Adenoplex Richter - ადენოპლექს რიჩტერი 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 32,54 ლ რეგულარული ფასი 45,20 ლ
მარაგშია
SKU
52913_2071
ადენოპლექს რიჩტერი შეიცავს ვიტამინ B1-ს, B6 და B12 ვიტამინთან შესაბამისობაში. იგი გამოიყენება ამ ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა ნერვის ანთებების (პოლინევრიტი) სამკურნალოდ.

ადენოპლექს რიჩტერის ფხვნილი და საინექციო ხსნარის გამხსნელი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის

კოკარბოქსილაზა (B1), პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი (B6), ციანოკობალმინი (B12)

 

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.
  • გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის მოცემული ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4

რა არის ამ ბროშურაში:

  1. რა არის ადენოპლექს რიჩტერი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ ადენოპლექს რიჩტერის გამოყენებას
  3. როგორ გამოვიყენოთ ადენოპლექს რიჩტერი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  1. როგორ შევინახოთ ადენოპლექს რიჩტერი
  2. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  3. რა არის ადენოპლექს რიჩტერი და რისთვის გამოიყენება იგი

ადენოპლექს რიჩტერი შეიცავს ვიტამინ B1-ს, B6 და B12 ვიტამინთან შესაბამისობაში. იგი გამოიყენება ამ ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა ნერვის ანთებების  (პოლინევრიტი) სამკურნალოდ.

  1. რა უნდა იცოდეთ ადენოპლექს რიჩტერის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ადენოპლექს რიჩტერი

თუ ალერგიული ხართ B1 და/ან B6 და/ან B12 ვიტამინების მიმართ ან ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პარაგრაფ 6-ში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ დაიწყებთ ადენოპლექს რიჩტერის გამოყენებას.

წამლის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე:

  • თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები B1 (თიამინი) ვიტამინის ინექციის დროს. ამან შეიძლება მიუთითოს ჰიპერმგრძნობელობაზე ამ ვიტამინის მიმართ და გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქცია.
  • თუ თქვენ გაქვთ ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება (პარკინსონის დაავადება) და თუ გადიხართ მკურნალობის კურსს ლევოდოპას მიღებით.

სხვა მედიკამენტები და ადენოპლექს რიჩტერი

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ბოლო ხანს მიიღეთ სხვა მედიკამენტები.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოახსენეთ ექიმს თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)  აფერხებს ადენოპლექს რიჩტერის ეფექტს.

ორსულობა,  ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძრი დედა, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგან არ იცით რა შესაძლო რეაქციები შეიძლება მოჰყვეს ამ პროდუქტის გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ავტომანქანის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე არ გამოვლენილა რაიმე უარყოფითი გავლენა.

  1. როგორ მიიღოთ ადენოპლექს რიჩტერი

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ისე 

როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ.

ხსნარი უნდა მომზადდეს გამოყენების წინ, სტერილური შემავსებელი ჩაუშვით ამპულაში რომელშიც არის ლიოფილიზებული ფოროვანი მასა.

ადენოპლექს რიჩტერი კეთდება მხოლოდ ინტრამუსკულარულად და მისი მიღება სხვაგვარად არ შეიძლება.

დღიური დოზა არის 1-2 ამპულა. კლინიკური მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, დოზების ინდივიდუალობას ადგენს ექიმი.

 

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ადენოპლექს რიჩტერს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:

თუ მიიღეთ ადენოპლექს რიჩტერი გადაჭარბებული დოზით, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. საავადმყოფოში ან ექიმთან წასვლის დროს თან წაიღეთ ადენოპლექს რიჩტერის ფლაკონი.

თუ დაგავიწყდათ ადენოპლექს რიჩტერის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ადენოპლექს რიჩტერის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ ადენოპლექს რიჩტერითმკურნალობას:

არ შეწყვიტოთ ადენოპლექს რიჩტერის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

წამალთან დაკავშიორებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს:

  • სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ პროდუქტის განმეორებითი ინექციით.

სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • სახის და ყელის შეშუპება
  • გამონაყარი კანზე
  • ქავილი
  • სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა
  • დიარეა.

გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება მიიღოთ შემდეგი ვებ-გვერდიდან:

www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების უფრო მეტ ინფორმაციას.

  1. როგორ შევინახოთ ადენოპლექს რიჩტერი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ადენოპლექს რიჩტერი ინახება 50 C + 30 C

ლიოფილიზებული ფლაკონი შეიცავს ფოროვანი მასას. ამ ფოროვანი მასის ტრანსპორტირების დროს, მისი მტვრევადობიდან გამომდინარე, იგი შეიძლება დაიმსხვრეს და გაიფანტოს. ამ ფაქტის განსაზღვრა წინასწარ ვერ ხდება.   

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ადენოპლექს რიჩტერის შემადგენლობა:

ლიოფილიზებული ფლაკონის აქტიური ნივთიერებებია:

კოკარბოქსილაზა (ვიტ.B1) 38.3მგ;

პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი (ვიტ.B6) 300მგ;

ციანოკობალმინი (ვიტ.B12) 0.5მგ.

სხვა ინგრედიენტებია:

მანიტოლი, მეთილ პ -ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი.

გამხსნელი ფლაკონის აქტიური ნივთიერებები:

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10მგ.

სხვა ინგრედიენტებია:

საინექციო წყალი

 

როგორ გამოიყურება ადენოპლექს რიჩტერის და შეფუთვის შიგთავსი

ადენოპლექს რიჩტერის ფორმაა - 5 ლიოფილიზებული ამპულები + 5 გამხსნელი ამპულა 2მლ.

პროდუქტი მოთავსებულია ყვითელი შუშის ამპულაში რომელიც შეიცავს ლიოფილიზებულ ფხვნილს, უფერო ამპულებში არის 2მლ გამხსნელი.

ერთ შეფუთვაში არის 10 ამპულა, აქედან 5 ამპულა ფხვნილი და 5 ამპულა გამხსნელი.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

Italian Devices S.r.l, ვია ტიბურტინა, 1143-00156 რომი

 

მწარმოებელი:

იტალია, Biologici Italia Laboratories srl

Via Filippo Serpero, 2-20060 Masate (MI)

მოცემული ჩანართი ბოლოს გადამოწმდა: 06/23/2015წ.

 

 

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy