Ethanol - ეთანოლი 95% 200მლ
სპირტის და წყლის ნარევი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეთანოლი (ეთილის სპირტი) მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნარკოტიკულ ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთილის სპირტი იწვევს
მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აღგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესების შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის
ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
ჩვენებები
სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი (ეთილის სპირტი) ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი
გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, კომპრესებისათვის და სხვა.
მიღების წესები და დოზები
კანში შესაზელად, კომპრესებისათვის. სხვადასხვა განზავებებით ეთანოლი (ეთილის სპირტი) გამოიყენება ნაყენებისა და ექსტრაქტების მოსამზადებლად.
გვერდითი მოვლენები
შიგნით მიღებისას პრეპარატი იწვევს თავის ტვინის ქერქის აღგზნების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას (დიდ დოზებში).
მოწამლვისას რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა.
უკუჩვენება
არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს. არ არის რეკომენდირებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში შიგნით მიღება.
განსაკუთრებული მითითებები
შიგნით დიდი დოზით მიღებისას იწვევს ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების რღვევას. დაუშვებელია შიგნით მიღება ავტომობილების მძღოლების და დაზგადანადგარებთან მომუშავე პერსონალის მიერ, ასევე ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილე: ეთანოლის გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლთან ახლოს. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს წვას და ძლიერ გაღიზიანებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შიგნით მიღებისას თრგუნავს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამაღლებს ორგანიზმის მგრძნობელობას ტრანკვილიზატორებთან. პერორალურ ანტიდიაბეტურ
პრეპარატებთან ერთად იწვევს კომის განვითარებას. საძილე პრეპარატებთან ერთად იწვევს სუნთქვის ძლიერ დაქვეითებას.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას, ცეცხლისგან მოშორებით, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account