Zyrtec - ზირტეკი 10მგ 7 ტაბლეტი
სავაჭრო პატენტირებული სახელწოდება :
ზირტეკი *
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება : ცეტირიზინი
ქიმიური სახელწოდება :
[2-[4-[(4- ქლოროფენილი ) ფენილმეთილი ] - 1- პიპერა ზინი ლი ] ეტოქსი ] ძმარ მჟავასდიჰიდროქლორიდი .
სამკურნალო ფორმა :
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები .
1 ტაბლეტის შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება :
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ ;
დამხმარე ნივთიერებები :
მიკროკრისტალური ცელულოზა , ლაქტოზის მონოჰიდრატი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ,მაგნიუმის სტეარატი ; ოპადრაი я Y-1-7000 [ ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171) ,მაკროგოლი 400 .
აღწერა :
თეთრი მოგრძო ტაბლეტები , აპკიანი გარსით დაფარული , ორმხრიმამოზნექილი ზედაპირით ,თითოეული ტაბლეტი გაყოფილია ნაზოლით და ცალ მხარეს მარკირბულია “Y” .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ( H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკა ტორი ).
ფარმაკოთერაპიული თვისებები :
ფარმაკოდინამიკა . ცეტირიზინი – პრეპარატის აქტიური ნივთიერება – წარმოადგენს ჰიდროქსიზინისმეტაბოლიტს , ეკუთვნის ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს და H1 - ჰისტამინურირეცეპტორების ბლოკატორს .
ცეტირიზინი ზეგავლენას ახდენს ალერგიულ რეაქციებზე და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას , ახდენსქავილის და ექსუდაციის საწინააღ მდე გო მოქმედებას . ცეტირიზინი გავლენას ახდენს ალერგიულირეაქციის ჰისტამინდამოკიდებულ სტადიაზე , ზღუდავს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებასალერგიული რეაქციის “ გვიან ” სტადიაზე , აგრეთვე , ამცირებს ეოზინოფილების , ნეიტროფილების დაბაზოფილების მიგრაციას , ახდენს ფოროვანი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას . ამცირებსკაპილარების შეღწევადობას , ზეგავლენას ახდენს ქსოვილების შეშუპების განვითარებაზე , ხსნის გლუვიკუნთების სპაზმს . ხსნის ჰისტამინისა და სპეციფიური ალერგენების შეყვანით გამოწვეულ რეაქციას კანზედა აგრეთვე , გაციებაზე ( სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციება ) კანის რეაქციას . ამცირებსჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქად მიმდინარე ბრონქია ლულ ასთმის დროს .
ცეტირიზინი პრაქტიკულად არ ახდენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონულ მოქმედებას . თერაპიულდოზებით პრეპარატი პრაქტიკულად არ ახდენს სედაციურ ეფექტს . ცეტირიზინის 10 მგ დოზისერთჯერადი მიღების შემდეგ მოქმედება იწყება 20 წუთში (50% პაციენტებში ), 60 წუთში (95%პაციენტებში ) და გრძელდება 24 საათი . მკურნალობის კურსის ფონზე ცეტირიზინის ანტიჰისტამინურიმოქმედების მიმართ ტოლერანტობა არ ვითარდება . თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 3დღე - ღამე .
ფარმაკოკინეტიკა .
ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იცვლება სწორხაზოვნად .
შეწოვა . შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ - ნაწლავისტრაქტიდან . საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციის ხარისხზე , თუმცა , მისი სიჩქარემცირდება . მოზრდილებში პრეპარატის თერაპიული დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლისპლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( ) მიიღწევა საათის შემდეგ და შეადგენს 300 ნგ / მლ .
განაწილება . ცეტირიზინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს . განაწილების მოცულობა ( ) შეადგენს 0,5 ლ / კგ . პრეპარატის 10 მგ დოზის მიღებისას 10 დღის განმავლობაში ცეტირიზინისკუმულაცია არ აღინიშნება .
მეტაბოლიზმი . მეტაბოლირდება ორგანიზმში მცირე მოცულობით O- დეალკი ლირების გზით ( -ჰისტამინის რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებისაგან განსხვავებით , რომლებიც მეტაბოლირდებიანღვიძლში ციტოქრომების სისტემის საშუალებით ) ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტისწარმოშობით .
გამოყოფა . ნახევარგამოყოფის პერიოდი ( ) მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 10 სთ ; 6-12წლამდე ბავშვებში – 6 სთ , 2-6 წლამდე – 5 სთ , 6 თვიდან 2 წლამდე -3,1 სთ . მიღებული პრეპარატისდოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით .
ხანდაზმულ და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის 10 მგ დოზისერთჯერადი მიღებისას იზრდება დაახლოებით 50%- ით და სისტემური კლირენსი მცირდება 40%-ით .
მსუბუქი ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი ( KK )>40 მლ / წთ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ანალოგიურია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისა .
საშუალო სიმძიმის ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფპაციენტებში (( KK )<7 მლ / წთ ), პრეპარატის 10 მგ დოზის მიღებისას იზრდება 3_ ჯერ , ხოლოსაერთო კლირენსი მცირდება 70%- ით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, რაც ითხოვს დოზირების რეჟიმის შესაბამის ცვლილებას .
ჰემოდიალიზი არაეფექტურია .
ჩვენებები :
- სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის და ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომებისსამკურნალოდ , როგორიცაა ქავილი , ცემინება , რინორეა , ცრემლდენა , კონიუნქტივის ჰიპერემია ,;
- ციებ - ცხელება ;
- ჭინჭრის ციება , მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება ;
- სხვა ალერგიული დერმატოზები , მათ შორის ატოპიური დერმატიტი , რომელსაც თანახლავსქავილი და გამონაყარი .
უკუჩვენებები :
- ცეტირიზინის , ჰიდროქსიზინის და პიპერაზინის წარმოებულის და აგრეთვე , პრეპარატისსხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ;
- თირკმლის უკმარისობი ს ტერმინალური სტადია ( KK <10 მლ / წთ );
- გალაქტოზის მემკვიდროებითი შეუთავსებლობა , ლაქტაზის ნაკლებობა ან გლუკოზა -გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი ;
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე ( მოცემულ სამკურნალო ფორმისათვის );
- ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი ;
სიბრთხილით :
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ( საჭიროებს დოზირების რეჟიმის კორექტირებას );
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ;
- ხანდაზმული ასაკი ( შესაძლებელია გორგლისებრი ფილტრაციის დაქვეითება ).
გამოყენების წესი და დოზირება :
შინაგანად მისაღები , 1 ჭიქა სითხის დაყოლებით .
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ბავშვები : სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ (1 ტაბლეტი ). ზოგჯერთერაპიული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია საწყისი დოზის 5 მგ (1/2 ტაბლეტი ) დანიშვნით .
ვინაიდან ზირტეკი * გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით , თირკმლის უკმარისობის მქონეპაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას დოზის კორეგირება ხდება სიდიდის მიხედით .
მამაკაცებისათვის - ს ( კრეატინინის კლირენსი ) სიდიდის გამოთვლა შესაძლებელია შრატისკრეატინინის კონცენტრაციიდან გამომდინარე შემდეგი ფორმულით :
( მლ / წთ ) ;
ქალებში შეიძლება გამოითვალოს მიღებული მნიშვნელობის კოეფიცი ენ ტზე გამრავლებით.
თირკმლის უკმარისობა |
(მლ/წთ) |
დოზირების რეჟიმი |
ნორმა |
10 მგ / დღე - ღამე |
|
მსუბუქი |
50-79 |
10 მგ / დღე - ღამე |
საშუალო |
30-49 |
5 მგ / დღე - ღამე |
მძიმე |
<30 |
5 მგ დღე გამოშვევით |
ტერმინალური სტადია –დიალიზზე მყოფი პაციენტები |
<10 |
პრეპარატის მიღება არ შეიძ ლება |
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობის დოზირებახორციელდება ზემოთ მოყვანილ ცხრილის მიხედვით .
თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში დოზის კორექტირება ხდება - ს და სხეულის მასისგათვალისწინებით .
პაციენტებში , მხოლოდ ღვიძლის უკმარისობით , დოზირების რეჟიმის კორეგირება არ არის საჭირო .
გვერდითი მოვლენები :
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი გვერდითი ეფექტები .
სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრივ : ტრომბოციტოპენია .
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ : ძილიანობა , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი, აგრესია , აგზნებადობა , დაბნეულობა , დეპრესია , ჰალუცინაციები , უძილობა , ტიკი , კონვულსიები ,დისკინეზია , დისტონია , პარესთეზია , გულისწასვლა , ტრემორი .
მხედველობის ორგანოების მხრივ : აკომოდაციის დარღვევა , არამკაფიო მხედველობა , ნისტაგმი .
გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ტაქიკარდია .
სასუნთქი სისტემის მხრივ : რინიტი , ფარინგიტი .
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : პირის სიმშრალე , გულისრევა , აბდომინური ტკივილი , დიარეა .
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ : ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( ტრანსამინაზების , ტუტეფოსფატაზის , g - გლუტამატტრანსფერაზის და ბილირუბინის დონის მომატება ).
შარდის გამოყოფის სისტემის მხრივ : შარდის გამოყოფის დარღვევა , ენურეზი .
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : ქავილი , გამონაყარი , ჭინჭრის ციება , ანგიონევროზული შეშუპება.
იმუნური სისტემის მხრივ : მომატებული მგრძნობელობა , ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე .
ნივთიერებათა ცვლის მხრივ : სხეულის წონის მომატება .
სხვა : დაღლილობა , ასთენია , სისუსტე , შეშუპება .
ჭარბი დოზირება :
პრეპარატის 50 მგ დოზის ერთჯერადი მიღებისას შეიძლება წარმოიშვას შემდეგი სიმპტომები :დაბნეულობა , დიარეა , თავბრუსხვევა , მომატებული დაღლილობა , თავის ტკივილი , სისუსტე ,მიდრიაზი , ქავილი , სედაციური ეფექტი , ძილიანობა , სტუპორი , ტაქიკარდია , ტრემორი , შარდისშეკავება .
მკურნალობა : პრეპარატის მიღებისთანავე – კუჭის ამორეცხვა ან ღებინების ხელოვნურად გამოწვევა .რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის დანიშვნა , სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიისჩატარება .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
ცეტირიზინის პსევდოეფედრინთან , ციმეტიდინთან , კეტოკონაზოლთან , ერიტრომიცინთან ,აზიტრომიცინთან , გლიპიზიდთან და დიაზეპამთან ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურადმნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ იყო .
თეოფილინთან (400 მგ / დღე - ღამეში ) ერთდროულად დანიშვნისას ცეტირიზინის საერთო კლირენსიმცირდება 16%- ით ( თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება ).
მაკროლიდებთან და კეტოკონაზოლთან ერთდროულად დანიშვნისას , ელექტროკარდიოგრამაზეცვლილებები შემჩნეული არ არის .
პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენებისას ალკოჰოლთან ( ალკოჰოლის სისხლში 0,5 გ / ლკონცენტრაციისას ) ურთიერთქმედების მონაცემები არ არის მიღებული . მიუხედავად ამისა , საჭიროაალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება პრეპარატით მკურნალობის დროს , რათა თავიდან იქნასაცილებული ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა .
განსაკუთრებული მითითებები .
6 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ზირტეკს უნიშნავენ შიგნით მისაღები წვეთების სამკურნალო ფორმით 10 მგ/ მლ .
საჭიროა სიფრთხილე ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას ( იხ . ურთიერთქმედება სხვა სამკურნალოსაშუალებებთან ).
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა .
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ თერაპიულ დოზებშიპრეპარატის მიღების დროს არასასურველი მოვლენები დაფიქსირებული არ არის , მაგრამ , ამისმიუხედავად , მიზანშეწონილია თავის შეკავება პრეპარატის მიღების პერიოდში პოტენციურად საშიშისაქმიანობისაგან , რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებისსისწრაფეს
გამოშვების ფორმა :
აპკიანი გარსით დაფარული 10 მგ ტაბლეტები . 7 ან 10 ტაბლეტი ბლისტერში [ პვქ / ალუმინის ფოლგა ]. 1 (7 ან 10 ტაბლეტი ) ან 2 (10 ტაბლეტი ) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოსკოლოფში .
შენახვის პირობები :
ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს +300 С .
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა :
5 წელი .
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .
Units | 7 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account