Quick cool- ქვიქქული პლასტირი 4 ცალი
ჩვენება: სიცხე,ვაქცინაციის წინა მოსამზადებელი პერიოდი (ტკივილის პრევენცია),მწერების ნაკბენი. პოსტინექციური აბსცესი.
გამაგრილებელი პლასტირი წარმოადგენს სხეულზე მისაკრავ, პორტატულ (მობილურ) პლასტირს, რომელიც შეიძლება დავიმაგროთ შუბლზე და ტრავმის ლოკალიზაციის მიხედვით, შესაბამის ადგილებზე.
შემადგენლობა:
წყალი, მენთოლი, პოლიაკრილის მჟავა, აბუსალათინის ზეთი, ქაფური, გლიცერინი.
ჩვენება:
სიცხე, (სხეულის მომატებული ტემპერატურა–39 C გრადუსამდე);
ვაქცინაციის წინა მოსამზადებელი პერიოდი (ტკივილის პრევენცია);
ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი (ანთებისსაწინააღმდეგოდ და ტკივილგამაყუჩებელად);
პოსტინექციური აბსცესი;
ვენეპუნქციის შემდგომი თრომბოფლებიტი;
მსუბუქი ხარისხის საყოფაცხოვრებო დამწვრობები(კანის დაზიანების გარეშე);
გარუჯვით გამოწვეული დამწვრობა;
ქვემო კიდურების ვენური უკმარისობა (ორსულებშიც);
სპორტული და სხვადასხვა გენეზის ტრავმები (დაჭიმულობა, ღრძობა, ჰემატომები, შეშუპება, კოპი.);
მწერების ნაკბენი.
მოქმედების მექანიზმი:
საფენში არსებული წყალი ორთქლდება კანის სიმხურვალით, რაც ტემპერატურის დაქვეითებისა და სიგრილის გამომწვევი ხდება.
მოქმედებს ფიზიოლოგიურად, ადგილობრივად უკუჩვენების გარეშე, არ შეიწოვება.
გამოყენება:
გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. იხმარება ორსულობის დროსაც.
შეფუთვა კოლოფში: 4 ინდივიდუალურად შეფუთული პლასტირი
Units | 4 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account