Mizon - მიზონი შრატების ნაკრები MINI 8929

განსაკუთრებული ფასი 81,60 ლ რეგულარული ფასი 136,00 ლ
მარაგშია
SKU
67611_2746

Mizon - მიზონი შრატების ნაკრები MINI 
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. მიზონის ღამის აღმდგენი შრატი 9.3 მლ. 
2. მიზონის კოლაგენ 100 შრატი 9.3 მლ.
3. მიზონის ლოკოკინის სახის შრატი 9.3 მლ.
4. მიზონის პლაცენტა 45 9.3 მლ.
5. მიზონის ჰიალურონის სახის შრატი 9.3 მლ. 

Mizon - მიზონი შრატების ნაკრები MINI 
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. მიზონის ღამის აღმდგენი შრატი 9.3 მლ. 
2. მიზონის კოლაგენ 100 შრატი 9.3 მლ.
3. მიზონის ლოკოკინის სახის შრატი 9.3 მლ.
4. მიზონის პლაცენტა 45 9.3 მლ.
5. მიზონის ჰიალურონის სახის შრატი 9.3 მლ. 
მიზონის ღამის აღმდგენი შრატი
რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, აღადგენს კანის უჯრედებს, აჩქარებს კოლაგენის სინთეზს. მატებს კანს ახალგაზრდულ იერს. ზრდის ლიპიდებისა და ცილების შემცვლელობას კანის შრეებში, რითაც აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს, ამცირებს ფორებს და ათანებრებს კანის მიკრორელიეფს. აფერხებს დაბერების პროცესს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საღამოს ტონერის ან ესენციის შემდეგ სახისა და დეკოლტეს არეზე. არ საჭიროებს ჩამობანას.
მიზონის კოლაგენ 100 შრატი
კონცენტრირებული კოლაგენის შრატი ასწორებს წვრილ ნაოჭებს და აფერხებს დაბერების პროცესს, აღადგენს კანის ელასტიურობას, ახდენს სახის ოვალის მოდელირებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. გამოირჩევა ლიტინგის ეფექტით, ავსებს ღრმა და მიმიკურ ნაოჭებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ გასუფთავებულ სახის კანზე, სრულად შეწოვის შემდეგ, რეკომენდებულია კრემის გამოყენება. 
მიზონის ლოკოკინის სახის შრატი
80% ლოკოკინას ექსტრაქტის შემცველობის შრატი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. შრამების, ყველა ტიპის ნაწიბურების, სტრიების, აკნეს, გაფართოებული ფორების, გამონაყარის, ფოტო დაბერების საწინააღმდეგოდ. მცენარეული წარმოშობის ალანტოინის, არყის ხის ექტრაქტის, ადენოზინისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია ლოკოკინას ექსტრაქტთან ერთად ადვილად ათვისებადია ადამიანის კანისთვის.
გამოყენების წესი: 1-2 წვეთი შრატი საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად, დაიტანეთ გასუფთავებულ სახის კანზე, მსუბუქი მასირების შემდეგ რეკომენდებულია კრემის გამოყენება, ასევე შეიძლება კრემში რამოდენიმე წვეთი შრატის ჩაწვეთება გამოყენებამდე. გამოიყენება ყოველდღიურად სახის ძირითადი მოვლის დროს. 
მიზონის პლაცენტა 45
რეკომენდებულია მოწიფული ასაკის ყველა ტიპის კანისთვის, გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, აფერხებს დაბერების პროცესს. 45% პლაცენტის ექსტრაქტი ანიჭებს კანს ნათელ და ჯანსაღ ელფერს. პლაცენტის შრატის შემადგენლობა მაქსიმალურად ახლოსაა ჩვენი კანის უჯრედების შემადგენლობასთან, რის გამოც იგი გაცილებით ეფექტურია ვიდრე მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქცია.
გამოყენების წესი: დაიტანეთ გასუფთავებულ სახის კანზე, მსუბუქი მასირების შემდეგ რეკომენდებულია კრემის გამოყენება. 
მიზონის ჰიალურონის სახის შრატი
რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. ჰიალურონის მჟავა არის ერთ-ერთი საუკეთესო  ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი ჰიალურონის მჟავის, კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას. კერამიდ 3 - არის კანის ლიპიდური კომპონენტი, რომლის უკმარისობასაც განიცდის მშრალი კანი, შრატი ამცირებს კანის მიერ წყლის დაკარგვას. ბეტა გლუკანი - ძლიერი იმუნიტეტის აქტივატორი. იაპონური არყის ხის ექსტრაქტი - ბუნებრივი დამატენიანებელი. ჟოლო ექსტრაქტი - მდიდარია ვიტამინი C, ვიტამინ A, E, B2, PP. არნიკა, აბზინდა, ფარსმანდუკი - დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო აღადგენს კანის უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, აქვს მატონიზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ 2-4 წვეთი გაწმენდილ ნოტიო სახეზე, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს სახის კრემში, ასევე შეგიძლიათ დაამატეთ რამოდენიმე წვეთი ნიღაბში, BB კრემში ან ტონალურში. არ შეიცავს პარაბენებს, ხელოვნურ არომატიზატორებს. 

დამზადებულია კორეაში

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy