კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

მრავალჯერადი დოზების კლინიკურ კვლევებში დესლორატადინის ყოველდღიუს მიღებას 20მგ-ზე ნაკლები დოზით 14 დღის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ახლდა. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევისას 10 დღის განმავლობაში 45მგ სადღეღამისო დოზით (თერაპიულ დოზაზე 9-ჯერ მაღალი) დესლორატადინის მიღებას QTc-ინტერვალის გახანგრძლივება არ გამოუწვევია.

კეტოკონაზოლთან და ერითრომიცინთან ერთიერთქმედების შესწავლის კვლევებში დესლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები პლაზმაში არ გამოვლინდა.

ერიუსი ჰეტამოენცეფალურ ბარიერს იქით არ აღწევს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდირებული 5მგ დოზის მიღებისას ძილიანობის სიხშირე პლაცებოს ჯგუფში ანალოგიურ მაჩვენებელს არ კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ერიუსი 7,5მგ-მდე დოზის მიღებისას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე გავლენას არ ახდენს.

ერთჯერადი დოზის კვლევისას უფროსებში 5მგ დესლორატადინი გავლენას არ ახდენდა შრომისუნარიანობაზე ფრენის რეჟიმში, ამასთან, არ იწვევდა სუბიექტური ძილიანობის გაძლიერებას და არ აუარესებდა ფრენის დავალებების შესრულების უნარს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში დესლორატადინი არ აძლიერებდა ალკოჰოლის ისეთ ეფექტს როგრიცაა ფსიქომოტორული ფუნქციის დარღვევა და ძილიანობა. ფსიქომოტორული ტესტების შედეგები არსებითად არ განსხვავდებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს და პლაცებოს ცალკე ან ალკოჰოლთან ერთად.  

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ერიუსი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი. ერიუსი ეფექტურად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში. ერიუსი აბების ეფექტურობა ერთმნიშვნელოვნად დემონსტრირებული არ ყოფილა 12-17 წლამდე ასაკის მოზარდების კვლევაში.

გარდა რინიტის დადგენილი კლასიფიკაციისა (სეზონური და მუდმივი). ალერგიული რინიტი შეიძლება გაიყოს ინტერმისიულად და პერსისტიულად სიმპტომების შენარჩყნების ხანგრძლივობის მიხედვით. ინტერმისიული რინიტისას სიმპტომები შეინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლებ დროში. პერსისტიული რინიტისას - 4 დღეზე მეტი კვირაში ან 4 კვირაზე მეტი წელიწადში.  

რინოკონიუქტივით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის გამოკითხვის დაჯამებული ქულების შედეგებით ერიუსი საკმაოდ ეფექტურად ამსუბუქებდა სეზონური რინიტის ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების მდგომარეობას. მეტი გაუმჯობესება აღინიშნა სიმპტომების არსებობით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის და პრაქტიკული პრობლემების არეში.  

ჭინჭრის ციების კლასიკური მოდელის სახით, ხდებოდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა, მათი ძირითადი პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მსგავსების საფუძველზე ეტიოლოგიისა და პრობლემების არარსებობის მიუხედავად, იმ პაციენტთა პროსპექტიული შერჩევისას, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა წარმოადგენს მიზეზობრივ ფაქტორს ჭინჭრის ციების ყველა სახეობაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური საშუალება იქნება ჭინჭრის ციების სხვა სახეობების სიმპრომების კუპირებაში, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას, როგორიც მითითებულია კლინიკურ რეკომენდაციებში.

ქრონიკული იდიოპათიური წინჭრის ციების მქონე პაციენტებში ორ პლაცებომაკონტროლრებელ ექვსკვირიან კვლევაში ერიუსმა ეფექტურად შეამსუბუქა ქავილი და შეამცირა გამონაყარის ზომადა რაოდენობა მკურნალობის პირველივე კურსის დასრულებისას. ყოველ კვლევაში  ეფექტი შენარჩუნებული იყო დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ისევე, როგორც ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას ანტიჰისტამინური პრეპარატების სხვა კვლევებისას, გამოირიცხებოდა იმ პაციენტთა მცირე ნაწილი, რომლების რეზისტენტულად ითვლებოდნენ ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობის მიმართ. ქავილის 50%-0თ შემცირება აღინიშნებოდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც დესლორატადინით მკურნალობდნენ, პაციენტების იმ 19%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. პრეპარატ ერიუს-ით მკურნალობა აგრეთვე მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების უარყოფით გავლენას ძილსა და აქტიურობაზე დღის განმავლობაში, რაც განისაზღვრებოდა ოთხბალიანი შკალით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შეფასებისას.

ფარმაკოკინეტიკა

პლაზმაში დესლორატადინი განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. პლაზმაში დესლორატადინის მაქსიმალური კონცეტრაცია საშუალოდ 3 საათის შემდეგ მიიღწევა, ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 27 საათს შეადგენს. დესლორატადინის კუმულაციის ხარისხი მისი ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და მიღების ჯერადობას (დღე-ღამეში ერთხელ) შეესაბამება. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა 5-დან 20-მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციული იყო.

ფარმაკოკინეტიკის კვლევაში რომელსაც პაციენტების დემოგრაფიული თავისებურებები შეპირისპირებული იყო ამგვარებთან სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პირთა საერთო პოპულაციაში, გამოსაკვლევთა 4% დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას აღწევდა. ეს პროცენტი შესაძლოა ვარირებდეს ეთნიკური წარმოშობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია თითქმის 3-ჯერ მაღალი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ ნახევარგამოყოდის საბოლოო ფაზით დაახლოებით 89 საათი. ამ გამოკვლევების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ამგვარისგან საერთო პოპულაციაში.

დესლორატადინი პლაზმის ცილებსზომიერად (83-87%) უკავშირდებოდა. დღეში ერთხელ 5-დან 20მგ დოზით, 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის მიღებისას პრეპარატის კლინიკური მნიშვნელობის მქონე კუმულაციის ნიშნები არ აღნიშნულა. 

ფერმენტო, რომელიც უზრუნველყოფს დესლორატადინის მეტაბოლიზმს, ჯერჯერობით დაუდგენელია და ამიტომ არ არის შესაძლებელი სრულად გამოირიცხოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან.

ჩატარებული in vivo და in vitro გამოკვლევებით დადგინდა, რომ დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4 ან CYP2D6 მოქმედებას და არ არის არც სუბსტრატი, არც P-გლიკოპროტეიდის ინჰიბიტორი.

7,5მგ დოზით დესლორატადინის ერთჯერადი მიღებისას ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ საკვები  (ცხიმიანი მაღალკალორიული საუზმე)ან გრეიპფრუტის წვენი დესლორატადინის გადანაწილებაზე არ მოქმედებს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკა შედარებულ იქნა პაციენტებში ქრონიკული თირკმლის უკმარისობით და ჯანმრთელ პირებს შორის, ერთ კვლევაში ერთჯერადი დოზით და ერთ კვლევაში მრავალჯერადი დოზით. ერთჯერადი დოზის კვლევისას დესლორატადინის გავლენა იყო დაახლოებით 2 და 2,5-ჯერ უფრო მეტი პაციენტებში მსუბუქი/სუსტად და მძიმედ გამოხატული თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ,ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. მრავალჯერადი დოზის კვლევებისას სტაციონალური მდგომარეობა დგებოდა 11 დღის შემდეგ, და ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით დესლორატადინის მოქმედება იყო 1,5-ჯერ უფრო დიდი იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც ჰქონდათ მსუბუქი და სუსტად გამოხატული თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ხოლო 2,5-ჯერ მეტი იმ პაციენტებთან შედარებით. რომელთაც ჰქონდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმა. ორივე კვლევაში დესლორატადინისა და 3 ჰიდროქსიდესლორატადინის ცვლილების ზემოქმედება (AUC და Cmax) არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.

გამოყენების ჩვენებები

ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად, rogoricaa თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, ცემინება, ქავილი და ცხვირიდან გამონადენი, სასის ქავილი.

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი.

მიღების წესი და დოზები

ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს იღებენ საკვების მიღებისგან დამოიკუდებლად შემდეგ დოზებში:

ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: იღებენ 1 აბს დღე-ღამეში ერთხელ.

ინტერმისიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნით) აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახალი გაჩენისას. პერსისტიული ალერგიული რინიტის (სიმტპმების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ბავშვები

12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არსებობს მონაცემები. 12-17 წლამდე მოზარდებისთვის დელსორატადინის გამოყენება შეზღუდულია კლინიკური კვლევების სიმწირის გამო.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული პაციენტებში თირკმლის მძიმე ფორმის  უკმარისობის დროს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მოშლით

არ არსებობს მონაცემები პაციენტებზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით პრეპარატის გამოყენების შესახებ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად, შემდეგ განაგრძეთ ერიუსის მიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ერიუსის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

გვერდითი მოქმედებები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე, ერიუსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანი მას შეიძლება ვერ გრძნობდეს.

ერიუსის გამოყენებისას ძალიან იშვიათად გამოვლინდა მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ფშტვენა სუნთქვისას, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება). ამ რეაქციების გამოვლენისთანავე აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას უფროსებში, დაახლოებით ჰგავდა იმ გვერდით ეფექტებს, რომელიც გამოვლნდა პლაცებოს მიღებისას.

თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად ვლინდებოდა, ვიდრე პლაცებოს მიღებისას. თავის ტკივილი, მოზარდებშიც გამოვლინდა, როგორც ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი.

პრეპარატ ერიუსის კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: ხშირად (10-დან 1 ადამიანზე მეტი): დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

უფროსები

ერიუსის პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: ძალიან იშვიათად (არაუმეტეს 1 კაცზე 10 000-იდან): მძიმე ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, გაძლიერებული ან არარეგულირებადი გულისცემა, გახშირებული გულისცემა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევა, დიარეა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, კუნთების ტკივილი, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გამოხატული შფოთვა, ღვიძლის ანთება, ღვიძლის ფუნქციის ტესტის ანომალური მაჩვენებლები; სიხშირე ცნობილი არ არის (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): უჩვეულო სისუსტე, კანისა და/ან თვალის სიყვითლე, მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (მოღრუბლული ამინდის დროსაც) და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (მაგ. სოლარიუმის ვიზიტისას), გულის ცემის სიხშირის ცვლილება, არასტანდარტული ქცევა, აგრესია.

ბავშვები

სიხშირე ცნობილი არ არის: სუსტი გულისცემა, გულისცემის სიხშირის ცვლილება, არასტანდარტული ქცევა, აგრესია.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისთანავე სასურველია მიმართოთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება როგორც ზემოდაღწერილ გვერდითი მოვლენების განვითარებას, ასევე, იმ რეაქციების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ ჩანართში. პრეპარატების არასასურველი რეაქციების შესახებ, ან მათი არაეფექტურობის შესახებ თქვენ  შეტყობინება შეგიძლიათ დატოვოთ  ეროვნულ ინფორმაციულ ბაზაში არასასურველი რეაქციების შესახებ, ვებ-გვერდის მისამართია: www.rceth.by. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ.

უსაფრთხოების ზომები

ბავშვებში 12 წლის ასაკამდე ერიუსის ტაბლეტების მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის (ვინაიდან აბი არ იყოფა, ხოლო აბის დოზა გათვლილია 12 წლის ასაკიდან).

დესლორატადინი სიფრთხილითინიშნება იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან კრუნჩხვებისადმი პირად ან ოჯახის ანამნეზში, ყველაზე მეტად, პატრა ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან კრუნჩხვებისაკენ დესლორატადინის მკურნალობისას. მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დესლორატადინის მიღების შეწყვეტაზე იმ პაციენტებზე, რომელთაც მკურნალობის პერიოდსი აღენიშნებოდა კრუნჩხვები.

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც ლაქტოზის თანდაყოლილი გადაუტანლობა, ლოპარა ლაქტოზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ახასიათებს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ აპირებთ დაორსულებას, ან უკვე ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად) ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევთთან ერიუსის მიღების წინ.

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ერიუსის მიღება არ არის რეკომენდებული.

ავტომობილის მართვის უნარზე ან რთულ მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენა რეკომენდებული დოზებით ერიუსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. იმისდამიუხედავად, რომ ადამიანების უმეტეს ნაწილს არ ახასიათებს ძილიანობა, არ არის რეკომენდებული ისეთი საქმიანობით დაკავება, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კლინიკურად გამოკვეთილი ცვლილებები დესლორატადინის  პლაზმურ კონცენტრაციაში არაერთჯერადად მისი გამოყენებისას კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან არ აღმოჩენილა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში ერიუსის ტაბლეტების ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება არ აძლიერებდა ალკოჰოლის არასასურველ რეაქციას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში ყოფილა შეწტყობინება ალკოჰოლის გადაუტანლობისა და ინტოქსიკაციის შესახებ. ამიტომ, რეკომედებულია სიფრთხილის დაცვა, ალკოჰოლის პრეპარატთან ერთად მიღების დროს.

ბავშვები

ურთიერთქმედების კვლევა ჩატარებული იყო მხოლოდ უფროსებში.

თუ თქვენ ღებულობთ რაიმე სახის წამალს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ზედოზირება

პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციით უნდა მოხდეს. შემთხვევითი ზედოზირებისას არ არის მოსალოდნელი სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება.

შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები, რომელიც აღწერილია ჩვეულებრივი თერაპიული დოზებით მიღებისას, თუმცა მათი გამოვლენის ხარისხი ზედოზირებისას შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

თუ თქვენ მიიღეთ ერიუს ტაბლეტების რეკომენდებულ დოზაზე მეტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30оС ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

შერინგ პლაუ ლაბო ნ.ვ.

ინდუსტრიეპარკ 30, ბ2220, ჰეისტ-ოპ-დენ-ბერგი, ბელგია.

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

ერიუსის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი - მსდ ინტერნეიშინალ ჰოლდინგ გმბჰ, შვეიცარია.

გამოიყენება ლიცენზიის შესაბამისად.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy