ლასტეტი 50მგ 20 კაფსულა

180,09 ლ
მარაგშია
SKU
79281_905

[ ჩვენებები ]

ფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბო

ავთვისებიანი ლიმფომა

 

კლინიკურად დადასტურდა მისი ეფექტურობა ფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბოს , ავთვისებიანი ლიმფომისა და მსგავსიპათოლოგიების წინააღმდეგ .

[ შემადგენლობა ]

ლასტეტის კაფსულა 100: თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ეტოპოზიდს .

ლასტეტის კაფსულა 50: თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ ეტოპოზიდს .

ლასტეტის კაფსულა 25: თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ეტოპოზიდს .

თითოეული კაფსულა ასევე შეიცავს პოლიეთილენ გლიკოლს , ეთილის პარაბინს , პროპილის პარაბინს არააქტიური ინგრედიენტების სახით.

[ ჩვენებები ]

ფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბო

ავთვისებიანი ლიმფომა

[ დოზირება და მიღების წესი ]

მკურნალობის ერთი კურსისათვის , მოზრდილების ჩვეულებრივი დოზაა 175-200 მგ ეტოპოზიდი დღეში , 5 დღის განმავლობაში ,რომელსაც თან სდევს დასვენების 3 კვირიანი ინტერვალი და შემდგომ განმეორებითი კურსი . დოზირების განსაზღვრა წარმოებსპაციენტის დაავადებისა და სიმპტომების მიხედვით .

[ სიფრთხილის ზომები ]

ზოგადი სიფრთხილის ზომები
(1) სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობის გამო , როგორიცაა ძვლის ტვინის დეპრესია ან სხვა სიმპტომები ,საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ხშირი ლაბორატორიული ანალიზებით ( ჰემატოლოგიური , თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციურიტესტები ). რაიმე სახის დარღვევის არსებობის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება , როგორიცაა დოზის შემცირება ანპრეპარატის მოხსნა . სიფრთხილეა საჭირო ხანგრძლივი მკურნალობის დროს , რადგან მაღალია უფრო მწვავე და შეუქცევადიგვერდითი მოვლენების განვითარების რისკი .

(2) განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფექციის და სისხლდენისადმი მიდრეკილების გამოვლინებასა ან გაუარესებას .

(3) ბავშვებში დანიშვნის დროს სიფრთხილეა საჭირო , ყურადღება უნდა მიექცეს გვერდითი მოვლენების განვითარებას .

(4) ბავშვებში ან რეპროდუქციული ასაკის ავადმყოფებში დიდი ყურადღება ექცევა სასქესო ორგანოებზე გავლენას .

უკუჩვენებები ( პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ პაციენტებში )
(1) პაციენტებში ძვლის ტვინის მძიმე დეპრესიით

(2) პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ამ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა .

პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა ( პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება შემდეგ პაციენტებში )
(1) პაციენტებში ძვლის ტვინის ფუნქციის დეპრესიით

(2) პაციენტებში ღვიძლის დაავადებით

(3) პაციენტებში თირკმლის დაავადებით

(4) პაციენტებში ინფექციით

(5) პაციენტებში ჩუტყვავილათი ( შეიძლება განვითარდეს ფატალური სისტემური რეაქცია )

* 4. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

გვერდითი ეფექტი როგორიცაა მიელოსუპრესია , შეიძლება გაძლიერდეს სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან დარადიოთერაპიასთან ერთდროულად დანიშნვის დროს .

** 5. გვერდითი ეფექტები

**(1) ჰემატოლოგიური :

შეიძლება განვითარდეს პანციტოპენია , ლეიკოპენია , თრომბოციტოპენია , ჰემორაგია და ანემია .

**(2) ღვიძლისმიერი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები , როგორიცაა GOT, GPT, ALP, ბილირუბინის დონის მომატება , და ასევე g -GTP, LDH დონისმომატება შეიძლება განვითარდეს არც თუ ისე ხშირად .

**(3) თირკმლის მხრივ

შეიძლება განვითარდეს BUN და კრეატინინის დონის მომატება . ასევე შეიძლება არც თუ ისე ხშირად განვითარდეს პროტეინურია .

** (4) რესპირატორული

ინტერსტიციული პნევმონია შეიძლება განვითარდეს .

** (5) გასტროინტესტინური

შეიძლება განვითარდეს გულისრევა , ღებინება , ანორექსია , სტომატიტი , დიარეა , მუცლის ტკივილი , ყაბზობა .

** (6) ჰიპერმგრძნობელობა

ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება განვითარდს გამონაყარის სახით .

** (7) დერმატოლოგიური

იშვიათად შეიძლება განვითარდეს მძიმე ალოპეცია , ერითემა , ქავილი . ასევე პიგმენტაცია , და სხვა შეიძლება განვითარდეს არცისე ხშირად .

** (8) ფსიქონევროლოგიური

შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია , როგორიცაა კიდურების დაბუჟება , თავის ტკივილი და სხვა .

** (9) კარდიოვასკულარული

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ელექტროკარდიოგრამის ცვლილება , არითმია , ტაქიკარდია და ჰიპოტენზია .

** (10) ელექტროლიტები

შეიძლება განვითარდეს ნატრიუმის , კალიუმის , ქლორის , კალციუმის დონის ცვლილებები .

** (11) სხვა

შეიძლება განვითარდეს ზოგადი სისუსტე და ცხელება . აგრეთვე სახის ჰიპერემია , შეშუპება , შრატის საერთო ცილის რაოდენობისდაქვეითება შეიძლება არც თუ ისე ხშირად განვითარდეს .

** 6. გამოყენება ხანდაზმულებში

ვინაიდან ხანდაზმულ ასაკში ვითარდება ფიზიოლოგიური ჰიპოფუნქცია ( ჰემატოპოეტური ფუნქცია , ღვიძლის ფუნქცია , თირკმლისფუნქცია და სხვა ), აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება პრეპარატის მიღების და მიღებათა შორის ინტერვალის დროს .

** 7. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

(1) ლაბორატორიულ ცხოველებზე დაკვირვებამ გამოავლინა ამ პრეპარატით გამოწვეული მალფორმაციების განვითარება

არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება ორსულებში ან შესაძლო ორსულობის დროს .

(2) ცხოველებზე დაკვირვებებმა გამოავლინა , რომ პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და არ შეიძლება მისი მიღება ლაქტაციის დროს .

*8. სხვა

სხვა ანტინეოპლაზურ საშუალებებთან კომბინაციამ შეიძლება გამოავლინოს მწვავე ლეიკემია ( ზოგ

შემთხვევაში თან ახლავს პრელეიკემიური ფაზა ).

 

[ ფარმაკოლოგია ]

სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა
სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა ახასიათებს შემდეგი სიმსივნის მიმართ : L1210 ვირთაგვის სიმსივნე და P388 ლეიკემია , B16მელანომა , ლუვისის ფილტვის კიბო , მსხვილი ნაწლავის სიმსივნე 26, მსხვილი ნაწლავის სიმსივნე 38, M 5076 საკვერცხეების კიბო დაერლიხის კარცინომა . გარდა ამისა , სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა გამოვლინდა ვირთაგვებში ასციტით მიმდინარე ჰეპატომისAH66F და AH66 ფორმის დროს .

მოქმედების მექანიზმი
ეტოპოზიდს გააჩნია ციტოციდური აქტივობა უჯრედების წინააღმდეგ უჯრედული ციკლის გვიანი S ფაზის და G2 დონეზე დამაბლოკირებელი ეფექტი G2 ფაზაზე . მისი მოქმედების მექნიზმია არაპირდაპირი მოქმედებით დნმ - ის ჯაჭვის გახლეჩვა . გარდა ამისა, მისი ციტოციდური ეფექტის ინტესივობის გაზრდა დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე და დოზაზე .

 

[ ფარმაკოკინეტიკა ]

< სისხლში კონცენტრაცია და შარდში გამოყოფა >

სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღწევს პიკურმაჩვენებელს 1-2 საათში , ამის შემდეგ კი თანდათან მცირდება . პრეპარატის შარდში გამოიყოფა დოზის 6-30% უცვლელი სახითმიღებიდან 24 საათში .

ეტოპოზიდის შრატის კონცენტაციის დონეები ლასტე ტის კაფსულის ერთჯერადი ორალური მიღების შემდეგ

ამას გარდა , ჩატარდა კვლევა კიბოთი დაავადებული პაციენტების ჯგუფებში ,რომლებიც ღებულობდნენ ეტოპოზიდს 5 დღის განმავლობაში - I ჯგუფი ღებულობდა 200 მგ / სხეულის / დღეში ერთხელ დილით და IIჯგუფი - 200 მგ / სხეულის / დღეში გაყოფილი ორ დოზად , ერთი საღამოს და ერთი დილით . ამ კვლევის შედეგად დადგინდა , რომეტოპოზიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი სხვაობა ჯგუფებს შორის არ გამოვლენილა და ასევე აკუმულაციის ნიშნები არდაფიქსირებულა .

[ კლინიკური კვლევები ]

შემდეგი მონაცემები წარმოადგენს ეტოპოზიდის ერთჯერადი დოზის ორალურად მიღების შედეგად მიღებულ კლინიკურ შედეგებსფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბოსა და ავთვისებიანი ლიმფომის შემთხვევაში .

< კლინიკური ეფექტები >

პასუხის სიხშირე ფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში არის 33/128=25.8%, ხოლო რემისიის სიხშირე ავთვისებიანილიმფომის შემთხვევაში არის 38/92=41.3%.

**< გვერდითი ეფექტები , ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებების ჩათვლით >

არასასურველი რექციები 1.614 შემთხვევიდან იყო ალოპეცია (32.4%), ანორექსია (27.7%), გულისრევა (20.4%), ღებინება (9.6%), დიარეა(3.0%), სტომატიტი (5.9%), სისუსტე (9.1%), ცხელება (4.8%).

ლაბორატორიული მონაცემთა ცვლილებებს ძირითადად წარმოადგენდა მიელოსუპრესიის ნიშნები , როგორიცაა ლეიკოპენია (47.2%),ერითროციტოპენია (30.2%) და თრომბოციტოპენია (19.8%). გარდა ამისა , აღინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები ,როგორიცაა GOT - ის (7.3%), GPT- ის (7.5%), A l -P- ის (3.2%) g- GTP- ის (3.0%), და ბილირუბინის დონის მომატება , ისევეროგორც თირკმლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები , რაც გამოიხატება BUN (2.9%) დონის მომატებაში .

 

[ არაკლინიკური კვლებები ]

< ტოქსიკურობა >

ერთჯერადი დოზით გამოწვეული ტოქსიურობა (LD50 მგ / კგ )

ცხოველი

სქესი

მიღების გზა

ი / ვ

ორალური

ი / პ

თაგვი , ( ICR ჯიშის , 6 კვირის ასაკის )

დაკვირვების პერიოდი : 14 დღე

-

203

1.752

64

a

237

1.375

70

ვირთაგვა , ( ვისტარის ჯიშის , 6 კვირისასაკის )

დაკვირვების პერიოდი : 14 დღე

-

75

1.949

39

a

88

1.784

54

ბოცვერი , ( JW-NIBS ჯიშის , 4-5 თვის ასაკის) დაკვირვების პერიოდი : 28 დღე

-

37

198

-

a

61

147

-

ძაღლი , (7-12 თვის ასაკის )

დაკვირვების პერიოდი : 14 დღე

-

10-40

>800

-

a

10-40

-

-

დოზის განმეორებითი შეყვანის შედეგად გამოწვეული ტოქსიურობა
ქვემწვავე და ქრონიკულ ტოქსიურობაზე კვლევებით დადგინდა , რომ ვირთაგვებსა და ძაღლებში , პრეპარატის ი / ვ და ორალურადმიღების შემდეგ ძირითად სამიზნე ორგანოს წარმოადგენს : ჰემატოპოეტური სისტემა ( ანემია , ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია , ელენთისგერმინაციული ცენტრის ატროფია , ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება ), ლიმფური სისტემა ( თიმუსისა დალიმფური ჯირკვლების ატროფია ), მამაკაცის სასქესო ორგანოები ( გონადებისა და ეპიდიდიმისის ატროფია ) დაგასტროინტესტინალური სიმპტომები ორალურად მიღების შემდეგ ( დიარეა და სისხლდენა ნაწლავებიდან ). პრეპარატის მოხსნის შემდეგყველა ეს გვერდითი ეფექტი შექცევადია გარდა მამაკაცის სასქესო ორგანობის მხრივ განვითარებული გამოვლინებებისა .

რეპროდუქციული და ზრდა - განვითრებასთან დაკავშირებული ტოქსიურობა
პრეგესტაციურ და გესტაციურ პერიოდში ვირთაგვებზე ექსპერიმენტებით დადგინდა , რომ ძირითადი ცვლილებებია : იმპლანტაციებისრაოდენობის შემცირება , ნაყოფის რეზორბციის გაზრდა და დოზა - დამოკიდებული ანომალიების განვითარება ( ოფთალმოლოგიური დაც . ნ . ს .- ის მხრივ დარღვევები ). ორგანოგენეზის პერიოდში იგი იწვევს ნაყოფის სიკვდილს და / ან შეფერხებულ ზრდას , ანომალიებს( ოფთალმოლოგიური და ც . ნ . ს .- ის მხრივ დარღვევები ), პოსტნატალური შეყოვნებული ზრდა , გენიტალური ორგანოებისგანვითარების შეფერხება , რომელსაც თან ახლავს გენიტალიების ჰიპოპლაზია ცოცხალ შთამომავლებში . ბოცვრებში გამოვლინდა , რომორგანოგენეზის პერიოდში ფეტალური ტოქსიურობა ვლინდება ნაყოფის სიკვდილით და ზრდა - განვითარების შეფერხებითანომალიებთან ერთად ( ვიზუალური დარღვევები და სხვა ), რომლებიც დამოკიდებულია შეყვანის მეთოდზე და დოზაზე .ვირთაგვების პრენატალურ და ძუძუთი კვების პერიოდში ძირითად ცვლილებებს წარმოადგენდა პრენატალური ფეტალურიტოქსიურობა , პოსტნატალური ზრდის შეფერხება , გენიტალიების განვითარების შეფერხება და გენიტალიების ჰიპოპლაზია .

ტოქსიურობის სხვა სახეები
შემდეგი ტესტების შედეგების მიხედვით ეტოპოზიდი წარმოადგენს მუტაგენურ ფაქტორს : Rec- ანალიზის Bacillus subtilis H17 rec+და M45 ჩათვლით , რევესიის ტესტი Salmonella typhimurium T98, T1537 და T1 538 ჩათვლით და მიკრონუკლეარული ტესტიჩატარებული თაგვებზე .

< განაწილება და ექსკრეცია ცხოველებში >

კონცენტრაცია სისხლში ( ვირთაგვა , ძაღლი )
ვირთაგვებში სისხლში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2 საათში , ამის შემდეგ შემცირება ორფაზიანია T1/2 3.5სთ ., a- ფაზაში და T1/2 36.5 სთ ., b- ფაზაში . ძაღლებში , სისხლში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში ,ამის შემდეგ კონცენტრაციის შემცირება მიმდინარეობს ორ ფაზად T1/2 1.8 სთ ., a- ფაზაში და T1/2 30.8 სთ ., b- ფაზაში .

განაწილება ( ვირთაგვები )
პრეპარატი მიღების შემდეგ ნაწილდება პერიფერიულ ორგანოებში . ღვიძლში , თირკმელებში , შარდის ბუშტში , ფილტვში , ხრტილში ,თირკმელზედა ჯირკვალში , მეზენტერიალურ ლიმფურ კვანძებში და კანში , და პერიფერიულ ორგანოებში პრეპარატის კონცენტრაციამცირდება სისხლში კონცენტრაციის შემცირების შესაბამისად .

ექსკრეცია ( ვირთაგვა , ძაღლი )
ვირთაგვებში მიღებიდან 72 საათიის შემდეგ , ნივთიერების 7.2% გამოიყოფა შარდში , ხოლო 87.2% განავალთან ერთად . ვირთაგვებშიბილიარული ფისტულით , 13.0% გამოიყოფა შარდში , 68.1% ნაღველში და 14.8% განავალთან ერთად . ამასთან ერთად , ძაღლებშიმიღებიდან 72 საათიის შემდეგ , 4.3% გამოიყოფა შარდში და 81.7% განავალთან ერთად .

 

[ აღწერილობა ]

< პრეპარატის აღწერა >

ლასტეტის კაფ . 100 არის მუქი წითელი - ნარინჯისფერი , ლასტეტის კაფ . 50 არის წითელი - ნარინჯისფერი და ლასტეტის კაფ . 25არის ღია ნარინჯისფერი . თითოეული კაფსულა არის რბილი კაფსულა . კაფსულების შიგთავსი არის უფერო - ღია ყვითელიშეფერილობის , გამჭვირვალე , ვისკოზური სითხე .

დასახელება

I.D.ნომერი

ფორმა

( ლიგრძე ) ( მმ )

განაკვეთი

( მმ )

წონა

( გ )

ლასტეტის კაფ . 100

NK 7013

21.5

10.9

1.90

ლასტეტის კაფ . 50

NK 7012

17.4

8.8

1.02

ლასტეტის კაფ . 25

NK 7011

16.2

6.6

0.58

 

< აქტიური ინგრედიენტისთვისებები >

არაპატენტური დასახელება :ეტოპოზიდი ( JAN, INN )

ქიმიური დასახელება :

(_)-(5 R ,5 a R , S a R ,9 S ) -9-[[4,6- O-(R) - ეთილედინი - b -D- გლუკოპირინოზილი ] ოქსი - 5, 8, 8 a, 9- ტეტრა - ჰიდრო -5- (4- ჰიდროქსი i-3,5- დიმეთოქსიფენილი ) ფურო [31,41 :6,7] ნაფტო[2,3- d ] - 1,3- დიოქსოლ -6(5 a H)- ერთი

სტრუქტური ფორმულა :

მოლეკულური ფორმულა : C29H32O13

მოლეკულური წონა : 588,57

აღწერა : ეტოპოზიდი არის თეთრი კრისტალური ფხვნილი . ის ადვილად იხსნება მეთანოლში ან

ქლოროფორმში , მცირედ ხსნადია ეთანოლში და ძნელად იხსნება წყალში ან ანჰიდრიდის ეთერში .

ლღობის ტემეპერატურა : დაახლ . 260 ° ( დაშლა )

[ შენახვა ]

< კლასიფიკაცია >

(1) სიფრთხილე : გამოიყენება მხოლოდ დანიშნულების ან ექიმის მითითების შესაბამისად .

(2) ეს პროდუქტი არის ძლიერი პრეპარატი , აღიარებული სამკურნალო საშუალება , მიიღება მხოლოდ დანიშნულების მიხედვით .

< შენახვა >

ინახება ოთახის ტემპერატრაზე . დაუშვებელია კაფსულების მაღალ ტემპერატურაზე შენახვა .

< შენახვის ვადა >

ლასტეტის კაფ . 100: 3 წელი . ( მითითებულია კოლოფზე )

ლასტეტის კაფ . 50: 3 წელი . ( მითითებულია კოლოფზე )

ლასტეტის კაფ . 25: 2.5 წელი . ( მითითებულია კოლოფზე )

 

გაცემის წესი : რეცეპტით (II ჯგუფი )

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy