Lacto G - ლაქტო-ჯი 10 კაფსულა
მწარმოებელი: GMP, საქართველო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.
პრეპარატის 1 გ (2 კაფსუალ) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.
ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K...) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებლი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.
ჩვენებები:
- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
- დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
- კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).
მიღების წესი და დოზირება:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
- 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
- 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამოწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენებები:
* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
Units | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account