Zyrtec - ზირტეკი 10მგ. 7 ტაბლეტი
ჩვენება: სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი და ალერგიული კონიუნქტივიტი; ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; სხვა ალერგიული დერმატოზები
ზირტეკი
სავაჭრო პატენტირებული სახელწოდება: ზირტეკი *
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ცეტირიზინი
ქიმიური სახელწოდება:
[2-[4-[(4- ქლოროფენილი) ფენილმეთილი ] - 1- პიპერა ზინი ლი ] ეტოქსი ] ძმარ მჟავასდიჰიდროქლორიდი.
სამკურნალო ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა , ლაქტოზის მონოჰიდრატი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ,მაგნიუმის სტეარატი ; ოპადრაი я Y-1-7000 [ ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171) ,მაკროგოლი 400.
აღწერა:
თეთრი მოგრძო ტაბლეტები , აპკიანი გარსით დაფარული , ორმხრიმამოზნექილი ზედაპირით ,თითოეული ტაბლეტი გაყოფილია ნაზოლით და ცალ მხარეს მარკირბულია "Y".
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ( H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკა ტორი).
ფარმაკოთერაპიული თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. ცეტირიზინი - პრეპარატის აქტიური ნივთიერება - წარმოადგენს ჰიდროქსიზინისმეტაბოლიტს , ეკუთვნის ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს და H1 - ჰისტამინურირეცეპტორების ბლოკატორს.
ცეტირიზინი ზეგავლენას ახდენს ალერგიულ რეაქციებზე და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას , ახდენსქავილის და ექსუდაციის საწინააღ მდე გო მოქმედებას. ცეტირიზინი გავლენას ახდენს ალერგიულირეაქციის ჰისტამინდამოკიდებულ სტადიაზე , ზღუდავს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებასალერგიული რეაქციის " გვიან " სტადიაზე , აგრეთვე , ამცირებს ეოზინოფილების , ნეიტროფილების დაბაზოფილების მიგრაციას , ახდენს ფოროვანი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას. ამცირებსკაპილარების შეღწევადობას , ზეგავლენას ახდენს ქსოვილების შეშუპების განვითარებაზე , ხსნის გლუვიკუნთების სპაზმს. ხსნის ჰისტამინისა და სპეციფიური ალერგენების შეყვანით გამოწვეულ რეაქციას კანზედა აგრეთვე , გაციებაზე ( სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციება) კანის რეაქციას. ამცირებსჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქად მიმდინარე ბრონქია ლულ ასთმის დროს.
ცეტირიზინი პრაქტიკულად არ ახდენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონულ მოქმედებას. თერაპიულდოზებით პრეპარატი პრაქტიკულად არ ახდენს სედაციურ ეფექტს. ცეტირიზინის 10 მგ დოზისერთჯერადი მიღების შემდეგ მოქმედება იწყება 20 წუთში (50% პაციენტებში), 60 წუთში (95%პაციენტებში) და გრძელდება 24 საათი. მკურნალობის კურსის ფონზე ცეტირიზინის ანტიჰისტამინურიმოქმედების მიმართ ტოლერანტობა არ ვითარდება. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 3დღე - ღამე.
ფარმაკოკინეტიკა
ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იცვლება სწორხაზოვნად.
შეწოვა. შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ - ნაწლავისტრაქტიდან. საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციის ხარისხზე , თუმცა , მისი სიჩქარემცირდება. მოზრდილებში პრეპარატის თერაპიული დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლისპლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია () მიიღწევა საათის შემდეგ და შეადგენს 300 ნგ / მლ.
განაწილება. ცეტირიზინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა () შეადგენს 0,5 ლ / კგ. პრეპარატის 10 მგ დოზის მიღებისას 10 დღის განმავლობაში ცეტირიზინისკუმულაცია არ აღინიშნება.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლირდება ორგანიზმში მცირე მოცულობით O- დეალკი ლირების გზით ( -ჰისტამინის რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებისაგან განსხვავებით , რომლებიც მეტაბოლირდებიანღვიძლში ციტოქრომების სისტემის საშუალებით) ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტისწარმოშობით.
გამოყოფა. ნახევარგამოყოფის პერიოდი () მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 10 სთ ; 6-12წლამდე ბავშვებში - 6 სთ , 2-6 წლამდე - 5 სთ , 6 თვიდან 2 წლამდე -3,1 სთ. მიღებული პრეპარატისდოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით.
ხანდაზმულ და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის 10 მგ დოზისერთჯერადი მიღებისას იზრდება დაახლოებით 50%- ით და სისტემური კლირენსი მცირდება 40%-ით.
მსუბუქი ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი ( KK)>40 მლ / წთ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ანალოგიურია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისა.
საშუალო სიმძიმის ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფპაციენტებში (( KK)<7 მლ / წთ), პრეპარატის 10 მგ დოზის მიღებისას იზრდება 3_ ჯერ , ხოლოსაერთო კლირენსი მცირდება 70%- ით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, რაც ითხოვს დოზირების რეჟიმის შესაბამის ცვლილებას.
ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ჩვენებები:
- სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის და ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომებისსამკურნალოდ , როგორიცაა ქავილი , ცემინება , რინორეა , ცრემლდენა , კონიუნქტივის ჰიპერემია;
- ციებ - ცხელება ;
- ჭინჭრის ციება , მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება ;
- სხვა ალერგიული დერმატოზები , მათ შორის ატოპიური დერმატიტი , რომელსაც თანახლავსქავილი და გამონაყარი.
უკუჩვენებები:
- ცეტირიზინის , ჰიდროქსიზინის და პიპერაზინის წარმოებულის და აგრეთვე , პრეპარატისსხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ;
- თირკმლის უკმარისობი ს ტერმინალური სტადია ( KK <10 მლ / წთ);
- გალაქტოზის მემკვიდროებითი შეუთავსებლობა , ლაქტაზის ნაკლებობა ან გლუკოზა -გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი ;
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე ( მოცემულ სამკურნალო ფორმისათვის);
- ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი ;
სიფრთხილით:
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ( საჭიროებს დოზირების რეჟიმის კორექტირებას);
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ;
- ხანდაზმული ასაკი ( შესაძლებელია გორგლისებრი ფილტრაციის დაქვეითება).
გამოყენების წესი და დოზირება:
შინაგანად მისაღები , 1 ჭიქა სითხის დაყოლებით.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ბავშვები: სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ (1 ტაბლეტი). ზოგჯერთერაპიული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია საწყისი დოზის 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დანიშვნით.
ვინაიდან ზირტეკი * გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით , თირკმლის უკმარისობის მქონეპაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას დოზის კორეგირება ხდება სიდიდის მიხედით.
მამაკაცებისათვის - ს ( კრეატინინის კლირენსი) სიდიდის გამოთვლა შესაძლებელია შრატისკრეატინინის კონცენტრაციიდან გამომდინარე შემდეგი ფორმულით:
( მლ / წთ) ;
ქალებში შეიძლება გამოითვალოს მიღებული მნიშვნელობის კოეფიცი ენ ტზე გამრავლებით.
თირკმლის უკმარისობა
(მლ/წთ)
დოზირების რეჟიმი
ნორმა
10 მგ / დღე - ღამე
მსუბუქი
50-79
10 მგ / დღე - ღამე
საშუალო
30-49
5 მგ / დღე - ღამე
მძიმე
<30
5 მგ დღე გამოშვევით
ტერმინალური სტადია -დიალიზზე მყოფი პაციენტები
<10
პრეპარატის მიღება არ შეიძლება:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობის დოზირებახორციელდება ზემოთ მოყვანილ ცხრილის მიხედვით.
თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში დოზის კორექტირება ხდება - ს და სხეულის მასისგათვალისწინებით.
პაციენტებში , მხოლოდ ღვიძლის უკმარისობით , დოზირების რეჟიმის კორეგირება არ არის საჭირო.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი გვერდითი ეფექტები.
სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრივ: ტრომბოციტოპენია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი, აგრესია , აგზნებადობა , დაბნეულობა , დეპრესია , ჰალუცინაციები , უძილობა , ტიკი , კონვულსიები ,დისკინეზია , დისტონია , პარესთეზია , გულისწასვლა , ტრემორი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: აკომოდაციის დარღვევა , არამკაფიო მხედველობა , ნისტაგმი.
გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი , ფარინგიტი.
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე , გულისრევა , აბდომინური ტკივილი , დიარეა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( ტრანსამინაზების , ტუტეფოსფატაზის , g - გლუტამატტრანსფერაზის და ბილირუბინის დონის მომატება).
შარდის გამოყოფის სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა , ენურეზი.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი , გამონაყარი , ჭინჭრის ციება , ანგიონევროზული შეშუპება.
იმუნური სისტემის მხრივ: მომატებული მგრძნობელობა , ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის წონის მომატება.
სხვა: დაღლილობა , ასთენია , სისუსტე , შეშუპება.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის 50 მგ დოზის ერთჯერადი მიღებისას შეიძლება წარმოიშვას შემდეგი სიმპტომები:დაბნეულობა , დიარეა , თავბრუსხვევა , მომატებული დაღლილობა , თავის ტკივილი , სისუსტე ,მიდრიაზი , ქავილი , სედაციური ეფექტი , ძილიანობა , სტუპორი , ტაქიკარდია , ტრემორი , შარდისშეკავება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღებისთანავე - კუჭის ამორეცხვა ან ღებინების ხელოვნურად გამოწვევა.რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის დანიშვნა , სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცეტირიზინის პსევდოეფედრინთან , ციმეტიდინთან , კეტოკონაზოლთან , ერიტრომიცინთან ,აზიტრომიცინთან , გლიპიზიდთან და დიაზეპამთან ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურადმნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ იყო.
თეოფილინთან (400 მგ / დღე - ღამეში) ერთდროულად დანიშვნისას ცეტირიზინის საერთო კლირენსი მცირდება 16%- ით ( თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება).
მაკროლიდებთან და კეტოკონაზოლთან ერთდროულად დანიშვნისას , ელექტროკარდიოგრამაზეცვლილებები შემჩნეული არ არის.
პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენებისას ალკოჰოლთან ( ალკოჰოლის სისხლში 0,5 გ / ლკონცენტრაციისას) ურთიერთქმედების მონაცემები არ არის მიღებული. მიუხედავად ამისა , საჭიროაალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება პრეპარატით მკურნალობის დროს , რათა თავიდან იქნასაცილებული ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.
განსაკუთრებული მითითებები:
6 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ზირტეკს უნიშნავენ შიგნით მისაღები წვეთების სამკურნალო ფორმით 10 მგ/ მლ.
საჭიროა სიფრთხილე ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას ( იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალოსაშუალებებთან).
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა:
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ თერაპიულ დოზებშიპრეპარატის მიღების დროს არასასურველი მოვლენები დაფიქსირებული არ არის , მაგრამ , ამისმიუხედავად , მიზანშეწონილია თავის შეკავება პრეპარატის მიღების პერიოდში პოტენციურად საშიშისაქმიანობისაგან , რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული 10 მგ ტაბლეტები. 7 ან 10 ტაბლეტი ბლისტერში [ პვქ / ალუმინის ფოლგა ]. 1 (7 ან 10 ტაბლეტი) ან 2 (10 ტაბლეტი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს +300 С.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით);
Units | 7 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account