Pol-Moxi - პოლ-მოქსი 400მგ/250მლ საინფუზიო ხსნარი
გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ: საავადმყოფოს გარეთ შეძენილი ფილტვების ინფექცია, კანის ინფექციები
გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
პოლ-მოქსი 400 მგ/250 მლ ხსნარი ი.ვ. ინფუზიისთვის
ვენაში შესაყვანად.
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: თითოეული 250 მლ პოლ-მოქსის პაკეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
• დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, 0,1N მარილმჟავას ხსნარი, 0,1N ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, საინექციო წყალი
გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი; რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• შეინახეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ სხვებს.
• ამ პრეპარატის გამოყენებისას, გთხოვთ, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
• გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ ეს ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში წარმოდგენილია შემდეგი თავები:
1. რა არის პოლ-მოქსი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ პოლ-მოქსის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება პოლ-მოქსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება პოლ-მოქსი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის პოლ-მოქსი და რისთვის გამოიყენება
პოლ-მოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს ფტორქინოლონებს. პოლ-მოქსი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების გზით, თუ ისინი გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით.
პოლ-მოქსი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
- საავადმყოფოს გარეთ შეძენილი ფილტვების ინფექცია (პნევმონია).
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
2. რა უნდა იცოდეთ პოლ-მოქსის გამოყენებამდე
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიეკუთვნებით თუ არა ქვემოთ აღწერილი პაციენტების ჯგუფს.
არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი
- თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების მოქსიფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
- თუ გაქვთ მყესების დაავადების ან დარღვევის ისტორია, რომელიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან (იხილეთ პუნქტები გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
- თუ თქვენ დაიბადეთ ან გქონდათ რაიმე მდგომარეობა გულის რითმის დარღვევით (რაც ვლინდება ეკგ-ზე, გულის ელექტრული ჩანაწერით).
- თუ გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე).
- თუ გაქვთ ძალიან ნელი გულის რიტმი (ე.წ. "ბრადიკარდია").
- თუ გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა).
- თუ გაქვთ ანამნეზში გულის რითმის დარღვევები.
- თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტები და პოლ-მოქსი“), რადგან პოლ-მოქსიმ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, ანუ QT-ინტერვალის გახანგრძლივება, ე.ი. ელექტრული სიგნალების დაგვიანებული გამტარობა.
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტები (ტრანსამინაზები), რომლებიც 5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ამ პრეპარატის მიღებამდე
არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონიs/ქინოლონიs ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის პოლ-მოქსი, თუ წარსულში გქონდათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობეთ ექიმს.
გაესაუბრეთ ექიმს პოლ-მოქსის პირველად გამოყენებამდე:
- პოლ-მოქსის შეუძლია შეცვალოს თქვენი გულის ეკგ, განსაკუთრებით თუ ხართ ქალი ან ხანდაზმული. თუ ამჟამად იღებთ რაიმე პრეპარატს, რომელიც ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს, მიმართეთ ექიმს პოლ-მოქსის გამოყენებამდე (იხილეთ აგრეთვე პუნქტები „არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი“ და „სხვა მედიკამენტები და პოლ-მოქსი“).
- თუ ოდესმე განვითარდა კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუში წყლულები მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
- თუ გაქვთ ეპილეფსია ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს კრუნჩხვების ალბათობას, აცნობეთ ექიმს პოლ-მოქსის მიღებამდე.
- თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ რაიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მიმართეთ ექიმს პოლ-მოქსის გამოყენებამდე.
- თუ გაქვთ მიასთენია გრავისი, პოლ-მოქსის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი დაავადების სიმპტომები. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატმა რაიმე ზემოქმედება მოახდინა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- თუ დაგიდგინდათ დიდი სისხლძარღვის გადიდება ან „ამობურცვა“.
(აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვუს პერიფერიული ანევრიზმა).
- თუ გქონდათ აორტის დისექციის წინა ეპიზოდი (აორტის კედლის რღვევა).
- თუ დაგისვეს გულის სარქველების გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).
- თუ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების ოჯახური ისტორია ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადასტურებული ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).
- თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან მოქსიფლოქსაცინის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის ცვლილების რისკი.
- თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), შეატყობინეთ თქვენს ექიმს, რომელიც გირჩევთ, არის თუ არა პოლ-მოქსი თქვენთვის შესაფერისი.
- პოლ-მოქსი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ ინტრავენურად (ვენაში) და არ უნდა შეიყვანოთ არტერიაში.
პოლ-მოქსის გამოყენებისას:
- თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა პალპიტაცია ან არარეგულარული გულისცემა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ ეკგ-ს გაკეთება თქვენი გულის რითმის გასაზომად.
- გულის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის და ვენაში პერფუზიის სიჩქარის გაზრდით.
- იშვიათად შეიძლება განვითარდეს მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) პირველი დოზის დროსაც კი, სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის არეში შებოჭილობას, თავბრუსხვევას, ავადმყოფობის ან სისუსტის შეგრძნებას, ან თავბრუსხვევას ფეხზე დგოისას. ასეთი მოვლენების განვითარებისას პოლ-მოქსის საინფუზიო ხსნარით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
- პოლ-მოქსიმ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, იხილეთ პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
- მკურნალობის გაგრძელებამდე მიმართეთ ექიმს, თუ მოულოდნელად დაგეწყებათ შეუძლოდ ყოფნა ან შენიშნეთ თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენის ტენდენცია ან აზროვნების ან სიფხიზლის დარღვევა.
- კანის სერიოზული რეაქციები:
- მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს მოწითალო წერტილის მსგავსი ლაქების სახით ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ღეროზე. ასევე შეიძლება აღინიშნოს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს კანის გავრცელებულ აქერცვლად და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებად ან იყოს ფატალური.
• მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი მკურნალობის დაწყებისას ვლინდება წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარის სახით კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით ცხელების თანხლებით.
ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია: ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაკეცებზე, ტანზე და ზედა კიდურებზე.
თუ განვითარდა სერიოზული გამონაყარი ან კანზე სხვა ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.
- ქინოლონის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის პოლ-მოქსიმ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში, პოლ-მოქსით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- ხანგრძლივი, უუუნარობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის პოლ-მოქსი, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი არის ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), ინვალიდობის გამომწვევი ან პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარანესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება და სმენის დათრგუნვა, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
პოლ-მოქსის მიღების შემდეგ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
- იშვიათად შეიძლება განვითარდეს ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პოლ-მოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
- შეიძლება შეგექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მაშინაც კი, როდესაც პირველად იღებთ ქინოლონურ ანტიბიოტიკებს, მათ შორის პოლ-მოქსის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა გამოიწვია სუიციდური აზრები და თვითდაზიანებები, როგორიცაა სუიციდის მცდელობა (იხ. პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პოლ-მოქსით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- შეიძლება განვითარდეს დიარეა ანტიბიოტიკების, მათ შორის პოლ-მოქსის მიღებისას ან მიღების შემდეგ. თუ ეს ხდება მძიმე ან მუდმივი ან შეამჩნევთ განავალში სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პოლ-მოქსის გამოყენება და მიმართოთ ექიმს. ამ სიტუაციაში არ უნდა მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავის მოძრაობას.
- სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება იშვიათად აღინიშნოს (იხ. პუნქტები არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი და 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). რისკი იზრდება, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თუ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და პოლ-მოქსით თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდეც კი. მყესის ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნის დროს (მაგალითად, კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში), შეწყვიტეთ პოლ-მოქსის მიღება, მიმართეთ ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ყოველგვარ არასაჭირო ვარჯიშს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გახეთქვის რისკი.
- თუ გრძნობთ უეცარ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და დისექციის სიმპტომები, სასწრაფოდ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
- რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ თქვენ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
- თუ თქვენ გეწყებათ ქოშინის სწრაფი განვითარება, განსაკუთრებით წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან ახალი გულის პალპიტაციის დაწყებას (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
- თუ თქვენ ხართ ხანდაზმული თირკმელების პრობლემებით, საკმარისი რაოდენობის სითხე უნდა მიიღოთ, რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი.
- თუ თქვენი მხედველობა დაქვეითდება ან, აღინიშნება სხვა დაზიანებები თვალები მხრივ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თვალის სპეციალისტს (იხილეთ პუნქტი 2. ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება და 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
- ფტორქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება ნორმალურ დონეზე ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაწევა ნორმალურ დონეზე დაბლა (ჰიპოგლიკემია), რაც პოტენციურად იწვევს ცნობიერების დაკარგვას (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, საჭიროა სისხლში შაქრის ფრთხილად მონიტორინგი.
- ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შესაძლოა თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახადოს მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. უნდა მოერიდოთ მზის ან ძლიერი მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას და არ გამოიყენოთ მზის საწოლი ან სხვა უი ნათურა პოლ-მოქსის გამოყენებისას.
- არსებობს შეზღუდული გამოცდილება თანმიმდევრული ინტრავენური/პერორალური პოლ-მოქსის გამოყენების შესახებ საავადმყოფოს გარეთ შეძენილი ფილტვების ინფექციის სამკურნალოდ (პნევმონია).
- პოლ-მოქსის ეფექტიანობა მძიმე მუწუკების, ღრმა ქსოვილის ინფექციების და დიაბეტური ტერფის ინფექციების სამკურნალოდ ოსტეომიელიტით (ძვლის ტვინის ინფექციები) არ არის დადგენილი.
ბავშვები და მოზარდები:
ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის (იხ. პუნქტი არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი).
სხვა მედიკამენტები და პოლ-მოქსი:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები პოლ-მოქსის გარდა.
პოლ-მოქსისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი:
- თუ იყენებთ პოლ-მოქსის და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულზე, იზრდება გულის რითმის ცვლილების რისკი. ამიტომ, არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნება ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (მაგ. საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინი (მაგ.ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა პრეპარატები (მაგ. ცისაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
- უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (მაგ. ზოგიერთი დიურეტიკი, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა (დიდი დოზები) ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B) ან გამოიწვიოს გულისცემის შენელება, რადგან მათ ასევე შეუძლიათ გაზარდონ გულის რითმის სერიოზული დარღვევის რისკი პოლ-მოქსის გამოყენებისას.
- თუ ამჟამად იღებთ ორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ. ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მიერ სისხლის შედედების დროის მონიტორინგი.
პოლ-მოქსი საკვებთან და სასმელთან ერთად:
პოლ-მოქსის მოქმედებაზე გავლენას არ ახდენს საკვები, მათ შორის რძის პროდუქტები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა:
არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს ფერტილურობა.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა:
პოლ-მოქსიმ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შეიძლება განვითარდეს მხედველობის უეცარი, გარდამავალი დაკარგვა, ან გონების დაკარგვა მცირე ხნით. თუ განვითარდა ასეთი მოვლენები, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.
პოლ-მოქსიშეიცავს ნატრიუმს:
ეს პრეპარატი შეიცავს 787 მილიგრამ (დაახლოებით 34 მილიმოლი) ნატრიუმს (საკვების მოსამზადებელი/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ ბოთლში 250 მილილიტრიანი საინფუზიო ხსნარით. ეს უდრის მოზრდილებისათვის რეკომენედებული ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური მოხმარების 39,35%-ს.
3. როგორ გამოიყენება პოლ-მოქსი:
პოლ-მოქსი ყოველთვის მოგეცემათ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის ერთი ბოთლი დღეში ერთხელ.
პოლ-მოქსი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. ექიმმა უნდა უზრუნველყოს, რომ ინფუზია მოხდეს მუდმივი ნაკადით 60 წუთის განმავლობაში.
ხანდაზმულ პაციენტებში, დაბალი წონის მქონე პაციენტებში ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობას პოლ-მოქსით. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაიწყოს თქვენი მკურნალობა პოლ-მოქსის საინფუზიო ხსნარით და შემდეგ გააგრძელოს მკურნალობა მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და რამდენად კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე, მაგრამ გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:
- ფილტვების ინფექცია (პნევმონია) შეძენილი საავადმყოფოს გარეთ 7-14 დღის განმავლობაში. პნევმონიით დაავადებული პაციენტების უმეტესობა გადავიდა პერორალურ მკურნალობაზე მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით 4 დღის განმავლობაში.
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: 7-21 დღე
კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის ინტრავენური მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 6 დღე და მკურნალობის საშუალო საერთო ხანგრძლივობა (ინფუზია და შემდეგ ტაბლეტები) იყო 13 დღე.
მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის კურსი, მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, შესაძლოა ინფექცია სრულად არ განიკურნოს, ინფექცია დაბრუნდეს ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს და ასევე შექმნათ ბაქტერიული წინააღმდეგობა ანტიბიოტიკის მიმართ.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გადამეტება (იხ. პუნქტი 2. რა უნდა იცოდეთ პოლ-მოქსის მიღებამდე, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი პოლ-მოქსი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
თუ გაწუხებთ, რომ შესაძლოა მიიღეთ პოლ-მოქსის ძალიან დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გამოტოვებთ პოლ-მოქსის დოზას:
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გამოგრჩეთ პოლ-მოქსის დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ პოლ-მოქსის გამოყენებას:
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობა ძალიან მალე შეწყდა, თქვენი ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს. მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ მკურნალობა პოლ-მოქსის საინფუზიო ხსნარით ან მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის კურსის დასრულებამდე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა პოლ-მოქსით მკურნალობის დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ:
თუ შეამჩნევთ
• ანომალური სწრაფი გულის რითმი (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• რომ მოულოდნელად დაგეწყოთ უსიამოვნო შეგრძნება ან შენიშნეთ თვალების გაყვითლება, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენის ტენდენცია ან აზროვნების ან სიფხიზლის დარღვევა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ფულმინანტური ანთების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც პოტენციურად იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, დაფიქსირდა ფატალური შემთხვევები))
• კანის სერიოზული გამონაყარი სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ისინი შეიძლება განვითარდეს მოწითალო წერტილის მსაგვსი მაკულების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე, კანის აქერცვლით, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულებით და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
• წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (სიხშირე „უცნობია“)
• სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• გონების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• სისხლძარღვების ანთება (ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები თქვენს კანზე, ჩვეულებრივ ქვედა კიდურებზე ან სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• მძიმე, უეცარი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგ. სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის ვარდნა, სწრაფი პულსი) (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით (იშვიათი გვერდითი მოვლენა, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
• კრუნჩხვები (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• სიგიჟე (პოტენციურად იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/აზრები, ან სუიციდის მცდელობა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• მძიმე დიარეა, რომელიც შეიცავს სისხლს და/ან ლორწოს (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით), რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებად (იშვიათი გვერდითი მოვლენები)
• მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდონიტი) (იშვიათი გვერდითი მოვლენა) ან მყესის რღვევა (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
• კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან გაქვთ მუქი შარდი. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების არანორმალური დაშლით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე „უცნობია“).
შეწყვიტეთ პოლ-მოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გარდა ამისა, თუ შეამჩნევთ
• მხედველობის გარდამავალ დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა),
• დისკომფორტს ან ტკივილს თვალებში, განსაკუთრებით სინათლის ზემოქმედების გამო (ძალიან იშვიათიდან იშვიათი გვერდითი მოვლენა)
დაუყოვნებლივ მიმართეთ თვალის სპეციალისტს.
თუ პოლ-მოქსის მიღებისას აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა (Torsade de Pointes) ან გულისცემის გაჩერება (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები), აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ, რომ მიიღეთ პოლ-მოქსი და არ განაახლოთ მკურნალობა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა მიასთენია გრავისის სიმპტომების გაუარესება. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თვენს ექიმს.
თუ გაქვთ დიაბეტი და შეამჩნევთ, რომ სისხლში შაქრის დონე გაიზარდა ან შემცირდა (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ ხართ ხანდაზმული, თირკმელების პრობლემებით და შენიშნავთ შარდის გამოყოფის შემცირებას, შეშუპებას ფეხებში, კოჭებში ან ტერფებში, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან გონების არევას (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა პოლ-მოქსით მკურნალობის დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ, მათი სავარაუდო განვითარების მიხედვით;
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში)
• გულისრევა
• დიარეა
• თავბრუსხვევა
• კუჭისა და მუცლის ტკივილი
• ღებინება
• თავის ტკივილი
• სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (ტრანსამინაზების) მომატება.
• რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები მაგ. კანდიდას მიერ გამოწვეული პირის ღრუს და ვაგინალური ინფექციები
• ტკივილი ან ანთება ინექციის ადგილზე
• გულის რითმის (ეკგ) ცვლილება სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში
არახშირი
• გამონაყარი
• კუჭის გაღიზიანება (მონელების დარღვევა/გულძმარვა)
• გემოს ცვლილებები (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გემოს დაკარგვა)
• ძილის პრობლემები (უპირატესად უძილობა)
• სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის მომატება (გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზა და/ან ტუტე ფოსფატაზა)
• სპეციალური სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ლეიკოციტები, ნეიტროფილები)
• ყაბზობა
• ქავილი
• თავბრუსხვევის შეგრძნება (ტრიალი ან დაცემა)
• ძილიანობა
• გულის რითმის ცვლილება (ეკგ)
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის, სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (LDH) მომატება)
• მადის დაქვეითება და საკვების მიღება
• სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
• ტკივილები, როგორიცაა ზურგის, გულ-მკერდის, მენჯის და კიდურების ტკივილი
• სისხლის შედედებისათვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების მომატება
• ოფლიანობა
• სპეციალიზებული სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილები)
• შფოთვა
• უსიამოვნო შეგრძნება (უპირატესად სისუსტე ან დაღლილობა)
• კანკალი
• სახსრების ტკივილი
• პალპიტაციები
• არარეგულარული და სწრაფი გულისცემა
• სუნთქვის გაძნელება ასთმური მდგომარეობის ჩათვლით
• სისხლში სპეციალური საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზა) მომატება.
• მოუსვენრობა/აჟიტაცია
• ჩხვლეტის შეგრძნება და/ან დაბუჟება
• კანის ჭინჭრის ციება
• სისხლძარღვების გაფართოება
• გონების არევა და დეზორიენტაცია
• სისხლის შედედებისათვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების შემცირება
• მხედველობის დარღვევები მათ შორის ორმაგი და ბუნდოვანი ხედვა
• სისხლის შედედების დაქვეითება
• სისხლში ლიპიდები (ცხიმები) მომატება
• სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა
• კუნთების ტკივილი
• ალერგიული რეაქცია
• სისხლში ბილირუბინის მომატება
• ვენის ანთება
• კუჭის ანთება
• გაუწყლოება
• გულის რითმის მძიმე დარღვევები
• მშრალი კანი
• სტენოკარდია
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 ადამიანში)
• კუნთების კრუნჩხვა
• კუნთების სპაზმი
• ჰალუცინაცია
• მაღალი არტერიული წნევა
• შეშუპება (ხელების, ტერფების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის)
• დაბალი არტერიული წნევა
• თირკმელების უკმარისობა (მათ შორის, თირკმლის სპეციალურ ლაბორატორიულ ტესტებში შარდოვანას და კრეატინინის მომატება)
• ღვიძლის ანთება
• პირის ღრუს ანთება
• შუილი/ხმაური ყურებში
• სიყვითლე (თვალის ან კანის გაყვითლება)
• კანის მგრძნობელობის დაქვეითება
• არანორმალური სიზმრები
• კონცენტრაციის დარღვევა
• ყლაპვის გაძნელება
• ყნოსვის ცვლილებები (მათ შორის, ყნოსვის დაკარგვა)
• წონასწორობის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის გამო)
• მეხსიერების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
• სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადი)
• სისხლში შარდმჟავას მომატება
• ემოციური არასტაბილურობა
• მეტყველების მოშლა
• გონების დაკარგვა
• კუნთების სისუსტე
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში)
• სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (პანციტოპენია)
• სახსრების ანთება
• არანორმალური გულის რითმები
• კანის მგრძნობელობის გაზრდა
• საკუთარ თავთან გაუცხოება
• სისხლის შედედების გაზრდა
• კუნთების რიგიდულობა
• სპეციალური სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი)
ხანგრძლივი (რამდენიმე თვემდე ან წლამდე) ან მუდმივი გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახეთქვა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, სიარულის გაძნელება, არანორმალური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება ასოცირდება ქინოლონისა და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, განურჩევლად წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორებისა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმები და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და შეიძლება ფატალური იყოს, ასევე გულის სარქველების გაჟონვის შემთხვევები (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
შემდეგი სიმპტომები უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენურად:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში)
• სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზას) მომატება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
• მძიმე დიარეა სისხლის და/ან ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი), რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში
• ანომალურად სწრაფი გულის რითმი
• ჰალუცინაცია
• დაბალი არტერიული წნევა
• თირკმლის უკმარისობა (მათ შორის, თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული ტესტების შედეგებში შარდოვანას და კრეატინინის მომატება)
• თირკმლის უკმარისობა
• შეშუპება (ხელების, ტერფების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის)
• კრუნჩხვები
გარდა ამისა, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტების ძალიან იშვიათი შემთხვევები სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, რაც შესაძლოა ასევე განვითარდეს პოლ-მოქსით მკურნალობის დროს: თავის ქალაში წნევის მომატება (სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს, მათ შორის ბუნდოვან მხედველობას, ბრმა ლაქებს, ორმაგ მხედველობას, მხედველობის დაკარგვას), სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის დონის მომატება, სპეციალური ტიპის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება პოლ-მოქსი
შეინახეთ პოლ-მოქსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.
15°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ოთახის ტემპერატურაზე (15°C-25°C) შეიძლება წარმოიქმნას ხელახალი დაშლის ნალექი. ამიტომ პოლ-მოქსის შენახვა მაცივარში რეკომენდებული არ არის.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის მიხედვით:
არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რაიმე ხილულ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი ამღვრეულია.
თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე/შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ პოლ-მოქსი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მიიტანეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემაში.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:
რას შეიცავს პოლ-მოქსი
- აქტიური ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი. თითოეული ბოთლი შეიცავს 400 მილიგრამ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით). 1 მილილიტრი შეიცავს 1,6 მილიგრამ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, 0,1 N მარილმჟავას ხსნარი (pH-ის კორექციისთვის), 0,1 N ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი (pH-ის კორექციისთვის) და საინექციო წყალი (იხილეთ პუნქტი პოლ-მოქსი შეიცავს ნატრიუმს)
პოლ-მოქსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი:
პოლ-მოქსიარის გამჭვირვალე, ყვითელი ფერის საინფუზიო ხსნარი.
პოლ-მოქსი წარმოდგენილია 250 მლ პოლიპროპილენის უფერო პარკში ერთი SPC-პორტით და SFC-თავით, როგორც პირველადი შეფუთვა სხვა LHDPE მეორად ჩანთაში (twinbag), თუმცა, პროდუქტს სხვა მეორადი ყუთი არ აქვს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ მედიკამენტს.
პოლ-მოქსის შეყვანა შეიძლება T-მილის მეშვეობით შემდეგ ხსნარებთან ერთად:
- საინექციო წყალი
- 0,9% ნატრიუმის ქლორიდი
- 1 მოლარული ნატრიუმის ქლორიდი
- 5% გლუკოზა
- 10% გლუკოზა
- 40% გლუკოზა
- 20% ქსილიტოლი
- რინგერის ხსნარი
- ლაქტატირებული რინგერის ხსნარი
პოლ-მოქსი არ უნდა იქნას შეყვანილი სხვა პრეპარატებთან ერთად.
ნაჩვენებია, რომ შემდეგი საინფუზიო ხსნარები შეუთავსებელია პოლ-მოქსთსთან. ამიტომ, პოლ-მოქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ხსნარებთან ერთად.:
- 10% ნატრიუმის ქლორიდი
- 20% ნატრიუმის ქლორიდი
- 4,2% ნატრიუმის წყალბადის ბიკარბონატი
- 8,4% ნატრიუმის წყალბადის ბიკარბონატი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account