Crebros - კრებროსი 5მგ 20 ტაბლეტი
კრებროსი®
Crebros®
5მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისათვის
• აქტიური ნივთიერება: თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს
• შემავსებლები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოვიდონი K25, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, HPMC (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა), ტალკი, მაკროგოლი (PEG 6000)
•
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ- ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად; არ გადასცეთ სხვებს.
• ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
• დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
1. რა არის კრებროსი® და რისთვის გამოიყენება
2. კრებროსის® გამოყენებამდე
3. კრებროსის® გამოყენების წესები
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. კრებროსის® შენახვის პირობები
სათაურები მოცემულია.
1. რა არის კრებროსი® და რისთვის გამოიყენება
• კრებროსი® წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას და გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინური საშუალებები ბლოკავენ ჰისტამინის მოქმედებას და აუმჯობესებენ ალერგიის სიმპტომებს.
• კრებროსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 20 და 40 აპკით დაფარულ ტაბლეტს. იგი არის თეთრი, ოვალური, ამობურცული აპკით დაფარული ტაბლეტი, რომლის ერთ მხარეზე დატანილია ლოგო “LS”.
• კრებროსი® ნაჩვენებია ალერგიული რინიტის (მათ შორის დროებითი/ქრონიკული ან სეზონური/წლიური) და ქრონიკული გამონაყარის (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება) სიმპტომების (ქავილი, წყლულები, სიწითლე) სამკურნალოდ 6 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში.
2. კრებროსის® გამოყენებამდე
არ მიიღოთ კრებროსი®:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ანტიჰისტამინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
• თუ თირკმლის ფუნქცია ძლიერ დაქვეითებულია (თირკმლის მწვავე უკმარისობა, როდესაც კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე ნაკლებია).
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კრებროსი®:
• კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში.
• კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის ზოგიერთ ტიპს პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
• სიფრთხილეა საჭირო თუ კრებროსი® მიიღება ალკოჰოლთან ერთად. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სიფხიზლეზე, თუმცა ცეტირიზინის რაცემატს არ გამოუწვევია ალკოჰოლის ეფექტის ზრდა.
• თუ გიჭირთ მოშარდვა (წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ან ზურგის ტვინის დაზიანების შემთხვევაში) კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.
კრებროსის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვების დროს ან შუალედებში.
ორსულობა
• პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატის მიღებას უნდა მოერიდოთ ორსულობის პერიოდში
• თუმცა პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ექიმი ნიშნავს სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.
• თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტაცია
• პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ცეტირიზინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ აღნიშნული პროდუქცია.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობს კრებროსს® შესაძლოა აღენიშნოს დაღლილობა და სისუსტე. თუ აპირებთ ტრანსპორტის მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებას ან მექანიზმების გამოყენებას პირველ რიგში უნდა დაელოთ და დააკვირდეთ თუ როგორი რეაქცია გაქვთ პრეპარატზე. თუმცა სპეციალური ტესტების მიხედვით არ გამოვლენილა გონებრივი სიფხიზლის, რეაგირების უნარის ან ტრანსპორტის მართვის უნარის დაქვეითება ჯანმრთელ პირებში ლევოცეტირიზინის რეკომენდირებული დოზების მიღებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრებროსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის ზოგიერთ ტიპს პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ან სხვა ცენტრალური მოქმედების საშუალებების ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ ნებისმიერი სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ შეძენილი პრეპარატი.
3. კრებროსის® გამოყენების წესები
• კრებროსი® ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
6-12 წლის ბავშვები: 5მგ დღეში (1 აპკით დაფარული ტაბლეტი)
12 წელზე ზემოთ მოზარდები და მოზრდილები: 5მგ დღეში (1 აპკით დაფარული ტაბლეტი)
• მიღების გზა და მეთოდი
• კრებროსის® მიიღება მხოლოდ პერორალურად
• ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. დღიური დოზა მიიღება ერთ ჯერზე.
• კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად
• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვები:
მონაცემების არარსებობის გამო კრებროსის® მიღება არ არის
რეკომენდირებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში
კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის
ბავშვებში წამლის ფორმის გამო
ხანდაზმულები:
დოზის კორექცია არ არის რეკომენდირებული თირკმლის ნორმალური
ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში
• განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
• თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში სიმწვავის მიხედვით ინიშნება დაბალი დოზები, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
• თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა არ მიიღოთ აღნიშნული პროდუქცია
• თუ გაქვთ მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეგიძლიათ მიიღოთ სტანდარტული დოზები.
• თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და უკმარისობა დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის დაავადების სიმწვავის მიხედვით, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ჩივილების ტიპების და კლასიფიკაციის მიხედვით. დაიცავით ექიმის მითითებები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.
თუ მიიღეთ პრეპარატ კრებროსის® ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ კრებროსის® ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის ძლიერ გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში მოსალოდნელია შფოთვა და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კრებროსის® მიღება:
თუ დაგავიწყდათ კრებროსის® მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა დაელოდეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
კრებროსის® მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები
კრებროსის® ვადაზე ადრე შეწყვეტა არ იწვევს საზიანო ეფექტებს იმ თვალსაზრისით, რომ დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება პროგრესულად, მაგრამ არა იმაზე მეტი სიმწვავით, რაც აღინიშნებოდა კრებროსით® მკურნალობის დაწყებამდე.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად კრებროსმა® შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოცემული ეფექტი შეწყვიტეთ კრებროსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:
• პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (მძიმედ სუნთქვა და დაჭიმულობა გულმკერდის არეში), გამონაყარი, არტერიული წნევს უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).
• სხეულის უკონტროლო კანკალი კრუნჩხვებთან ერთად (კონვულსია)
• ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• გულისცემის აჩქარება
• სუნთქვის უკმარისობა
• მხედველობის დაქვეითება
• ჩვეულებრივზე მეტი გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში (ტაქიკარდია)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზულია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ კრებროსზე®. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათად აღინიშნება.
თუ შენიშნავთ რომელიმე მათგანს მიმართეთ ექიმს:
• პირის სიმშრალე
• თავის ტკივილი
• დაღლილობა
• ძილიანობა
• თავბრუსხვევა
• შეგრძნების დაკარგვა
• გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება
• გულის წასვლა
• კანკალი
• მუცლის ტკივილი
• შეშუპება
• ძლიერი ქავილი
• გამონაყარი კანზე
• ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, ქავილი და სიწითლზე)
• კანის გაღიზიანება
• წონის მატება
• კუნთების ტკივილი
• აგრესიული ან შემაწუხებელი ქცევა
• ღებინება
• გულისრევა
• არარსებული საგნების ხედვა (ჰალუცინაციები)
• დეპრესია
• გამუდმებით სუიციდზე ფიქრი/დარდი
• გემოს შეგრძნების ცვლილება (დისგევზია)
• მტკივნეული რეაქცია ბრუნვის ან მოძრაობის დროს
• მხედველობის დაბინდვა
• ტკივილი შარდვის დროს
• შარდი ბუშტის არასრულად დაცლა
• შიმშილის გრძნობის გაძლიერება
• დეპრესია
• ჰალუცინაციები
• სუნთქვის უკმარისობა
• ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.titck.gov.tr. და დააჭირეთ “გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესს.
5. კრებროსის® შენახვის პირობები
შეინახეთ კრებროსი® თავისივე შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე <25C.
ვარგისიანობის ვადა
გთხოვთ შეინახოთ თავისივე შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ კრებროსი® შეფუთვაზე/გარე კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
კრებროსი® არ გამოიყენება თუ შენიშნავთ დაზიანების ნიშნებს შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სანტა ფარმა ილაჩ სან. ა.შ. (Santa Farma Ilaç San. A.Ş)
ოკმეიდანი, ბორუ ჩიჩეგის ქ.#16
34382 შიშლი- სტამბული
ტელ: +90 212 220 64 00
ფაქსი: +90 212 222 57 59
მწარმოებელი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ.
გებკიმი 41455 დილოვასი-ქოჯაელი
ტელ: (+90 262) 674 23 00
ფაქსი: (+90 262) 674 23 21
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account