Linkus - ლინკასი სიროფი ალუბალი 90მლ

განსაკუთრებული ფასი 7,76 ლ რეგულარული ფასი 11,09 ლ
მარაგშია
SKU
60158_1148

გამოყენების ჩვენებები: ხველა და გაციება,მშრალი და გაღიზიანებული ხველა,ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა.

ლინკას სიროფი

კომპლექსური პრეპარატი შერჩეული მცენარეებისაგან ხელს უწყობს ხველისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებას.

ლინკასი ქმნის თხელ დამცავ ფენას რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე. ამგვარად ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას მშრალი და გაღიზიანებული ხველისას და მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ლინკასი ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნას. შედეგად ის ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და ახდენს ამოსახველებელ ზემოქმედებას.

ლინკასი ამსუბუქებს ცხვირის არხის და ბრონქული სპაზმის შედეგად გამოწვეულ შეგუბებას. ამგვარად ახდენს სუნთქვის შემსუბუქებას და ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას.

შემადგენლობა:
ყოველი 10მლ სიროფი შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს:

კომპონენტი

რაოდენობა

Adhatoda Vasica

600 mg

Glycyrrhiza glabra

75 mg

Piper longum

100 mg

Viola odorata

25 mg

Hyssopus officinalis

50 mg

Alpinia galangal

50 mg

Cordia latifolia

100 mg

Althea officinalis

100 mg

Zizyphus vulgaris

100 mg

Onosma bracteatum

100 mg


ლინკასის კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები

კომპონენტი

მოქმედება

Adhatoda Vasica

ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი

Glycyrrhiza glabra

ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო

Piper longum

ამოსახველებელი

Viola odorata

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი

Hyssopus officinalis

ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური

Alpinia galangal

ამოსახველებელი, კუჭისმიერი, ვეტროგენური, ბრონქოლიზური

Cordia latifolia

ხველის საწინააღმდეგო

Althea officinalis

ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკომპკემენტარული ნივთიერება

Zizyphus vulgaris

შესამსუბუქებელი ამოსახველებელი

Onosma bracteatum

სპაზმოლიზური, შემამსუბუქებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი


გამოყენების ჩვენებები:
• ხველა და გაციება
• მშრალი და გაღიზიანებული ხველა
• ხველა, რომელიც კავშირშია ასთმასთან და ბრონქიტთან (მწვავე და ქრონიკული)
• ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა

დოზირება:
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში
ჩვილები (6 თვიდან - 1 წლამდე): 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-4 ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შეფუთვა:
90/120 ან 150 მლ-იანი მოცულობის ფლაკონი სიროფით.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
ჰერბიონი
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
30/28 კორანგის საწარმოო ზონა,
კარაჩი, პაკისტანი

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy