Tobrex - ტობრექსი თვალის მალამო 0.3% 3.5გ
ტობრექსი
(TOBREX)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი;
1 გ მალამო შეიცავს 3,0 მგ ტობრამიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ქლორბუთანოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი.
წამლის ფორმა.
თვალის მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები. ანტიბიოტიკები. ათქ კოდი S01AA12.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ტობრექსის მალამო გამოიყენება ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის და მისი დანამატების გარეგანი ინფექციების სამკურნალოდ.
კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი ბაქტერიებით (განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა, უმეტესი ანტიბიოტიკების მიმართ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი.
მოზრდილები და >1 წლის ბავშვები
მალამოს რაოდენობა, დაახლოებით 1 სმ უნდა დაიდოს თვალის კონიუნქტივალურ პარკში, პროცედურა მეორდება ყოველ 3-4 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 15 დღემდე.
ბავშვები
ოფთალმოლოგიური მალამო ტობრექსი ბავშვებში (1 წლიდან) გამოიყენება იგივე დოზებით, როგორც მოზრდილებში. 1 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ხანდაზმული პაციენტები
საერთო განსხვავებები უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ გამოვლენილა.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
გამოყენების წესი.
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური საშუალება, დაცული უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალი. ყველაზე ბოლოს გამოიყენება თვალის მალამოები.
გვერდითი რეაქციები
აღწერილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ტობრექსის კლინიკურ კვლევებში, მათი კლასიფიცირება მოხდა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). თითოეული სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის კლებადობის მიხედვით.
ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა |
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი |
დარღვევები მხედველობის მხრივ
|
ხშირი: დისკომფორტი თვალის არეში, თვალის ჰიპერემია ნაკლებად ხშირი: კერატიტი, რქოვანას დაბინდვა, მხედველობის გაუარესება, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების ერითემა, კონიუქტივალური შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალებიდან გამონადენი, თვალების ქავილი, მომატებული ცრემლდენა |
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მადაროზი, ლეიკოდერმა, ქავილი, კანის სიმშრალე |
დამატებითი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. მათი სიხშირის შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია.
ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ანაფილაქსიური რეაქცია |
დარღვევები მხედველობის მხრივ |
თვალების ალერგია, თვალების გაღიზიანება, ქუთუთოების ქავილი |
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
|
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი |
ჭარბი დოზა
პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით ჭარბი დოზირების ტოქსიური ეფექტები არ არის მოსალოდნელი ადგილობრივად გამოყენებისას ან თუნდაც ერთი ტუბის შიგთავსის შემთხვევითი ჩაყლაპვისას.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში თვალების სამკურნალოდ ტობრამიცინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანისას ტობრამიცინი კვეთს პლაცენტას. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ნაყოფის ოტოტოქსიურობას.
ორსულობის პერიოდში ტობრექსი გამოიყენება მხოლოდ გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
სისტემური შეყვანის შემდეგ ტობრამიცინი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია ხვდება თუ არა ტობრამიცინი დედის რძეში ადგილობრივად გამოყენებისას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტობრამიცინი მოხვდეს დედის რძეში ან კლინიკური ზეგავლენა მოახდენოს ჩვილზე. მიუხედავად ამისა, ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის მოსალოდნელი რისკი არ არის გამორიცხული. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტობრექსის შეწყვეტის/შეჩერების საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვისათვის ძუძუთი კვების მნიშვნელობის და დედისათვის მკურნალობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ნაყოფიერება
ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის ხარისხი შესაძლოა ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან საერთო რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქცია ან ბულუზორი რეაქციები. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
მოსალოდნელია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ და არსებობს იმის ალბათობა, რომ პაციენტები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტობრამიცინის მიმართ ადგილობრივად გამოყენებისას, ასევე მგრძნობიარენი იქნებიან სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართაც.
თვალის მალამო ტობრექსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აქვთ დადასტურებული ან საეჭვო დარღვევები ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გაამწვავონ კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე მოსალოდნელი ზეგავლენის გამო.
სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის, ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა აღენიშნათ პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ სისტემური მკურნალობა ტობრამიცინით. თვალის მალამო ტობრექსი სიფრთხილით გამოიყენება სხვა სისტემურ ამინოგლიკოზიდებთან ერთად.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, თვალის მალამოს ტობრექსის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექციის ნიშნების გამოვლენისას უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. თუ პაციენტებისათვის ნებადართულია კონტაქტური ლინზების ტარება, საჭიროა მათი ინფორმირება, რომ მოიხსნან კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებამდე და თავიდან გაიკეთონ არანაკლებ 15 წუთში.
ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს
მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან თვალის სხვა დარღვევებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმები გამოყენების უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, მაშინ ავტოტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მას შემდეგ, რაც მხედველობა აღდგება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის აღწერილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ტობრამიცინი წარმოადგენს ძლიერ, სწრაფმოქმედ ბაქტერიციდულ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით. იგი ძირითადად მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებზე სინთეზის დათრგუნვის და რიბოსომაზე პოლიპეპტიდების შეგროვების გზით.
რეზისტენტობის მექანიზმი
ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა განპირობებულია რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის (1) რიბოსომული სუბერთეულის ცვლილებები ბაქტერიულ უჯრედში; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანაში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია რიგი ადენალირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნისათვის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადატანილ იქნეს ბაქტერიულ ქრომოსომაზე ან პლაზმიდებზე. შესაძლოა აღინიშნოს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.
საკონტროლო წერტილები
საკონტროლო წერტილები და სპექტრი in vitro პირობებში, როგორც ქვემოთ არის მოცემული, ეფუძნება სისტემურ გამოყენებას. აღნიშნული საკონტროლო წერტილები შესაძლოა მიუღებელი იყოს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ადგილობრივად, ხოლო ადგილობრივ ფიზიკურ/ქიმიურ მდგომარეობებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ პროდუქციის აქტივობაზე შეყვანის ადგილას. EUCAST-ის შესაბამისად ტობრამიცინისთვის განსზღვრულია შემდეგი საკონტროლო წერტილები.
- Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
- Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
- Acinetobacter spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
- Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ
- არ უკავშირდება სახეობას S ≤ 2 მგ/ლ, R> 4 მგ/ლ
კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა ტობრამიცინის მიმართ. წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, როგორც მაგალითად კონიუნქტივიტის შემთხვევაში.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისათვის, სასურველია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთი სახის არის, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე ინფექციების რამდენიმე სახეობების შემთხვევაში.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
- Bacillus megaterium;
• Bacillus pumilus;
• Corynebacterium macginleyi;
• Corynebacterium pseudodiphtheriticum;
• Kocuria kristinae;
• Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძობიარე - MSSA);
• Staphylococcus epidermidis (კოაგულაზო-დადებითი და -ნეგატიური);
• Staphylococcus haemolyticus (მეტიცილინის მიმართ მგრძობიარე - MSSH);
• სტრეპტოკოკები (მათ შორის, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სახეობებიდან ზოგიერთი, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები და ზოგიერთი Streptococcus pneumoniae).
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
•Acinetobacter calcoaceticus;
- Acinetobacter junii;
- Acinetobacter ursingii;
- Citrobacter koseri;
- Enterobacter aerogenes;
- Escherichia coli;
- H. aegyptius;
- Haemophilus influenzae;
- Klebsiella oxytoca;
- Klebsiella pneumoniae;
- Morganella morganii;
- Moraxella catarrhalis;
- Moraxella lacunata;
- Moraxella oslonensis;
- Некоторые виды Neisseria;
- Proteus mirabilis;
- Proteus vulgaris-ის უმეტესი შტამები;
- Pseudomonas aeruginosa;
- Serratia liquidifaciens.
ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა პათოგენების წინააღმდეგ
სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს:
• Acinetobacter baumanii;
• Bacillus cereus;
• Bacillus thuringiensis;
• Kocuria rhizophila;
• Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSA);
• Staphylococcus haemolyticus (მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSH);
• Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სახეობები;
• Serratia marcescens.
რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
- Enterococcus faecalis;
• Streptococcus mitis;
• Streptococcus pneumoniae;
• Streptococcus sanguis;
• Chryseobacterium indologenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
- Haemophilus influenzae;
• Stenotrophomonas maltophilia.
ანაერობული ბაქტერიები: - Propionibacterium acnes.
ბაქტერიული მგრძნობელობის კვლევები ცხადყოფს, რომ ზოგიერთ შემთხვევებში გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები ინარჩუნებენ ტობრამიცინის მიმართ მგრძნობელობას.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მაჩვენებლების ურთიერთკავშირი
პრეპარატ ტობრექსის შემთხვევაში ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მაჩვენებლების ზუსტი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევების მიხედვით ტობრამიცინს გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც მიუხედავად სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციისა ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების ზრდას.
ტობრამიცინის სისტემური გამოყენების კვლევების მიხედვით უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დაფიქსირდა პრეპარატის დღიური დოზის ერთჯერადად მიღებისას ვიდრე დღეში რამდენჯერმე მიღებისას. თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით პრეპარატის ეფექტი ერთჯერადად და მრავალჯერადად მიღებისას ერთნაირია. ტობრამიცინის შემთხვევაში მიკრობების განადგურება კონცენტრაციაზე დამოკიდებულია და ეფექტი ძლიერდება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე ან მინიმალურ ბაქტერიციდულ კონცენტრაციაზე ზემოთ, ანტიბიოტიკის დონის მატებასთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
0,3% ტობრამიცინი ცუდად შეიწოვება რქოვანიდან და კონიუნქტივიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია 3 მკგ/მლ თვალის წყლის გარემოში მიიღწევა 2 საათში, რომელიც შემდეგ სწრაფად მცირდება. გარდა ამისა, ადამიანებში ადგილობრივად გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის სისტემური უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივად შეყვანილი ტობრამიცინი 0,3% განისაზღვრება ტობრამიცინის 527 ± 428 მკგ/მლ რაოდენობით ადამიანის ცრემლებში დოზის გამოყენების შემდეგ. კონცენტრაცია ჩვეულებრივ აჭარბებს უფრო მეტად რეზისტენტული იზოლატების მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას (მდკ >64 მკგ/მლ).
განაწილება
განაწილების სისტემური მოცულობა 0,26 ლ/კგ-ს შეადგენს ადამიანებში. ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 10%-ზე ნაკლებია.
ბიოტრანსფორმაცია.
ტობრამიცინი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი სახით.
გამოყოფა
ტობრამიცინი გამოიყოფა სწრაფად და ექსტენსიურად შარდში გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ძირითადად, უცვლელი სახით. სისტემური კლირენსი შეადგენდა 1,43 ± 0,34 მლ/წთ/კგ-ხ ნორმალური წონის მქონე პაციენტებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ხოლო მისი სისტემური კლირენსი შემცირდა თირკმლის ფუნქციის პროპორციულად. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორ საათს შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკის სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება.
ლოკალურად გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის ადგილობრივი ან სისტემური მოქმედება და კონცენტრაციის ზრდა არ არის შესწავლილი. შესაბამისად ლოკალურად გამოყენებისას ზემოქმედების სწორხაზოვნების დადგენა შეუძლებელია.
ღვიძლის და თირკმელის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები
აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი.
ასაკის ზეგავლენა ფარმაკოკინეტიკაზე
ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
ბაშვები
ამინოგლიკოზიდები, მათ შორის ტობრამიცინი ჩვეულებრივ გამოიყენება ბავშვებში, ჩვილებში და ახალშობილებში გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ. ტობრექსი (0,3% ტობრამიცინი) დამტკიცებულია ბავშვებში გამოსაყენებლად. ტობრამიცინის კლინიკური ფარმაკოლოგია ბავშვებში აღწერილი იყო სისტემური შეყვანისთვის.
ფარმაცევტული მახასიათებლები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო.
ვარგისობის ვადა
36 თვე.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
3,5 გ ტუბში, 1 ტუბი კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
ზიგფრიდ ელ მასნოუ, ს.ა
მისამართი
კ/კამილ ფაბრა, 58, 08320 ელ მასნოუ, ბარსელონა, ესპანეთი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში გვაცნობეთ ელ-ფოსტაზე: drugsafety.cis@novartis.com
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account