Victoza - ვიქტოზა 6მგ/მლ 3მლ 2 კალამი

განსაკუთრებული ფასი 390,98 ლ რეგულარული ფასი 459,97 ლ
მარაგშია
SKU
32070_141

თვისებები: ვიქტოზა® გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის. 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ხსნარის ერთი მლ შეიცავს 6 მგ ლირაგლუტიდს*. ერთი წინასწარ შევსებული კალამი
შეიცავს 18 მგ ლირაგლუტიდს 3 მლ-ში.
*ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდის-1 (GLP-1) ანალოგი წარმოებული
რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-ში.
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის, იხილეთ ფარმაცევტული მახასიათებლები.
სამკურნალო ფორმა:
საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული კალმით.
გამჭვირვალე, უფერო, იზოტონური ხსნარი; პH=8,15.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები:
ვიქტოზა® გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც
სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ
არის. ვიქტოზას® გამოყენება შესაძლებელია დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა
პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა (მაგალითად,
გლიმეპირიდი ან გლიბენკლამიდი), მეტფორმინი და სულფონილშარდოვანა
(მაგალითად, გლიმეპირიდი ან გლიბენკლამიდი), ასევე მეტფორმინი და გლიტაზონი
(მაგალითად, როზიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი).
კომბინაციური თერაპია საბაზისო ინსულინით, პაციენტებისთვის, რომლებშიც
ვიქტოზით და მეტფორმინით გლიკემიის ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება:
საწყისი დოზაა 0,6 მგ ლირაგლუტიდი დღეში. სულ მცირე, ერთი კვირის შემდეგ დოზა
1,2 მგ-მდე უნდა გაიზარდოს. ზოგი პაციენტისთვის მოსალოდნელია, რომ სასარგებლო
იქნება დოზის 1,2 მგ-დან 1,8 მგ-მდე გაზრდა და კლინიკური პასუხის მიხედვით,
გლიკემიის კონტროლის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სულ მცირე, ერთი კვირის
შემდეგ, დოზა შეიძლება 1,8 მგ-მდე გაიზარდოს. 1,8 მგ-ზე მაღალ დღიური დოზები
რეკომენდებული არ არის.
ვიქტოზა® შესაძლებელია მეტფორმინს ან მეტფორმინით და თიაზოლიდინდიონით
კომბინაციურ თერაპიას დაემატოს. მეტფორმინისა და თიაზოლიდინდიონის არსებული
დოზა შეიძლება უცვლელი დარჩეს.
ვიქტოზა® შესაძლებელია სულფონილშარდოვანას ან მეტფორმინით და
სულფონილშარდოვანათი კომბინაციურ თერაპიას დაემატოს. როდესაც ვიქტოზა®
სულფონილშარდოვანათი მკურნალობას ემატება, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების
მიზნით, სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება უნდა განიხილებოდეს (იხ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ვიქტოზას® დოზის რეგულირებისთვის სისხლში გლუკოზის თვით-მონიტორინგი არ
არის საჭირო. თუმცა, ვიქტოზას® სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში
დანიშვნისას, მკურნალობის დასაწყისში, სულფონილშარდოვანას დოზის
რეგულირებისთვის, შეიძლება სისხლში გლუკოზის თვით-მონიტორინგი გახდეს
საჭირო.
სპეციალური პოპულაციები:
ხანდაზმულები (>65 წლის): ასაკიდან გამომდინარე დოზის კორექცია საჭირო არ არის.
≥75 წლის პაციენტებში თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია (იხ.
ფარმაკოლოგიური თვისებები).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე
პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის ზომიერი
დარღვევის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია. ამჟამად ვიქტოზას®
გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, მათ
შორის ბოლო სტადიის თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის (იხ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: თერაპიული გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის
დარღვევის მქონე პაციენტებში ამჟამად ძალიან შეზღუდულია, იმისთვის, რომ ღვიძლის
მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისთვის გამოყენების
რეკომენდაცია გაიცეს (იხ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
პედიატრიული პოპულაცია: ვიქტოზა® არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში
გამოყენებისთვის, მონაცემების არარსებობის გამო.
გამოყენების წესი:
ვიქტოზა® მიიღება დღეში ერთხელ, ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან
დამოუკიდებლად და ინექცია შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ მუცლის, ბარძაყის ან მხრის
მიდამოში. ინექციის უბნის და დროის შეცვლა დოზის კორექციის გარეშე შეიძლება.
თუმცა, უმჯობესია, თუ ვიქტოზას® ინექციას დღის დაახლოებით ერთსა და იმავე
დროს გააკეთებთ, როგორც კი დღის ყველაზე მოსახერხებელ დროს შეარჩევთ.
გამოყენების დამატებითი ინსტრუქციები იხილეთ თავში “სიფრთხილის
განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და მოხმარებისას”.
ვიქტოზა® არ უნდა გაკეთდეს ვენაში ან კუნთში.
უკუჩვენებები:
ჰიპერსენსიტიურობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების
მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ვიქტოზა® არ გამოიყენება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში,
ასევე, დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
ვიქტოზა® ინსულინის შემცვლელი არ არის.
ლირაგლუტიდის ინსულინურ თერაპიასთან დამატება შესწავლილი არ არის.
ნიუ იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით I-II კლასის გულის შეგუბებითი
უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია. NYHA-ის მიხედვით IIIIV
კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება არ
არსებობს.
ნაწლავის ანთებითი დაავადებების და დიაბეტური გასტროპარეზის მქონე პაციენტებში
გამოცდილება შეზღუდულია და ამიტომ ამ პაციენტებში ვიქტოზა® რეკომენდებული არ
არის. ვიქტოზას® გამოყენება უკავშირდება გარდამავალ გვერდით რეაქციებს კუჭნაწლავის
მხრივ, მათ შორის, გულისრევას, ღებინებას და დიარეას.
GLP-1-ის სხვა ანალოგების გამოყენება პანკრეატიტის რისკს უკავშირდებოდა.
დაფიქსირებულია მწვავე პანკრეატიტის რამდენიმე შემთხვევა. პაციენტები
ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის
შესახებ: მუცლის მუდმივი, ძლიერი ტკივილი. თუ პანკრეატიტზეა ეჭვი, ვიქტოზა® და
სხვა პოტენციურად საეჭვო სამკურნალო პროდუქტები უნდა მოიხსნას.
კლინიკურ კვლევებში უკვე არსებული თიროიდული დაავადების მქონე ზოგიერთ
პაციენტთან დაფიქსირდა არასასურველი მოვლენები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ, მათ
შორის, სისხლში კალციტონინის დონის მომატება, ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვლის
ნეოპლაზმა (იხ. არასასურველი ეფექტები).
ვიქტოზას® მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებულია გაუწყლოების ნიშნები და
სიმპტომები, მათ შორის, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე
უკმარისობა.
ვიქტოზას® მიმღები პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის მხრივ
გვერდითი ეფექტებით გამოწვეული გაუწყლოების პოტენციური რისკის თაობაზე და
უნდა მიიღონ ზომები ჰიპოვოლემიის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტებში, რომლებიც ვიქტოზას® სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში იღებენ,
შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის რისკი გაიზარდოს (იხ. არასასურველი ეფექტები).
ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირება სულფონილშარდოვანას დოზის შემცირებით
შეიძლება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა
ფორმები:
Iნ ვიტრო, ლირაგლუტიდმა ციტოქრომ P450-თან და პლაზმის ცილების შებოჭვასთან
დაკავშირებულ სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების
ძალიან დაბალი პოტენციალი გამოავლინა.
ლირაგლუტიდის ზემოქმედებისას კუჭის დაცლის მცირე დაყოვნებამ შესაძლებელია
იმავდროულად მიღებული პერორალური სამკურნალო პროდუქტების შეწოვაზე
იმოქმედოს. ურთიერთქმედების კვლევებმა შეწოვის კლინიკურად მნიშვნელოვანი
დაყოვნება არ გამოავლინა. ლირაგლუტიდის მიმღებ რამდენიმე პაციენტს მძიმე
დიარეის ერთი ეპიზოდი მაინც აღენიშნა. დიარეამ შეიძლება გავლენა იქონიოს
პარალელურად მიღებული პერორალური სამკურნალო პროდუქტების შეწოვაზე.
პარაცეტამოლი:
ლირაგლუტიდი არ ცვლიდა პარაცეტამოლის საერთო ზემოქმედებას 1000 მგ
ერთჯერადი დოზის შემდეგ. პარაცეტამოლის ჩმახ 31%-ით მცირდებოდა, ხოლო
საშუალო ტმახ 15 წუთით ხანგრძლივდებოდა. პარაცეტამოლის ერთდროული
გამოყენებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ატორვასტატინი:
ლირაგლუტიდი კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით არ ცვლიდა ატორვასტატინის
საერთო ზემოქმედებას, ატორვასტატინის 40 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენებისას.
ამიტომ ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენებისას ატორვასტატინის დოზის კორექცია
საჭირო არ არის. ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენებისას ატორვასტატინის ჩმახ 38%-
ით მცირდებოდა, ხოლო საშუალო ტმახ 1-3 საათით ხანგრძლივდებოდა.
გრიზეოფულვინი:
ლირაგლუტიდი არ ცვლიდა გრიზეოფულვინის საერთო ზემოქმედებას
გრიზეოფულვინის 500 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ. გრიზეოფულვინის
ჩმახ 37%-ით იზრდებოდა, ხოლო საშუალო ტმახ უცვლელი იყო. გრიზეოფულვინის და
დაბალი ხსნადობისა და მაღალი გამტარობის სხვა ნივთიერებების დოზის კორექცია
საჭირო არ არის.
დიგოქსინი
დიგოქსინის 1 მგ ერთჯერადი დოზის ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენება დიგოქსინის
AUჩ-ს 16%-ით ამცირებდა; ჩმახ 31%-ით მცირდებოდა. დიგოქსინის მაქსიმალური
კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (ტმახ) 1-1,5 საათით ხანგრძლივდებოდა. ამ
შედეგების მიხედვით, დიგოქსინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ლიზინოპრილი:
ლიზინოპრილის 20 მგ ერთჯერადი დოზის ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენება
ლიზინოპრილის AUჩ-ს 15%-ით ამცირებდა; ჩმახ 27%-ით მცირდებოდა. ლიზინოპრილის
საშუალო ტმახ, ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენებისას, 6-8 საათით ხანგრძლივდებოდა.
ამ შედეგების მიხედვით, ლიზინოპრილის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ორალური კონტრაცეპტივები:
ლირაგლუტიდი, ორალური კონტრაცეპტივის ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ,
ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტრელის ჩმახ-ს 12 და 13%-ით ამცირებდა,
შესაბამისად. ტმახ, ორივე ნივთიერებისთვის, 1,5 საათით ხანგრძლივდებოდა. კლინიკურად
მნიშვნელოვანი ეფექტი არც ეთინილესტრადიოლის და არც ლევონორგესტრელის
საერთო ზემოქმედებაზე არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, ლირაგლუტიდთან
ერთად გამოყენებისას კონტრაცეფციული ეფექტის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ვარფარინი და კუმარინის სხვა წარმოებულები:
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ვარფარინზე ან კუმარინის სხვა
წარმოებულებზე მყოფ პაციენტებში ვიქტოზათი® მკურნალობის დაწყებისას INღ-ის
(საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) უფრო ხშირი მონიტორინგია
რეკომენდებული.
ინსულინი:
ლირაგლუტიდსა და ინსულინ დეტემირს შორის ფარმაკოკინეტიკური ან
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, როდესაც ინსულინი
დეტემირის 0,5 ერთ/კგ ერთჯერადი დოზა და 1,8 მგ ლირაგლუტიდთან ერთად
გამოიყენებოდა, წონასწორობის მდგომარეობაში, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე
პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ორსულებში ვიქტოზას® გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოავლინა
(იხ. უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები). ადამიანებში პოტენციური რისკი
უცნობია.
ორსულობის პერიოდში ვიქტოზას® გამოყენება არ შეიძლება, ხოლო ინსულინის,
პირიქით, რეკომენდებულია. თუ პაციენტს დაორსულება სურს ან უკვე დაორსულდა,
ვიქტოზათი® მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ლაქტაცია:
უცნობია გამოიყოფა ლირაგლუტიდი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა
კვლევებმა აჩვენა, რომ ლირაგლუტიდის და მასთან სტრუქტურულად ახლოს მყოფი
მეტაბოლიტების რძეში შეღწევის მაჩვენებელი დაბალია. გამოცდილების ნაკლებობის
გამო, ვიქტოზა® ლაქტაციის პერიოდში არ უნდა გამოიყენოთ.
ზემოქმედება ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ
ჩატარებულა. პაციენტებს უნდა ერჩიოთ, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან
აიცილონ ჰიპოგლიკემია ავტომანქანისა და მექანიზმების მართვის პროცესში,
განსაკუთრებით, თუ ვიქტოზა® სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოიყენება.
არასასურველი ეფექტები:
ხუთ მასშტაბურ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში 2500-ზე მეტი პაციენტი მხოლოდ
ვიქტოზათი® ან ვიქტოზას® მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან (მეტფორმინთან
ერთად ან მის გარეშე) ან მეტფორმინთან და როზიგლიტაზონთან კომბინირებულ
თერაპიას გადიოდა.
სიხშირე შემდეგნაირად განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10);
ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი
(<1/10000); უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები სერიოზულობის
კლების მიხედვით არის წარმოდგენილი.
კლინიკური კვლევების განმავლობაში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები კუჭნაწლავის
დარღვევები იყო: ძალიან ხშირი იყო გულისრევა და დიარეა, ხოლო
ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია ხშირი იყო. ვიქტოზათი®
მკურნალობის დასაწყისში ეს რეაქციები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს.
ისინი, ჩვეულებრივ, უწყვეტი მკურნალობის რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ
სუსტდება.
ცხრილში 1 ჩამოთვლილია ვიქტოზას® მე-3 ფაზის გრძელვადიან კონტროლირებულ
კვლევებში და სპონტანურ (პოსტმარკეტინგულ) ცნობებში დაფიქსირებული გვერდითი
რეაქციები. მე-3 ფაზის გრძელვადიან კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები
წარმოდგენილია იმ შემთხვევაში, თუ >5% სიხშირით აღინიშნებოდა და თუ სიხშირე
ვიქტოზას® მიმღებ პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე შესადარებელი პრეპარატის
მიმღებ პაციენტებში.
შესაბამისი სპონტანური (პოსტმარკეტინგული) ცნობების სიხშირე მე-3 ფაზის
კლინიკურ კვლევებში მათი სიხშირის მიხედვით გამოითვლებოდა.
ცხრილი 1. მე-3 ფაზის გრძელვადიან კონტროლირებულ კვლევებში და სპონტანურ
(პოსტმარკეტინგულ) ცნობებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები
ორგანიზმის სისტემა/ გვერდითი რეაქცია გამოვლინების სიხშირე
მე-3 ფაზის კვლევები სპონტანური ცნობები
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
ჰიპოგლიკემია ხშირი
ანორექსია ხშირი
მადის დაქვეითება ხშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი ხშირი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა ძალიან ხშირი
დიარეა ძალიან ხშირი
ღებინება ხშირი
დისპეფსია ხშირი
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ხშირი
ყაბზობა ხშირი
გასტრიტი ხშირი
მეტეორიზმი ხშირი
მუცლის შებერილობა ხშირი
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება ხშირი
ბოყინი ხშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია იშვიათი
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ხშირი
ზოგადი და გამოყენების უბნის დარღვევები
შეუძლოდ ყოფნა ნაკლებად ხშირი
ინექციის უბნის რეაქციები ხშირი
თირკმლის და საშარდე სისტემის
რეაქციები
თირკმლის მწვავე უკმარისობა# ნაკლებად ხშირი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა# ნაკლებად ხშირი
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
გაუწყლოება# ნაკლებად ხშირი
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ჭინჭრის ციება ნაკლებად ხშირი
გამონაყარი ხშირი
ქავილი ნაკლებად ხშირი
N=2501 ვიქტოზას® მიმღები პაციენტი
#იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ვიქტოზას® მონოთერაპიის კლინიკურ კვლევაში, ვიქტოზას® მიღებისას დაფიქსირებული
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო, ვიდრე აქტიური შესადარებელი
პრეპარატის (გლიმეპირიდი) მიმღებ პაცინეტებში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები
იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ასევე ინფექციები და ინვაზიები.
ჰიპოგლიკემია
კლინიკური კვლევებში, დადასტურებული ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების უმრავლესობა
უმნიშვნელო იყო. ვიქტოზას® მონოთერაპიის კვლევაში მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის
ეპიზოდები არ გამოვლენილა. მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემია ნაკლებად ხშირია და,
ძირითადად, ვიქტოზას® სულფონილშარდოვანასთან კომბინირებისას ვლინდებოდა (0,02
მოვლენა/სუბიექტი-წელიწადი). ძალიან ცოტა ეპიზოდი (0,001 მოვლენა/სუბიექტიწელიწადი)
გამოვლინდა, როდესაც ვიქტოზა® სულფონილშარდოვანასგან
განსხვავებულ ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენებოდა.
როდესაც ინსულინი დეტემირი 1,8 მგ ლირაგლუტიდს და მეტფორმინს ემატებოდა,
მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიური ეფექტი არ დაფიქსირებულა. უმნიშვნელო ჰიპოგლიკემიური
ეპიზოდების მაჩვენებელი იყო 0,286 მოვლენა სუბიექტ-წელიწადზე. შედარების ჯგუფებში,
რომლებიც 1,8 მგ ლირაგლუტიდით და მეტფორმინით მკურნალობდნენ, უმნიშვნელო
ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, 0,029 და 0,129 მოვლენა ერთ
სუბიექტ-წელიწადზე.
გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ
გულისრევის ეპიზოდების უმრავლესობა მსუბუქი ან ზომიერი, გარდამავალი იყო და
იშვიათად მოითხოვდა თერაპიის შეწყვეტას. მონოთერაპიის შემთხვევაში, ვიქტოზას®
ორივე დოზის მიმღებ პაციენტებში მკურნალობის პირველ კვირებში გულისრევა უფრო
დიდი სიხშირით ფიქსირდებოდა (14%), გლიმეპირიდთან შედარებით (3%). ვიქტოზას®
მიმღები იმ პაციენტების წილი, რომლებსაც გულისრევა აღენიშნებოდათ, დროთა
განმავლობაში მცირდებოდა და 16 კვირის შემდეგ გლიმეპირიდის მიმღები
პაციენტებისას უტოლდებოდა.
>70 წლის პაციენტებს ვიქტოზათი® მკურნალობისას შეიძლება კუჭ-ნაწლავის მხრივ
უფრო მეტი ეფექტი განუვითარდეთ.
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებს (კრეატინინის კლირენსი
60-90 მლ/წთ) ვიქტოზათი® მკურნალობისას შეიძლება კუჭ-ნაწლავის მხრივ უფრო მეტი
ეფექტი განუვითარდეთ.
პრეპარატის მოხსნა
გვერდითი რეაქციების გამო პრეპარატის მოხსნის სიხშირე, გრძელვადიან
კონტროლირებულ კვლევებში (26 კვირა ან მეტი), ვიქტოზას® მიმღები პაციენტებისთვის
იყო 7,8%, ხოლო შესადარებელი პრეპარატის მიმღები პაციენტებისთვის 3,4%. ყველაზე
ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც პრეპარატის მოხსნას მოითხოვდა, ვიქტოზას®
მიმღები პაციენტებისთვის იყო გულისრევა (პაციენტთა 2,8%) და ღებინება (1,5%).
იმუნოგენურობა
ცილების ან პეპტიდების შემცველი სამკურნალო პროდუქტების პოტენციური
იმუნოგენური თვისებების შესაბამისად, პაციენტებმა ვიქტოზათი® მკურნალობის
შედეგად შეიძლება ანტი-ლირაგლუტიდური ანტისხეულები გამოიმუშაონ.
ანტისხეულები, საშუალოდ, პაციენტთა 8,6%-ს გამოუმუშავდებოდა. ანტისხეულების
ფორმირება ვიქტოზას® ეფექტურობის დაქვეითებას არ იწვევდა.
პანკრეატიტი
ვიქტოზას® გრძელვადიანი კლინიკური კვლევების განმავლობაში მწვავე პანკრეატიტის
რამდენიმე შემთხვევა (<0,2%) დაფიქსირდა. პანკრეატიტი გაყიდვაში გაშვების შემდეგაც
დაფიქსირდა. ვიქტოზასა® და პანკრეატიტს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის
როგორც დადგენა, ისე გამორიცხვა შეუძლებელია.
მოვლენები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ
თიროიდული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე ყველა საშუალო და
გრძელვადიან კვლევაში იყო 33,5, 30,0 და 21,7 1000 სუბიექტ-წელიწადზე, მთლიანად
ლირაგლუტიდის, პლაცებოს და მთლიანად შესადარებელი პრეპარატის
ზემოქმედებისას; 5,4, 2,1 და 1,2 მოვლენა, შესაბამისად, სერიოზულ თიროიდულ
გვერდით მოვლენას ასახავდა.
ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზმი, სისხლში კალციტონინის მომატებული დონე და
ჩიყვი ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ თიროიდულ გვერდით მოვლენას
წარმოადგენდა. მაჩვენებლები 1000 სუბიექტ-წელიწადზე იყო 6,8, 10,9 და 5,4
ლირაგლუტიდის მიმღები პაციენტებისთვის, პლაცებოს მიმღები პაციენტების 6,4, 10,7
და 2,1-თან და შესადარებელი პრეპარატის მიმღები პაციენტების 2,4, 6,0 და 1,8-თან
შედარებით, შესაბამისად.
ალერგიული რეაქციები
ვიქტოზას® პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებულია ალერგიული
რეაქციები, მათ შორის, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.
ვიქტოზას® პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებულია ანაფილაქსიური
რეაქციების რამდენიმე შემთხვევა, ისეთი თანმხლები სიმპტომებით, როგორიცაა
ჰიპოტენზია, გულის ფრიალი, დისპნოე, ედემა.
დოზის გადაჭარბება
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დოზის რეკომენდებულ
შემანარჩუნებელზე (72 მგ) 40-ჯერ მეტად გადაჭარბებაა დაფიქსირებული. მოვლენები
მოიცავდა ძლიერ გულისრევას და ძლიერ ღებინებას. ძლიერ ჰიპოგლიკემიას არცერთი
შემთხვევა არ მოიცავდა. ყველა პაციენტი გართულების გარეშე განიკურნა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა,
პაციენტის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების მიხედვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისხლში გლუკოზის დონის დამწევი სხვა პრეპარატები,
ინსულინის გარდა. ათქ კოდი: A10BX07.
მოქმედების მექანიზმი:
ლირაგლუტიდი GLP-1-ის ანალოგია ადამიანის GLP-1-ის თანმიმდევრობასთან 97%
ჰომოლოგიით, რომელიც GLP-1-ის რეცეპტორს უკავშირდება და ააქტიურებს. GLP-1-ის
რეცეპტორი ბუნებრივი GLP-1-ის სამიზნეა, რომელიც ენდოგენურ ინკრეტინულ
ჰორმონს წარმოადგენს და პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან ინსულინის გლუკოზაზე
დამოკიდებულ სეკრეციას აძლიერებს. ბუნებრივი GLP-1-ისგან განსხვავებით,
ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პროფილი ადამიანებში
დღეში ერთხელ გამოყენების საშუალებას იძლევა. კანქვეშ შეყვანის შემდეგ,
ხანგრძლივი მოქმედების პროფილი სამ მექანიზმს ემყარება: თვითასოციაცია, რაც ნელ
შეწოვას განაპირობებს; ალბუმინთან დაკავშირება; და მაღალი ფერმენტული
სტაბილურობა ფერმენტების დიპეპტიდილ პეპტიდაზა IV (DPP-IV) და ნეიტრალური
ენდოპეპტიდაზას (NEP) მიმართ, რაც პლაზმიდან ნახევაგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს
განაპირობებს.
ლირაგლუტიდის მოქმედება GLP-1-ის რეცეპტორებთან სპეციფიკური ურთიერთქმედებით
ხორციელდება, რაც ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (ც-ამფ) მომატებას იწვევს.
ლირაგლუტიდი ინსულინის სეკრეციას ასტიმულირებს, გლუკოზაზე დამოკიდებული
ფორმით. იმავდროულად, ლირაგლუტიდი გლუკაგონის არაადეკვატურად მაღალ
სეკრეციას ამცირებს, ასევე გლუკოზაზე დამოკიდებული ფორმით. ამგვარად, როდესაც
სისხლში გლუკოზის დონე მაღალია, ინსულინის სეკრეცია სტიმულირდება და
გლუკაგონის სეკრეცია ინჰიბირდება. პირიქით, ჰიპოგლიკემიის დროს ლირაგლუტიდი
ინსულინის სეკრეციას ამცირებს და გლუკაგონის სეკრეციას არ თრგუნავს. სისხლში
გლუკოზის დაწევის მექანიზმი კუჭის დაცლის მცირე გახანგრძლივებასაც მოიცავს.
ლირაგლუტიდი სხეულის წონას და ცხიმოვან მასას ამცირებს მექანიზმის
საშუალებით, რომელიც შიმშილის გრძნობის დაქვეითებას და ენერგიის შთანთქმის
შემცირებას მოიცავს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
ლირაგლუტიდს მოქმედების 24 საათიანი ხანგრძლიობა აქვს და მე-2 ტიპის შაქრიანი
დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიის კონტროლს უზმოზე და ჭამის შემდეგ
სისხლში გლუკოზის დაქვეითების საშუალებით აუმჯობესებს.
ინსულინის გლუკოზაზე დამოკიდებული სეკრეცია
ლირაგლუტიდი ინსულინის სეკრეციას გლუკოზის კონცენტრაციის ზრდის შესაბამისად
აძლიერებს. გლუკოზის საფეხურებრივი ინფუზიის გამოყენებით, მე-2 ტიპის დიაბეტის
მქონე პაციენტებში ლირაგლუტიდის ერთჯერადი დოზის შემდეგ ინსულინის
სეკრეციის მაჩვენებელი იზრდებოდა დონემდე, რომელიც ჯანმრთელ სუბიექტებში
გამოვლენილს შეესაბამება.
კლინიკური ეფექტურობა:
გლიკემიის კონტროლზე ვიქტოზას® გავლენის შესაფასებლად ხუთ ორმაგად ბრმა,
რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევა ჩატარდა. ვიქტოზათი®
მკურნალობა გლიკოზილირებული ჰემოგლობინის A1ც (HბA1ც), უზმოზე პლაზმაში
გლუკოზის და ჭამის შემდეგ გლუკოზის შემცველობას კლინიკურად და
სტატისტიკურად აუმჯობესებდა, პლაცებოსთან შედარებით.
ეს კვლევები მოიცავდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 3 978 პაციენტს (2500 სუბიექტი
ვიქტოზათი® მკურნალობდა), მათგან 53,7% მამაკაცი იყო, ხოლო 46,3% ქალი, 797
სუბიექტი (508 ვიქტოზათი® მკურნალობდა) ≥65 წლის და 113 სუბიექტი (66 ვიქტოზათი®
მკურნალობდა) ≥75 წლის იყო.
დამატებით ჩატარდა ღია რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა, რომელშიც
ვიქტოზას® ექსენატიდთან შედარება ხდებოდა.
52 კვირიან კლინიკურ კვლევაში, 1,8 მგ ვიქტოზაზე® და მეტფორმინზე ინსულინი
დეტემირის დამატებამ პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ ვიქტოზათი® და
მეტფორმინით გლიკემიის სამიზნე მაჩვენებელს ვერ აღწევდნენ, HბA1ც-ის ფონურიდან
0,54%-ით შემცირება გამოიწვია, ვიქტოზას® და მეტფორმინის მიმღები საკონტროლო
ჯგუფის 0,20%-ის საპირისპიროდ.
გლიკემიის კონტროლი:
ცხრილი 2. ვიქტოზას® 52 კვირიანი მონოთერაპიის შედეგები პაციენტებში, რომლებშიც
დიეტით და ვარჯიშით ან ერთი ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატის მიღებით
გლუკოზის ადეკვატური კონტროლი ვერ ხერხდებოდა
მონოთერაპია
ლირაგლუტიდი
1,8 მგ
ლირაგლუტიდი
1,2 მგ
გლიმეპირიდი
# 246 251 248
HბA1ც (%) (საშუალო)
საწყისი მაჩვენებელი 8,19 8,18 8,23
ცვლილება -1,14 -0,84 -0,51
პაციენტები (%), რომლებიც აღწევდნენ HბA1ც <7%
ყველა პაციენტი 50,9 42,8 27,8
პაციენტები, რომლებიც
მანამდე დიეტით
მკურნალობდნენ
62,0 58,3 30,8
სხეულის წონა (კგ) (საშუალო)
საწყისი მაჩვენებელი 92,6 92,1 93,3
ცვლილება -2,45 -2,05 1,12
26 კვირიანმა კომბინაციურმა თერაპიამ ვიქტოზათი® და მეტფორმინით, გლიმეპირიდით
ან მეტფორმინით და როზიგლიტაზონით, HბA1ც-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი
(პ<0,0001) და მდგრადი დაქვეითება გამოიწვია, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან
შედარებით (ცხრილები 3 და 4).
ცხრილი 3. ორი 26 კვირიანი კვლევის შედეგები. ვიქტოზა® მეტფორმინთან
კომბინაციაში და ვიქტოზა® გლიმეპირიდთან კომბინაციაში

მეტი ინფორაცია
Units 2
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy