ALKA-SELTZER - ალკა-ზელტცერი 10 ტაბლეტი
ჩვენება: თავის, კბილის, ყელის ტკივილის, ზურგის, კუნთების და სახსრების ტკივილი, მენსტუალური ტკივილის სიმპტომების შემსუბუქებისთვის. ტემპერატურის მომატება გაციების,ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას
სავაჭრო დასახელება
ალკა-ზელტცერი.
სამკურნალწამლო ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები
აღწერილობა:
მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს მთელს პერიმეტრზე ამობურცულ წრეზე ამოტვიფრულია ,,ALK-SELTZER”. მეორე მხარეს გააჩნია წაკვეთილი კიდეები.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
აცეტილსალიცილის მჟავა 324მგ, უწყლო ლიმონმჟავა 965მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 1625მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი 25, სილოქსანი/სილიკატი, დოს-ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორები - ლიმონის და ლაიმის.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობასი შემავალი ნივთიერებებით.
აცეტილსალიცილისმჟავა (ასმ) ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, რაც განპირობბეულია პროსტაგლანდინების სინთეზში მონაწილე, ციკლოოქსიგენაზების ენზიმების ინჰიბირებით; აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, თრომბოქსან A2-ის სინთეზის ბლოკირებით. სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობისას აცეტილსალიცილისმჟავას დღიური დოზა შეადგენს 75-დან 300მგ-მდე.
ნატრიუმის კარბონატი ანეიტრალებს კუჭში არსებულ თაისუფალ მარილმჟავას ,რაც ამცირებს პრეპარატის გამაღიზიანებელ ეფექტს.
ლიმონმჟავა ხელს უწყობს პრეპარატის სწრაფ შეწოვას.
გამოყენების ჩვენებები
თავის, კბილის, ყელის ტკივილის, ზურგის, კუნთების და სახსრების ტკივილი, მენსტუალური ტკივილის სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ტემპერატურის მომატება გაციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას მოზრდილებში და ბავშვებში 15 წლის ზემოთ.
მიღების წესი და დოზირება
გახსენით ტაბლეტი/ტაბლეტები ჭიქა წყალში და დალიეთ.
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზის მიღება შეიძლება 4-8 საათის ინტერვალით დღეში 3-ჯერ.
ხანდაზმულებისთვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, უფრო ძლიერი ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში ღებულობენ 2 ტაბლეტს. ორივე შემთხვევაში, აუცილებლობისას, შეიძლება მიღების განმეორება, მაგრამ არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალისა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, როგორ ტკივილგამაყუჩებელი და 3 დღეს-როგორც სიცხის დამწევი საშუალებების სახით.
გვერდითი მოქმედება
სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები: იშვიათად - სერიოზული სისხლდენები, მაგალითად, ცერებრალური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით, პაციენტებშიუ, წნევის დაუდგენელი მომატებით ან/და ანტიკოაგულაციური საშუალებებით ერთდროული მკურნალობისას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან, კანიდან სისხლდება ან სისხლდება უროგენიტალური ტრაქტიდან, სისხლის შედედების გახანგრძლივების ალბათობით. ეფექტის შეწყვეტა ხდება პრეპარატის მიღების დასრულებიდან 4-8 დღის შემდეგ.
არსებობს ცნობები ჰემოლიზის და ჰემოლიზური ანემიის შესახებ, პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას სერიოზული დეფიციტით.
სმტ-ის დაავადებები: იშვიათად - გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის წყლული, სისხლდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
ცნს-ის დაავადებები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა, შუილი ყურებში (ტინიტუსი) და ცნობიერების დარღვევა.
კანის დაავადებები: იშვიათად - ალერგიული რეაქციები.
იმუნური სისტემის დაავადებები: იშვიათად - სასუნთქი გზების, სმტ-ის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ალერგიული რეაქციები, უპირატესად, ასთმის მქონე პაციენტებში. სიმპტომები შეიძლება იყოს: წნევის დაქვეითება, მოხრჩობის შემთხვევები, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი ან კვინკეს შეშუპება.
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები:- ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება.
თირკმლის და საშარდე ტრაქტის დაავადებები: თირკმლის ფუნქციური დარღვევები და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილისმჟავას და ასაპ-ის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; აქტიური პეპტიური წყლული, ჰემორაგიული დიათეზი, მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება 15მგ კვირაში ან მეტი; სალიცილატებით ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებით გამოწვეული ასთმა, თირკმლის, ან/და ღვიძ;ლის მწვავე, ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა (მესამე ტრიმესტრი); ბავშვები და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდები.
ჭარბი დოზირება
ხანდაზმულ ადამიანებში საჭიროა ინტოქსიკაციის თავადან აცილება (თერაპიულმა ჭარბმა დოზირებამ ან სერიოზულმა ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი).
საშუალო სიმძიმის ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ცნობიერების დარღვევა. ეს სიმპტომები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას.
მაღალი, ჭარბი დოზირება: ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, რესპირატორული ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: ჰოსპიტალიზაცია, ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მიღება, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი, ტუტე დიურეზი, ჰემოდიალიზი, სითხის დანაკარგის აღდგენა, სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა სხვა ანალგეზიურ/ანთების საწინააღმდეგო/ანტირევმატიულ საშუალებებზე და სხვა სახის ალერგიულ ნივთიერებებზე; ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევა, განსაკუთრებით ანამნეზში ალერგიის (მაგალითად, კანის რეაქციით, ქავილით ჭინჭრის ციებით), ბრონქული ასთმის, თივის ცხელების ან ცხვირის პოლიპოზის, ბრონქ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების არსებობისას; ანტიკოაგულაციური საშუალებებით ერთდროული თერაპია, კუჭის წყლული ან სისხლდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ანამნეზში; ღვიძლის შეზღუდული ფუნქციალ პაციენტებისთვის თირკმლის დისფუნქციით ან გულ-სისხლძარღვოვანი სისხლის მიმოქცევის შემცირებით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციური დარღვევის რისკის ზრდა ან თირკმლის მწვავეს უკმარისობა; ოპერაციამდე (ასევე მცირე ჩარევებისას, როგორიც არის კბილის ამოღება) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მიმართ მიდრეკილება; პაციენტებისთვის გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდიალიზი ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის რისკი იზრდება მაღაი დოზირებისას, მაღალი ტემპერატურისას ან მწვავე ინფექციებისას.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 477 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდველი დიეტის დროს.
ნატრიუმის ბენზოატის შემცველობამ წინასწარგანწყობილ შესაბამის პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანების სახით.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ხანგრძლივი დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობის რისკით (ანალგეზიური ნევროპათია), აღნიშნული რისკი განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კომბინირებული მიღების დროს.
ასმ მცირე დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას. პაციენტებში დიურეზის შემცირების მიმართ მიდრეკილებით, შესაძლოა პოდაგრის გამწვავება.
15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებმა ასმ უნდა მიიღონ ექიმის დაკვირვების ქვეშ და მხოლოდ მაშინ როცა სხვა პრეპარატები არაეფექტურია. ბავშვებში და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში ასმ-ას გამოყენებისას ვირუსული დაავადებებისას, როგორიცაა გრიპი ტიპი A, გრიპი ტიბი B, ჩუტყვავილა, არსებობს რეიეს სინდრომის განვითარების რისკი. რეიეს სინდრომის სიმპტომებია: გახანგრძლივებული ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია, ღვიძლის გადიდება.
ორსულობა და ლაქტაცია
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის ადრეულ სტადიებზე აბორტის, მანკების, განვითარების რისკი იზრდება დოზირების გაზრდასთან და პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან ერთად.
ორსულობის მე-3 ტრიმესტრის განმავლობაში არსებობს შემდეგი რისკები: თირკმლის დისფუნქცია, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და სანაყოფე წყლების ნაკლებობა; ნაყოფში-გულ-ფილტვის ტოქსიკურობა. დედის და ნაყოფის ორგანიზმში ორსულობის ბოლო თვეებში - შესაძლებელია სისხლის შედედების დროის გაზრდა; ანტიაგრეგაციული ეფექტი; სამშობიარო მოქმედების სისუსტე.
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით ხვდებიან ლაქტატში. რაც იწვევს ბავშვის ორგანიზმში სისხლდენის რისკს, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის გამო. იმის გამო, რომ დღეისათვის პრეპარატის შემთხვევითი (ერთჯერადი) მიღების შემდეგ არ არის დაფიქსირებული ჩვილზე არასასურველი ზემოქმედების შემთხვევები, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. სამედიცინო პრეპარატები, რომელიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზასპროსტაგლანდინების სინთეზს, წვევენ ქალთა ფერტილობის დარღვევას, რადგანაც გავლენას ახდენენ ოვულაციის პროცესზე. ეს პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს მეთოტრექსატის ჰეპატოტოქსიკურობას, ანთების საწინააღმდეგო აგენტების მიერ მისი თირკმლის კლირენსის შემცირებას და სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირიდან მისი გამოძევების გამო.
აძლიერებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის, რეზერპინის ეფექტებს.
ანტიკოაგულაციური საშუალებები, თრომბოლიზური საშუალებები და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ზრდიან სისხლდენის რისკს.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და სხვა ასაპ-ები, სინერგული ეფექტის გამო, მაღალ დოზებში ზრდიან წყლულოვანი დაავადების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის რისკს.
სისხლის პლაზმაში დიგოქსინის, ბარბიტურარების, ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაცია იზრდება თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი სულფანილშადოვანა) ზრდიან ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.
დიურეზულები და ანგიონტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ასმ-ას მაღალ დოზებთან ერთად კომბინაციაში ამცირებენ გორგლოვან ფილტრაციას.
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები მკურნალობის დროს ამცირებენ სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციას, ხოლო მირების შეწყვეტის შემდეგ -ზრდიან სალიცილატებით ჭარბი დოზირების რისკს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი.
იზრდება ვალპროისმჟავას ტოქსიკურობა, მისი პლაზმის ცილებთან კავშირიდან გამოძევების ხარჯზე.
ალკოჰოლი ზრდის სმტ-ის ლორწოვანზე დამაზიანებელ ზემოქმედებას, ზრდის სმტ-დან სისხლდენის განვითარების რისკს.
ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების (მაგალითად: ბენზბრომარონი, პრობენეციდი), ჰიპერტენზიული საშუალებების და დიურეზულების ეფექტებს.
მაგნიუმის ან/და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები ანელებენ და აუარესებენ ასმ-ას შეწოვას.
გავლენა ავტომობილის და მექანიზმის მართვაზე გავლენას არ ახდენს.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25 C-ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
2 ტაბლეტი სტრიპში; 5 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account