სერაზინი 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 27,29 ლ რეგულარული ფასი 38,80 ლ
მარაგშია
SKU
58716_2099

ჩვენება: ტრავმა ან ქირურგიული დაზიანება პოსტ-ქირურგიული მანიპულაციები და კუნთის ან მყესების დაზიანებისას ამცირებს შეშუპებას, ტკივილს ხელს უშლის პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვებას

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაწლავში ხსნადი ყოველი კაფსულა შეიცავს: სერაპეპტიდაზა 60მგ, ტრიფსინი 10მგ (360 სე),  ქიმოტრიფსინი 2მგ (300 სე).

შეფუთვაში 20 კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერაპეპტიდაზა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, წარმოადგენს პროტეოლიზურ ფერმენტს – მიღებულს არაპათოგენური Serratia E-15 ენტერობაქტერიიდან. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი მოქმედებენ ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლიან პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად.  პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგული მოქმედების წყალობით  Serazin-ს ახასიათებს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური აქტივობა, აგრეთვე სწრაფი მოქმედება ანთების ლოკალურ კერაში. სერაზინი ზრდის დეტრიტის და ფიბრინის დეპოზიტების ელიმინაციას ანთების კერიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიური პროდუქტებისა და მკვდარი ქსოვილების ლიზისს; აუმჯობესებს ჰემატომის და შეშუპების გაწოვას; ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის განვლადობის ნორმალიზებას. პერორალური მიღებისას სერაზინში შემავალი ფერმენტების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში - ინტაქტური მოლეკულების რეზორბციის გზით, რის შედეგადაც ფერმენტი შედის კავშირში სისხლის სატრანსპორტო ცილებთან და აღწევს სისხლში. ამის შემდგომ ხდება ფერმენტების მიგრაცია სისხლის მიმოქცევის წრეში და კონცენტრირდება პათოლოგიური პროცესის კერაში. სერაზინს აგრეთვე ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, იგი ახდენს ტკივილის მედიატორების   (ბრადიკინინის, ჰისტამინის, სეროტონინის) ჰიდროლიზს ანთების კერაში. სერაზინის მიღებისას იზრდება ანტიმიკრობული საშუალების ეფექტურობა და, ამასთან, მცირდება მიკროორგანიზმების რეზისტენტობა მათ მიმართ.

ჩვენებები:

  • ტრავმა ან ქირურგიული დაზიანება;
  • პოსტ-ქირურგიული მანიპულაციები და კუნთის ან მყესების დაზიანება. ამცირებს შეშუპებას, ტკივილს, ხელს უშლის პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვებას (ფილტვის შეშუპებას);
  • ამცირებს სახსრების ტკივილს და შეშუპებას (ანთებას) რევმატოიდული ართრიტის და ოსტეოართრიტისას;
  • კუნთოვანი და მყესოვანი დაზიანებები, ამოვარდნილობა, ტენდონიტი;
  • მოტეხილობები: სიწითლისა და შეშუპების შემცირება ხელის ან სხვა სახის მოტეხილობებისას;
  • ვარჯიშის შემდგომი კუნთების ტკივილი (მიალგია);
  • ამცირებს განსაკუთრებით ცხვირის ლორწოვანის და სინუსების შეშუპებას (ანთებას);
  • ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი,  ამცირებს ხველას და ათხელებს სეკრეტს;
  • სინუსიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი;
  • ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მათ შორის: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
  • დამწვრობის დროს განვითარებული ინფექციის მკურნალობა;
  • დიაბეტური ტროფიკული წყლული;
  • სიმსივნე;
  • რეკომენდებულია კარდიოვასკულური დაავადების მკურნალობისას (კომბინაციაში);
  • რეკომენდებულია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
  • აუტოიმუნური დაავადებები (ფსორიაზი, ალერგია, ასთმა,  ართრიტი).

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • მწვავე სისხლდენა.

გაფრთხილება:

სიფრთხილით ინიშნება სისხლის კოაგულაციის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

შენახვის ვადა და შენახვის პირობები:

3 წელი. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

Honor Pharmaceutical Industry Trade Co.Ltd. 

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy