Avene - ავენი მზისგან დამცავი SPF50+ 2634/9548
Avene - ავენი მზისგან დამცავი SPF50+
მზის დამცავი საშუალება შეიცავს ფართო სპექტრის მზისგან დამცავ ფილტრს - ტრიასორბს, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი და დაბერების პროცესის გამომწვევი ლურჯი გამოსხივებისგან ( მაღალის სიხშირის ხილული გამოსხივება ). ეს არის უსაფრთხო ფილტრაციის სისტემა, რომელიც ასევე იცავს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა დაამტკიცა მისი არატოქსიკურობა საზღვაო ბიომრავალფეროვნების სამი ძირითადი სახეობისთვის: მარჯანი, ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი. მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიური ბაზაა ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი სახის კანისთვის, შეიცავს ცხიმის მარეგულირებელ ინგრედიენტს - მინოლაურინს. კრემი შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის მზისგან გამოწვეული ლაქების გაჩენას. მისი მსუბუქი ტექსტურა შეიწოვება ძალიან სწრაფად. არ ტოვებს ლაქებს, არ პრიალებს კანზე წასმისას და საუკეთესო ბაზაა ყოველდღიური მაკიაჟისთვის. მისი ფორმულა არის წყალგამძლე.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება გასუფთავებულ სახის კანზე მზეზე გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე, პერიოდულად განაახლეთ მისი დატანება ცურვის, ოფლიანობისა და პირსახოცით კანის გამშრალების შემთხვევაში.
მოცულობა 50 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account