Ortophen - ორტოფენი 1% 40გ გელი

განსაკუთრებული ფასი 11,23 ლ რეგულარული ფასი 15,60 ლ
მარაგშია
SKU
9508_956

ჩვენება: ტკივილები სახსრებისა და ხერხემლის დაავადებისას, ანთებისა და შეშუპების, რევმატიული დაავადების, სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს.

შემადგენლობა :
გელის 1გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
დიკლოფენაკ ნატრიუმს (MHH  Dიკლოფენაცუმ ნატრიცუმ) – 10მგ-ს

დამხმარე ნივთიერებები:
იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
კოდი ათქ: MO2AA15.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკ ნატრიუმი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინა-
აღმდეგო და ანალგეზიურ საშუალებას, რომლის მოქმედების მექანიზმი
დაკავშირებულია პროტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებასთან.
ორტოფენის გელის აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკ ნატრიუმი ამცირებს ანთებითი პროცესით გამოწვეულ ტკივილსა და
ტემპერატურას.                                                                           

ჩვენებები:
ტკივილები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული
დაავადებისას, ანთებისა და შეშუპების, რევმატიული დაავადების, სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს.

უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, დამხმარე კომპონენტებისა და სხვა ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინა-აღმდეგო საშუალების მიმართ, რომლებიც გამოიყენება რევმატიული დაავადებების მკურნალობისათვის. ორტოფენის გელის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ორტოფენის გელის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის
რეკომენდირებული ბავშვებისთვის 12 – წლამდე.

სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენებისას:
ორტოფენის გელი არ გამოიყენება კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე. ვინაიდან იგი იწვევს გაღიზიანებას, საჭიროა მოვერიდოთ
გელის თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრას.
ორტოფენის გელი გათვალისწინებულია გარეგანი გამოყენებისათვის.
თუ ბავშვმა წამალი შემთხვევით გადაყლაპა, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან მიმართვა დახმარებისათვის.
შესაძლებელი ფოტოსენსიბილაციის გამო, დიკლოფენაკ ნატრიუმის გელის მოხმარებისას არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები:
მონაცემები არ მოიპოვება.

გელის მტკივნეულ ზედაპირზე წასმა არ შეიძლება სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება:
კანზე დაზიანების კერასთან წაისმევა 2-4გ. გელი ზედაპირის ფართობზე 400-800 სმ2  და შეიზილება კანში.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
ორტოფენის გელი კარგი ამტანობით ხასიათდება თუმცა იშვიათად შესაძლებელია კანის გაღიზიანება (სიწითლე, დამწვრობა, გამონაყარი კანზე).
ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას სხეულის ვრცელ ზედაპირზე შესაძლებელია თავი იჩინონ სისტემურმა გვერდითმა ეფექტებმა, დიკლოფენაკის რეზორბციული მოქმედების გამო: თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში; მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმის შეტევები, კვინკეს შეშუპება და სხვა).
აღნიშნული გვერდითი მოვლენების, ან სხვა რაიმე არასასურველი რეაქციების შემთხვევაში, კონსულტაცია ტარდება ექიმთან, პრეპარატის
შემდგომი გამოყენების თაობაზე.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:
მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25 ჩ. ტემპერატურაზე
. პრეპარატი გამოიყენება როგორც ურეცეპტოდ გასაცემი საშუალება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
40გ. ალუმინის ტუბები.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy