Zumm-25 - ზუმ-25 50.0მგ/2.0მლ 5 ამპულა GMP

განსაკუთრებული ფასი 16,54 ლ რეგულარული ფასი 22,97 ლ
მარაგშია
SKU
54369_2399

ჩვენებები: ზომიერი და მწვავე პოსტ-ოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის და წელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობის მიზნით პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ტაბლეტებს.

1. რა არის ზუმ-25 და რისთვის გამოიყენება?

ზუმ-25 წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) ჯგუფს.

ზუმ-25 საინექციო ხსნარი გამოიყენება ზომიერი და მწვავე პოსტ-ოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის (თირკმლის მწვავე ტკივილი) და წელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობის მიზნით პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ტაბლეტებს.

ზუმ-25 თითოეული ამპულა შეიცავს 50 მგ დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლის სახით). კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა, რომელიც შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე, უფერო სითხეს. 

2. განსაკუთრებული მითითებები ზუმ-25-ის მიღებამდე 

არ მიიღოთ ზუმ-25, თუ

• გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ

• გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ

• გქონიათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ნაზალური პოლიპები (ალერგიის ფონზე განვითარებული მოცულობითი წარმონაქმნები ცხვირში), ურტიკარია (გამონაყარი კანზე), ანგიოდემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვითი დისტრეს სინდრომი) ან ხიხინი გულმკერდის არეში ასთმის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღების ფონზე განვითარებული 

• გაქვთ ან ადრე უჩიოდით პეპტიურ წყლულს

• გაქვთ ან ადრე უჩიოდით სისხლდენას კუჭიდან ან ნაწლავიდან ასას-ის მიღების ფონზე

• გაქვთ მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგ.: დისპეფსია, გულძმარვა) ან ნაწლავის ქრონიკული ანთება (კრონის დაავადება ან წყლულოანი კოლიტი)

• გაქვთ გულის უკმარისობა, თირკმლის ზომიერი ან სერიოზული პრობლემები, ან ღვიძლის სერიოზული დაავადებები

• გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისკენ ან შედედების პრობლემები

• ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან მეძუძური დედა

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ზუმ-25-ის მიღების დროს, თუ

• წარსულში გქონიათ ნაწლავების ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)

• წარსულში უჩიოდით ან ამჟამად გაქვთ კუჭისა და ნაწლავების სხვა პრობლემები

• იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან პეპტიური წყლულისა და სისხლდენის განვითარების რისკს, მაგ.: ორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), ანტითრომბოზული საშუალებები, როგორიცაა - ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა – ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში ზუმ-25-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კუჭის დამცავი საშუალებები (მიზოპროსტოლი ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებები)

• გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი ინფარქტი ან იმყოფებით მათი განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველობა). მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ზუმ-25-ის მსგავს მედიკამენტებთან ასოცირდება გულის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებული რისკი. რისკი მატულობს მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ნუ გადააჭარბებთ დანიშნულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

• ხართ ასაკოვანი პაციენტი: გვერდითი ეფექტების გამოვლინება უფრო ხშირია, განსაკუთრებით მატულობს სისხლდენა და პეპტიური წყლულის პერფორაცია, რაც შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში გამოსავლით დასრულდეს (იხ. ნაწილი 4). ნებისმიერი ასეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგიული დაავადებები

• გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადებები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), სითხის შეკავება

• იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ დაქვეითებული ჰიდრატაცია და ჰიპოვოლემია, განპირობებული სითხის ჭარბი კარგვით (მაგ.: ჭარბი შარდვა, დიარეა ან ღებინება)

• გაქვთ ფერტილობის პრობლემები (ზუმ-25 გავლენას ახდენს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში)

• ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში

• გაქვთ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის პრობლემები

• გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის სისტემური დაზიანებით) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის დაავადება, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე)

• ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი

• თუ თქვენ მკურნალობის შემთხვევაში შეამჩნიეთ, რომ გაქვთ სისხლი განავალში, შავი ფეკალური მასები, განგივითარდათ სისხლიანი ღებინება ან ნაღებინებ მასაში შეამჩნიეთ ყავის ნალექის მსგავსი ჩანართები, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

• გაქვთ დისპეფსია ან გულძმარვა, მუცლის ტკივილი (კუჭის ტკივილი) ან სხვა უჩვეულო კუჭისმხრივი სიმპტომები, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ან წარსულში გქონიათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე. 

ზუმ-25-ის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება

მიღების წესიდან გამომდინარე სასმელის და საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე.

ორსულობა 

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ზუმ-25-ის მიღება ოსულობის მესამე ტრიმესტრში.

არ მიიღოთ ზუმ-25 ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში, თუ არ არის განსაკუთრებული საჭიროება. 

თუ ორსული ხართ, აცნობეთ ექიმს. დაგეგმილი ორსულობის დროს ზუმ-25-ის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ზუმ-25 ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვა

ზუმ-25-ს აქვს სუსტად გამოხატული ისეთი გვერდითი ეფექტები როგორც არის ძილიანობა და თავბრუსხვევა, რამაც შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვაზე. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მოწყობილობები, მათ სრულ გაქრობამდე. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზუმ-25-ის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ზუმ-25-ის ყოველი ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის ეკვივალენტურია. ეს ალკოჰოლური დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაძლოა საზიანო იყოს. პრეპარატში ალკოჰოლის შემცველობა გასათვალისწინებელია ორსულ, მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები) მისი დანიშვნის დროს.

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს. ნატრიუმის ეს დოზა გვერდითი ეფექტების მიზეზი არ შეიძლება იყოს, თუმცა მისი შემცველობა პრეპარატში გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან უმარილო დიეტაზე.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

აცნობეთ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ ზუმ-25-თან ერთად იღებთ სხვა მედიკამენტებს. ზოგიერთ მედიკამენტის ზუმ-25-თან ერთად ერთროული მიღება დაუშვებელია ან საჭიროებს დოზის კორექციას.

დაუშვებელი კომბინაციები:

• აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

• ვარფარინი, ჰეპარინი ან შედედებს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

• ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალება)

• მეტოტრექსატი, რევმატოიდული ართრიტის (სახსრებისა და მყესების დაავადება) და სიმსივნის სამკურნალო საშუალება

• ჰიდანტოინი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება)

• სულფამეტოქსაზოლი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო საშუალება)

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:

• აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ

• პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი (ქრ. ვენური წყლულების სამკურნალო საშუალება)

• ზიდოვუდინი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო საშუალება)

• ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალო საშუალება)

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას:

• ქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება)

• ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალო და ტრანსპლანტაციის დროს მისაღები საშუალება)

• სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები (ანტითრომბოზული საშუალებები)

• პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება)

• დიგოქსინი (გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო საშუალება)

• მიფეპრისტონი (ორსულობის შესაწყვეტი საშუალება)

• სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

• ანტიაგრეგაციული საშუალებები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

3. ზუმ-25-ის მიღების წესი

დოზირება / მიღების სიხშირე და გზა:

ზუმ-25 ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რამეში გეპარებათ ეჭვი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. 

ექიმი შეგირჩევთ ზუმ-25-ის საჭირო დოზას სიმპტომების ტიპის, სიმწვავისა და ხანგრძ¬ლივობის შესაბამისად. რეკომენდებული დოზა ძირითადად შეადგენს 1 ამპულას (50 მგ) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება დასა¬შ¬ვებია 6 საათის შემდეგ. დაუშვებელია სადღეღამისო დოზის - 150 მგ-ის (3 ამპულა), გადა¬ჭარბება.  

საინექციო წამლის ფორმების გამოყენება რეკომენდებულია ავადმყოფობის მხოლოდ მწვავე პერიოდში (არა უმეტეს 2 დღისა). შესაძლებლობისთანავე გადადით ორალურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებაზე.

მიღების წესი:

ზუმ-25 ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.

ინტრავენური ინექციისათვის, ტექნიკური დეტალები მოცემულია ქვემოთ:

ინტრავენური მიღება:

ინტრავენური ინფუზია: ზუმ-25 ამპულის (2 მლ) შიგთავსი იხსნება 30-დან 100 მლ-მდე ფიზიოლოგიურ ხსნარში, 5% გლუკოზაში ან რინგერ-ლაქტატის ხსნარში.

მიღებული ხსნარი შეყავთ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლბაში. მოარიდეთ ხსნარი დღის სინათლეს.

ინტრავენური ბოლუსური ინექცია: საჭიროების შემთხვევაში ზუმ-25-ის შიგთავსი შეყავთ ნელი ბოლუსური ინექციის სახით, არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

ეთანოლის შემცველობის გამო დაუშვებელია ზუმ-25-ის გამოყენება ინტრათეკა¬ლურად ან ეპიდურულად.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:

ზუმ-25-ის ინტრავენური ბოლუსური ინექციის დროს, მისი შეყვანა უნდა მოხდეს ხსნარის ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე. 

ინტრავენური ინფუზიის მომზადების დროს ხსნარის განზავება ხდება ასეპტიკური წესების დაცვით და პირდაპირი მზის სხივებისაგან მოშორებით.

დასაშვებია, მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარის გამოიყენება.

შეთავსება:

ზუმ-25 მცირე დოზებით, თავსებადია ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის საინექციო ხსნარების მცირე მოცულობებთან.

მომზადებული საინექციო ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. 100 მლ ფიზიოლოგიურ ან გლუკოზის ხსნარში გახსნილი ზუმ-25-ის შეთავსება შეიძლება შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, ფეტიდინი და თეოფილინი.

საინექციო ხსნარის შენახვისას აქტიური ნივთიერების აბსორბცია არ ხდება შემდეგი სახის კონტეინერებში: პლასტიკურ გადასასხმელ ჩანთებში ან ეთილ ვინილ აცეტატის (ევა), ცელულოზას პროპიონატის (ცპ), დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (დსპე) და პოლივინილ ქლორიდის (პვქ) გადასახმელ სამედიცინო მოწტობილობებში. 

ზუმ-25-ის ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ხსნარი შეყავთ კუნთში შეფერილი ამპულიდან ამოღებისთანავე, ღრმა, ნელი ინექციის სახით.

გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ზუმ-25 არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება გერიატრიაში:

თირკმლის უკმარისობის და თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე ასაკოვან პაციენტებში ზუმ-25-ის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა). 

განსაკუთრებული პოპულაცია:

ღვიძლის / თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის და თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში ზუმ-25-ის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა). 

თუ ფიქრობთ, რომ ზუმ-25-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზუმ-25-ის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

ზუმ-25-ის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა ან ინსტრუქცია.

ზუმ-25-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს (ზუმ-25-ის მიღების წესის შესაბამისად).

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზუმ-25-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის მიმართ მომატებული მგრძნობელბის მქონე პაციენტებში.

შესაძლო გვერდითი ეფექტები მოყვანილია ქვემოთ გამოვლენის სიხშირის შესაბამისად. ცხრილში მითითებულია რამდენ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ეს გვერდითი ეფექტები:

ხშირი 1-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე და 1-ზე ნაკლები - ყოველ 10 პაციენტზე
ნაკლებად ხშირი 1-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 1 000 პაციენტზე და 1-ზე ნაკლები - ყოველ 100 პაციენტზე
იშვიათი 1-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტზე და 1-ზე ნაკლები -  ყოველ 1 000 პაციენტზე
ძალიან იშვიათი 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტზე, ძალიან იშვიათი, ერთეული შემთხვევების ჩათვლით

ხშირი გვერდითი ეფექტები:

• გულისრევა და/ან ღებინება

• ტკივილი ინექციის ადგილას

• ანთებითი რეაქცია, სისხლჩაქცევა და სიწითლე (ჰემორაგია) ინექციის ადგილას

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:

• სისხლიანი ღებინება

• დაბალი არტერიული წნევა

• ცხელება

• მხედველობის დაბინდვა

• თავბრუსხვევა

• ძილიანობა

• ძილის დარღვევა

• თავის ტკივილი

• ანემია

• მუცლის ტკივილი

• ყაბზობა

• საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია)

• დიარეა

• პირის სიმშრალე

• ჰიპერემია

• გამონაყარი

• დერმატიტი

• ქავილი

• ჭარბი ოფლიანობა

• დაღლილობა

• ტკივილი

• შემცივნება

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

• პეპტიური წყლული, სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან პეპტიური წყლულის პერფორაცია

• მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

• გულის წასვლა

• სუნთქვის შენელება

• ვენების ანთება ან ზედაპირული ვენები (თრომბოზის ფონზე - ზედაპირული თრომბოფლებიტი)

• ექსტრასისტოლია

• ტაქიკარდია

• პერიფერიული შეშუპება (ფეხების და ხელების შეშუპება)

• მგრძნობელობის დარღვევები

• ცხელება და კანკალი

• ხმაური ყურებში (ტინიტუსი)

• გამონაყარი ქავილით

• სიყვითლე

• აკნე

• წელის ტკივილი

• თირკმლის ტკივილი

• ხშირი შარდვა

• მენსტრუაციის დარღვევა

• პროსტატის დაავადებები

• კუნთოვანი რიგიდობა

• სახსრების რიგიდობა

• კუნთოვანი სპაზმი

• ღვიძლის ტესტების დარღვევა, სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტოსხეულების გამოვლენა შარდში (კეტონურია), შარდში ცილები (პროტეინურია)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

• ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ხშირად კოლაფსს განაპირობებს)

• კანის, პირის, თვალის და გენიტალური მიდამოს ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტივენს ჯონსონის და ლაიელის სინდრომები)

• სახის, ტუჩების და ხორხის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)

• სუნთქვის უკმარისობა ბრონქოსპაზმის ფონზე

• ქოშინი

• პანკრეატიტი

• ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი)

• კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ

• თირკმლის დაზიანება

• სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)

• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭისმხრივი/ნაწლავური გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე (მაგალითად კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ ოდესმე გქონიათ ისინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე, განსაკუთრებით, თუ ხანდაზმული ასაკის პაციენტი ხართ.

შეწყვიტეთ ზუმ-25-ის მიღება კანზე ქავილის, ლორწოვან გარსზე დაზიანებების (პირის ღრუში) ან ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ფონზე დამახასიათებელია სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით კოჭებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მატება და გულის უკმარისობა.

ზუმ-25 და მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება გულის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედი რისკის მედიკამენტებში.

სისტემური წითელი მგლურას (კანის დიფუზური დაზიანებით მიმდინარე დაავადება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს) მქონე პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იშვიათად იწვევენ ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის კუნთების რიგიდობას.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ზუმ-25-ის მიღების ფონზე აღმოცენდა ან გაუარესდა ანთების სიმპომები. 

გვერდითი ეფექტების გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ზუმმ-25-ის შენახვის პირობები

ზუმ-25 ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25˚C, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ამპულები თავის ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

გამოიყენეთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ნუ გამოიყენებთ ზუმ-25-ს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ ზუმ-25-ს, თუ შეამჩნიეთ პრეპარატის ან მისი შეფუთვის რაიმე დეფექტი.

არ გამოიყენოთ ზუმ-25, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან უფერო და ამჩნევთ, რომ შემღვრეულია (მაგალითად შეტივტივებული ნაწილაკები ხსნარში). 

ზუმ-25 განსაზღვრულია ერთჯერადი გამოყენებისთვის და პაციენტმა უნდა მიიღოს გახსნისთანავე. გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy