Indometacin - ინდომეტაცინი 50მგ 6 სანთელი
ჩვენება:სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტებისას (მათ შორის პოდაგრული),ქრონიკული ართრიტებისას,განსაკუთრებით რევმატიული ართრიტებისას (ქრონიკული პოლიართრიტები).
რას წარმოადგენს ინდომეტაცინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტოგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებსაც მთავარი როლი აქვთ ანთების, ტკივილის და ციების პროცესებში.
ინდომეტაცინი სოფარმა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილების არახანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატოიდური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუვენილური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რაიტერის დაავადება; სახსრის ირგვლივი დაავადებები (ტენდინიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები, ტენდოვაგინიტები), ტრავმები სპორცმენებში; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიოკულონევრიტები; დისმენორეა.
ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენების წინ
ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცინ სოფარმას
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, თუ მათ გამოუწვევიათ ასთმის შეტევა (გაძნელებული სუნთქვა), ალერგიული სურდო ან ჭინჭრის ციება (გამონაყარი);
- თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან გაგაჩნიათ მონაცემები წყლულზე ან სისხლდენაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში;
- თუ თქვენ გქონდათ სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში, გამოწვეული სხვა სამკურნალო საშუალებებით არასტეროუდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან;
- თუ თქვენ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა;
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და თირკმელების მძიმე დარღვევები;
- თუ თქვენ გაქვთ ბუასილი, ანალური ფისტულა და ნახეთქები, პროქტიტი და სქელი ნაწლავის და ანუსის სხვა დაავადებები;
- თუ ხართ 14 წელზე ახალგაზრდა ასაკის;
- ხართ ორსულად და ორსულობის პერიოდი არის ბოლო 3 თვე ან კვებავთ ძუძუთი.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენებისას
ინდომეტაცინი უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
- ინდომეტაცინმა შეიძლება მოახდინოს გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ნებისმიერ დროს მკურნალობის მსვლელობისას, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გართულებების მომატებული რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც წარსულში აწუხებდათ წყლულოვანი დაავადებები, ქონდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე ასაკის ზევით პაციენტებში, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისას, მწეველებში;
- ამგვარი გართულებების გაჩენის მომატებული რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად პერორალურად ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონებს) და შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს;
- განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, როგორიცაა ულცეროზული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება;
- ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინ სოფარმა, შეიძლება დავაკავშიროთ მიოკარდის ინფარქტის (გულის შეტევა) და ინსულტის (ტვინში სისხლჩაქცევა) სუსტად მომატებულ რისკთან. ყოველი რისკი უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზების და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. ნუ გადაამეტებთ რეკომენდირებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
- თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ არსებობს მათი გამოვლინების რისკი (მაგალითად, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი), უნდა შეათანხმოთ მკურნალობა თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან;
- სიფრთხილით გამოიყენება ნებისმიერი ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინების შემთხვევაში საკვები პროდუქტების ან სამკურნალო პრეპარატების მიმართ, პაციენტებში ქრონიკული სურდოთი, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირში პოლიპებით, ბრონქიალური ასტმით;
- ინდომეტაცინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების დაავადებით, თირკმელების შესაძლო დაზიანების გამო;
- ინდომეტაცინის გამოყენებამ ავადმყოფებში ფსიქიური დარღვევებით, დეპრესიით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით შეიძლება გამოიწვიოს ძირითადი დაავადების გაუარესება;
- პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების კონტროლი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში;
- ინდომეტაცინით, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობამ, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ღვიძლის ფუნქციაში, რაც მოითხოვს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს;
- ინდომეტაცინს შეუძლია, თუმცა იშვიათად, გამოიწვიოს სერიოზული კანის რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნებისთანავე;
- სიფრთხილით გამოიყენება ხანში შესულ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებს და დიურეტიკებს;
- თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად სამკურნალო პრეპარატს შეუძლია აქტიური ანთების ნიშნების მასკირება, რაც მის დანიშვნისას საჭიროებს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას;
- ქალებში რეპროდუქტიულ ასაკში არსებობს ფერტილობის (ორსულობის დადგომის შესაძლებლობა) დათრგუნვის შესაძლებლობა ამ პრეპარატის გამოყენებისას.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში ღებულობდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ინდომეტაცინს შეუძლია ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების აქტივობის შეცვლა ან, პირიქით, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს შეუძლია მისი მოქმედების შეცვლა.
- ინდომეტაცინის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორც აცეტილსალიცილის მჟავა) და კარტიკოსტეროიდებთან (ჰორმონები) ზრდის გვერდითი მოქმედებების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების მხრიდან;
- თავი უნდა ავარიდოთ დიფლუნიზალთან (არასტეროიდური ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ერთდროულად გამოყენებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფატალური სისხლდენის საშიშროების გამო;
- ინდომეტაცინმა შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), ლითიუმის მარილების (ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ), იმუნური სისტემის დამტრგუნველი სამკურნალო საშუალებების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი) ტოქსიურობა მათი ერთდროულად გამოყენებისას;
- ინდომეტაცინი, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, აქვეითებს დიურეტიკების (შარდმდენი) და სხვა არტერიული წნევის დამწევი სამკურნალო საშუალებების თერაპიულ მოქმედებას;
- პრობენეციდს (პოდაგრის მკურნალობისათვის) შეუძლია ინდომეტაცინის ტოქსიურობის გაძლიერება;
- შედედების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება ზრდის წყლულების და სისხლდენების გაჩენის რისკს;
- სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო პრეპარატებს ქინილონის ანტიბაქტერიული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფიდან (ციპროფლოქსაცინი);
- არ ცვლის ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის (განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში) და ძუძუთი კვების დროს.
ავტოტრანსპორტის მართვა და მანქანებთან მუშაობა
ყურებში შუილის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, მხედველობითი და სმენითი დარღვევების შესაძლო გამოვლინების გამო, სატრანსპორტო საშუელებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ინდომეტაცინ სოფარმა.
როგორ გამოვიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა
ყოველთვის გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმა სუპოზიტორია ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართEთქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს. ეცადეთ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.
მოზრდილები და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
ჩვეულებრივი დოზა – 1 სუპოზიტორი 50 მგ 2-ჯერ დღეში ან 2 სუპოზიტორი 50 მგ ერთხელ დღეში. სადღეღამისო დოზა, რომელიც აღემატება 120-2—მგ, ზრდის გვერდითი მოქმედებების გაჩენის რისკს.
ხანში შესული პაციენტები
არსებობს გვერდითი მოქმედებების მომატებული რისკი. რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა შესაძლო ყველაზე მოკლე ვადით. დაკვირვება უნდა მოხდეს პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.
ბავშვები
ნუ გამოიყენებთ 14 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღისა.
გამოყენების წესი: რექტალურად.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის მოქმედება არის ძლიერი ან ძალიან სუსტი, გთხოვთ ჩაიტაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
თუ თქვენ გამოიყენეთ ინდომეტაცინ სოფარმას დოზა, რომელიც აღემატება ექიმის დანიშნულს
თუ თქვენ გამოიყენეთ დოზა, რომელიც აღემატება დანიშნულს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოვდა შემდგომი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება, თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების დაცვით.
თუ გაგიჩნდათ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, გთხოვთ მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედებები
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ინდომეტაცინ სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
გვერდითი მოქმედებების გამოვლინების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი შეფასებები:
ძალიან ხშირი (1-ზე მეტი 10 პაციენტზე), ხშირი (1-დან 10-მდე 100 პაციენტზე), არახშირი (1-დან 10-მდე 1 000 პაციენტზე), იშვიათი (1-დან 10-მდე 10 000 პაციენტზე), ძალიან იშვიათი (ეთზე ნაკლები 10 000 პაციენტზე, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება).
ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედებები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. წყლული, პერფორაციები, სისხლდენა აღენიშნება უპირატესად ხანში შესულ პაციენტებს.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
არახშირი: ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის გაჩენის ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლდენის ან ჩაქცევების წარმოქმნის მომატებული რისკით), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის გაჩენის ალბათობას), ჰემოლითიური ანემია, აპლასტიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, სისუსტე).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი (გაძნელებული სუნთქვა), ასთმური შეტევები, ალერგიული (ანაფილაქტური ან ანაფილაქტოიდური) რეაქციები ალერგიულ პაციენტებში.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან
არახშირი: სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება), გლუკოზურია (შარდში შაქარი), ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის მომატებული დონე).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, სისუსტე.
არახშირი: შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, მგრძნობელობის დარღვევა, პარესთეზიის ჩათვლით (გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, აღგზნებადობა, პერიფერიული ნევროპათია (ნერვების ფუნქციების დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქოტური რეაქციები.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
არახშირი: არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან
ხშირი: გულის რევა, ღებინება, დიარეა, დისპენსია, ყაზბობა, ტკივილები მუცლის არეში.
არახშირი: მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა, დაკავშირებული გაზების დაგროვებასთან), მელენა ( სისხლი განავალში), ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან
იშვიათი: ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით ან მის გარეშე).
ძალიან იშვიათად: ფულმინანტური ჰეპატიტი (სწრაფად მიმდინარე ღვიძლის ანთება).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
არახშირი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პეტაქიები (წერტილოვანი წითელი ლაქები), ეკქიმოზები (უფრო მსხვილი ჩაქცევები).
ძალიან იშვიათი: უფრო მძიმედ გამოხატული კანის რეაქციები (ექსფოლიატიური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენსონ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
დარღვევები თირკმელების და შარდმდენი გზების მხრიდან
არახშირი: შარდში ცილების ან სისხლის არსებობა, ნეფროტული სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), თირკმელების მწვავე უკმარისობა, თირკმელების დარღვევები (პაპილარული ნეკროზი).
ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას
იშვიათად: ადგილობრივი დარღვევები, ადგილობრივი სისხლდენა ბუასილის გამწვავება.
ლაბორატორული და ინსტრუმენტალური მონაცემები
ღვიძლის ფერმენტების დონის ზრდა, ბილირუბინის გარდამავალი მატება.
თუ მებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ინდომეტაცინ სოფარმა
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცინ სოფარმას შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ინდომეტაცინ სოფარმა
• აქტიურ ნივთიერებას: ინდომეტაცინს 50 მგ ერთ სუპოზიტორიაში.
• დამხმარე ნივთიერებებს: მყარ ცხიმს (Hარდ Fატ Eსტარამ ჭ35 / ჭიტეპსოლ ჭ35 /), მყარ ცხიმს (Hარდ Fატ Eსტარამ H15 / ჭიტეპსოლ H15 /).
პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
სუპოზიტორიები სწორი ტორპედოს მაგვარი ფორმის, გლუვი ზედაპირით (სიგრძე 3,2სმ, მაქსიმალური დიამეტრი 1,5სმ) თეთრიდან ღია-ყვითელ ფერამდე, უსუნო.
50 მგ-ანი 6 სუპოზიტორია გაუმჭვირვალე, თეთრ, ორშრიან პვქ/პე ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)
Units | 6 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account