ვიგლიპტი 50 50მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 26,21 ლ რეგულარული ფასი 33,60 ლ
მარაგშია
SKU
75043_3091

ჩვენებები: მიეკუთვნება „პერორალური გამოყენების დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს“. V-გლიპტი 50 გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

რა არის ამ ბროშურაში?

ეს ბროშურა პასუხობს ზოგად კითხვებს V-გლიპტი 50-ის შესახებ.

იგი არ შეიცავს არსებულ ინფორმაციას სრულად. იგი ვერ ჩაანაცვლებს კონსულტაციას ექიმთან, ფარმაცევტთან ან დიაბეტის შესახებ კვალიფიციურ საუბარს.

ამ ბროშურაში მოცემული ინფორმაციის ბოლო განახლების თარიღი მითითებულია ბოლო გვერდზე. შესაძლოა მედიკამენტზე უახლესი ინფორმაციაც არსებობდეს.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ფლობთ უახლეს იმფორმაციას ამ სამკურნალო საშუალებაზე, რისთვისაც უნდა გაესაუბროთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.

ეს განახლებები შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას სამკურნალო საშუალების შესახებ და მისი გამოყენების შესახებ, და თქვენ იგი აუცილებლად უნდა იცოდეთ. ყველა მედიკამენტს აქვს რისკი და სარგებელი. თქვენი ექიმი შეაფასებს ამ მედიკამენტის მიღების რისკებს იმ სარგებელთან შედარებით, რაც მოსალოდნელია.

თუ ამ სამკურნალო სასუალებასთან დაკავშირებით გაქვთ გარკვეული ეჭვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეინახეთ ეს ბროშურა სამკურნალო საშუალებასთან ერთად. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

პროდუქტის აღწერილობა

V-გლიპტი 50: ვილდაგლიპტინის ტაბლეტები 50 მგ

აღწერილობა: თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, ბრტყელი, შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით; ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, ხოლო მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით  EMV.

ყოველი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ვილდაგლიპტინს ………………… 50 მგ-ს.

რისთვის გამოიყენება V-გლიპტი 50

V-გლიპტი 50-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება „პერორალური გამოყენების დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს“. V-გლიპტი 50 გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის საშუალებით. მისი მეშვეობით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ V-გლიპტ 50-ს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატებთან, რომლებსაც უკვე იყენებთ, თუ ისინი დიაბეტის კონტროლისთვის საკმარისად ეფექტური არ არიან.

მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, სათანადოდ ვერ მუშობს. იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გლუკაგონს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის დონის შემცირებას სისხლში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში  შაქრის წარმოქმნას, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ორივე ნივთიერებას კუჭქვეშა ჯირკვალი წარმოქმნის.

V-გლიპტი 50-ის ზემოქმედებით კუჭქვეშა ჯირკვალში მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი წარმოიქმნება, რაც სისხლში შაქრის კონტროლის საშუალებას იძლევა. პრეპარატი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც დიაბეტის გართულებების პრევენციის ხელშემწყობია. მაშინაც, თუ თქვენ დიაბეტის სამკურნალო საშულებას გამოიყენებთ აუცილებელია დაიცვათ რეკომენდებული დიეტა ან/და გააგრძელოთ ვარჯიში.

V-გლიპტი 50-ის გამოყენებამდე

არ მიიღოთ V-გლიპტი 50:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 ნაწილში). თუ თქვენ თვლით, რომ შეიძლება გქონდეთ ალერგია ვილდაგლიპტინის ან V-გლიპტი 50-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და გაესაუბრეთ ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

V-გლიპტი 50-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

თუ თქვენ გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან თუ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც დიაბეტური კეტოაციდოზი ეწოდება.
თუ თქვენ დანიშნული გაქვთ ანტიდიაბეტური საშუალება სულფონილშარდოვანა (ექიმმა შეიძლება საჭოროდ ჩათვალოს შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა, თუ იგი V-გლიპტი 50-თან ერთად ინიშნება, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლში გლუკოზის დოზის დაქვეითება [ჰიპოგლიკემია].
თუ თქვენ თირკმლების საშუალო ან მძიმე დაავადება გაქვთ (საჭიროა V- გლიპტი 50-ის უფრო დაბალი დოზის მიღება).
თუ დიალიზზე ხართ.
თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ.
თუ გულის უკმარისობა გაქვთ.
თუ გქონდათ ან გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება.
თუ ადრე იყენებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო შეწყვიტეთ მისი გამოყენება, თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება.

კანის დიაბეტური დაზიანება დიაბეტის ხშირი გართულებაა. თქვენ უნდა მიჰვეთ კანისა და ფეხის მოვლის იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ექიმი ან ექთანი გაძლევთ. ასევე რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ახალი ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას V-გლიპტი 50-ის მიღების დროს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

V-გლიპტი 50-ით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში და გარკვეული პერიოდულობით შემდგომში უნდა ჩატარდეს ტესტი ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრისათვის. ეს კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ადრე გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

ბავშვები და მოზარდები:

არ არის რეკომენდებული V-გლიპტი 50-ის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და V-გლიპტი 50:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სამკურნალო საშუალება.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს V-გლიპტი 50-ის დოზა, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:

თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (ასევე წყლის ტაბლეტებს უწოდებენ);
კორტიკოსტეროიდები (ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
ზოგიერთი საშუალებები, რომლებსაც ნერვულ სისტემაზე გარკვეული მოქმედება აქვს.
ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის დროს V-გლიპტი 50 არ უნდა გამოიყენოთ. არ არის ცნობილი, გადადის თუ არა V-გლიპტი 50 დედის რძეში. არ გამოიყენოთ V-გლიპტი 50, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვებოთ ბავშვი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

თუ V-გლიპტი 50-ს მიღების შემდეგ გაქვთ თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

V-გლიპტი 50 შეიცავს ლაქტოზას

V-გლიპტი 50 შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

როგორ უნდა მიიღოთ V-გლიპტი 50

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა მიიღოთ იგი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ და როდის

V-გლიპტი 50-ის დოზირება განისაზღვრება ადამიანების მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი ზუსტად გეტყვით V-გლიპტი 50-ის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.

V-გლიპტი 50-ის ჩვეულებრივი დოზირება არის შემდეგი:

50 მგ ერთხელ დღეში დილით, თუ V-გლიპტი 50 დანიშნული გაქვთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, რომელსაც სულფონილშარდოვანა ეწოდება.
100 მგ დღეში, რომელიც ორ მიღებაზე იყოფა - 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ თქვენ მხოლოდ V-გლიპტი 50 გაქვთ დანიშნული, ან თუ V-გლიპტი 50 დანიშნული გაქვთ მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, ან მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციასთან ერთად ან ინსულინთან ერთად.
50 მგ ერთხელ დღეში დილით, თუ თირკმლის საშუალო ან მძიმე დაავადება გაქვთ ან თუ დიალიზზე ხართ.
როგორ უნდა მიიღოთ V-გლიპტი 50

ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად წყალთან ერთად.

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ V-გლიპტი 50

V-გლიპტი 50 უნდა მიიღოთ ყოველდღე იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენსაც განსაზღვრავს თქვენი ექიმი. შეიძლება მოგიწიოთ მკურნალობის ხანგრძლივი კურსის ჩატარება.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას, იმისათვის რომ განსაზღვროს მკურნალობის სასურველი ეფექტი.

 V-გლიპტი 50-ს ჭარბი დოზირების შემთხვევაში

თუ თქვენ V-გლიპტი 50-ის ძალიან ბევრი ტაბლეტი მიიღეთ, ან თუ ვინმე სხვამ მიიღო თქვენი წამალი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ საჭირო გახდა ექიმთან მისვლა ან საავადმყოფოში წასვლა, კოლოფი თან წაიღეთ.

თუ დაგავიწყდათ V-გლიპტი 50-ის მიღება. თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. შემდეგ ჩვეულ დროს მიიღეთ შემდეგი დოზა. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ V-გლიპტი 50-ის მიღებას

ექიმის თანხმობის გარეშე არ შეწყვიტოთ V-გლიპტი 50-ის გამოყენება. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ზოგიერთი სიმპტომი დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს:

თქვენ უნდა შეწყვიტოთ V-გლიპტი 50-ის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათია: შეიძლება აღინიშნებოდეს 1 000-დან 1 ადამიანს), რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, სწრაფად განვითარებული გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, რაც შეიძლება მიუთითებდეს რეაქციაზე, რომელსაც „ანგიონევროზული შეშუპება“ ეწოდება.
ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათად), რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტზე).
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე არ არის ცნობილი), რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: მწვავე და მუდმივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის არე), რომელიც ზურგში გადაიცემა, ასევე გულისრევა და ღებინება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს V-გლიპტი 50-ის და მეტფორმინის მიღებისას აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანში): კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.
არც ისე ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანში): დაღლილობა
ზოგიერთ პაციენტს V-გლიპტი 50-ის და სულფონილშარდოვანის მიღებისას აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.
არც ისე ხშირად: ყაბზობა.
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10 000-დან 1ადამიანში): ყელის ტკივილი, სურდო.
ზოგიერთ პაციენტს V-გლიპტი 50-ის და გლიტაზონის მიღებისას აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: წონის მომატება, ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ედემა).
არც ისე ხშირად: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.
ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც მხოლოდ V-გლიპტი 50-ით მკურნალობდნენ, აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: თავბრუსხვევა.
არც ისე ხშირად: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ედემა), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.
ძალიან იშვიათად: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება.
ზოგიერთ პაციენტს V-გლიპტი 50-ის, მეტფორმინის და სულფონილშარდოვანის მიღებისას აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება, ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს V-გლიპტი 50-ის და ინსულინის მიღებისას (მეტფორმინთან ერთად  ან მის გარეშე) აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), სისხლში გლუკოზის დონის შემცირება, გულძმარვა.
არც ისე ხშირად: დიარეა, მეტეორიზმი.
პროდუქტის ბაზარზე გატანის შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა არ არის შესაძლებელი): გამონაყარი, ქავილით, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ლოკალურად კანის აქერცვლა ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, კუნთების ტკივილი.
 შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება არ იყოს მოცემული ამ ბროშურაში.

შენახვა

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებელია ინდოეთში

ექსემედ ფარმაცევტიკალს-ის მიერ

ნაკვეთი №133/1 და 133/2 G.I.D.C.,

სელვას როუდი, ვაპი, დისტ. ვალსადი - 396 195.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy