Zyrtec - ზირტეკი 10მგ 20 ტაბლეტი

7,90 ლ
მარაგშია
SKU
79228_1604

ჩვენება:ზირტეკი® არის ალერგიული რინიტის და ჭინჭრის ციების სამკურნალოდ გამოსაყენებელი  პრეპარატი.

ზირტეკი® 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი (თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება რძისგან), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. აპკიანი გარსის მასალა: ოპადრი Y-1-7000 (მეტოსელ E5 პრემიუმი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ან E 464), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 400 (მაკროგოლი 400)).
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს პრეპარატი გამოწერილია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

· თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.

· დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

რა არის ზირტეკი® და რისთვის გამოიყენება?
საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ზირტეკის®გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ზირტეკი®?
რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
ზირტეკის® შენახვა
რა არის ზირტეკი® და რისთვის გამოიყენება?
ზირტეკი® არის აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მოგრძო ტაბლეტი ნაჭდევით და Y-Y მარკირებით. კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.

ზირტეკი® არის ალერგიული რინიტის და ჭინჭრის ციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი.

ზირტეკი®:

გამოიყენება 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:

ალერგიული რინიტის დროს ცხვირსა და თვალებთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ და ურტიკარიის (ჭინჭრის ციების) სამკურნალოდ.
საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ზირტეკის® გამოყენებამდე
არ მიიღოთ ზირტეკი® შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ზირტეკის® აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ,
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის უკმარისობა, რომლის დროსაც კრეატინინის კლირენსი (თირკმლის ფუნქციაზე დაკვირვების მიზნით გამოყენებული ნივთიერების, კრეატინინის გამოყოფა თირკმელების მეშვეობით) ნაკლებია 10 მლ/წთ-ზე).
არ გამოიყენოთ ზირტეკი® 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ზირტეკის® მიღებისას დაიცავით სიფრთხილე

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. საჭიროებისას იგი შეამცირებს პრეპარატის დოზას. ახალ დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ, განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თუ გაქვთ მოშარდვის პრობლემები (ზურგის ტვინის პრობლემები ან პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემები), კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
თუ დაავადებული ხართ ეპილეფსიით ან არსებობს კონვულსიის (კრუნჩხვა) რისკი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
რეკომენდებული დოზით ზირტეკთან® ერთად ალკოჰოლის მიღებისას (სისხლში 0.5 გ/ლ - შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ვლინდება. მაგრამ არ არსებობს უფრო მაღალი დოზებით ზირტეკისა® და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მონაცემები. აღნიშნულის გამო, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, უნდა მოერიდოთ ზირტეკთან® ერთად ალკოჰოლის მიღებას.
თუ გესაჭიროებათ ალერგიაზე ტესტის ჩატარება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ზირტეკის® მიღება ტესტამდე რამდენიმე დღით ადრე. ზირტეკმა® შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ალერგიის ტესტის შედეგზე.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ზირტეკის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ზირტეკის® მიღება შეგიძლიათ უზმოდ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსული ქალები უნდა მოერიდონ ზირტეკის® გამოყენებას. თუმცა ორსულობის დროს პრეპარატის შემთხვევით გამოყენება არ იქნება ნაყოფისთვის საზიანო, რეკომენდებულია, ორსულობის დროს ზირტეკი® გამოყენებული იქნას სიფრთხილით, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 ® აქტიური ნივთიერება (ცეტირიზინი) გადადის დედის რძეში, რის გამოც არ შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებზე არასასურველი ზემოქმედების რისკის უგულებელყოფა. არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში დედისთვის ზირტეკის® გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

რეკომენდებული 10 მგ დოზით ზირტეკის® მიღებისას ჩაძინების და სიმულაციური მონტაჟის ხაზის ტესტით (სტუპორზე/ძილიანობაზე პრეპარატის ზემოქმედების გასაზომად კომპიუტერის მეშვეობით ჩატარებული ტესტი, რომელიც ზუსტად ზომავს ძილის დროს ყველა ცვლილებას და ასახავს რეალურ სამუშაო გარემოში ეფექტურობას) კლინიკურად არ დასტურდება მნიშვნელოვანი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე.

პაციენტებმა, რომლებიც გეგმავენ სატრანსპორტო საშუალების მართვას, ასრულებენ პოტენციურად სახიფათო სამუშაოს და მართავენ მექანიზმებს, არ უნდა გადააჭარბონ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას და მხედველობაში მიიღონ პრეპარატზე პასუხი. ამ ტიპის მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ზირტეკთან® ერთად ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტის (დამთრგუნველის) ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონცენტრაციის შემცირება და ეფექტურობის დარღვევები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზირტეკის® შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ზირტეკი® შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ მგრძნობელობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ზირტეკს® არ ახასიათებს სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

ზირტეკთან® ერთად ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტის (დამთრგუნველის) (მაგალითად, ბენზოდიაზეპინი, ვალპროატი, ტოპირამატი) ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონცენტრაციის დაქვეითება და ეფექტურობის დარღვევები.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ გამოიყენება ზირტეკი®?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: დღეში ორჯერ 5 მგ (დღეში ორჯერ ½ ტაბლეტი)

12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში: დღეში ერთხელ 10 მგ (1 ტაბლეტი).

გამოყენების გზა და მეთოდი:
ზირტეკი® მიიღება პერორალურად.

ზირტეკი® დალიეთ საკმარისი რაოდენობით სითხესთან (მაგალითად, ერთი ჭიქა წყალთან) ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები: არ არის რეკომენდებული ზირტეკის® გამოყენება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, რადგანაც ეს შემადგენლობა არ იძლევა დოზის ადაპტირების საშუალებას.

ასაკოვნები: თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში არ არის საჭირო დოზის შემცირება.

განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობათუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის უკმარისობა, დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი თირკმლის უკმარისობის დონის მიხედვით.თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ბავშვებში დოზა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს ექიმმა თირკმლის ფუნქციის და სხეულის წონის მხედველობაში მიღებით.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის უკმარისობა, შეუძლიათ მიიღონ ჩვეულებრივად დანიშნული დოზა. პაციენტებისთვის, რომლებსაც ერთდროულად აქვთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, რეკომენდებულია დოზის კორექტირება.თუ თვლით, რომ ზირტეკის® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.თუ მიიღეთ ზირტეკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით

ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია უფრო მწვავედ გამოვლინდეს ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები. ცნობილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონფუზია (დეზორიენტაცია), დიარეა (ფაღარათი), გაბრუების შეგრძნება, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, გუგების გაფართოება, ქავილი, აღგზნება, გამოხატული მუდმივი მოძრაობით, ზედაპირული ძილი, სომნოლენცია (ძილიანობა), სტუპორი, ტაქიკარდია (ძალიან აჩქარებული გულისცემა), ტრემორი (კანკალი) და შარდის შეკავება.

თუ შემთხვევით მიიღეთ ზირტეკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ზირტეკის® მიღება

განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის მითითების შესაბამისად.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ზირტეკით® მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

ზირტეკის® შეწყვეტის შემთხვევაში ძალიან იშვიათად შესაძლებელია ისევ დაიწყოს ძლიერი ქავილი და/ან ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

ზირტეკით® მკურნალობის ვადა დამოკიდებულია კლინიკურ სიმპტომებზე და ინდივიდუალურად დაავადების მიმდინარეობაზე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების ხელახლა გამოვლენა ან დამძიმება. ზირტეკით® მკურნალობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა.

რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზირტეკის® შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ ზირტეკის® მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ძლიერი რეაქციები და ანგიოედემა (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას).
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

რომელიმე მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ზირტეკზე®. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ეს რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატის მიღებისთანავე ან მოგვიანებით. ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციები იშვიათად ან ძალიან იშვიათად ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ხშირი:

სომნოლენცია (ძილიანობა)
გაბრუება
თავის ტკივილი
ფარინგიტი (ხახის ანთება)
რინიტი (სურდო) (ბავშვებში)
დიარეა (ფაღარათი)
გულისრევა
პირის სიმშრალე
სისუსტე
არახშირი:

აჟიტაცია (ძლიერი აღგზნება)
პარესთეზია (მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა, დაბუჟება/ჩხვლეტის შეგრძნება)
მუცლის ტკივილი
ქავილი
გამონაყარი
ასთენია (დაღლილობა)
სისუსტე.
იშვიათი:

ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ ძლიერი (ძალიან იშვიათად)
დეპრესია
ჰალუცინაციები (არარსებული ობიექტის დანახვა/გაგონება)
აგრესია
კონფუზია (დეზორიენტაცია)
უძილობა
კონვულსიები (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კრუნჩხვა)
ტაქიკარდია (წუთში გულის შეკუმშვის სიხშირის - პულსის - ძლიერი აჩქარება)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ტრანსამინაზას, ალკალენფოსფატაზას, გამაგლუტამილტრანსფერაზას და ბილირუბინის მატება)
ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
შეშუპება
წონაში მატება
ძალიან იშვიათი:

თრომბოციტოპენია [სისხლში თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის შედედებას) რაოდენობის შემცირება]
ტიკი
სინკოპე (გულის წასვლა)
დისკინეზია (მოძრაობის უნარის დარღვევები)
დისტონია (უნებლიეთ წარმოქმნილი კუნთების შეკუმშვა, სპაზმები ან მოძრაობა)
კანკალი
გემოს აღქმის დარღვევა
დაბინდული მხედველობა
აკომოდაციის დარღვევა
ოკულოგირაცია (თვალის კაკლების ნებისმიერი მიმართულებით უნებლიე მოძრაობა)
ანგიოედემა (ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ან განსაკუთრებით პირის ღრუს ან ყელის შეშუპება ისე, რომ გაძნელებულია ყლაპვა ან ჩასუნთქვა)
პრეპარატის მიზეზით წარმოქმნილი ერუპცია (გამონაყარი)
ენურეზი (შარდის შეუკავებლობა)
დისურია (მტკივნეული შარდვა)
უცნობი:

მადის მომატება
სუიციდური ფიქრები (თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განმეორებადი ფიქრები ან სუიციდის გამო შფოთვა)
კოშმარები
გულმავიწყობა
მეხსიერების დარღვევები
წონასწორობის დარღვევიდან გამომდინარე თავბრუსხვევა (ვერტიგო)
შარდვის შეუძლებლობა, შარდვის გაძნელება
ძლიერი ქავილი და/ან ურტიკარია (ჭინჭრის ციება) (მკურნალობის შეწყვეტისას)
სახსრების ტკივილი
გამონაყარი ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. 

ზირტეკის® შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ მიიღოთ ზირტეკი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

 

 

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy