Vertimed - ვერტიმედი 24მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 27,27 ლ რეგულარული ფასი 37,88 ლ
მარაგშია
SKU
69811_740

ჩვენება:მენიერის დაავადების სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც მოიცავენ თავბრუსხვევას, გულისრევას, ან ღებინებას, ყურებში შუილს, სიყრუეს.

ვერტიმედი - ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 

რა არის ვერტიმედი:

ვერტიმედი შეიცავს ბეტაჰისტინს. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ტიპს, რომელსაც უწოდებენ ჰისტამინის ანალოგებს.

რისთვის გამოიყენება ვერტიმედი

ვერტიმედი გამოიყენება მენიერის დაავადების სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც მოიცავენ:

თავბრუსხვევას (ვერტიგოს) და გულისრევას, ან ღებინებას;

ყურებში შუილს (ტინიტუსი);

სიყრუეს.

თავბრუსხვევა გამოწვეულია სიტუაციით, რომელშიც შიდა ყურის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს თქვენ წონასწორობას, არ ფუნქციონირებს ნორმალურად (ეწოდება ვესტიბულარული ვერტიგო).

როგორ მოქმედებს ვერტიმედი

ვერტიმედი მოქმედებს შიდა ყურისკენ  სისხლის მიწოდების გაუმჯობესების გზით. აღნიშნული ქმედება ამცირებს შიდა ყურის წნევას.

რა უნდა იცოდეთ ვერტიმედის მიღებამდე

 არ მიიღოთ ვერტიმედი

თუ თქვენ ხართ ალერგიული ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი სექცია 6-ში)

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე (რომელიც ცნობილია ფეოქრომოციტომის სახელით).

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოთქმული აღგენიშნებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების წინასწარი ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ვერტიმედის მიღებამდე:

თუ თქვენ გაქვთ ან როდესმე გქონიათ კუჭის წყლული;

თუ თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა.

თუ ზემოთქმულიდან რომელიმე მათგანი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა), მაშინ ვერტიმედის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი ხშირი გამოკვლევა.

ვერტიმედი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდთათვის.

სხვა მედიკამენტები და ვერტიმედი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ამ ბოლო დროს მიგიღიათ, ანდა აპირებთ, რომ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

ანტიჰისტამინურ საშუალებებს - მათ შეუძლიათ (თეორიულად) შეამცირონ ბეტაჰისტინის ეფექტი. ასევე, ვერტიმედს შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტის შემცირება

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOI) - რომლებიც გამოიყენებიან დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ისინი იწვევენ თქვენს ორგანიზმში ბეტაჰისტინის შემცველობის მომატებას.

თუ აღნიშნული თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა), მაშინ ვერტიმედის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვერტიმედის მიღება საკვებსა და ალკოჰოლთან ერთად

შეგიძლიათ მიიღოთ ვერტიმედი საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს მცირეოდენი პრობლემები კუჭის მხრივ(ჩამოთვლილია მე-4 სექციაში). ვერტიმედს, რომელიც მიიღება საკვებთან, შეუძლია დახმარება კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ანდა გეგმავთ ბავშვის გაჩენას, სთხოვეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის მიღებამდე.

უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას ვერტიმედი მუცლადმყოფ ნაყოფზე ან აღწევს თუ არა იგი დედის რძეში. არ მიიღოთ ვერტიმედი ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ ეს სრულიად აუცილებელია.

არ აწოვოთ ძუძუ, თუ თქვენ იღებთ ვერტიმედს, მანამდე, სანამ ექიმი არ გეტყვით.

ავტომანქანების და დანადგარების მართვა და გამოყენება

ნაკლებსავარაუდოა, რომ ვერტიმედი მოახდენს გავლენას თქვენს უნარზე ატაროთ ავტომანქანა ან მართოთ მექანიზმები.

თუმცა, თქვენ უნდა გქონდეთ მხედველობაში, რომ დაავადებებმა, რომლებსაც მკურნალობენ ვერტიმედით (მენიერის დაავადება ან ვერტიგო), შესაძლოა გამოიწვიონ თავბრუსხვევა ან ღებინება, რამაც შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

ვერტიმედი შეიცავს ლაქტოზას

დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე თუ მას როდესმე უთქვამს, რომ გაქვთ გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა.

როგორ მივიღოთ ვერტიმედი

აღნიშნული პრეპარატი მიიღეთ ისე, როგორც გირჩევთ თქვენი მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი. თუ დარწმუნებული არ ხართ, ყოველთვის გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენი მკურნალი ექიმი შეცვლის დოზირებას თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესების მიხედვით.

გააგრძელეთ მედიკამენტის მიღება. მისი მოქმედების გამოხატული ეფექტი დგება ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ.

როგორ მივიღოთ პრეპარატი

ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად, მიაყოლეთ საკმარისი ოდენობით წყალი; მიიღეთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ვერტიმედმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მცირედი გაღიზიანება (იხ. მე-4 სექცია). საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში კუჭის მხრივ პრობლემები მცირდება.

რა დოზით მივიღოთ მედიკამენტი

ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს 24მგ ბეტაჰისტინი დღიურად, გაყოფილი თანაბრად 2 ან 3 მიღებაზე.

ვერტიმედის 24 მგ ტაბლეტები: ერთი ტაბლეტი, ორჯერ დღეში.

თუ იღებთ დღეში ერთზე მეტ ტაბლეტს, გადაანაწილეთ დღის მანძილზე. მაგალითად, ერთი ტაბლეტი მიიღეთ დილით და ერთი მიიღეთ საღამოს.

ეცადეთ ტაბლეტები მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს. აღნიშნული უზრუნველყოფს,რომ თქვენ ორგანიზმში შენარჩუნებული იქნეს წამლის ერთი და იგივე კონცენტრაცია. ამგვარი გზით მოხმარების შემთხვევაში თქვენ არ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება.

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი

ვერტიმედის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, მუცლის ტკივილი ან ძილიანობა. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ვერტიმედის მიღება

თუ დაგავიწყდათ კონკრეტული დოზის მიღება, მაშინ გამოტოვეთ იგი. მიიღეთ მომდევნო დოზა დანიშნულებისამებრ.

არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ ვერტიმედის მიღება

არ შეწყვიტოთ ვერტიმედის მიღება ექიმის დაუკითხავად, თუნდაც თავს გრძნობდეთ გაცილებით უკეთ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ვერტიმედსაც შეიძლება აღენიშნებოდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არ არის აუცილებელი გამოვლინდეს ყველა ადამიანში.

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ვერტიმედის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

შემდეგი ნიშნებია:

კანის სიწითლე ან გარქოვანება, რომელიც იწვევს ქავილს ან ანთებითი უბნები კანზე;

სახის, ტუჩების, ენის შეშუპება ან კისრის შეშუპება;

სისხლის წნევის დაქვეითება

ცნობიერების დაკარგვა

სუნთქვის გაძნელება

შეწყვიტეთ ვერტიმედის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს თუ აღგენიშნათ რომელიმე ზემოჩამოთვლილი ნიშანი.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

ღებინება

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);

თავის ტკივილი

სხვა გვერდითი მოვლენები რომლებიც ახლავს ბეტაჰისტინის მოხმარებას:

კუჭის  მსუბუქად გამოხატული პრობლემები როგორებიცაა: ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა.  საკვებთან ერთად ვერტიმედის მიღებამ შესაძლოა შეამციროს აღნიშნული სიმპტომატიკა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ  თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ შევინახოთ ვერტიმედი

შეინახეთ აღნიშნული მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ პრეპარატი შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც დატანილია კოლოფზე EXP ნიშნულის შემდეგ. ვადად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.

კოლოფის შემცველობა და სხვა დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვერტიმედი

აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

ვერტიმედის 24 მგ ტაბლეტები:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი,  სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), ლიმონმჟავის ანჰიდრიდი (E 330), პოვიდონი K 25 (E1201), ქროსპოვიდონი ტიპი A (E 1202)  და ჰიდროგენიზებული ბოსტნეულის ზეთი.

როგორ გამოიყურება ვერტიმედი და რას შეიცავს კოლოფი

ვერტიმედის 24 მგ ტაბლეტები:

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ირიბი კიდეებით, ცალ მხარეს აქვს ჭრილი 10,0 მმ დიამეტრის.

დასაშვებია ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

მეტი ინფორაცია
Units 30
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy