Protesol - პროტესოლი 30 კაფსულა
ჩვენება: პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება. სინუსიტი; გინეკოლოგია: დაჭიმულობა და ტკივილი სარძევე ჯირკვალში; უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი; სტომატოლოგია: პერიოდონტიტი;
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა 10მგ. სელენი 30მკგ.
ჩვენება:
ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული ანთება. ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი დაავადებების დროს:
- ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი
- გინეკოლოგია:
- უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი,
- პულმონოლოგია: ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
გამონაყარი, სიწითლე, დიარეა, ზოგჯერ ანორექსია, ფაღარათი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად მიდრეკილება სისხლდენებისკენ (ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პოსტოპერაციული და პოსტრავმული, აგრეთვე ანთებითი შეშუპების ჩაცხრობა. ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილში, ათხელებს ნახველს და აადვილებს მის გამოდევნას ბრონქებიდან.
დოზირება:
1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა ჯგუფის პრეპარატებთან:
სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
პროტესოლი, შეფუთვაშია 3 ბლისტერი, თითოეულში 10 კაფსულა.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ (15°C-25°C), სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account