Anovis - ანოვისი 1მგ 30 ტაბლეტი

6,71 ლ
მარაგშია
SKU
76059_2104

ჩვენება:ანოვისი ნაჩვენებია 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც შეუძლებელია მისი ადეკვატური კონტროლი კვებით, ფიზიკური დატვირთვით და წონაში კლებით.

სამკურნალო საშუალების დასახელება
1.1. დასახელება:

ანოვისი®

1.2 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: გლიმეპირიდი

დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

გარდა ამისა, შემდეგი დამხმარე საშუალებები ყოველ მოქმედების ძალაზე:

1 მგ: რკინის ოქსიდი წითელი (E172)

2 მგ: რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგო კარმინი E 132 ალუმინის ლეიკი

3 მგ: რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

4 მგ: ინდიგოტინი (E132)

1.3 ფარმაცევტული ფორმა:

ტაბლეტები.

1.4 აქტიური სუბსტანცისი შემცველობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს გლიმერიდს - 1 მგ, - 2მგ, - 3 მგ და 4 მგ, შესაბამისად.

1.5. აღწერა-შეფუთვა
1 მგ: მოგრძო ტაბლეტები, ორივე მხარეს გასაყოფი ხაზით, ვარდისფერი.

კოლოფში მოთავსებულია 30-ტაბლეტიანი შეფუთვა პვქ და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერით, თითოეულში 10 ტაბლეტი და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.

2 მგ: მოგრძო ტაბლეტები, ორივე მხარეს გასაყოფი ხაზით, მწვანე.

კოლოფში მოთავსებულია 30-ტაბლეტიანი შეფუთვა პვქ და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერით, თითოეულში 10 ტაბლეტი და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.

3 მგ: მოგრძო ტაბლეტები, ორივე მხარეს გასაყოფი ხაზით, კრემისფერი.

კოლოფში მოთავსებულია 30-ტაბლეტიანი შეფუთვა პვქ და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერით, თითოეულში 10 ტაბლეტი და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.

4 მგ: მოგრძო ტაბლეტები, ორივე მხარეს გასაყოფი ხაზით, ლურჯი. 

კოლოფში მოთავსებულია 30-ტაბლეტიანი შეფუთვა პვქ და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერით, თითოეულში 10 ტაბლეტი და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.

1.6. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიდიაბეტური საშუალება.

1.7 სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ ნეშენალ როუდი ათენი - ლამია 1

145 64 კიფისია

ტელ: 210 8072512

ფაქსი: 210 8078907

1.8 მწარმოებელი

1) EDMOND PHARMA SRL, იტალია

2) UNI-PHARMA KLEON TSETIS

PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ ნეშენალ როუდი ათენი - ლამია 1

145 64 კიფისია

ტელ: 210 8072512

ფაქსი: 210 8078907

1.9. შეფუთვა

UNI-PHARMA KLEON TSETIS

PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ ნეშენალ როუდი ათენი - ლამია 1

145 64 კიფისია

ტელ: 210 8072512

ფაქსი: 210 8078907

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის მიღებისას
2.1 ზოგადი ინფორმაცია:

ანოვისი შეიცავს გლიმეპირიდს. ეს არის პერორალურად მისაღები აქტიური სუბსტანცია, რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს.

2.2 ჩვენებები

ანოვისი ნაჩვენებია 2 ტიპის  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც შეუძლებელია მისი ადეკვატური კონტროლი კვებით, ფიზიკური დატვირთვით და წონაში კლებით.

2.3 უკუჩვენებები:

პრეპარატები ეხმარება პაციენტებს, მაგრამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს პრობლემები, თუ არ მოხდა მათი მითითების შესაბამისად მიღება.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმის ინფორმირების გარეშე.

ავონისი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ ხართ კომაში, გაქვთ კეტოაციდოზი.
თუ გაქვთ ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევები.
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ან რაიმე უჩვეულო რეაქცია პრეპარატზე (გლიმეპირიდი), სხვა სულფონილშარდოვანებზე ან სულფონამიდებზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე საშუალებაზე.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა ინსულინზე გადასვლა.

2.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

2.4.1 ზოგადი

ანოვისი მიიღება ჭამის წინ ან ჭამის დროს.

თუ საკვები მიიღება არარეგულარულ საათებში ან საერთოდ არ მიიღება გარკვეული პერიოდი, ავონისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომებია: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის, გონების სიფხიზლისა და რეაგირების დროის დარღვევა, დეპრესია, გონების არევა, მეტყველებისა და მხედველობის დარღვევები, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უმწეობის განცდა, თვით-კონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, ცერებრალური კონვულსიები, ძილიანობა და გონების დაკარგვა კომამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია.

გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ადრენერგიული კონტრრეგულირების ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, წებოვანი კანი, აგზნება, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, პალპიტაციები, სტენოკარდია და გულის არითმიები. მწვავე ჰიპოგლიკემიური შეტევის კლინიკური სურათი ინსულტის კლინიკური სურათის მსგავსია.

სიმპტომების სწრაფად კონტროლი შესაძლებელია ნახშირწყლების (შაქარი) მყისიერი მიღებით. ხელოვნურ დამატკბობლებს ეფექტი არ აქვს. სხვა სულფონილშარდოვანებიდან ცნობილია, რომ მიუხედავად თავდაპირევლი წარმატებული კონტროღონისძიებებისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება ისევ განვითარდეს.

მწვავე ჰიპოგლიკემიის ან ხანგრძლივი ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში, რაც კონტროლდება შაქრის მიღებით, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაცია.

ჰიპოგლიკემიას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

პაციენტის სურვილის ან (უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში) უნარის არქონა, რომ ითანამშრომლოს,
არასაკმარისი კვება, არარეგულარული კვება ან კვების გამოტოვება ან საკვების არმიღების პერიოდები,
კვების რეჟიმის ცვლილებები,
დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მიღებას შორის;
ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით, თუ ამასთან ერთად ხდება კვების გამოტოვება,
თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
ღვიძლის სერიოზული დისფუნქცია,
ანოვისის ჭარბი დოზის მიღება,
ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი არაკომპენსირებული დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ან ჰიპოგლიკემიის კონტრრეგულაცია (როგორც მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთი დარღვევებისას ან წინა პიტუიტარული ან ადრენოკორტიკალური უკმარისობა),
ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად მიღება (იხილეთ პუნქტი 2.5 „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ანოვისით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლსა და შარდში გლუკოზის დონების რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, რეკომენდებულია გლიკოზილირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა.

ანოვისით მკურნალობის დროს საჭიროა ჰემატოლოგიური (განსაკუთრებით ლეიკოციტების და თრომბოციტების) და ღვიძლის რეგულარული მონიტორინგი.

სტრესულ სიტუაციებში (მაგ. საგზაო შემთხვევები, მწვავე ოპერაციები, ფებრილური ინფექციები, სხვ.), შეიძლება ნაჩვენები იყოს ინსულინზე დროებით გადასვლა.

არ არსებობს ანოვისის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში. თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია ინსულინზე გადასვლა.

2.4.2 ორსულობა

ანოვისი არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ ანოვისს იღებთ ორსულობის დაგეგმვისას ან თუ ამ პრეპარატის მიღების დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, რადგან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გადასვლა ინსულინით თერაპიაზე.

2.4.3. ძუძუთი კვება

რადგან სხვა სუფონილშარდოვანა გადადის დედის რძეში და რადგან არსებობს ჰიპოგლიკემიის რისკი მეძუძურ ქალებში, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის ანოვისით მკურნალობის პერიოდში.

2.4.4 ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კონცენტრირების ან მყისიერი რეაგირების უნარი შეიძლება დაქვეითდეს, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია), ან თუ გაქვთ მხედველობის დარღვევა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს შესაძლო პრობლემები ყველა იმ შემთხვევისას, როდესაც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეთ თქვენ ან სხვები (მაგ. ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას). ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შესაფერისია თუ არა თქვენთვის ავტომობილის მართვა, თუ გაქვთ:

ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები,
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი სიმპტომების შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია ან მხოლოდ მცირე ინფორმაცია.
2.4.5 სპეციალური სიფრთხილის ზომები დამხმარე საშუალებების შესახებ

ანოვისი შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტბმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას გადაუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

2.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სუბსტანციებთან:

თუ ანოვისი მიიღება ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, შეიძლება მოხდეს მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაზრდა, ისე შემცირება. ამიტომ, სხვა პრეპარატები მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ანოვისის მიღებისას CYP2C9 ინდუქტორებთან (მაგ. რიფამპიცინი) ან ინჰიბიტორებთან (მაგ. ფლუკონაზოლი) ერთად მიღებისას.

ჰიპოგლიკემია, როგორც ჰიპოგლიკემიური ეფექტის მანიფესტაცია, შეიძლება განვითარდეს ანოვისის მიღებისას სხვა ისეთ სუბსტანციებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად:

ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენიბუტაზონი,
ინსულინი და სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები,
მეტფორმინი,
სალიცილატები და პარა-ამინოსალიცილის მჟავა,
ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონები,
ქლორამფენიკოლი,
კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები,
ფენფლურამინი,
ფიბრატები,
MEA-ინჰიბიტორები,
ფლუოქსეტინი,
ალოპურინოლი,
სიმპათოლიტიკები,
ციკლოფოსფამიდი, ტროფოსფამიდი, იფოსფამიდი,
სულფინპირაზონი,
ზოგიერთი ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები,
ტეტრაციკლინები,
მაო-ინჰიბიტორები,
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები,
პრობენეციდი,
მიკონაზოლი,
პენტოქსიფილინი (პარენტერატულად მაღალი დოზებით),
ტრიტოქვალინი,
ფლუკონაზოლი.
ჰიპოგლიკემიური ეფექტის შესუსტება და შედეგად სისხლში გლუკოზის დონეების მომატება შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ანოვისი მიიღება რომელიმე შემდეგ აქტიურ სუბსტანციასთან ერთად:

ესტროგენები და პროგესტოგენები,
სალურეტიკები, თიაზიდის დიურეტიკები,
თიროიდული მასტიმულირებელი საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები,
ფენოთიაზინის წარმოებულები, ქლორპრომაზინი,
ადრენალინი და სიმპათიკომიმეტიკები,
ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზები) და ნიკოტინის მჟავას წარმოებულები,
საფაღარათე საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას),
ფენიტოინი, დიაზოქსიდი,
გლუკაგონი, ბარბიტურატები და რიფამპიცინი,
აცეტაზოლამიდი.
H2 ანტაგონისტებმა, ბეტა-ბლოკატორებმა, კლონიდინმა და რეზერპინმა შეიძლება გამოიწვიონ ანოვისის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება. სიმპათოლიტიკური სამკურნალო საშუალებების გავლენით, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეთიდინი და რეზერპინი, ადრენერგიული კონტრრეგულირების ნიშნები ჰიპოგლიკემიის დროს შეიძლება შემცირდეს ან არ გამოვლინდეს.

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ანოვისის ჰიპოგლიკემიური მოქმედება არაპროგნოზირებადი ფორმით.

ანოვისმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების ეფექტები.

პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატს.

2.6 დოზირება:

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის საჭიროების მიხედვით.

სისხლისა და შარდის რუტინული შემოწმებების გარდა, დიაბეტის წარმატებული მკურნალობის საფუძველია კარგი კვების რეჟიმი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა. კვების რეჟიმის დაუცველობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების კომპენსირება ტაბლეტების ან ინსულინის მიღებით შეუძლებელია.
დოზა განისაზღვრება სისხლსა და შარდში გლუკოზის განსაზღვრის შედეგების მიხედვით.

საწყისი დოზა არის 1 მგ გლიმეპირიდი დღეში. თუ მიიღწევა სათანადო კონტროლი, ეს დოზა გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.
თუ კონტროლი არადამაკმაყოფილებელია, დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 1-2 კვირის ინტერვალებით 2, 3 ან 4 მგ გლიმეპირიდამდე დღეში, შაქრის დონის კონტროლის საფუძველზე.

დღეში 4 მგ-ზე მეტი გლიმეპირიდის დოზა უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. გლიმეპირიდის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 6 მგ.

იმ პაციენტებში, რომლებშიც საკმარისი კონტროლი ვერ მიიღწევა მეტფორმინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზით, შეიძლება დაიწყოს იმავდროულად გლიმეპირიდით თერაპია. მეტფორმინის დოზა უნდა შენარჩუნდეს სტაბილურად, ხოლო გლიმეპირიდით თერაპია უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და შემდეგ მოხდეს ტიტრირება მეტაბოლური კონტროლის სასურველი დონის მიხედვით მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე. კომბინაციური მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით.

იმ პაციენტებში, რომლებშიც საკმარისი კონტროლი ვერ მიიღწევა ანოვისის მაქსიმალური სადღეღამისო დოზით, აუცილებლობისას შეიძლება დაიწყოს იმავდროულად ინსულინით თერაპია. ინსულინით მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და შემდეგ ტიტრირება ხდება მეტაბოლური კონტროლის სასურველი დონის მიხედვით, გლიმეპირიდის დოზის შენარჩუნებით.

კომბინაციური თერაპია უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით.

როგორც წესი, საკმარისია გლიმეპირიდის ერთი სადღეღამისო დოზა. ამ დოზის მიღება რეკომენდებულია საუზმის წინ ან დროს ან - თუ არ მოხდა ამ დროს მიღება - პირველი ძირითადი კვების წინ ან დროს.

თუ დაგავიწყდათ დოზა, ამის კორექცია არ შეიძლება შემდეგი დოზის გაზრდით.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტაოდენ სითხესთან ერთად.

თუ პაციენტს აქვს ჰიპოგლიკემიური რეაქცია დღეში 1 მგ ანოვისის ტაბლეტის მიღების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ დიაბეტის კონტროლი ასეთ პაციენტში შეიძლება მხოლოდ კვებით.

მკურნალობის მიმდინარეობისას, თუ დიაბეტის კონტროლის გაუმჯობესება ასოცირებულია ინსულინის უფრო მაღალ სენსიტივობასთან, გლიმეპირიდზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის დროულად შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა. დოზის კორექცია ასევე განხილული უნდა იყოს პაციენტის წონის ან ცხოვრების წესის ცვლილებისას ან ისეთი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდიან ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიას.

გადმოსვლა სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებიდან ანოვისზე:
ზოგადად შესაძლებელია გადმოსვლა სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებიდან ანოვისზე. ანოვისზე გადმოსვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს მანამდე მიღებული ანტიდიაბეტური პრეპარატის მოქმედების ძალა და ნახევარგამოყოფის პერიოდი. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ანტიდიაბეტური საშუალებებისას, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი (მაგ. ქლორპროპამიდი), რეკომენდებულია რამდენიმე დღიანი ინტერვალი ადიციური ეფექტის გამო ჰიპოგლიკემიური რეაქციების რისკის შემცირების მიზნით. რეკომენდებული საწყისი დოზა არის ერთი 1 მგ ანოვისის ტაბლეტი დღეში.

გლიმეპირიდის დოზირება შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს, როგორც ეს ნაჩვენებია საწყისი მკურნალობისას, სისხლში გლუკოზის დონეების გათვალისწინებით.

გადმოსვლა სხვა ინსულინიდან ანოვისზე:
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში რეგულირება ხდება ინსულინით, შეიძლება ნაჩვენები იყოს ანოვისზე გადასვლა.

ამგვარი გადასვლა უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით.

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
იხილეთ პუნქტი 2.3 „უკუჩვენებები“.

2.7 ჭარბი დოზა - მართვა:

ჭარბი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რომელიც გრძელდება 12-დან 72 საათამდე და შემდეგ შეიძლება ხელახლა განვითარდეს. სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ზოგადად, რეკომენდებულია დაკვირვება საავადმყოფოში.

შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრიუმში. როგორც წესი, ჰიპოგლიკემიას შეიძლება თან ახლდეს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევები, კოორდინაციის პრობლემები, ძილიანობა, კომა და კონვულსიები.

მკურნალობა ძირითადად მოიცავს ანოვისის აბსორბციის პრევენციას ღებინების გამოწვევით და შემდეგ წყლის ან ლიმონათის დალევას გააქტიურებულ ნახშირთან (ადსორბენტი) და ნატრიუმ-სულფათან (საფაღარათე საშუალება) ერთად. დიდი რაოდენობით მიღებისას ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, შემდეგ კი გააქტიურებული ნახშირის და ნატრიუმ-სულფატის მიღება. (მძიმე) ზედოზირებისას ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გლუკოზის მიღება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. აუცილებლობისას, თავდაპირველად მიიღება 50% ხსნარის 50 მლ ბოლუსური ინექცია ვენებში, შემდეგ 10% ხსნარის ინფუზია სისხლში გლუკოზის დონეების მკაცრი მონიტორინგით. შემდგომი მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური.

განსაკუთრებით, როდესაც ტარდება ანოვისის შემთხვევით მიღებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის მკურნალობა ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, გლუკოზის დოზა სიფრთხილით უნდა გაკონტროლდეს სახიფათო ჰიპერგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად და მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზა.

2.8 არასასურველი ეფექტები:

სასურველ ეფექტებთან ერთად ყველა პრეპარტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასასურველი ეფექტები არ არის ძალიან ხშირი, მათი განვითარებისას ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც მოგცემთ მნიშვნელოვან მითითებებს.

შემდეგი არასასურველი ეფექტები ეფუძნება ამ პრეპარატისა და სხვა სულფონილშარდოვანების გამოცდილებას.

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:
იშვიათი: საშუალო და მძიმე თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, ჰემოლიტური ანემია და პანციტოპენია, რომლებიც შექცევადია პრეპარატის შეწყვეტისას.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: ალერგიული ვასკულიტი, მსუბუქი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სერიოზულ რეაქციებამდე დისპნოეთი, არტერიული წნევის დაცემით და ზოგჯერ შოკით.

შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი ალერგენულობა სუპფონილშარდოვანებთან, სულფონამიდებთან ან მონათესავე ნივთიერებებთან.

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ:
იშვიათი: ჰიპოგლიკემიური რეაქციები, რომლებიც უმეტესად ვითარდება მყისიერად, შეიძლება იყოს მძიმე და მათი კორექცია ყოველთვის იოლი არ არის. ასეთი რეაქციების განვითარება, როგორც სხვა ანტიდიაბეტური თერაპიების შემთხვევაში, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვებითი ჩვევები და დოზირება (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

დარღვევები თვალების მხრივ:
მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას სისხლში გლუკოზის დონეების ცვლილებების გამო.

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:
ძალიან იშვიათი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი მუცლის არეში და მუცლის ტკივილი, რაც იშვიათად იწვევს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას.

ჰეპატობილიარული დარღვევები:
შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფერმენტები.

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. ქოლესტაზით და სიყვითლით), ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
შეიძლება განვითარდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი: ფოტოსენსიტივობა.

გამოკვლევები:
ძალიან იშვიათი: შრატში ნატრიუმის შემცირება.

2.9 რა უნდა იცოდეთ, თუ გამოტოვეთ დოზა:

თუ სამკურნალო საშუალება რეგულარულად უნდა მიიღოთ და გატოვეთ დოზა, მიიღეთ, რაც შეიძლება მალე. მიუხედავად ამისა, თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივი რეჟიმით მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

10 პრეპარატის ვარგისიანობის ვადა
დაბეჭდილია გარეთა და შიდა შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

2.11 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას:

ანოვისი® შეინახეთ <250C ტემპერატურაზე.

2.12 ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი:

02/2013

3.ინფორმაცია პრეპარატების რაციონალური გამოყენების შესახებ
 ü  ეს პრეპარატი ექიმმა დაგინიშნათ კონკრეტული სამედიცინო პრობლემის გამო. არ მისცეთ ის სხვებს ან არ გამოიყენოთ სხვა მდგომარეობისათვის, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ü  თუ ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში წარმოიშვა რაიმე პრობლემა, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ü  თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ü  იმისათვის, რომ პრეპარატი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, აუცილებელია, რომ ის მიიღოთ ინსტრუქციების შესაბამისად.

ü  თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით და სრულად წაიკითხოთ ინფორმაცია იმ პრეპარატის შესახებ, რომელიც დაგენიშნათ.

ü  პრეპარატები არ შეინახოთ სააბაზანოს კარადაში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის დაზიანება და შედეგად, მან ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.

ü  არ შეინახოთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან რომელთა ვარგისიანობის ვადა ამოწურულია.

ü  უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ეს პრეპარატი შეინახეთ უსაფრთხო და ბავშვებისაგან  მიუწვდომელ ადგილას.

 4.გაცემის კლასიფიკაცია
 სამკურნალო საშუალება გაიცემა მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy