Tonymoly - ტონიმოლი 2X თვალის კრემი 30 მლ 0805
Tonymoly - ტონიმოლი 2X თვალის კრემი
თვალის კრემი, გამდიდრებულია კოლაგენის მაღალი შემცველობით ( 85% ), საშუალება ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას. კრემი ხელს უწყობს თვალის ირგვლივ დელიკატური კანის დატენიანებასა და დარბილებას. კრემი ეფექტურად უმკლავდება თვალის ირგვლივ წვრილ და ღრმა ნაოჭებს, ამცირებს მათ რაოდენობასა და ზრდის კანის ელასტიურობას.
წვრილად დაფხვნილი კოლაგენის მოლეკულური სტრუქტურის გამო საშუალება აღწევს და იწყებს „მუშაობას“ კანის ღრმა ფენებში. კრემის ინგრედიენტები, ვიტამინი C და ჰიალურონის მჟავა, აძლიერებს სინერგიულ ეფექტს და ხელს უწყობს კანის ელასტიურობის მნიშვნელოვან ზრდას. ვიტამინი B12 კი უბრუნებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალების მცირე რაოდენობა თანაბრად, მსუბუქი მოძრაობებით გადაინაწილეთ თვალის ირგვლივ.
მოცულობა 30 მლ.
დამზადებულია კორეაში
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account