Iridium - ირიდიუმი თვალის წვეთები 8მლ
ჩვენება:ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექცია, ბლეფარიტი, რქოვანას დამწვრობა, საცრემლე აპკის დაზიანება.
შემადგენლობა:
- ექინაცეას მშრალი ექსტრაქტი 0.200 გრ.
- ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 0.150გრ.
- N(ჰიდროქსიმეთილ) გლიცინატი 0.002 გრ.
- ნატრიუმის ედეტატი 0.100გრ.
- იზოტონური ბუფერული ხსნარი 100მლ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნოსტიმულატორი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი , რომლის შემადგენლობაში შედის ექინაცეას მშრალი ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, N(ჰიდროქსიმეთილ) გლიცინატი
ირიდიუმი წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს ადგილობრივი გამოყენებისათვის, უზრუნველყოფს რქოვანას და საცრემლე აპკის პროტექციას.
ექინაცეას მშრალი ექსტრაქტი უზრუნველყოფს თვალის ქსოვილების იმუნურ დაცვას და ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს. ექინაციას გააჩნია მაინჰიბირებმელი მოქმედება ჰიალურონიდაზაზე, რომელიც იწვევს ჰიალურონის მჟავას გახლეჩას, აფერხებს ინფექციის გავრცელებას პირველადი კერიდან.
მაინჰიბერებელი აქტივობა ჰიალურონიდაზას მიმართ ამაღლებს ქსოვილების წინააღმდეგობის გაწევის უნარს ინფექციური აგენტის მიმართ.
ანტიბაქტერიული მოქმედება განპირობებულია მარკოფაგების აქტივაციით,ნეიტროფილების ეოზინოფილების,მონოციტების,ბ-ლიმფოციტების რაოდენობრივი და ფაგოციტური აქტოვობის გაზრდით.
ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას და ბლოკირება,ლეიკოციტარული ინფილტრაციის შემცირება დაზიანებულ ქსოვილებში,გაანაპირობებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ჰიალურონის მჟავა ქმნის ხელსაყრელ მიკროგარემოს ,რქოვანას და კონიუქტივას რეგენერაციისათვის.
N (ჰიდროქსიმეთილ) გლიცინატი არღვევს ბაქტერიის უჯრედულ მემბრაბნას, ჩაანაცვლებს ბაქტერიის ენდოგენურ გლიცინს და ამით არღვევს ბაქტერიის ენდოგენური გლიცინის და ცილის სინთეზს.
ნატრიუმის ედეტატი გამოიყენება რქოვანაზე კალციუმის მარილების ჩალაგების გამოსადევად. აძლიერებს N(ჰიდროქსიმეთილ)გლიცინატის მოქმედებას.
ჩვენებები:
- ადგილობრივი იმუნიტეტის გაზრდა მორეციდივე კონიუქტივიტების დროს
- ბაქტერიული ინფექცია
- ვირუსული ინფექცია
- სოკოვანი ინფექცია
- ბლეფარიტი
- რქოვანას დამწვრობა
- საცრემლე აპკის დაზიანება
გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილები: 1-2 წვ. 2-3 ჯერ დეში
ბავშვები: 1წვ. 2-3 ჯერ დღეში
გამოყენება ბავშვებში:კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დანიშვნის შემთხვევაში ასაკობრივი Sეზღუდვა არ გააჩნია.
უსაფრთხოების ზომები:
არ გამოიყენოთ ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში
არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
არ შეეხოთ ფლაკონის წვერით თვალის ზედაპირს
გამოყენებისას სხვა თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე სასურველია გავიდეს 10-15 წუთი.
უნდა იქნას განოყენებული გახსნიდან 90 დღის მანძილზე
არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
იხმარება მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის
პრეპარატი უნდა შეინახოს 25C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა
გამოშვების ფორმა:
8 მლ ფლაკონი.
მწარმოებელი SOOFT იტალია
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account