Extractum Valerianae - ვალერიანის ექსტრაქტი 20მგ 50 ტაბლეტი

1,85 ლ
მარაგშია
SKU
65511_640
ჩვენებები: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები. გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მოდუნება, (განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას), ალერგიული რეაქციები;

პარასამკურნალო საშუალება

კატაბალახას ექსტრაქტი-0,02გ
Extractum valerianae-0,02g

გამოყენების ინსტრუქცია

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

ათქ კოდი: NO5CM09.

აღწერა: ყვითელი შეფერილობის გარსით დაფარული ტაბლეტები;

შემადგენლობა: გ/ტბ.
აქტიური სუბსტანცია:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი - 0,02გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ქინოლინ ყვითელი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს,Aალკალოიდებს: ვალერინს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს - ვალეპოტრიატებს.
,,კატაბალახას ექსტრაქტი’’-ს ტაბლეტები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, აქვს ნაღველმდენი მოქმედება, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატის სამკურნალო მოქმედება ვლინდება სისტემატიური და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ.
ჩვენებები: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მოდუნება, (განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას), ალერგიული რეაქციები;
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ყაბზობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა 4-5 მიღებამდე დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 1 თვე.
სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აძლიერებს საძილე, სედაციური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პრეპარატის მაღალი დოზების სისტემატიური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, მოდუნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
სიფრთხილის ზომები: პრეპარატის მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქომოტრული რეაქციების შენელება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
შენახვა: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვა: #50 შემოგარსული ტაბლეტი მინის ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 59-64-46; 259-57-90.

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy