Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 24,91 ლ რეგულარული ფასი 33,21 ლ
მარაგშია
SKU
79273_805

ჩვენებები: ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი.

შემადგენლობა:  სელენი 200მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკროელემენტo,  ანტიოქსიდანტი.

გამოყენების რეკომენდაცია

სელენიუმ ფორტე  წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას კოფაქტორს, რომლებიც ანეიტრალებენ ენდოგენურად და ეგზოგენურად წარმოქმნილ ყველაზე  აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედს მათი მავნე ზემოქმედებისგან

სელენი შედის ფერმენტ- იოდთირონინ 5-დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენიუმ ფორტე არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, არამედ იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.

სელენიუმ ფორტე ,როგორც  ანტიოქსიდანტი ამცირებს სტრესის ჰორმონ-კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

სელენი ხელს უწყობს ინტერლეიკინ 2 (IL-2)-ის აქტივობის ზრდას და T-ჰელპერების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

შესაბამისად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ჩვენებები:

_ ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი

_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს  და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით;

_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;

_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

_ სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება
სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვე
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა

ინახება მშრალ,გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი

IRB Laboratoires Nutrisanté – 85612 Montaigu FRANCE, საფრანგეთი.

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy